კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ ქართულ ბაზარზე საწვავის არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას შეძლებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2020 13:29

კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმში“ მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასებისა და ეროვნული ვალუტის კურსის ცვლილების დინამიკას აფასებენ და აცხადებენ, რომ მსგავსი პოზიტიური დინამიკის შენარჩუნების შემთხვევაში, კომპანია ქართულ ბაზარზე საწვავის არსებული სარეალიზაციო ფასის შენარჩუნებას შეძლებს. ხოლო, იმ შემთხვევაში, თუ მსოფლიო ბაზარზე ფასების კლება და ლარის კურსის მეტად დასტაბილურება დაფიქსირდა, „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმი“ საწვავის ფასს დაწევს. ამის შესახებ კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. 

კომპანიაში ამბობენ, რომ ეროვნული ვალუტის კურსი, ისევე, როგორც მსოფლიო ბაზარზე ნავთობპროდუქტების ფასების ზრდა, საქართველოში საწვავის სარეალიზაციო ფასის ცვლილებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს. თუმცა, კომპანიას ამ ეტაპზე აქვს საკმარისი მარაგი იმისათვის, რომ შეძლოს ფასების შენარჩუნება.

მიუხედავად ვალუტის კურსის ცვლილებისა, კომპანია, მთელი ამ დროის განმავლობაში, ცდილობდა, გაეთვალისწინებინა მომხმარებლების ინტერესები და ამისათვის, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის სხვადასხვა აქციაც გამოაცხადა.

ენერჯი ბარათის მფლობელები ბენზინსა და დიზელზე დამატებით 9 თეთრიან ფასდაკლებას იღებენ, ხოლო ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი ბარათზე უგროვდებათ. ასევე, მომხმარებლებს 7 თეთრიანი ფასდაკლების მიღება შეუძლიათ გაზის შეძენის შემთხვევაშიც.

გარდა ამისა, ყოველ პარასკევსა და შაბათს, ენერჯი ბარათის მფლობელთათვის, ბენზინსა და დიზელზე განსაკუთრებული, 14 თეთრიანი ფასდაკლება მოქმედებს. ყოველ შეძენილ ლიტრზე 3 თეთრი კი სოკარის მომხმარებლებს ისევ ბარათზე უგროვდებათ, ნათქვამია კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ ადმინისტრაციის განცხადებაში.

სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმს“ შორის მემორანდუმი გაფორმდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 15 მაისი 2020 15:19

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ პირებს შესაძლებლობა ეძლევათ აგროტექნიკური სამუშაოებისთვის საჭირო დიზელის საწვავი ბაზარზე არსებულთან შედარებით მნიშვნელოვნად დაბალ ფასად შეისყიდონ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ფერმერების მხარდაჭერისთვის შექმნილი პროექტის განხორციელების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და კომპანია „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. მემორანდუმი ფერმერებისათვის შეღავათიანი პირობებით საწვავის მიწოდებას ითვალისწინებს.

მემორანდუმს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმის“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ მოაწერეს ხელი, ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი ესწრებოდა.

„შერჩევის დროს, კომპანიამ „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“ ყველაზე დაბალ ფასად შესთავაზა ქართველ ფერმერებს დიზელის საწვავი. ჩვენი ფერმერები მიიღებენ მაღალი ხარისხის დიზელს, რაც მნიშვნელოვანია აგროტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის და სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. გვაქვს იმედი, რომ პროგრამა წარმატებით განხორციელდება და გვექნება საშუალება, რომ ფერმერების მხარდასაჭერად ის მომავალ წლებშიც გავაგრძელოთ“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას შეძლებენ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთის მფლობელი ის ფიზიკური და იურიდიულ პირები, რომელთაც გააჩნიათ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში საკუთრებად რეგისტრირებული არანაკლებ 0.25 ჰა – სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, გარდა საძოვარისა, ან, რომლებიც მოახდენენ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების პირველად რეგისტრაციას და დაზუსტებას. პროგრამით მოსარგებლე ფერმერებისთვის გათვალისწინებულია ერთ ჰექტარზე 150 ლიტრის, ხოლო 100 ჰა-ზე მეტი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, არაუმეტეს, 15 000 ლიტრის ოდენობით საწვავის ფასდაკლების ბარათების  გადაცემა.

პროგრამით მოსარგებლე ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ, საჭირო რაოდენობის დიზელის საწვავი, მიმდინარე წლის განმავლობაში, ყოველთვიურად კონსოლიდირებულ ტენდერში დაფიქსირებულ ფასზე 20 თეთრით იაფად შეისყიდონ კომპანიის „სოკარ ჯორჯია პეტროლიუმი“საბითუმო ბაზებიდან, ხოლო ავტოგასამართი სადგურებიდან, 16 თეთრის ფასდაკლებით.

საწვავის ბარათების გადაცემა განხორციელდება სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს რეგიონულ სამსახურებში, იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში, ხოლო აჭარის რეგიონში, არსებულ მუნიციპალურ ცენტრებში.

დიზელის შეღავათიან ფასად მიღებას 200,000-ზე მეტი ფერმერი შეძლებს, შედეგად, ისინი, ჯამში, 40 მლნ-მდე ლარის დაზოგვას შეძლებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური