მეწყერი სოფელ ახალშენში-მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 11 ოქტომბერი 2015 14:18

უბედური შემთხვევა სოფელ ახალშენში-მაშველები 60 წლამდე მამაკაცს ეძებენ. ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენში სამაშველო ოპერაცია ამ წუთებშიც მიმდინარეობს. გამთენიისას კარიერზე მუშაობის პროცესში მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც იქვე არსებული დაცვის ჯიხური მოიყოლა. ჯიხურში 60 წლამდე ადგილობრივი მამაკაცი იმყოფებოდა. მამაკაცის მობილურზე დაკავშირება ამ დრომდე შესაძლებელია, თუმცა შეტყობინებებს არავინ არ პასუხობს.

სოფელ აძვის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 17:15

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, სოფელ აძვის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს.

უკვე მესამე დღეა, სოფლის მკვიდრს გია ხაჩიძეს ყირიმ-კონგოს დიაგონოზით თბილისში მკურნალობენ. მოსახლეობა ადგილზე სპეციალისტების ჩასვლას და სამუშაოების ჩატარებას ითხოვს. პაატა იმნაძის თქმით, წელს ყირიმ-კონგოს 9 გამოვლენილი შემთხვევაა დაფიქსირებული, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11-ით ნაკლებია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელი მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებს საქონელთან ურთიერთობისას. ვირუსული ინფექციის ძირითადი გადამტანები მინდვრის თაგვები და ტკიპები არიან. ყირიმ-კონგოსთვის დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, ჩნდება სისხლჩაქცევები კანზე, კანქვეშ, ნაკბენის მიდამოებში და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან. ეს დაავადება ხშირ შემთხვევაში მკურნალობას არ ექვემდებარება. 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური