სოფო კილაძე მიმართვას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 20 სექტემბერი 2016 19:08

პარტია ,,ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი სოფო კილაძე მიმართვას ავრცელებს, ლალი მოროშკინას ბრალდებებზე, თავისი შტაბის ახალგაზრდული ორგანიზაციის ხელმძღვანელის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ,,ბოლო პერიოდში ხშირად მესმოდა ოპონენტის მიერ, ჩემი მისამართით გავრცელებული არაერთი ცილისმწამებლური და ცრუ ინფორმაცია, მაგრამ არასდროს ჩამითვლია საჭიროდ მეპასუხა იმ უსაფუძვლო და პროვოკაციულ განცხადებებზე, რომლებიც წინასაარჩევნოდ იაფფასიან პიარ კამპანიას ემსახურებოდა. ლალი მოროშკინა ამ გზებით ცდილობს საკუთარი კანდიდატურის დაბალი რეიტინგი და დაბალი საზოგადოებრივი მხარდაჭერა მსგავსი მეთოდებით აიმაღლოს. თუმცა, დღევანდელი შემთხვევა იმ გამონაკლისს წარმოადგენს რომლის უპასუხოდ დატოვება, ამ შემთხვევაში, მართებულად არ მივიჩნიე, ვინაიდან საქმე ახალგაზრდის ჯანმრთელობასა და მასზე ძალადობას ეხება. ოპონენტი ცდილობს საქმე პოლიტიკურ ჭრილში გადაიყვანოს, რაც ჩემთვის მიუღებელია. არსებულ კითხვებზე პასუხის გაცემა კი როგორც ჩემთვის ასევე საზოგადოებისთვისაც მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მე როგორც ამ ქვეყნის მოქალაქე მოვუწოდებ, სამართალდამცავ ორგანოებს რაც შეიძლება დროულად გამოიძიონ აღნიშნული საქმე და კანონით გათვალისწინებული ზომები მიიღონ. აქვე, მინდა აღვნიშნო და ოპონენტებს შევახსენო, რომ მმართველი პარტია ,,ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველო“ არის სწორედ ის ძალა, რომლემაც შექმნა ისეთი წინასაარჩევნო მოცემულობა და გარემო, სადაც თითოეულ პარტიას და მის მაჟორიტარობის კანდიდატს, საშუალება აქვს ამომრჩეველს შესთავაზოს საკუთარი პროგრამა და ხედვები, ყოველგვარი შეზღუდვისა და ხელისშემშლელი ფაქტორების გარეშე.

სოფიო კილაძე ამომრჩვლებთან შეხვედრებს განაგრძობს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 18 სექტემბერი 2016 13:06

პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატები ამომრჩევლებთან შეხვედრებს განაგრძობენ.

 

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, სოფიო კილაძე, ჩუღურეთის ამომრჩეველს შეხვდა. შეხვედრაზე კანდიდატმა რაიონის განვითარების პერსპექტივებსა და მომავალი საქმიანობის შესახებ ისაუბრა. მან 8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩევლების მხარდაჭერის იმედი გამოთქვა. 
„მე ვიქნები მაჟორიტარი, რომელიც თითოეულ თქვენგანს მოუსმენს, და თქვენთან ერთად შეეცდება, მოაგვაროს ის პრობლემები, რაც დგას ჩვენი საზოგადოების წინაშე. ჩვენ ერთად ძალიან ბევრს შევძლებთ და ძალიან მაგარ ქვეყანას ავაშენებთ, ისეთს როგორიც ეკადრება ჩვენს წარსულს აწმყოსა და მომავალს. ჩვენ გპირდებით თქვენ, რომ შევინარჩუნებთ იმ თავისუფლებას, რომელიც გვაქვს, განვავითარებთ ეკონომიკას, ინფრასტრუქტურულ პროცესებს.“ - განაცხადა სოფიო კილაძემ. ჩუღურეთის რაიონის ამომრჩევლევბთან შეხედრას, სოფიო კილაძესთან ერთად, პარტია „ქართული ოცნების“ ახალი სახეები ირინა ფრუიძე და ლევან კობერიძეც ესწრებოდნენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური