ლიბერთი სოციალურად დაუცველი მოსწავლეების მხარდაჭერას აგრძელებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 05 აპრილი 2019 13:45

ლიბერთისა და ,,კინგსი საქართველოს“ შორის გაფორმებული ურთიერთ თანამშრომლობის თანახმად, სოციალურად დაუცველიმოსწავლეები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სრულიად უფასოდმიიღებენ მონაწილეობას ,,კინგსი საქართველოს“  მიერ ორგანიზებულ საგანმანათლებლო ოლიმპიადებში.

24 მარტს, კინგსის 2019 წლის გაზაფხულის სეზონი ინგლისურიენის ოლიმპიადის ტურით გაიხსნა და ქვეყნის მასშტაბით 22 ქალაქში ერთდროულად ჩატარდა. პირველ ტურში 14 432 მოსწავლე მონაწილეობდა. 7 აპრილს მეორე ტურში  9 543 მოსწავლე  მიიღებს მონაწილეობას.  მაისში დაგეგმილია საგნობრივი ოლიმპიადების ჩატარება ქართულ ენასა და მათემატიკაში.

,,მოხარული ვართ, რომ ჩავერთეთ კიდევ ერთ საგანმანათლებლო პროექტში და ჩვენი თანადგომით სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს საშუალება ეძლევათ მონაწილება მიიღონ საგნობრივ ოლიმპიადებში. განათლების მხარდაჭერის მიმართულებით არაერთ პროექტში ვართ ჩართული და ვცდილობთ ჩვენი  წვლილი შევიტანოთ მომავალი თაობების აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეში“ - განაცხადა ლიბერთის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან თხელიძემ.

"კინგსი აქტიურად მუშაობს სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებზე მომავალი თაობის განვითარებისა და მათთვის მოტივაციის შექმნის მიზნით. განათლებული, განვითარებული მომავალი წარმატებული ქვეყნის წარმატების საწინდარია. სწორედ ამიტომ, ამ ეროვნულ საქმეში ჩართულობა და მსგავსი საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერა თითოეული ორგანიზაციის სოციალური პასუხისმგებლობაცაა. გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ლიბერთის მხარდაჭერისთვის, რომელიც შესაძლებლობას აძლევს სოციალურად დაუცველ მოსწავლეებს ჩაერთონ საგნობრივ ოლიმპიადებში.’ - განაცხადა სესილი გელოვანმა, კინგსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა.

დაფინანსების მსურველმა მოსწავლეებმა უნდა მიმართონ კინგსისადმინისტრაციას 032 2 306131 / www.kings.ge.

სოციალურად დაუცველი ოჯახები ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 მარტი 2019 12:31

2019 წლის მარტიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული 100 001-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები, ბავშვის 50-ლარიან დახმარებას სხვადასხვა მეთოდით მიიღებენ. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მუნიციპალიტეტების ნაწილში, 50-ლარიანი დახმარებიდან 30 ლარი სპეციალურ ბავშვის კვების ბარათზე დაირიცხება (თანხის განაღდების უფლების გარეშე), რომლის გამოყენებასაც მხოლოდ საკვები პროდუქტების შესაძენად შეძლებენ. დარჩენილი 20 ლარი კი, ფულადი ბენეფიტის სახით დარჩება.

მინისტრის თქმით, ეს გადაწყვეტილება გაერო-ს ბავშვთა ფონდის რეკომენდაციით იქნა მიღებული.

დღეს, სწორედ ამ თემაზე ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელს საქართველოში ღასან ხალილს და „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილეს ლევან თხელიძეს შეხვდა.

მინისტრმა პარტნიორ ორგანიზაციებთან საბოლოო კონსულტაციები გაიარა. საუბარი შეეხო ამ მიმართულებით მსოფლიო გამოცდილებას, რომელიც მრავალფეროვანია.

„თანხის გაცემის ორივე მეთოდის შემთხვევაში, დადებითი შედეგი დგება, თუმცა რომელი იქნება უფრო ეფექტური ბავშვის კეთილდღეობისათვის, ამას სპეციალური კვლევა განსაზღვრავს. კვლევას, იუნისეფის კვალიფიციური ექსპერტები ჩაატარებენ. მუნიციპალიტეტების განსაზღვრა „შემთხვევითი შერჩევის“ პრინციპით მოხდა, რაც არის ყველაზე აპრობირებული და გავრცელებული მექანიზმი მსოფლიოში", - აღნიშნა მინისტრმა.

ბავშვის კვების ბარათის ასაღებად ბენეფიციარებმა ერთჯერადად უნდა მიმართონ „ლიბერთი ბანკის“ სერვის ცენტრებს ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ბარათის გამოყენება შესაძლებელია ყველა იმ მაღაზიაში, რომელიც რეგისტრირებულია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ. მაღაზიების ჩამონათვალი კი სააგენტოს ვებ-გვერდზეა www.ssa.gov.ge ხელმისაწვდომი. ინფორმაციის მიღება ასევე შესაძლებელია ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე 1505. „ბავშვის კვების ბარათის“ გამოყენება მარტიდან, საარსებო შემწეობის ჩარიცხვის შემდეგ გახდება შესაძლებელი.

ბავშვის 50 ლარიანი დახმარებით 74 000 ოჯახი (146 000 ბავშვი) ისარგებლებს. მათ შორის 44 000 ოჯახს (87 000 ბავშვს) თანხის ნაწილი კვების ბარათზე დაერიცხება.

"ორ წლამდე სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის კვებითი დანამატების დარიგებას ვიწყებთ" - დავით სერგეენკო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 01 ივნისი 2016 12:21

"რამდენიმე კვირაში დავიწყებთ 6 თვიდან 23 თვის ასაკამდე ბავშვებისთვის სპეციალური 15 კომპონენტიანი მინარალებისა და ვიტამინების შემცველობის კვებითი დანამატების დარიგებას",- ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეზე ჯანდაცვის სამინისტროს, განათლების, იუსტიციის და სპორტის სამინისტროებთან ერთად ბავშვზე ზრუნვის მიმართულების ანგარიშის წარდგენაზე განაცხადა. 

„სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის ამას მთავრობა, რა თქმა უნდა, უფასოდ დაარიგებს. ეს იქნება მთელი რიგი დაავადებების პრევენცია და ბავშვის სწორი განვითარების ხელშეწყობა. ცოტა ხნის წინ ჩვენ დავიწყეთ ორსულებში ფოლიუმის მჟავისა და რკინის პრეპარატების დარიგება. ეს არის კიდევ ერთი ნაბიჯი ბავშვის სწორი განვითარებისთვის და დაავადებათა პრევენციისთვის. აღნიშნული პროდუქტი არ არის მაღალი საბაზრო ღირებულების, ამ ასაკობრივ ჭრილში 13 ათასი სოციალურად დაუცველი ბავშვია. უკლებლივ ყველა მათგანს 15-კომპონენტიანი ვიტამინებისა და მინერალების კვებითი დანამატი უფასოდ დაურიგდება, დანარჩენებს კი აფთიაქებში შეძენა შეუძლიათ. საბაზრო ღირებულება შემოსავლის მქონე არც ერთ ოჯახს არ დააწვება“, - განაცხადა დავით სერგეენკომ.

6 ათასამდე ადამიანს სოციალური დახმარება შეუჩერდა-ნაციონალური მოძრაობის განცხადება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 17 დეკემბერი 2015 12:13

2015 წლის ივნისის შემდეგ 60 წელს ზემოთ ასაკის, 6 ათასამდე ადამიანს სოციალური დახმარება შეუჩერდა - ამ ინფორმაციას ნაციონალური მოძრაობა ავრცელებს.

ნაციონალური მოძრაობის სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნის, ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, სოციალური დახმარება ძირითადად მარტო, ან მეუღლესთან მცხოვრებ პირებს შეუჩერდა, რომლთა ერთადერთი შემოსავალი სახელმწიფოს დახმარებაა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სოციალური შემწეობის მიმღების შეჩერების ხარჯზე ხელისუფლებამ 15 მილიონი ლარი დაზოგა.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს,რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მერია, სწავლის 50%-ის ნაცვლად, 70 ან 100 %-ს დაუფარავს

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 16:46

თბილისში სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების წესი იცვლება. ინიციატივის მიხედვით, სოციალურად დაუცველ სტუდენტებს, რომლებსაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, მერია, სწავლის 50%-ის ნაცვლად, 70 ან 100 %-ს დაუფარავს. 

ახალი წესი 2016 წლიდან ამოქმედდება. ცვლილება დღეს საკრებულოს სხდომაზე განიხილეს. დეპუტატებს ის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ახალმა ხელმძღვანელმა ირკალი გვილავამ გააცნო. 

დღესვე საკრებულოში გვილავას ჩანაცვლების საკითხზე იმსჯელეს. დედაქალაქის საკანონმდებლო ორგანოში მის ადგილს რატი იონათამიშვილი დაიკავებს.

ზამთარში სოციალურად დაუცველები შეშით მომარაგდებიან-ნარმანიას განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 12:03

თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომაზე ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით რაიონულ გამგეობებს, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს და „თბილსერვის ჯგუფს“ შესაბამისი დავალებები მისცა.

როგორც დავით ნარმანიამ განაცხადა, სოციალურად დაუცველი მოსახლეობა, რომელსაც არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა, შეშით იქნება უზრუნველყოფილი.

„ვავალებ რაიონულ გამგეობებს, რომ მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც სოციალურად დაუცველია და არ გააჩნია გათბობის შესაძლებლობა მოხდეს მათი უზრუნველყოფა შეშით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

ამასთან, დღევანდელ მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელს დაავალა, შემოწმდეს ყველა საბავშვო ბაგა-ბაღი გათბობით უზრუნველყოფის მიმართულებით.

„საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს ვავალებ, შეამოწმოს ყველა საბავშვო ბაღი და ბაღებში არსებული მდგომარეობა. ჩვენ ყველა საბავშვო ბაღი მოვიყვანეთ მწყობრში და ყველგან არის გათბობა უზრუნველყოფილი, თუმცა გათბობის საშუალებების შემოწმება და კიდევ ერთხელ ზამთრის დადგომამდე შესაბამისი სამუშაოების ჩატარება აუცილებელია. ამიტომ ეს უახლოეს დღეებში უნდა იქნეს წარმოებული“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გარდა ამისა, დედაქალაქის მერმა ზამთრის სეზონის მოახლოებასთან დაკავშირებით დავალება „თბილსერვის ჯგუფს“ მისცა. „თბილსერვის ჯგუფმა“ უნდა მოამზადოს ტექნიკა და შესაბამისი საშუალებები ზამთრის სეზონზე გზების მოვლა-პატრონობასთან და შესაბამის მომსახურებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა დავით ნარმანიამ

70 000 და ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახები ელ.ენერგიის გადასახადისთვის კომპენსაციას მიიღებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 18:00

თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახები, ელექტროენერგიის ტარიფის კორექტირებასთან დაკავშირებით ოქტომბერში წარმოქმნილი ხარჯების კომპენსირების მიზნით, 21 ოქტომბრიდან, თბილისის მერიისგან დამატებით ფულად დახმარებას მიიღებენ.

ოჯახებს რომელთა სარეიტინგო ქულა თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში 70 000-ს არ აღემატება, თანხა საბანკო ანგარიშზე ჩაერიცხებათ. დღეისათვის დედაქალაქში ასეთი 35 415 ოჯახია და მთლიანობაში მათ დამატებითი ფულადი დახმარების სახით 424 980 ათასი ლარი ჩაერიცხებათ.

აღნიშნული კომპენსაციის გარდა, თბილისში სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული 70 000 და ნაკლები ქულის მქონე ოჯახები, ნოემბერ-დეკემბერში კომუნალური ხარჯებისთვის მიიღებენ დახმარებას თვეში 100 ლარის ოდენობით, როგორც ეს მიმდინარე წლის იანვარ-მარტში განხორციელდა.

ნიკა მელიამ პენსიონერების ოჯახს ესტუმრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 17:20

მძიმე ეკონომიკური და სოციალური პრობლემები აწუხებთ იოსელიანების პენსიონერ ოჯახს. ცოლ-ქმარი ამბობს, რომ ეკონომიურ კრიზისისა და ფასების ინფლაციის გამო, მათი ხარჯი გაიზარდა და პრობლემებს ვერ უმკლავდებიან.

როგორც ისინი ნიკა მელიასთან საუბარში ამბობენ, საკვებისა და მედიკამენტების შეძენას ვერ ახერხებენ. სოციალურმა სააგენტომ კი, მათ ქულები ისე გაუზარდა,რომ სოციალური აგენტი არც კი მისულა შესამოწმებლად.

"ნაცონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ მთავრობამ უარი უნდა თქვას ფუფნებაზე, პრემიებსა და დანამატებზე და 2016 წლის ბიუჯეტში პენსია 50 ლარით გაზარდოს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური