ლიბერთი და საქართველოს წითელი ჯვარი ხანდაზმულების დასახმარებლად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 25 ივნისი 2020 12:18

ლიბერთი ბანკმა და საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებამ ახალი პროექტი დაიწყეს. ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, საქართველოს მოქალაქეებს სპეციალური დონაციის ნომრის - 16 222 მეშვეობით, საქველმოქმედო აქციაში მარტივად ჩართვის საშუალება ეძლევათ. მობილიზებული ფულადი სახსრებით შეძენილ სასურსათო ამანათებს, მთელი ქვეყნის მასშტაბით მცხოვრები 70 წელს გადაცილებული, მარტოხელა ხანდაზმულები მიიღებენ. დონაციის ნომერზე 1 ზარის ღირებულება - 1 ლარია.

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების მონაცემებით, მსგავსი სახის დახმარებით 50 ათასზე მეტმა ასაკოვანმა მარტოხელა მოხუცმა უკვე ისარგებლა. Covid-19 პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში დაწყებული საქველმოქმედო აქტივობა გრძელდება პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით, რომლის დახმარებით არაერთ ხანდაზმულს გადაეცემა სურსათი და პირადი ჰიგიენის აუცილებელი საშუალებები.

ამას გარდა, ლიბერთის და საქართველოს წითელი ჯვარი აგრძელებენ თანამშრომლობას პანდემიის რისკების შემცირების მიმართულებით და წითელი ჯვრის მოხალისეები, მთელი საქართველოს მასშტაბით მონაწილეობას იღებენ ჯანდაცვის რეკომენდაციების გათვალისწინებით, რიგების მოწესრიგების და დისტანციის დაცვის მნიშვნელოვან საქმეში.

„ლიბერთი სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის #ლიბერთიგულით ფარგლებში, აგრძელებს პანდემიასთან ბრძოლის მიმართულებით აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და გულით ზრუნავს თავის ასაკოვან მომხმარებელზე. ჩვენთვის პრიორიტეტია მინიმუმამდე დავიყვანოთ მათი ბანკში ვიზიტის საჭიროება და აუცილებლობის შემთხვევაში, ბანკში ვიზიტისას, შევქმნათ უსაფრთხო გარემო. მოხარული ვართ, რომ საქართველოს წითელი ჯვრის მოხალისეები მხარში უდგანან ლიბერთის თანამშრომლებს და ერთობლივად ვზრუნავთ ხანდაზმული მოქალაქეების ჯანმრთელობაზე. არანაკლებ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ წითელი ჯვრის საქველმოქმედო ინიციატივას, რომელიც მარტოხელა ხანდაზმულების მხარდაჭერას ითვალისწინებს და ნებისმიერ მოქალაქეს საშუალებას აძლევს ჩაერთოს და თუნდაც მცირედი, მონაწილეობა მიიღოს მათი ცხოვრების გაუმჯობესებაში.“ - განაცხადა ლიბერთის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების დირექტორმა, ვაჟა მენაბდემ. (R)

სოციალური პროექტი - „გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 13:50

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგ სათამაშო დღეს, ახალ სპორტის სასახლეში სოციალური პროექტის - „გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი“ - პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი სპორტული სააგენტო SBM-ის ინიციატივით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ხორციელდება. სოციალური პროექტის მიზანია, საზოგადოებამ ახლოს გაიცნოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში გამოჩენილი და გამორჩეული ქართველი სამხედრო მოსამსახურეები.

პირველი სტუმარი  2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე, შინდისის ბრძოლაში დაჭრილი, 27 წლის  კაპრალი ტრისტან ჩიტიძე გახლდათ, რომელიც კვირას, "ნატახტარსა" და PSP-ს შორის გამართულ ცენტრალურ შეხვედრას დაესწრო, გუნდებთან ერთად სამახსოვრო ფოტო გადაიღო და ორგანიზატორებისგან სიმბოლური საჩუქრებით დაჯილდოვდა.

ტრისტან ჩიტიძე 2008 წლის 11 აგვისტოს მომხდარი შინდისის ბრძოლის ერთ-ერთი ცოცხალი გმირია. ამ მძიმე დღის შემდეგ მას რვა ოპერაციის გადატანა დასჭირდა, ოთხი საქართველოში ჩაუტარდა, ოთხი - ისრაელში. წელიწადნახევრიანი ინტენსიური მკურნალობის შედეგად კაპრალ ჩიტიძეს ორივე ფეხი შეუნარჩუნეს.

დღეს იგი აქტიურად მისდევს ჯანსაღი ცხოვრების წესს, ყოველ დღე, საშუალოდ, 20 კილომეტრს დარბის. სულ ახალხან კი მეგობრებთან ერთად  42-კილომეტრიან მარათონში მიიღო მონაწილეობა.

სოციალური პროექტი  „გაიცანი ჩვენი ქვეყნის გმირი“  თვეში ერთხელ განხორციელდება და  ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის თამაშებზე მისულ გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, უშუალოდ გაიცნონ გამორჩეული ქართველი ჯარისკაცები.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში წარმატებული ბიზნესორგანიზაციებისა და სახელმწიფო უწყებების სამოყვარულო გუნდები მონაწილეობდნენ. 2015 -16 წლების სეზონი  რიგით მერვეა ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში. აღნიშნული გათამაშება, მთელი თავისი არსით, ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდას და ორგანიზაციებში კორპორატიული სულისკვეთების ამაღლებას  ემსახურება.

წლევანდელი ჩემპიონატი ექვსი სხვადასხვა კორპორატიული და არაკორპორატიული ლიგის ფორმატში ტარდება და მასში 60 გუნდი მონაწილეობს.

 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური