ხარაგაულის სოფელ ლაშეში მდინარემ გზა ჩაანგრია

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 ოქტომბერი 2017 23:49

ხარაგაულის რაიონში ძლიერი ნალექის შედეგად მდინარე ჩხირიმელა ადიდდა. ადიდებულმა მდინარემ სოფელ ლაშეში გზის ნაწილი წაიღო. ამ დროისთვის საავტომობილო მოძრაობა შეწყვეტილია. 
სოფლის გზა ცენტრალურ ავტომაგისტრალსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტს აკავშირებს, რის გამოც რაიონულ ცენტრში ავტომანქანებს გადაადგილება შემოვლითი გზით უწევთ. 
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, არჩილ მაღრაძის თქმით, გზის აღდგენითი სამუშაოები ხვალიდან დაიწყება.

მიწისძვრის შედეგად სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ივნისი 2017 02:24

კახეთში მომხდარი მიწისძვრის დროს სიღნაღის რაიონის სოფელ მაღაროში ერთი საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. 
ძლიერი ბიძგების შედეგად ვარსიმაშვილების სახლს ბზარი გაუჩნდა. ოჯახის არც ერთი წევრი არ დაშავებულა. 
ადგილზე იმყოფებოდა კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი. მისი თქმით, მიწისძვრას რეგიონში სხვა შენობები არ დაუზიანებია. არ არიან არც დაშავებულები.


საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25 საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში დაფიქსირდა. 

ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია. ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს. 

სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 14:45

სოფელ ვაჩიანში დედას და სამ შვილს გლოვობენ. გარდაცვლილების ოჯახს უამრავი ადამიანი უსამძიმრებს. ადგილობრივები მკვლელობის სხვადასხვა ვერსიებზე საუბრობენ.მათი თქმით, დაკავებული ეჭვმიტანილი მარტო არ მოქმედებდა. ისინი ვარაუდობენ, რომ მისი თანამონაწილე შესაძლებელია იყოს სულ მცირე სამი ადამიანი, რადგან ერთი ადამიანი 4 ადამიანის მოკვლას ვერ შეძლებდა. ასევე თვითმხილველების თქმით, მოკლულები ნაწამები არიან. მკვლელობაში ეჭვმიტანილი პოლიციამ გუშინ დააკავა. სამართალდამცავების ინფორმაციით, დაკავებული არის 24 წლის ადგილობრივი. ასევე პოლიციის ინფორმაციით, დამნაშავემ ბრალი აღიარა. მას ადამიანი განზრახ მკვლელობის მუხლით წაუყენეს.

4,8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები - ეპიცენტრი სოფელი სოღუთლო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 12 ივლისი 2016 14:21

რამდენიმე წუთის წინ მიწისძვრა მოხდა თბილისში. 4.8 მთელი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა.ბიძგები დაახლოებით 14 საათზე და 14 წუთზე მოხდა, თბილისიდან 51 კილომეტრში, ქალაქ დმანისის ჩრდილო-დასავლეთით დაფიქსირდა. ეპიცენტრი სავარაუდოდ, სოფელი სოღუთლო იყო. 

მიწისძვრას ნგრევა არ გამოუწვევია.

 

ოზურგეთში ადგილობრივების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 დეკემბერი 2015 13:54

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში ადგილობრივების აქცია ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. კომპანია ესტეესი, რომელიც სოფლის გაზიფიკაციას ახორციელებს, სამუშაოებს არაჯეროვნად ასრულებს და სოფლის გზებს აზიანებს.

როგორც ადგილობრივები აცხადებენ, კომპანიას მილები არსებული ნორმების დარღვევით მიწისქვეშ გაყავს, გადათხრილ გზას კი ხელუხლებელს ტოვებს, რის გამოც სოფლის გზებზე გადაადგილება თითქმის შეუძლებელი გახდა.

ადგილობრივებსა და კომპანიის წარმომადგენლებს შორის დღეს საუბარი ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რომლის დროსაც ფიზიკური შეურაცხყოფა აქციის მონაწილეებმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლს ნატანებში, ილია თავაძესაც, მიაყენეს.

სოფელ ნატანებში მომხდარი ინციდენტის შემდეგ კომპანია ესტეესის წარმომადგენელმა პირობა დადო, რომ მიმდინარე სამუშაოების დროს დაზიანებული გზის აღდგენა და შეკეთება წლის ბოლომდე მოხდება.

სოფელ ჯანდარაში "ბი-პის" კონტრაქტორი კომპანიის თანამშრომლები გაიფიცვას აგრძელებენ

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 12:31

უკვე მესამე დღეა გაფიცვა გრძელდება სამხრეთკავკასიური მილსადენის გაფართოების პროექტის სამშენებლო სამუშაოებზე, გარდაბნის რაიონის  სოფელ ჯანდარაში. 400-მდე თანამშრომელი დღეს ისევ არ გამოცხადდა სამსახურში, ისინი "ბი-პის" კონტრაქტორ კომპანიას ჰყავს დასაქმებული. 

გაფიცულები აცხადებენ, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და ითხოვენ პირობების გაუმჯობესებას. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ მათ კომპანიის ხელმძღვანელობა არ შეხვედრია. პროტესტი გრძელდება ვალეშიც. 

სოფელ გამარჯვებაში ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 13:38

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება მიმდინარეობს გარდაბნის რაიონის სოფელ გამარჯვებაში. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით, სოფელში ერთ კილომეტრზე მეტი გზის საფარი დააგეს. 

ეს გზა ერთადერთია, რომელიც სკოლამდე მიდის და წლების განმავლობაში გაუვალი იყო. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ამ პროექტის განსახორციელებლად 215 ათასი ლარი გამოიყო. ამავე სოფელში წელს გარე განათებებიც დაამონტაჟეს.

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 21 ნოემბერი 2015 20:08

პანკისის ხეობის სოფელ ჯოყოლოში საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივები 29 წლის დავით ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის დადგენას ითხოვენ.ოჯახის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში სამუშაოდ თურქეთში იმყოფებოდა. ის გუშინ საქართველოში დაბრუნებისას სახელმწიფო საზღვარზე დააკავეს და რამდენიმე საათის შემდეგ უკან გააბრუნეს.ოჯახის თქმით, ახალგაზრდა მძიმედაა ავად და საქართველოში სამკურნალოდ ბრუნდებოდა.ისინი დახმარებას სახელმწიფოს სთხოვენ, რომ ბორჩაშვილის ადგილსამყოფელის შესწავლა და შესაბამისი მკურნალობა დროულად მოხდეს.

სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 20 ნოემბერი 2015 11:19

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათში წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარეობს მიწისქვეშა სამუშაოები, პოლიეთილენის მილების მონტაჟი, სათავე ნაგებობის, სატუმბი სადგურებისა და რეზერვუარების მოწყობა. სოფლის სასმელი წყლით უზრუნველყოფა, სხვა ინფრასტრუქტურულ პროექტებთან ერთად, ადგილობრივმა მოსახლეობამ  მთავარ პრიორიტეტად დაასახელა.  სარეაბილიტაციო სამუშაოებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელიც  დაესწრო. ჯუმათის წყალმომარაგების პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.  სამშენებლო სამუშაოები 2016 წლის ბოლომდე  დასრულდება.

სოფელ განმუხურში,საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 11:48

სოფელ განმუხურში ჩახაიების კუთვნილი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ნგრევის მიზეზი, სავარაუდოდ, სახლის სიძველე გახდა. ოჯახის წევრების თქმით, ჩამონგრევას ხელი შეუწყო უამინდობამაც.

ჩახაიების ოჯახი 11-სულიანია, მათ შორის 5 მცირეწლოვანია. ოჯახის არცერთი წევრი არ მუშობს და ერთი მცირეწლოვანი ბავშვი მძიმედ დაავადებულია. ჩახაიები ადგილობრივ მთავრობას მიმართავენ და გარდა ერთჯერადი დახმარებისა, სამშენებლო მასალებითაც ითხოვენ დახმარებას.

გამგეობის წარმომადგენლების თქმით, ოჯახს ერთჯერადად 1000 ლარს გადასცემენ, სამშენებლო მასალებით დახმარებას კი ვერ შეძლებენ, რადგან წლევანდელ ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებული არ არის. გამგეობა ეზოში დროებით კოტეჯის ჩადგმის შესაძლებლობასაც განიხილავს. 

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური