აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამა

გამოქვეყნებულია განათლება
შაბათი, 17 მარტი 2018 08:27

თბილისში მდებარე „ახალი სკოლა“ აცხადებს კონკურსს სასტიპენდიო პროგრამაზე 16-17 წლის მოსწავლეებისთვის შემდეგი ქვეყნებიდან: აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა.

„ახალი სკოლა“ არის საერთაშორისო ბაკალავრიატის პროგრამის სწავლებისთვის ავტორიზებული სკოლა.  სტიპენდიასტიპენდია მთლიანად დაფარავს საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამის ორწლიან ციკლს, რომელიც 2018-2018 აკადემიურ წელს იწყება, და ცხოვრების ხარჯებს.

საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამა, რომლის ძირითადი მიმართულებაა ევროპეისტიკა, სტანდარტულ საერთაშორისო ბაკალავრიატის სადიპლომო პროგრამას წარმოადგენს - უაღრესად მრავალმხრივი და სრულყოფილი ორწლიანი აკადემიური კურსით - და ამავე დროს ის მოსწავლეებს ევროპის და ევროკავშირის საკითხების შესწავლის უნიკალური შანსს სთავაზობს.

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს ევროკავშირის და მისი პარტნიორების ძალისხმევის ნაწილს ახალგაზრდების საგანმანათლებლო შესაძლებლობების გასაუმჯობესებლად აზერბაიჯანში, ბელარუსში, მოლდოვაში, საქართველოში, სომხეთსა და უკრაინაში. 

საერთაშორისო ბაკალავრიატის მოპოვებით მოსწავლეებს ექნებათ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში განათლების მიღების უფრო მეტი შანსი.

კონკურსში მონაწილეობის უფლების მქონე ექვსი ქვეყნის მოსწავლეებზე 30-მდე სტიპენდია გაიცემა.

განაცხადების შეტანის საბოლოო თარიღია 2018 წლის31 მარტი, 12:00 საათი საქართველოს დროით.

განაცხადების შეტანის შემდეგ ჩატარდება წერილობითი ტესტები 2018 წლის აპრილის განმავლობაში და გასაუბრებები 2018 წლის 1-დან 15 მაისამდე.

განაცხადის პაკეტი სრულად ხელმისაწვდომია „ახალი სკოლის“ ვებსაიტზე: http://www.newschoolgeorgia-app.com/

2018-2019 სასწავლო წლის სტიპენდიის მიმღებთა სია გამოცხადდება 2018 წლის მაისის მეორე ნახევარში.

დამატებითი ინფორმაციისთვის:

იხილეთ: აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის სასტიპენდიო პროგრამის განაცხადის პაკეტიhttp://www.newschoolgeorgia.com/apk/

ელფოსტა: JLIB_HTML_CLOAKING

ან დარეკეთ: + 995 32 225 70 06 (ქალაქის ტელეფონი); +995 599 25 17 17 (მობილური ტელეფონი)

თურქული გაზეთი ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორის შესახებ სკანდალურ ინფორმაციას ავრცელებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 19:14

ბათუმში ახლადგახსნილი თურქული სკოლის დირექტორი თურქეთში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირია. ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთის ყოველდღიური გაზეთი "ბირგუნი" (Birgün) ავრცელებს.

სათაურით -″გერგერის რაიონში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელ პირის ახალი მისია: დირექტორი ჯილდოს მსგავს თანამდებობაზე დაინიშნა″- გამოქვეყნებულ სტატიაში აღნიშნულია, რომ ქალაქ ადიამანის გერგერის რაიონის ერთ-ერთ სკოლაში მომხდარი სკანდალის პასუხისმგებელი პირი ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორია, სადაც სავარაუდოდ 30-ზე მეტი მოსწავლის შეურაცყოფა მოხდა.

ერქ აჯარერის ინფორმაციით, იმ პერიოდში როდესაც აღნიშნულ სკოლაში გაუპატიურების სკანდალი დაფიქსირდა სკოლის დირექტორი მ.კ. იყო. ამჟამად ის, ″მარიფ ფონდის″ მიერ პირველად საზღვარგარეთ, კერძოდ, ბათუმში გახსნილი თურქული სკოლის დირექტორია.

გაზეთი, ბათუმში ახლად გახსნილი თურქული სკოლის შესახებაც წერს და აღნიშნავს, რომ აღნიშნული სკოლის მშენებლობით დაწყებულმა და სასწავლო გეგმით დამთავრებულმა ძალიან ბევრმა პრობლემამ ორ ქვეყანას შორის კრიზისი გამოიწვია.

სტატიაში ასევე აღნიშნულია, რომ გერგერის რაიონში გაუპატიურების დროს სკოლის დირექტორად მომუშავე პირის ისე, რომ ″თითქოს არაფერი მომხდარა″ ბათუმში ახლად გახსნილი სკოლის დირექტორად დანიშვნამ საქართველოში შეშფოთება გამოიწვია, ასევე საინტერესოა სკანდალში გარეული პირის დირექტორად დანიშვნას საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები როგორ შეხედავენ.

წყარო: http://www.birgun.net/haber-detay/gerger-deki-skandalin-sorumlusuna-yeni-gorev-mudure-odul-gibi-atama-135586.html

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური