თბილისში გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 31 იანვარი 2019 14:05

თბილისში, ქეთევან წამებულის 67 ნომერში, გაზის გაჟონვის შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა.  ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.

გავრცელებული ინფორმაციით, შემთხვევას 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. შვიდივე გარდაცვლილი მშენებლობაზე მუშად მუშაობდა. მათ ქეთევან წამებულის გამზირზე ბინა ჰქონდათ ნაქირავები.

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე გაზის ნამწვით გარდაცვლილთა შორის მამა-შვილიც არის. ამასთან, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის იყვნენ ძმებიც. მეზობლების ინფორმაციით, გარდაცვლილთა უმეტესობა ერთმანეთის ნათესავები იყვნენ და ბინა ერთად ჰქონდათ ნაქირავები.

ამასთანავე, თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ ბინაში, სადაც ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვებას მსხვერპლი მოჰყვა, ღიაკამერიანი, აკრძალული გამათბობელი იყო დამონტაჟებული. ამის შესახებ „ყაზტრანსგაზ თბილისში“ განაცხადეს.

ადგილზე მისული სპეციალისტების განცხადებით, გამათბობელი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

მათივე ცნობით, კუსტარულად დამონტაჟებული გაზგამათბობელი ცოტა ხნის წინ „ყაზტრანსგაზმა“ ჩაჭრა, მაგრამ  გამათბობელი თვითნებურად აღადგინეს.

ოზურგეთში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 18 დეკემბერი 2015 14:52

ქალაქ ოზურგეთში ინგოროყვას ქუჩაზე მცხოვრები 47 წლის ქალბატონი, საკუთარ საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, ხანძარი საცხოვრებელ სახლში ელექტრო ქურას გაუჩნდა. როგორც ექიმებმა განაცხადეს, პაციენტი სამედიცინო ცენტრში შეყვანიდან რამდენიმე წუთში დაიღუპა, მას სხეულის 99% ჰქონდა დამწვარი.შემთხვევის ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

თურქეთში არეულობას 7 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 14:40

თურქეთში არეულობას 7 ადამიანი ემსხვერპლა. დიარბაქირის პროვინციაში, ქალაქ სურში, სამართალდამცველებთან შეტაკების დროს 2 პირი დაიღუპა. 

ქურთი მოსახლეობა ხელისუფლების მიერ დაწესებული 24-საათიანი კომენდანტის საათის გასაპროტესტებლად იყო გამოსული. დემონსტრაცია სამართალდამცველებთან შეტაკებებში გადაიზარდა. 

პოლიციამ აქციის მონაწილეების დასარბევად ცრემლსადენი გაზი, კვამლის ყუმბარები და წყლის ჭავლი გამოიყენა. 

გავრცელებული ინფორმაციით, საპროტესტო აქციის დაწყებამდე მიმდებარე ქუჩებზე არსებული მაღაზიები დაიხურა და სკოლებში სწავლა შეწყდა. 

ვრცელდება ინფორმაცია მარდინის პროვინციაში 5 ადამიანი დაღუპვის შესახებაც, თუმცა მათი გარდაცვალების შესახებ დეტალები უცნობია. 

სინაის ნახევარკუნძულზე ტერაქტს 9 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 13:01

ეგვიპტეში, სინაის ნახევარკუნძულზე, ქალას ელ-არიშში მომხდარ ტერაქტს 9 ადამიანი ემსხვერპლა.

ამის შესახებ გამოცემა Al-Youm Al-Sabea იტყობინება. გამოცემის თანახმად, შეიარაღებულ პირთა ჯგუფი საცხოვრებელ სახლში შეიჭრნენ , შემდეგ კი სახლთან ახლოს მანქანა ააფეთქეს. დაღუპულთა შორის 2 ბავშვია.

შემთვევის შესახებ დამატებითი ცნობები ჯერჯერობით არ ვრცელდება.

უბედური შემთხვევა კანადაში,საკრუიზო გემის ჩაძირვას,5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 12:47

კანადაში, საკრუიზო გემის ჩაძირვას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა .  საკრუიზო გემი MV Leviathan II ვანკუვერის კუნძულთან, ქალაქ ტოფინოს სიახლოვეს ჩაიძირა. მაშვლებმა ბორტზე მყოფი 27 ადამიანიდან , 18-ის გადარჩენა მოახერხეს. გემის ჩაძირვის მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე მიმდინარეობს. საკრუიზო გემი კომპანია Jamie's Whale Watching-ს ეკუთვნის, რომელიც მსურველთათვის ვეშაპების დათვალიერების მიზნით საზღვაო კრუიზებს აწყობს.

შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში ”გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე”

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 06 სექტემბერი 2015 10:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა მეორე სამმართველოს, საპატრულო პოლიციის და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აქციის „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური