​დავით ზალკალიანმა სლოვაკეთში ქართული ღვინის დეგუსტაციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 06 მაისი 2019 16:19

სავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა, სადაც მინისტრებმა კიდევ ერთხელ შეაფასეს ფორმატის განვლილი პერიოდი და თანამშრომლობის სამომავალო მიზნები დასახეს. დავით ზალკალიანმა დამსწრე სტუმრებს ასევე გააცნო ის ხელშესახები შედეგები, რაც საქარათველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზამ მოუტანა.
 
ღონისძიებაზე ასევე აჩვენეს დოკუმენტური ფილმი ქართულ ღვინოზე, სადაც ისაუბრეს საქართველოში ღვინის ისტორიულ კულტურაზე, რასაც მოწმობს მნიშვნელოვანი არქეოლოგიური მასალები, საქართველოს ტერიტორიაზე ნაპოვნი ყურძნის წიპწები, რომელთა ასაკი 8000 წელს ითვლის და ღვინის დასაყენებელი და შესანახი უნიკალური თიხის ჭურჭელი - ქვევრი. აღინიშნა, რომ „არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ კონვენციის შესაბამისად, ქვევრის ღვინის დაყენების უძველესი ქართული ტრადიციული მეთოდი არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანეს.

ქართული ღვინის დეგუსტაცის ესწრებოდნენ სლოვაკეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ასევე სლოვაკეთში აკრედიტებული დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები.

2019 წლის 5-6 მაისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ვიზიტით ბრატისლავას ეწვია, სადაც ვიშეგრადის ოთხეულისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრთა შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

გიორგი შარვაშიძემ ჩეხეთისა და სლოვაკეთის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 20 ოქტომბერი 2018 15:38

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი შარვაშიძემ მონაწილეობა მიიღო საქართველოში ჩეხეთისა და სლოვაკეთის საელჩოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც მიეძღვნა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ჩეხოსლოვაკიის სახით  დაფუძნების  100 წლისთავს.

გიორგი შერვაშიძემ  დამსწრე სტუმრების მისასალმებელი სიტყვით მიმართა და ჩეხეთსა და სლოვაკეთს საიუბილეო თარიღი მიულოცა. მისი განცხადებით, აღნიშნული თარიღი, უაღრესად მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩეხებისა და სლოვაკებისთვის, არამედ მთელი თავისუფალი და დემოკრატიული სამყაროსთვის.

„1918 წელს, ჩეხოსლოვაკიის მიერ დამოუკიდებლობის მიღწევა  გახლდათ ჩეხეთისა და სლოვაკეთის ისტორიაში გარდატეხის წერტილი, რამაც განაპირობა განვითარებისა და კეთილდღეობისკენ სწრაფი სვლა. მინდა ხაზი გავუსვა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის ბოლო წლების განმავლობაში ხალხთა შორისი კავშირების ინტენსიფიკაციას. ძალიან მნიშნველოვანია, რომ ორივე ქვეყანა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მტკიცე მხარდამჭერია“. - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გიორგი შარვაშიძემ ასევე ისაუბრა საქართველოს, ჩეხეთსა და სლოვაკეთს შორის არსებულ ისტორიულ კავშირზე და აღნიშნა, რომ არსებული წარმატებული თანამშრომლობის საფუძველია საერთო ღირებულებები, როგორიცაა თავისუფლება, ადამიანური ღირსება, მშვიდობა და დემოკრატიული განვითარება.

სადღესასწაულო ღონისძიება, საქართველოში ჩეხეთისა სლოვაკეთის საელჩოების ორგანიზებით,  თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში აღინიშნა. საღამოზე ჯაზ ბენდის “Fats Jazz Band” კონცერტი გაიმართა.

სლოვაკეთი მხარს უჭერს საქართველოს გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატოში, - აცხადებს სლოვაკეთის ელჩი საქართველოში

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ორშაბათი, 05 თებერვალი 2018 15:50

სლოვაკეთის რესპუბლიკა (სლოვაკ. Slovenska Republika) - ზღვაზე გასასვლელის არმქონე სახელმწიფო ცენტრალურ ევროპაში. ესაზღვრება ჩეხეთს, პოლონეთს, უკრაინას, უნგრეთსა და ავსტრიას. მისი მოსახლეობა 5 მილიონს აღემატება, ფართობი კი დაახლოებით 49 000 კვადრატული კილომეტრია. უდიდესი ქალაქი და დედაქალაქია ბრატისლავა. სლოვაკეთი არის გაერო-ს, ევროკავშირის, შენგენის ზონის, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის, ნატო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წევრი. ოფიციალური ენაა სლოვაკური, რომელიც სლავურ ენათა ჯგუფს მიეკუთვნება.

საქართველოსა და სლოვაკეთს შორის არსებული პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობების ინტენსიურად განვითარება მას შემდეგ დაიწყო, რაც 2014 წელს თბილისში სლოვაკეთის რესპუბლიკის საელჩო გაიხსნა. ამის შესახებ „ნიუს დეი საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკამ.

როგორც ელჩმა აღნიშნა, 2014 წლიდან ქვეყნებს შორის ურთიერთობები საკმაოდ მჭიდრო გახდა და პირველი დიდი ღონისძიება, რომელიც მოეწყო, ეს გახლდათ პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვიზიტი სლოვაკეთში, ერთ-ერთ უდიდეს კონფერენციაზე, რომელიც უსაფრთხოების საკითხებს მიეძღვნა. ამის შემდეგ, სლოვაკეთს საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ესტუმრა, ხოლო მომდევნო პერიოდში საქართველოში იმყოფებოდა სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ანდრეი კისკა. „მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ჩვენ ველოდებით, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრება საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ეს კიდევ უფრო გააღრმავებს ორი ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს“, - აღნიშნა სლოვაკმა დიპლომატმა.

რუდოლფ მიხალკას თქმით, ასევე სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ საქართველოს მოსახლეობამ უკვე ბევრი რამ იცის სლოვაკეთის შესახებ. კერძოდ, რომ ეს არის ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყანა, ისეთივე კეთილი ხალხით და ლამაზი ბუნებით, როგორც საქართველოში. ამ მხრივ, დღეისათვის კიდევ უფრო მეტი კეთდება, ვინაიდან სლოვაკეთი წარმატებით მონაწილეობს საქართველოში მიმდინარე სხადასხვა სახის პროექტებში. „ჩემთვის ძალიან სასიხარულოა განვაცხადო, რომ მარტის ბოლოს ჩვენ ვხსნით პირდაპირ ავიარეისს თბილისსა და ბრატისლავას შორის. ქართული ავიაკომპანია „აირზენა“ კვირაში ორჯერ შეასრულებს რეისებს და ეს კიდევ უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს ორი ქვეყნის მოსახლეობას კიდევ უფრო კარგად გაიცნონ ერთმანეთი“, - დასძინა რ. მიხალკამ. 

გარდა ამისა, ელჩის აზრით, პირდაპირი ავიარესების რეგულარული შესრულება აუცილებლად დაეხმარება ორი ქვეყნის ბიზნესს განვითარებაში და ასევე ხელს შეუწყობს ტურიზმის სფეროს გააქტიურებასაც. „დღემდე ჩვენ, თბილისსა და ბათუმში ჩავატარეთ ბიზნეს-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდა 20-მდე სლოვაკი ბიზნესმენი. ამის შემდეგ დაიწყო სლოვაკური ინვესტიციების ჩადება საქართველოს ეკონომიკაში. მაგალითად შემიძლია დაგისახელოთ დიდი პროექტი - თბილისის ზღვის „ჯინო-აკვაპარკი“, რომელიც სლოვაკური ინვესტიციით არის შექმნილი. ამ პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია ეკოლოგიურად სუფთა (მწვანე) ქალაქის აშენებაც, რამოდენიმე ათასი მაცხოვრებლისათვის. ასევე კარგი თანამშრომლობა გვაქვს ენერგეტიკის სფეროშიც, სადაც ასევე ორმხრივი პროექტები ხორციელდება“, - განაცხადა სლოვაკეთის ელჩმა.

ბუნებრივია დიდი ყურადღება ეთმობა ორ ქვეყანას შორის ტურიზმის სფეროს განვითარებასაც. ბრატისლავა ძალიან ლამაზი ქალაქია და ქართველი ტურისტებისთვის ძალიან საინტერესო იქნება ქალაქის დათვალიერება თავისი ღირშესანიშნაობებით. გარდა ამისა, ბრატისლავა ძალიან ახლოს არის ჩეხეთთან (300 კმ), უნგრეთთან (200 კმ) და ავსტრიასთან (64 კმ). აქედან გამომდინარე ტურისტებს შესაძლებლობა აქვთ მოკლე დროში მოინახულონ ეს ქვეყნებიც.

საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას რაც შეეხება, ელჩი აღნიშნავს, რომ სლოვაკეთი ნებისმიერ საერთაშორისო დონეზე მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მის გაწევრიანებას ევროკავშირსა და ნატო-ში. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ საქართველო იყოს მზად ამისათვის, ანუ გაგრძელდეს ის რეფორმები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებას.

„როდესც დადგება ის დრო, რომ თქვენი ქვეყნისთვის გაიღება (და ამაში მტკიცედ ვართ დარწმუნებულები ყველანი), ევროკლავშირისა და ნატო-ს კარები, თქვენ უკვე მზად უნდა იყოთ იმისათვის, რათა შეხვიდეთ ამ კარებში. ჩვენს შემთხვევაში ზუსტად ასე იყო და სლოვაკეთი მზად აღმოჩნდა დაუყოვნებლივ შესულიყო ფართოდ გაღებულ ევროსტრუქტურების კარებში“, - ხაზი გაუსვა სლოვაკეთის ელჩმა.

რაც შეეხება განათლების სფეროს, სლოვაკეთის საელჩო დიდ ყურადღებას უთმობს სტუდენტების გაცვლით პროგრამებს. ყოველ წელს სლოვაკეთის მთავრობა ქართველი სტუდენტებისთვის გამოყოფს სტიპენდიას, რათა მათ შესძლონ ცოდნის გაღრმავება ევროპის ერთ-ერთ ულამაზეს ქალაქ ბრატისლავაში.

ასევე ძალიან კარგი ურთიერთობებია ორ ქვეყანას შორის კულტურის სფეროში. მიმდინარე წელს აღინიშნება ჩეხოსლოვაკიის დაარსების 100 წლისთავი და ამასთან დაკავშირებით, ჩეხეთის საელჩოსთან ერთად, იგეგმება სხვადასხვა სახის კულტურულ ღონისძიებების ჩატარება. მაგლითად, ჩეხი და სლოვაკი ჯაზმენების კონცერტები, ასევე სლოვაკური სამზარეულოს გაცნობა საქართველოს მოსახლეობისათვის.

„ჩვენ თბილისში ყველაზე პატარა საელჩო გვაქვს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ვცდილობთ ბევრი გავაკეთოთ, რათა ორ ქვეყანას შორის არსებული უღთიერთობები ახალ დონეზე ავიყვანოთ. გვინდა, რომ საქართველოს მოსახლეობამ ბევრი შეიტყოს სლოვაკეთის შესახებ. შესაბამისად საქართველოს ჩვენ კეთილ მეზობლად და მეგობრად განვიხილავთ. აქედან გამომდინარე, გვსურს საქართველომ უმოკლეს პერიოდში მოაგვაროს პრობლემები და ვიხილოთ ევროპის ერთიან ოჯახში“, - დასძინა  სლოვაკეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში რუდოლფ მიხალკამ.

ესაუბრა: ავთანდილ ოთინაშვილი

სლოვაკეთისა და საქართველოსთან თანამშრომლობას განათლების სფეროში გრძელდება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 11:36

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩ რუდოლფ მიხალკასთან გამართა.

საერთაშორისო ტურნირი 17-წლამდელ წყალბურთელებს შორის

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 08 ივლისი 2016 17:27

8-10 ივლისს "ოლიმპიკის" აუზზე სტარტი აიღო საერთაშორისო ტურნირმა 17-წლამდელ წყალბურთელებს შორის "ძმები ჩაჩავების" თასზე. ტურნირში მონაწილეობენ: საქართველო, რუსეთი, ყაზახეთი, სლოვაკეთი.

"ძმები ჩაჩავების თასის" გათამაშების განრიგი ასეთია:

8 ივლისი

17:00 სლოვაკეთი - რუსეთი
18:30 საქართველო - ყაზახეთი

9 ივლისი

17:00 რუსეთი - ყაზახეთი
18:30 საქართველო - სლოვაკეთი

10 ივლისი

10:00 ყაზახეთი - სლოვაკეთი
11:30 საქართველო - რუსეთი.

საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 27 მაისი 2016 17:01

საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს, და ბიზნეს გაერთიანება „საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ (GEA) ორგანიზებითა და საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პარტნიორობით გაიმართება საქართველო-სლოვაკეთის ბიზნეს ფორუმი.

ფორუმი გაიმართება სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბ-ნი ანდრეი კისკას ვიზიტის ფარგლებში საქართველოში.

ფორუმს გახსნის საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.

ღინისძებაზე გაიმართება პრეზენტაციები შემდეგი საკითხების შესახებ:

 საინვესტივიო კლიმატი და ბიზნესის შესაძლებლობები საქართველოში;

 „გაიცანი და დაიწყე ბიზნესის კეთება სლოვაკეთთან ერთად“;

 ინვესტირების შესაძლებლობა ენერგეტიკის სექტორში;

გარდა პრეზენტაციებისა, ღონისძიებაზე მეოწყობა ორმხრივი შეხვედრები ქართველ და სლოვაკ ბიზნესმენებს შორის. ფორუმის ძირითადი სექტორებია:

ენერგეტიკა, ინფორმაციული ტექნოლოგიები, ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ინფრასტრუქტურა და ვაჭრობა.

 

დავით ნარმანია სლოვაკეთში შეხვედრებს მართავს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 22 იანვარი 2016 09:40

თბილისის მერი საქმიანი ვიზიტით სლოვაკეთს ეწვია. დავით ნარმანია ბიზნეს წრეების წარმომადგენლებთან, საერთაშორისო საპროექტო არქიტექტორულ ორგანიზაციებთან და საბანკო-საფინანსო სექტორების წარმომადგენლებთან შეხვედრებს მართავს.

თბილისის მერთად ერთად ბრატისლავაში საპარტნიორო ფონდის ხელმძღვანელი, დავით საგანელიძეც იმყოფება.

ვიზიტი თბილისში, ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ეკოლოგიურად სუფთა, მწვანე ქალაქის განაშენიანების პროექტს უკავშირდება.

ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველო სლოვაკეთის სრულ მხარდაჭერას იღებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 14 ნოემბერი 2015 10:27

ვიზალიბერალიზაციის პროცესში საქართველო ევროკავშირის კიდევ ერთი წევრის სრულ მხარდაჭერას იღებს. ოფიციალური ბრატისლავას პოზიცია ასეთია - ჩვენი ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის მინიჭება სამართლიანი იქნება. განცხადება სლოვაკეთის პრემიერმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრაზე გააკეთა.

განსაკუთრებული აქცენტი ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაზე გაკეთდა, არ არის გამორიცხული, რომ მალე ქვეყნებს შორის პირდაპირი ავიარეისებიც დაინიშნოს. მედიისთვის მოწყობილ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კი რობერტ ფიცომ საუბარი ცნობილი ქართულ-სლოვაკური ფილმით დაიწყო. 

ბრატისლავაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი ეროვნული საბჭოს სპიკერმაც მიიღო. 

ირაკლი ღარიბაშვილი სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 15:00

საქართველო-სლოვაკეთის თანამშრომლობისა და ევროპული და ევროატლანტიკური დღის წესრიგის მთავარი საკითხები განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს სპიკერის, პეტერ პელეგრინის შეხვედრაზე.
მხარეებმა ისაუბრეს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებისა და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ფარგლებში ორი ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე.
ყურადღება გამახვილდა პარლამენტთაშორის ურთიერთობებზე, სხვადასხვა სტრუქტურებს შორის სექტორული თანამშრომლობის განვითარებისა და ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოსთვის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ევროკავშირსა და საქართველოს შორის ვიზების ლიბერალიზაციის პროცესებს. აღინიშნა, რომ უვიზო რეჟიმის შემოღება იქნება ევროკავშირის მხრიდან საქართველოს ევროპული არჩევნის მხარდაჭერის ნათელი დემონსტრირება და საქართველოს მიერ განხორციელებული რეფორმების შედეგი.
მხარეებმა საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს. ითქვა, რომ სლოვაკეთის რესპუბლიკა აქტიურადაა ჩართული „ვიშეგრადის ოთხეულის“ ფორმატში მუშაობის პროცესში, რომლის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს “აღმოსავლეთ პარტნიორობის” ქვეყნების, მათ შორის საქართველოს მხარდაჭერა.
საქართველოს მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა პეტერ პელეგრინს, სლოვაკეთის რესპუბლიკის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისა და ევროპული არჩევანის მტკიცე მხარდაჭერისთვის.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრას ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი სლოვაკეთში ალექსანდრე ნალბანდოვი დაესწრნენ.

„ვიშეგრადის ოთხეულის“ წარმომადგენელთა ვიზიტი თავდაცვის სამინისტროში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 05 ნოემბერი 2015 16:38

საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე  „ვიშეგრადის ოთხეულის“ ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკურ დირექტორებსა და ელჩებს შეხვდა.

„ვიშეგრადის ოთხეულის" - პოლონეთის, სლოვაკეთის რესპუბლიკის, უნგრეთისა და ჩეხეთის რესპუბლიკის - საგარეო საქმეთა სამინისტროების პოლიტიკური დირექტორების ვიზიტის მიზანი აღნიშნული ჯგუფის მიერ საქართველოს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ მხარდაჭერის კიდევ ერთხელ გამოხატვა და პოლიტიკური დიალოგის წარმოება იყო.

თავდაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან შეხვედრის მთავარი თემა ნატოს 2016 წლის ვარშავის სამიტზე საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერა იყო.  მხარეებმა  იმსჯელეს რეგიონში არსებულ ვითარებაზე, უკრაინის კრიზისზე და საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებზე. ასევე ისაუბრეს საქართველოსა და „ვიშეგრადის“ ოთხეულის“ ქვეყნების  სამხედრო სფეროში თანამშრომლობაზე.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მაისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური