გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსთან მოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 14 დეკემბერი 2017 13:11

გლდანის მე-3 მ/რ-ის N9 კორპუსის მიმდებარედ, ახლადმოწყობილ სკვერში გამწვანების აქცია მოეწყო, რომელშიც მონაწილეობა გლდანის რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ მოსახლეობასთან ერთად მიიღო.

სკვერის მოწყობის სამუშაოების შედეგად, 4 000 კვადრატული მეტრის ფართზე, სარეკრეაციო სივრცე მოეწყო, სადაც საფეხმავლო ბილიკები, საბავშვო ატრაქციონები და შესაბამისი ინფრასტრუქტურა განთავსდა. ასევე, მოეწყო დეკორატიული ფილები, საფეხმავლო ბილიკები და დამონტაჟდა ლამპიონები.

აღნიშნული სამუშაოებისთვის გლდანის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 154 262 ლარი გამოიყო. აღნიშნული სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კი, 517 კვადრატული მეტრის ფართზე, დაიგო ასფალტის საფარი, მოეწყო ბორდიურები და საფეხმავლო ბილიკები, რომელზეც ჯამში, 16 196 ლარი დაიხარჯა.

საპატრიარქოს კუთვნილი სკვერი განახლდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 13:47

საქართველოს საპატრიარქოს კუთვნილ სკვერში გაწმენდა-დასუფთავებითი სამუშაოები დაიწყო. სკვერის განახლების სურვილი სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქმა კრწანისის მაჟორიტარ დეპუტატ, ბექა ოდიშარიასთან ერთ-ერთ აუდიენციაზე გამოთქვა.

როგორც შეხვედრისას აღინიშნა, სკვერი წლების წინ მოუვლელობის და ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით დაიხურა. მაჟორიტარმა დეპუტატმა უწმინდესს ისეთი სივრცის მოწყობა შესთავაზა, სადაც ახალგაზრდა მხატვრები და მუსიკოსები ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებზე იმუშავებენ და პერფორმანსებს წარმოადგენენ.

აღნიშნულის განსახორციელებლად, ბექა ოდიშარიამ თბილისის მერიას თხოვნით მიმართა, რომელმაც სკვერის კეთილმოსაწყობად დასუფთავების და განათების სამსახურების და ტექნიკური სამუშაოების განხორციელებისთვის შესაბამისი წარმომადგენლები გამოყო.

გაწმენდა-დასუფთავების სამუშაოები დღეიდან დაიწყო და მისი დასრულების შემდეგ, სკვერში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდება, ასევე დაგეგმილია მცირე ზომის კვების ობიექტების და ჰიგიენური კვანძის გახსნაც. დასასვენებელი სივრცე დაცვის სამსახურის მეთვალყურეობის ქვეშ მოექცევა.

„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ საქართველოს პატრიარქის ლოცვა-კურთხევით საპატრიარქოს კუთვნილი სკვერის დასუფთავება დავიწყეთ. მისი უწმინდესობის ნება-სურვილია, რომ აქ გაჩნდეს სივრცე, სადაც ნიჭიერ ახალგაზრდა ხელოვან ადამიანებს საკუთარი შემოქმედების წარმოჩენის საშუალება მიეცემა. ჩვენი მიზანია, რომ აქ მუდმივად იყოს ასეთი ტიპის პერფორმანსები და ისეთი ახალი დასასვენებელი ადგილი შეიქმნას, რომლითაც იამაყებს არა მხოლოდ ეს უბანი, არამედ მთლიანად ძველი თბილისი. თბილისის მერიის და უშუალოდ ქალაქის მერის, დავით ნარმანიას დახმარებით, რომელსაც მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, დასუფთავების სამუშაოები დაწყებულია და უახლოეს დღეებში მოვახერხებთ ამ სკვერის გახსნას“, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

სოფელ ცხრამუხაში სკვერი მოეწყობა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 12 ოქტომბერი 2016 11:46

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხრამუხაში, ეკლესიის მიმდებარე ტერიტორიაზე, სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.  პროექტის ფარგლებში მოეწყობა გამწვანების ზოლი, დაიგება ქვაფენილი, დამონტაჟდება ლამპიონები, დასასვენებელი სკამები, სანაგვე ურნები.მათივე ინფორმაციით, სამუშაოებისთვის 36 329 ლარია გამოყოფილი. სკვერის კეთილმოწყობა მიმდინარე წლის ბოლოსთვის დასრულდება. პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 28 მარტი 2016 17:32

შავთელის ქუჩაზე ტიციან ტაბიძის სახელობის სკვერის სარეკონსტრუქციო სამუშაო მიმდინარეობს. ბილიკებზე დაიგო ბაზალტის ფილები, შეკეთდა დაზიანებული აგურის ღობე, ჩატარდა ხეების და ბუჩქოვანი მცენარეების სხვლა-ფორმირება. ტიციანის ბიუსტთან მომზადდა ადგილი, სადაც ყვავილნარი მოეწყობა. 2 აპრილს სკვერში ტიციან ტაბიძის დაბადების დღე აღინიშნება.

სამი ახალი მოსასვენებელი სკვერი გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 17:35

ვაკის მუნიციპალიტეტის გამგეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებას აგრძელებს.  ვაჟა-ფშაველას გამზირის III კვარტალში, ნუცუბიძის III მიკრორაიონში მოეწყო და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სკვერებს, ასევე პოლიტკოვსკაიას ქუჩის #18ა ნომერში გაკეთდა ახალი სკვერი. 
მათივე ინფორმაციით, სკვერების ტერიტორიაზე განთავსდა ხის და ლითონის კარკასით აგებული ფანჩატურები, გაკეთდა კომფორტული მოსასვენებელი ზონები მაგიდებით და სკამებით. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა და აგრეთვე მოეწყო ფეხბურთის და კალათბურთის ახალი სათამაშო სპორტული მოედნები; სპორტული აქტივობისთვის დამონტაჟდა ტრენაჟორები, განთავსდა საბავშვო გასართობი ატრაქციონები - საქანელები, "აიწონა-დაიწონა" და სასრიალო კოშკები. სკვერებში ფიგურული ფილებით მოეწყო საფეხმავლო ბილიკები, ტერიტორიის გარკვეული ნაწილი დაიფარა ხრეშით, ხოლო გაზონებზე დაიგო ბელტოვანი ბალახის საფარი. 
სკვერების ტერიტორიაზე განთავსდა სანაგვე ურნები, თანამედროვე დიზაინის სხვადასხვა სახის სანათები და ლამპიონები. 
აღსანიშნავია, რომ სამივე სკვერში დაირგო მცენარეები და ახალი ხეები (ფოტინია და ნეკერჩხალი), დამონტაჟდა სარწყავი სისტემის მოწყობილობები. 
2015 წელს ვაკის რაიონის გამგეობამ 29 სკვერიდან აღადგინა და მოაწყო 19 სკვერი, სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ოქტომბრის ბოლომდე დასრულდება კიდევ 10 სკვერში. 

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

ლიბერთის და UN Women-ის თანამშრომლობა

დღეს, ლიბერთი ბანკი გაეროს ქალთა ორგანიზაციაში გაწ...

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

ლიბერთის თანადგომა ბავშვთა სარეაბილიტაციო ცენტრ - ,,რეჰაბს“

3 დეკემბერს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა...

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP მადლიერების დღეს 50%-იანი ფასდაკლებით ხვდება კოსმეტიკურ პროდუქტებზე

PSP „მომხმარებლისადმი მადლიერების დღეს“ კოსმეტიკურ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური