სოხუმში მამაკაცმა თავი აიფეთქა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 17 ოქტომბერი 2016 11:58

სოხუმში მამაკაცმა თავი აიფეთქა. შემთხვევა  ადგილობრივი ტელევიზიის შენობის ტერიტორიაზე მოხდა.   „სპუტნიკ აბხაზიას“   ინფორმაციით, ადგილზე აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობა.


გიორგი მარგველაშვილი - ჩვენი ქვეყნის გაერთიანება მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციის შედეგი იქნება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 21:48

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გმირთა მოედანზე, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

„ყოველ წელს, ამ ტრაგიკულ დღეს, პატივს მივაგებთ ამ ძმათამკვლელი ომის მსხვერპლს, იმ ადამიანებს, ვინც დაიღუპა ამ ტრაგიკულ ომში.

ვმუშაობთ იმისათვის, რომ ერთიანი, ძლიერი საქართველო შეიქმნას.

ჩვენი ქვეყნის გაერთიანება  მშვიდობიანი და ერთმანეთისკენ მიმართული ემოციისა და მუშაობის  შედეგი იქნება.

ჩვენ, ასევე, დღეს დავაჯილდოვეთ 28 ადამიანი, რომელიც ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლას შეეწირა ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

23 წელი სოხუმის დაცემიდან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 27 სექტემბერი 2016 10:54

დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 23 წელი გავიდა.  სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. ბრძოლა ერთიანობისთვის 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა. 

ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ” მიღწეული შეთანხმების დარღვევით მოწინააღმდეგემ სოხუმის აღება შეძლო. 

ამ დრომდე დაუზუსტებელი მონაცემებით, 10 000 მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი კი უსახლკაროდ დარჩა.

ოკუპირებულ აფხაზეთს FIFA-ს წევრობა სურს

გამოქვეყნებულია სპორტი
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 11:02

ოკუპირებული აფხაზეთი FIFA-ს წევრობის სურვილს გამოთქვამს. სოხუმში გამართულ პრეს კონფერენციაზე ამის შესახებ FIFA-ს  შვედმა აგენტმა დაგ ლარსონმა და სერგეი აზიზოვმა ისაუბრეს.

ლარსონმა დადებითად შეაფასა აფხაზეთში მიმდინარე კონიფას ჩემპიონატი, რომელიც არაღიარებულ ერთეულებს აერთიანებს, თუმცა მას საერთო არაფერი აქვს FIFA-სთან.

სერგეი აზიზოვმა, რომელიც შვედეთში საფეხბურთო სფეროში მოღვაწეობს, განაცხადა, რომ უკვე დაუკავშირდა FIFA-ს აფხაზეთის წევრობის მოთხოვნით. მისი თქმით, FIFA-ს აგენტები უკვე განიხილავენ აფხაზეთის ნაკრებთან მატჩების ჩატარების საკითხსაც.

ამ დრომდე აღნიშნულზე კომენტარი ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციას არ გაუკეთებია. აღსანიშნავია, რომ დაგ ლარსენი FIFA-ს მიერ ლიცენზირებულ აგენტთა სიაშია შესული.

 

არჩევნები გაყალბდა! - სტუდენტების აქცია სოხუმის უნივერსიტეტში

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 17:26

ამ წუთებში სოხუმის უნივერსიტეტში აქცია მიმდინარეობს. აქციასთან დაკავშირებით, სოხუმის უნივერსიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენელი ლექსო გოგოხია სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც newsday.ge უცვლელად გთავაზობთ: 

"კიდევ ერთი სამარცხვინო ფაქტი სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, გაყალბდა არჩევნები მათემატიკისა და კომპ.მეც. ფაკულტეტზე, ამით თქმულია ის რომ სოხუმის უნივერსიტეტში, განსხვავებული აზრის მქონე სტუდენტი ასე ისჯება,
კიდევ კარგი საბჭოთა კავშირის დრო არა არის, თორემ ალბათ ციმბირში გადაგვასახლებდნენ. ეს არის დანაშაული იმ სტუდენტების წინააღმდეგ, რომლებიც არ ცნობენ ბატონ ჯ. აფაქიძეს მმართველობის მეთოდს, არ ეთანხმებიან ადმინისტრაციას და არ იმართებიან სხვისგან, ეს ის სტუდენტებია რომლებიც იბრძვიან სამართლიანობისათვის, ეს ის სტუდენტებია რომლებმაც დეკანის არჩევნებზე ღიად დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია და დღეს მიმდინარეობს ამ სტუდენტების ჩაგვრა და დევნა.
ამას ჩვენ არ დავთმობთ და არცერთი ნაბიჯით უკან არ დავიხევთ!!! ეს შეკვეთილი გაყალბება კი იქნება იმ ადამიანის ბოლო, ვინც ეს შეუკვეთა და ჩვენ სტუდენტები გპირდებით რომ, ამ ადამიანს მალევე გამოვაშკარავებთ და არცერთ მათგანს არ მივცემთ უფლებას რომ დღეს და მომავალში სტუდენტები დაჩაგროს!!!,"- ნათქვამია განცხადებაში.

რუსი ოკუპანტები ეშერას მთებში სიმაგრეებს აშენებენ და სანგრებს თხრიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 14:24

სოხუმში ეშერას მთებში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ახალი საგუშაგო გახსნეს. დისლოცირების ბაზაზე სიმაგრეების და სანგრების მშენებლობა დაჩქარებულ ტემპებში მიმდინარეობს. ამასთანავე ხდება მისასვლელი გზის მშენებლობაც, რომელიც მძიმე ტექნიკის გადასაადგილებლად იქნება გათვლილი.

დღეს სოხუმის დაცემიდან 22 წელი გავიდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 27 სექტემბერი 2015 15:15

დღეს სოხუმის დაცემის დღიდან 22 წელი გავიდა. 

1993 წლის 16 სექტემრებს აფხაზურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაარღვია სოჭის შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და დაიწყო შტურმი სოხუმის ასაღებად. სოხუმისთვის ბრძოლა 11 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. აფხაზურ-რუსულმა, ჩრდილოეთ კავკასიელთა და კაზაკთა შენაერთებმა აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს შენობაზე შტურმი 27 სექტემბერს დილიდანვე დაიწყეს, ტყვედ აიყვანეს აფხაზეთის მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა, ქალაქ სოხუმის მერი გურამ გაბესკირია და მინისტრთა საბჭოს 27 თანამშრომელი და შემდეგ ყველა მათგანი დახვრიტეს.

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირებისას 14 ათასამდე ადამიანი ემსპვერპლა. 300 ათასი აფხაზეთიდან დევნილი უსახლკაროდ დარჩა.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური