საფრანგეთის ელჩი საქართველოში სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვია

გამოქვეყნებულია განათლება
სამშაბათი, 05 ნოემბერი 2019 14:56

საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი, ფრანგული ინსტიტუტის გენერალური მდივანი კატრინ გუტერო, საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლები, კახეთის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე ირაკლი შიოშვილი, მხატვარი ლევან მოსიაშვილი, მუნიციპალიტეტის მერი გიორგი გოგილაშვილი და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ლია ბეჟაშვილი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ანაგის საჯარო სკოლას ეწვივნენ.
საპატიო სტუმრები საჯარო სკოლაში იმ მოსწავლეებს შეხვდნენ, რომლებიც ფრანგულ ენას ეუფლებიან. საფრანგეთის ელჩმა დიეგო კოლასმა მოსწავლეები აპრობილებული ფრაგნგული ენის სახელმძღვანელოებით და საკითხავი ლიტერატურით დაასაჩუქრა.
სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი გოგილაშვილმა ყველა სტუმარს განათლების ხელშეწყობისთვის მადლობა გადაუხადა და მხარდაჭერისთვის მზადყოფნა გამოთქვა.
დიეგო კოლასმა და გიორგი გოგილაშვილმა ქართულ-ფრანგული ურთიერთობების გაღრმავებასა და სამომავლოდ ფრანგული კულტურის ცენტრის შექმნაზე ისაუბრეს.
ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პატივისცემის ნიშნად საქართველოს და საფრანგეთის სახელმწიფო ჰიმნები შეასრულეს.
ლევან მოსიაშვილმა საფრანგეთის ელჩს საკუთარი ფერწერული ტილო უსახსოვრა.
სოფელ ანაგის საჯარო სკოლაში ფრანგულ-ქართული ასოციაციის-„საქართველოს ცენტრში“ დამფუძვნებლის ჟერარ ჟერმანის და მხატვრის ლევან მოსიაშვილის დაფინანსებით და თაოსნობით, მოსწავლეები ფრანგულ ენას ეუფლებიან. წარმატებული მოსწავლეები, რომლებიც ფრანგულ ენას საფუძვლიანად შეისწავლიან, შეუძლიათ განათლება საფრანგეთში მიიღონ.

შსს-მ სიღნაღში ნარკოდანაშაულისთვის ერთი პირი დააკავა

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 04 თებერვალი 2016 15:35

შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1973 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გიორგი ხ. სიღნაღის რაიონის სოფელ ტიბაანში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, გიორგი ხ-ს პირადი ჩხრეკისას, 2 აბი „სუბოქსინი“ ამოიღეს, რომელიც ექსპერტიზის დასკვნით 0,016 გრ ნარკოტიკულ ნივთიერება ბუპრენორფინს შეიცავს. ნარკოლოგიური შემოწმებით გიორგი ხ-ს სისხლში ბუპრენორფინის კვალი აღმოაჩნდა. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.

გამოძიება დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

სიღნაღში ამერიკელი ბიზნესმენის სახლი დაიწვა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 12 დეკემბერი 2015 13:30

სიღნაღში ხანძარი ლოკალიზებულია - ამერიკელი ბიზნესმენის სახლი მთლიანად დამწვარია. ხანძარი იმდენად ძლიერი იყო, რომ მეზობელ სახლებზეც გადავიდა. 

ცეცხლის ჩაქრობას, სიღნაღის სახანძრო სამაშველო სამსახურთან ერთად, თელავის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს ბრიგადები 3 საათის განმავლობაში ცდილობდნენ. ადგილზე ჩავიდა თბილისის სამაშველო ჯგუფიც. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური