2022 წელს უფროსი მასწავლებლის ხელფასი 1700 ლარს, ხოლო წამყვანი მასწავლებლის 2150 ლარს მიაღწევს - აცხადებს მ. ბახტაძე

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 27 აგვისტო 2019 16:30

მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბერში, როგორც მე თქვენ შეგპირდით,  ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ პედაგოგებთან შეხვედრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, პედაგოგების გარდა, ხელფასები ეზრდებათ რესურსცენტრების თანამშრომლებს და სკოლების ადმინისტრაციის წარმომადგენლებსაც, მათ შორის,  ტექნიკურ პერსონალს, სკოლის ექიმებს და ინკლუზიური განათლების მხარდამჭერ სპეციალისტებსაც. ხელფასის ზრდა შეეხებათ ასევე მანდატურის სამსახურის მიერ გადამზადებულ სკოლის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ იმ პირებსაც, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას უზრუნველყოფენ.

„შრომის ანაზღაურება იყო ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხი. უფრო მეტიც - ეს ემოციურადაც პირადად ჩემთვის  უმძიმესი ტვირთი იყო, როდესაც მარტივ ციფრებში ვხედავდი, რომ საქართველოში მასწავლებლის ხელფასი საშუალო ხელფასს ორჯერ ჩამორჩებოდა. ბუნებრივია, ასეთი პოლიტიკით და მიდგომებით 21-ე საუკუნეში ქვეყანას წარმატება ვერ ექნებოდა. ამიტომ, ჩვენ გვჭირდება რადიკალური ცვლილებები და მინდა გითხრათ, რომ მე ვგრძნობ ამ დაკვეთას ჩვენი საზოგადოებიდან", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ხელფასების ზრდა ყოველწლიური იქნება და 2022 წელს ის მიაღწევს უფროსი მასწავლებლისთვის 1700 ლარს, წამყვანი მასწავლებლისთვის 2150 ლარს და მენტორი მასწავლებლებისთვის 2450 ლარს.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა,  6 ათასი პენსიონერი პრაქტიკოსი პედაგოგი, რომლებმაც პროფესიიდან გასვლა გადაწყვიტეს, ოქტომბრის დასაწყისში სახელმწიფოსგან ჯილდოს სახით მიიღებს 2 წლის ჯამურ ხელფასს და მათ შეუნარჩუნდებათ პედაგოგის დაზღვევა მთელი სიცოცხლის განმავლობაში.

„მთელი ჩვენი საზოგადოება თანხმდება, რომ განათლება და მეცნიერება ჩვენი ქვეყნის მომავლის ფუნდამენტია. განათლება ეს არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, ეს არის გზა, რომელიც დაგვაძლევინებს სიღარიბეს, ოკუპაციას და ეს არის ერთადერთი გარანტი იმისა, რომ საქართველო 21-ე საუკუნეში იქნება წარმატებული ქვეყანა და საქართველო ჩადგება განვითარებული ქვეყნების რიცხვში. ჩვენი განათლების რეფორმა ეფუძნება ეროვნულ, კულტურულ, დემოკრატიულ ღირებულებებს და მთლიანად მორგებულია საქართველოს დღევანდელ რეალობას და ის ქვეყანაში დაამკვიდრებს უმაღლეს ეროვნულ სტანდარტს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, მთავრობამ შეძლო მიზნის მიღწევა და ახალი კანონის მიხედვით, შემდეგი ათწლეულების განმავლობაში ყველა ხელისუფლებას ექნება ვალდებულება, ბიუჯეტის მეოთხედი განათლებაზე მიმართოს.

„კარგად მახსოვს, როდესაც ვმუშაობდით ამ რეფორმაზე, რა მასშტაბურ გამოწვევების დაძლევაზე იყო საუბარი, მაგრამ ამავე დროს, მე ღრმად მწამდა, რომ პროგრესი  და წინსვლა მხოლოდ განათლებულ, მოტივირებულ, საკუთარ ძალებში დარწმუნებულ მოქალაქეებს მოაქვთ და ჩვენ ასე შევძლებთ ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან ძლიერი ფუნდამენტის შექმნას. ეს კანონი, რაც პარლამენტმა ივლისში მიიღო, არის უპრეცენდენტო ნაბიჯი. მე ვიტყოდი, ყველაზე გაბედული ნაბიჯი, რაც ჩვენ, საზოგადოებამ გადავდგით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ. მე მაინც ვიტოვებდი მცირე იმედს, რომ კანონპროექტის განხილვისას სხვადასხვა ოპოზიციური პარტიები დადგებოდნენ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და მხარს დაუჭერდნენ მას. სამწუხაროდ, ეს ასე არ მოხდა. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და კიდევ ერთხელ მივმართო ყველა პოლიტიკურ ძალას - მეგობრებო, განათლება არის ეროვნული იდეა, რომელიც ყველას უნდა გვაერთიანებდეს და მიუღებელია ამ იდეის გარშემო ნებისმიერი სპეკულაცია. მიუღებელია, რომ ის გავხადოთ ნეგატიური პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილად. ეს არის იდეა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს უნდა აერთიანებდეს. შესაბამისად, კიდევ ერთხელ გამოვხატავ მზადყოფნას, რომ ეს რეფორმა იყოს ღია ნებისმიერი ადამიანისთვის, მაგრამ თითოეული ჩვენგანი უნდა თანხმდებოდეს იმაზე, რომ განათლება არის სწორედ ეროვნული იდეა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურის თქმით, განათლების სისტემის რეფორმა მოიცავს ხუთ დონეს - სკოლამდელი განათლებას, საშუალო განათლებას, პროფესიულ განათლებას, უმაღლეს განათლებას და მეცნიერებას და ხუთივე მიმართულება მთავრობისთვის განსაკუთრებული პრიორიტეტია.

„მაგრამ ისიც კარგად გვესმის, რომ ნებისმიერი განათლების რეფორმის წარმატება დგას საშუალო განათლებაზე. სკოლა არის ქვეყნის სიძლიერის ქვაკუთხედი. იმ ახლებურ მიდგომებში, რომლებსაც რეფორმა ითვალისწინებს, მასწავლებელს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი როლი აკისრია. სწორედ ამიტომ ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი ეხება მასწავლებლებს. ჩვენი რეფორმა გულისხმობს მეტი თავისუფლების მიცემას სკოლებისთვის და მეტ თავისუფლებას  მასწავლებლებისთვის", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, პედაგოგებისთვის კომპეტენციის შესაფერისი და ღირსეული შრომის ანაზღაურება რეფორმის განხორციელების გზაზე საბაზისო ნაბიჯია.

„მასწავლებელთა სახელფასო ზრდის ისტორიაში, სწორედ ახლა ხორციელდება უპრეცედენტო და თანამიმდევრული პოლიტიკის პირველი ეტაპი, რომლის საფუძველზეც 2019 წლის ოქტომბრის დასაწყისში ყველა პედაგოგს, რომელსაც აქვს სტატუსი, ანაზღაურება გაეზრდება. თქვენი პროფესია არის უნიკალური ნებისმიერი ერისთვის და მე როგორც იდეის ავტორი, ერთერთ მთავარ მიზნად ამ იდეის განხორციელებისა, მიმაჩნია, რომ პედაგოგს, როგორც პროფესიას დავუბრუნოთ ის პატივისცემა და ღირსება, რასაც ის იმსახურებს. ძალიან მარტივი მიზეზის გამო - თქვენ ხართ ადამიანები, რომელმაც უნდა აღუზარდოს ქვეყანას მომავალი საჯარო მოხელეები, სამხედროები, პოლიციელები, მეწარმეები, ექიმები, პატრიოტი ადამიანები, რომელთა წარმატებაზეც იქნება დამოკიდებული ჩვენი ქვეყნის სიძლიერე. სწორედ ამიტომ არის ჩემთვის პირადად განათლება ეროვნული იდეა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერის თქმით, განათლების ფუნდამენტური რეფორმის შედეგად, საქართველოში მასწავლებლის პროფესია გახდება ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და დაფასებული.

„მინდა მათ ღვაწლს განსაკუთრებული ხაზი გავუსვა - თითოეული ეს ადამიანი არის ნამდვილი გმირი. მე ძალიან კარგად ვიცი, რა მძიმე პერიოდი გადაიტანეთ თქვენ, როდესაც მიზანმიმართული პოლიტიკის თუ შეცდომების შედეგად განათლება მიიყვანეს კატასტროფის პირას და თქვენ ანაზღაურების არარსებობის პირობებში, ელემენტარული ინფრასტრუქტურის არარსებობის პირობებში განათლების სისტემა მოიტანეთ დღემდე და დღეს მოგვეცით იმის შესაძლებლობა, რომ ვისაუბროთ ყველაზე გაბედულ და ამბიციურ პროექტზე დღიდან ჩვენი დამოუკიდებლობისა. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ღვაწლმოსილ პედაგოგს", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

მთავრობის მეთაურმა მადლობა გადაუხადა ექსპერტებს და საერთაშორისო პარტნიორებს, რომლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები რეფორმის მომზადებაში.

„ეს არის პირველი ნაბიჯები. განათლება არის უმოკლესი გზა თავისუფლებისკენ, თავისუფლებისკენ ოკუპაციისგან, თავისუფლებისკენ სიღარიბისგან და მე დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა უზრუნველყოფს იმას, რომ 21-ე საუკუნეში საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული ქვეყანა", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური

„სკოლებში შრომის გაკვეთილების დაბრუნება იგეგმება“ - ალექსანდრე ჯეჯელავა

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 11 აგვისტო 2017 14:10

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, სკოლებში შრომის გაკვეთილების დაბრუნება იგეგმება. მინისტრის განცხადებით, თავდაპირვეად საცდელი პროგრამა ჩაეშვება:

"ეს იქნება ხელობის გაკვეთილი და პროფესიულ კოლეჯებს დავავალებთ, რომ მათ ჩაატარონ გაკვეთილები. ეს იქნება პროფესოული განათლების ხელშეწყობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენ მოსწავლეებს უნდა შევთავაზოთ ხელობის მრავალფეროვნება, რეგიონებში სოფლის მეურნეობის მიმართულებით"- განაცხადა ჯეჯელავამ.

შს სამინისტრო სკოლებში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას აგრძელებს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 17 აპრილი 2017 12:04

შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ -ფარგლებში, რუსთავის კერძო სკოლა „მილენიუმის“ და გორის რაიონის სოფელ შავშვების საჯარო სკოლის მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თემაზე საინფორმაციო-შემეცნებითი გაკვეთილები ჩაუტარეს.

სპეციალურად გადამზადებულმა პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საგზაო მოძრაობის წესები დეტალურად აუხსნეს და ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენციის შესახებ ისაუბრეს. შეხვედრები კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. სამართალდამცველებმა მოზარდების შეკითხვებს ამომწურავად უპასუხეს.

პატრულ-ინსპექტორებმა მოსწავლეებს საპატრულო ეკიპაჟის ავტომანქანები და აღჭურვილობა დაათვალიერებინეს და საპატრულო პოლიციის საქმიანობის სპეციფიკა გააცნეს.

შსს-ს წარმომადგენლებმა მოზარდებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ფარგლებში დამზადებული პრომო-მასალა და სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიანი კამპანია 2015 წელს დაიწყო. კამპანიის მიზანია ავტოსაგზაო შემთხვევების პრევენცია და საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

საბერძნეთის სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 15 აპრილი 2016 13:32

საბერძნეთის რესპუბლიკის განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება საბერძნეთის საჯარო სკოლებში ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამის ამოქმედებასთან დაკავშირებით.
 
აღნიშნულის შესახებ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ უკვე მიიღო წერილობითი ცნობა საბერძნეთის  განათლების, კვლევისა და რელიგიურ საქმეთა მინისტრის მოადგილისგან,  თეოდოსიოს პელეგრინისგან. 
 
ბერძნული მხარის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, საწყის ეტაპზე ქართული ენის სწავლების საპილოტე პროგრამა ამოქმედდება ქ. ათენის ერთ-ერთ სკოლაში, სადაც კონცენტრირებულია ქართველი მოსწავლეების მნიშვნელოვანი რაოდენობა. ამასთან, ქართული მხარე უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებისთვის ფინანსურ და ლოჯისტიკურ მხარდაჭერას,  ხოლო სწავლების პროგრამა დაიგეგმება და წარიმართება საბერძნეთის კანონმდებლობისა და საბერძნეთის განათლების სისტემის რეგულაციების შესაბამისად.
 
აღსანიშნავია, რომ საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩო ამ საკითხთან დაკავშირებით წლების განმავლობაში აწარმოებდა მოლაპარაკებებს ბერძნულ მხარესთან.

სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 11:59

ათასწლეულის გამოწვევის ფონდის ორგანიზებით, სკოლების მოვლა-პატრონობის (O&M) პროგრამის მიმდინარეობის შესახებ შეხვედრა-პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრა გახსნეს ათასწლეულის გამოწვევის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა მაგდა მაღრაძემ, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. სკოლების მოვლა-პატრონობის პროგრამის ამოცანებზე, მიზნებსა და პერსპექტივებზე ისაუბრეს პროექტის ხელმძღვანელმა და აშშ-ის მწვანე მშენებლობის საბჭოს წევრმა დიუგუ ერტენიმ და მწვანე მშენებლობის საბჭო-საქართველოს ტექნიკურმა ექსპერტმა ნინო ლაზაშვილმა. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააგენტოების წარმომადგენლები.

უსაფრთხო, ჯანსაღი, სწავლის მასტიმულირებელი და მიმზიდველი გარემო სასწავლო შედეგის გაუმჯობესებისათვის მნიშვნელოვან წინაპირობას წარმოადგენს. ამ მიზნის მისაღწევად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდმა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ინიცირება გაუკეთეს სკოლების მოვლა-პატრონობის და ექსპლუატაციის სისტემის შემუშავების პროექტს საჯარო სკოლებისთვის. სისტემის შემუშავება ხორციელდება სამინისტროს საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო ტექნიკურ მხარდაჭერას უწევს საერთაშორისო კონსულტანტი კომპანია „მწვანე მშენებლობის საბჭო“, რომელიც ათასწლეულის გამოწევის ფონდის მიერ განხორციელებული ტენდერის შედეგად შეირჩა.

სკოლების მოვლა-პატრონობის პროექტი ხორციელდება აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის მეორე კომპაქტის ფარგლებში.

სკოლების რეაბილიტაციის პროცესი

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 04 აპრილი 2016 11:00
მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ათასწლეულის გამოწვევის ფონდი ერთ–ერთი დიდი სკოლის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. ძირითადი, ფუნდამენტური სამუშაოები დასრულებულია, ამ ეტაპზე ოთახებისა და დერეფნების რემონტი მიმდინარეობს. მალე სოფელს ევროპული სტანდარტების სასწავლო დაწესებულება შეემატება, სადაც მოსწავლეებს სწავლისთვის კომფორტული გარემო და ყველა საჭირო რესურსი ექნებათ. სკოლა ასევე ადაპტირებული იქნება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის.  რეაბილიტაციის პროცესს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე და ათასწლეულის გამოწვევის ფონდის წარმომადგენლები გაეცნენ.  

ათასწლეულის კომპაქტის ფარგლებში, კიდევ 30 სოფლის სკოლას უტარდება სრული რეაბილიტაცია, რომელიც ახალი სასწავლო წლისთვის დასრულდება. ათასწლეულის ფონდი მომავალი ოთხი წლის მანძილზე სულ საქართველოს რეგიონებში 100–მდე საჯარო სკოლის რეაბილიტაციას განახორციელებს. ეს იმ სოფლების სკოლებია, სადაც კონტიგენტი დიდია და სკოლები გადაუდებელ რეაბილიტაციას საჭიროებენ.

 

სკოლების ჩამონათვალი სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 26 იანვარი 2016 22:57

განათლების სამინისტრო იმ სკოლების სიას აქვეყნებს, სადაც სასწავლო პროცესი შეწყდა. ინფორმაცია თამარ სანიკიძის უწყებამ ოფიციალურ ვებ გვერდზე განათავსა. "ნიუსდეიუცვლელად გთავაზობთ სკოლების ჩამონთავალს: 

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოს საჯარო სკოლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ბირკიანის საჯარო სკოლა

ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვარელწყლის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ომალოს საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუმასტურის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ დუისის საჯარო სკოლა
ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოყოლოს საჯარო
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ გავაზის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირის საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N1 საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის N2 საჯარო სკოლა
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩანთლისყურის საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №1 საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №2 საჯარო სკოლა
ქალაქ ლანჩხუთის №3 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აცანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ აკეთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოითის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუხუთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლესის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზიანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის №1 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩოჩხათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ სუფსის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალწმინდის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაჯალიის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ მამათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანჭათის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო აკეთის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნინოშვილის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯურუყვეთის №2 საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრმაღელის საჯარო სკოლა
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომისუბნის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაილეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა დვაბუს საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ნატანების საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ თხინვალის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონჭკათის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მელექედურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მერიის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მშვიდობაურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ნარუჯის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ორმეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისფერდის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძიმითის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხრიალეთი საჯარო სკოლა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუმათის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბასილეთის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წიფნარის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაფარცხმის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუასურების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენობნის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბლაციხის საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სამების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა
ნიკო მარის სახელობის დაბა ჩოხატაურის #1 საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელნაქალაქარის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელხევსურთსოფლის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელსიმონიანთხევის საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელღულელების საჯარო სკოლა
თიანეთისმუნიციპალიტეტისსოფელზარიძეების საჯარო სკოლა
ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N2 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N3 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N4 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N5 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N6 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N7 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N8 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N9 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა
აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ბათუმის N11 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N13 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N14 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N15 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N16 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N17 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N18 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N20 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N22 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N23 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N25 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N26 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N27 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N28 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N29 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N30 საჯარო სკოლა
ქალაქ ბათუმის N31 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ალამბრის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბობოყვათის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცეცხლაურის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გორგაძეების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ გვარას საჯარო სკოლა
ომარ ასლანიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯიხანჯურის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კონდიდის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კოხის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №1 საჯარო სკოლა
რაულ მჟავანაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ლეღვას №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა
გიორგი შაინიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის დაბა ოჩხამურის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთის საჯარო სკოლა
ედნარ დიასამიძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სახალვაშოს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სკურას საჯარო სკოლა
ზვიად დავითაძის სახელობის ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შუაღელეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭახათის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წყავროკას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა აჭყვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა კვირიკეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა სამების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზენითის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქობულეთის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაქვის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №2 საჯარო სკოლა
თეიმურაზ ჯორბენაძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №3 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის №5 საჯარო სკოლა
ბადრი ბერანძის სახელობის ქალაქ ქობულეთის №6 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დაგვას საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №1 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ კვირიკეს №2 საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაკაიძეების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა კვირიკეს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა სამების საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ საჩინოს საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხუცუბნის საჯარო სკოლა
ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხისძირის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელვაჩაურის №1 საჯარო სკოლა 
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აგარის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭარისაღმართის საჯარო სკოლა
აჭარისწყლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ განთიადის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორას საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახინჯაურის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ერგეს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ახალშენის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზედა განთიადის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო წინსვლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო თხილნარის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ თხილნარის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კირნათის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაპრეშუმის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მახოს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სარფის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N1 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ სალიბაურის N2 საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ფერიის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ახალშენის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახოს საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქედქედის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ყოროლისთავის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიქუნეთის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ წინსვლის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭარნალის საჯარო სკოლა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯოჭოს საჯარო სკოლა
დაბა ქედის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ დოლოგნის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ უჩხითის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა მახუნცეთის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ პირველი მაისის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ოქტომბრის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაიოს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზვარეს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ წონიარისის საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახოს №1 საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ახოს საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კოკოტაურის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კვაშტის საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ორცვის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ძენწმანის საჯარო სკოლა 
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ აგარის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ კოლოტაურის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ აქუცის საჯარო სკოლა
ქედის მუნიციპალიტეტის
სოფელ ზედა ბზუბზუს საჯარო სკოლა

საქართველოში სკოლების განახლებისთვის აშშ სოლიდურ თანხას გამოყოფს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 15:56

ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში სკოლების განახლებისთვის $54 მილიონ დოლარს გამოყოფს. ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ის საელჩოს ფეისბუქგვერდზე ვრცელდება:

„საიდუმლო არ არის, რომ საქართველოს ბევრ სკოლას, განსაკუთრებით რეგიონებში, დახმარება სჭირდება. ამიტომ, აშშ-ის მთავრობა მთელ საქართველოში სკოლების განახლებისთვის $54 მილიონ დოლარს გამოყოფს. სამუშაოები დაიწყო მცხეთა-მთიანეთის, შიდა ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის 30 სკოლაში. საბოლოოდ კი საქართველოში 100 სკოლა გარემონტდება.

განსაკუთრებულ მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორებს, ათასწლეულის გამოწვევის ფონდსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ამ პროექტის განხორციელებისათვის!“- წერია საელჩოს ოფიციალურ ფეისბუქგვერდზე.

გვინდა მაქსიმალურად გავამკაცროთ უსაფრთხოების ზომები, - ირაკლი ღარიბაშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 17:19

საქართველოს მთავრობა სკოლებსა და ბაღებში კვებისა და ჰიგიენური ნორმების კონტროლს ამკაცრებს. პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შესაბამის სტრუქტურებს მოუწოდებს, კვებისა და ჰიგიენის ნორმების დარღვევის თითოეულ ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინონ.

„გვინდა მაქსიმალურად გავამკაცროთ უსაფრთხოების ზომები, არც ერთი სკოლა არ უნდა დარჩეს შემოწმების გარეშე, რაც პირად კონტროლზე აქვს აყვანილი სოფლის მეურნეობის მინისტრს. თუ რომელიმე სკოლაში გამოვლინდება კვების რაციონისა თუ ჰიგიენური ნორმების დარღვევა, მაქსიმალურად მკაცრ ზომებს მივიღებთ,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.

სხდომაზე აღინიშნა, რომ 2013 წლამდე სკოლებში ამ მიმართულებით ინსპექტირება არ ხდებოდა და შესაბამისად არ არსებობდა სტატისტიკა. ამ ეტაპზე შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაშიც შედიან განათლების, სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების სამინისტროები, სურსათის უვნებლობის ეროვნული სააგენტო და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტი. უკვე შემოწმებულია საქართველოს მასშტაბით მოქმედი ყველა ბაღი და სკოლების 60%-ი. მონიტორინგის შედეგების მიხედვით, ჯანდაცვის სამინისტრომ სტანდარტების სარეკომენდაციო პაკეტი შეიმუშავა. შედგენილია სკოლის კვების რაციონი და მიმდინარეობს მუშაობა ბაღების კვების რაციონზე.

სკოლებსა და ბაგა ბაღებში კვების ობიექტებში არსებულ მდგომარეობაზე კონტროლი მკაცრდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 16:18

სასწავლო დაწესებულებების კვების ობიექტებში არსებულ მდგომარეობაზე დღეს სურსათის ეროვნულ სააგენტოში იმსჯელეს.

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში კვებასთან დაკავშირებული პრობლემები და მათი მოგვარების საკითხები სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და განათლების მინისტრებმა, დედაქალაქის მერთან და სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს.

გაფართოებულ შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლები საკითხზე სპეციალურად მომზადებულ პრეზენტაციასაც გაეცნენ.

გვერდი 1/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური