დრაგ რეისინგი - ხაშური

გამოქვეყნებულია სპორტი
ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 08:00

ქართული ავტოსპორტი ერთ ადგილზე ნამდვილად არ დგას! ხონის შემდეგ, შესანიშნავი სანახაობის მომსწრეები ხაშურელები გახდნენ. ხაშურის ავტობანზე დრაგ რეისინგის მორიგი ეტაპი ჩატარდა.

კომპანია სოკარმა მსოფლიო დასუფთავების დღე აღნიშნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 09:31

21 სექტემბერს მსოფლიოს დასუფთავების დღე აღინიშნება.

ეს დღე სოკარმა ორგანიზაცია Let's do it - Georgia-სთან ერთად გაატარა და რუსთავის გზატკეცილის მიმდებარე ტერიტორიაზე 10 000 ლიტრამდე ნარჩენი შეაგროვა.

"გარემოს დაცვა - სოკარის სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია და მოხარულები ვართ, რომ მსგავს აქციაში მონაწილეობის საშუალება მოგვეცა" - აღნიშნეს კომპანიის წარმომადგენლებმა.

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
შაბათი, 21 სექტემბერი 2019 19:43

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრენდინგის ფარგლებში, სოკარმა უკვე მეხუთე ავტოგასამართი სადგური აქცია ტურნირის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქად. 

ამჯერად ბათუმის ჯერი დადგა, რომელიც დანიის დედაქალაქ კოპენჰაგენად იქცა. 

ავტოგასამართი სადგური ცნობილი დანიური კომპანიის - ლეგოს ელემენტებით არის გაწყობილი და მასზე კოპენჰაგენის სავიზიტო ბარათები: გემები, არხები და ჭრელი სახლები.

საზეიმო გახსნაზე, ჟურნალისტებსა და მოწვეულ სტუმრებს კომპანიის დირექტორმა - ლევან გიორგაძემ და სოკარის მენეჯმენტმა უმასპინძლეს. 

კომპანია სოკარმა რუთავის "აზოტს" გაზის ახალი ტარიფი შესთავაზა-ნაციონალური მოძრაობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 04 მარტი 2016 17:58

 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას აკეთებს ,მათი თქმით კომპანია სოკარმა რუთავის "აზოტს" გაზის ახალი ტარიფი შესთავაზა, თუმცა, მათი თქმით, შეთავაზებას ამ დრომდე მთავრობა არ ეთანხმება. 

დავით კირკიტაძის თქმით, მთავრობის ინტერესებში "გაზპრომთან" ხელშეკრულების გაფორმებაა და ამ მიზეზით აჭიანურებს "სოკარის" ახალი პირობების მიღებას. 

განცხადებას გამოეხმაურა დღეს  ენერგეტიკის მინისტრი, კახა კალაძის განცხადებით,  კომპანია "სოკარის" ხელმძღვანელებსა რუსთავის "აზოტის" წარმომადგენლებს შორის გარკვეული შეთანხმება მიღწეულია, ალბათ უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება და პრობლემა მოიხსნება.

Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 13:06

Socar-ი საქართველოს გაზის დამატებით მოცულობას მიაწვდის.განცხადებას  Socar-ის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი აკეთებს. მისი ცნობით, დაგეგმილია გაზის მოცულობის გაზრდა 500 მილიონ კუბური მეტრით.

"ადრე "შაჰ დენიზიდან" საქართველოს წელიწადში 800 მილიონ კუბურ მეტრამდე გაზს ვაწვდიდით, ახლა შევძელით ამ ხაზით მიწოდების მოცულობის 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდას. ასევე 1,5 მილიარდ კუბურ მეტრამდე მოცულობის გაზრდას გაზსადენით, რომელიც ორ ქვეყანას აზერბაიჯანის გაზახის რაიონში აერთიანებს", - განაცხადა აბდულაევმა

მისი თქმით, აზერბაიჯანს აქვს შესაძლებლობა, "შაჰ დენიზიდან" დამატებით 500-700 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიიღოს, რომლის ნაწილის ექსპორტი საქართველოსა და თურქეთში განხორციელდება. ამ თემაზე Socar-ის პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მედიასთან ისაუბრა. 

 

"ძირითად შეთანხმებაზე მივედით"-კალაძის ვიზიტი ბაქოში დასრულდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 10:21

ენერგეტიკის მინისტრმა ბაქოში სამუშაო ვიზიტი  დაასრულა.  კალაძის განცხადებით, აზერბაიჯანიდან ბუნებრივი აირის დამატებითი მოცულობების წამოღებასთან დაკავშირებით ძირითადი შეთანხმება, ფაქტობრივად, მიღწეულია. მისი თქმით, არის იმის შესაძლებლობა, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან გაზის დამატებითი მოცულობები წამოვიღოთ.კალაძე ვიზიტის ფარგლებში  აზერბაიჯანის პრეზიდენტს და "სოკარის" პრეზიდენტს შეხვდა.

"მქონდა შეხვედრა პრეზიდენტ ალეიევთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებზე. ასევე, საუბარი იყო იმ საერთაშორისო მნიშვნელობის პროექტზე, როგორიცაა შაჰ დენიზის პროექტი, რომლის განხორციელებაც მიმდინარეობს. ასევე, მქონდა შეხვედრა "სოკარის" პრეზიდენტთან, სადაც ვისაუბრეთ ჩვენს სამომავლო თანამშრომლობებზე, დამატებითი მოცულობების წამოღებაზე, რაც ნამდვილად დიდ აუცილებლობას წარმოადგენს ჩვენი შიდა მოხმარებისთვის. ფაქტობრივად, ძირითად შეთანხმებაზე მივედით და ამის შესაძლებლობა იქნება, რომ შაჰ დენიზის მილსადენიდან წამოვიღოთ დამატებითი მოცულობები", - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება "გაზპრომს", კახა კალაძის თქმით, მოლაპარაკებები რამდენიმე დღეში დასრულდება- "ამასთან დაკავშირებითაც ჩვენ, ალბათ, რამდენიმე დღეში დავასრულებთ მოლაპარეკებებს და მივიღებთ იმ შედეგს, რაც სჭირდება ჩვენს დარგს და ჩვენს ქვეყანას", - განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

კახა კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 22 თებერვალი 2016 13:14

ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე 29 თებერვალს აზერბაიჯანს ეწვევა, სადაც კომპანია "სოკარის" წარმომადგენლებსა და ასევე კონსორციუმის ხელმძღვანელებს შეხვდება. 
"აქტიურად ვმუშაობთ, რომ მოვახერხოთ და შესაძლებელი იყოს შაჰდენიზის მილსადენიდან დამატებითი მოცულობების წამოღება. ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილები და ვფიქრობთ, გარკვეულ შეთანხმებას მივაღწევთ და ამის შემდეგ გვექნება სურათი, თუ როგორ დავასრულებთ მოლაპარაკებებს "გაზპრომთანაც"," - განაცხადა კახა კალაძემ. 

"სოკარი" საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მოცულობას ზრდის

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 29 იანვარი 2016 17:22

სოკარი საქართველოსთვის მოწოდებული ბუნებრივი აირის მოცულობას  ზრდის. ინფორმაციას ენერგეტიკის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც მინისტრის მოადგილე მარიამ ვალიშვილი აცხადებს, გაზრდილი მოცულობა მაინც არ არის საკმარისი საქართველოს მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად.

„ყოველდღიური მოცულობები გაიზრდება 200 ათასი კუბური მეტრით, რაც ბუნებრივია გარკვეულ შეღავათს მოგვცემს, თუმცა არ იძლევა საშუალებას, რომ არსებული დეფიციტის სრულად დაბალანსება მოხდეს და მისი შევსება 2 მილიონის ფარგლებში ხდება რუსული მილსადენიდან მიღებული გაზის მოცულობებით,“ - განაცხადა მარიამ ვალიშვილმა. 

„გაზზე მოლაპარაკებები - ეკონომიკური და პოლიტიკური თემა“ - თამარ კორძაია

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 15:00

 „გაზპრომთან“ მიმდინარე მოლაპარაკებებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდათ უმრავლესობის წევრებსაც. საპარლამენტო ფრაქცია“ქართული ოცნება-რესპუბლიკელების“ თავმჯდომარის მოადგილე თამარ კორძაია აცხადებს, რომ როდესაც საქმე შეეხება ქვეყნისთვის მნიშვნელოვან სტრატეგიულ საკითხს, ეს სცილდება ეკონომიკურ ჩარჩოებს და ის პოლიტიკური საკითხიცაა. ასეთ შემთხვევაში გათვლილი უნდა იყოს ყველა მოსალოდნელი პოლტიკური რისკი.  

„ჩვენ ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ხელშეკრულება როდის სრულდება, როდის გაგრძელდება, რა ვადით გაგრძელდება - იმიტომ, რომ ნახევარი ზამთარი უკვე გასულია და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ დამატებით მოცულობების პრობლემა გვაქვს მხოლოდ ზამთარში, მაშინ უნდა ვიცოდეთ, რა პირობებით ფორმდება ხელშეკრულება“ - განაცხადა თამარ კორძაიამ სტარვიზიის ეთერში.

 „ჩვენ ხომ ვიცით, რომ რუსეთი გაზპრომს სწორედ პოლიტიკური ზემოქმედებისთვის იყენებს. როდესაც არგუმენტებით ვსაუბრობთ იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპასაც ამარაგებს რუსეთი, ევროპის უმეტესი ქვეყნები, ჩვენგან განსხვავებით, ნატოს წევრები არიან“ - აღნიშნა კორძაიამ.  

„საქართველოს გრძელვადიანი ენერგეტიკული სტრატეგია სჭირდება“ - ზურაბ ჯაფარიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 იანვარი 2016 14:58

ექსპერტთა განცხადებით, იმის გამო, რომ ენერგეტიკის სამინისტრომ გაზზე ყოველწლიურად გაზრდილი მოთხოვნილების ფონზე არ დაიჭირა თადარიგი და არ იზრუნა აზერბაიჯანიდან მიეღო დამატებითი მოცულობები, დღეს საქართველოს უწევს „გაზპრომიდან“ ბუნებრივი აირის დეფიციტის შევსება. თუმცა მათი აზრით, ქვეყანას შეუძლია დასახოს ამ პრობლემის მოგვარების გრძელვადიანი სტრატეგიაც.

ახალი პოლიტიკური ცენტრ „გირჩის“ დამფუძნებლის, ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ერთერთ ასეთ გრძელვადიან სტრატეგიად შეგვიძლია გაზსაცავის მშენებლობა ჩავთვალოთ. გარდა ამისა, იგი ეხება ირანის საკითხსაც:

„გრძელვადიანი სტრატეგია ითვალისწინებს სხვა დამატებითი ალტერნატივების ამუშავებას. მაგალითად, ირანის ფაქტორი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენ ძალიან აქტიურად უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ ირანული გაზი საქართველოში მოხვდეს. ტექნიკურად შეუძლებელია, რომ პირდაპირ ირანიდან საქართველომ გაზი მიიღოს. ირანული გაზი უნდა მოხვდეს ჯერ ან სომხეთში, ან აზერბაიჯანში და შემდეგ მათგან მივიღოთ ჩვენ.“ - განაცხადა ჯაფარიძემ სტარვიზიის ეთერში. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური