ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს,რომ ხელისუფლება სიტყვის თავისუფლებას არ ებრძვის

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 26 ოქტომბერი 2015 10:16

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
როგორც ღარიბაშვილმა გუშინ საგარეჯოში, მოსახლეობასთნ შეხვედრაზე განაცხადა, ტელევიზიები მოსახლეობას ძირითადად მხოლოდ ნეგატიურ ინფორმაციას აწვდიან. 
"მოდით შევხედოთ დღეს რა ხდება მედიის მიმართულებით. დღეს ტელევიზიები არიან აბსოლუტურად თავისუფალი. მოსახლეობას ესმის მხოლოდ ნეგატივი, პრობლემები. ისედაც დაძაბულ მოსახლეობას ყოველდღიურად ძაბავენ. იმ სიკეთეებზე, რომელიც ახლა აქ ჩამოგითვალეთ, პრაქტიკულად არ არის საუბარი მედიაში. ყოველდღე საუბარია იმაზე, თუ რამდენი ადამიანი დაშავდა ავტოავარიაში, სად რა ინციდენტი მოხდა. მთელი დღე მედიასივრცე არის გაჯერებული მხოლოდ ნეგატიური ინფორმაციით. 
ჩვენზე, ჩვენს მთავრობაზე ამბობენ, რომ ვებრძვით სიტყვის თავისუფლებას. ამაზე დიდი უსამართლობა რა შეიძლება დააბრალო ადამიანს? ერთადერთი ტელევიზია, რომელიც მთავრობასთან იყო ასოცირებული, ეს იყო "მე-9 არხი", რომელიც ეკუთვნოდა ბატონ ბიძინა ივანიშვილს და სწორედ ბატონმა ბიძინამ დახურა ეს არხი პრეზიდენტ მარგველაშვილის არჩევნებამდე ერთი თვით ადრე, სანამ პოლიტიკიდან წავიდოდა. მას შემდეგ, გადახედეთ ნებისმიერ ტელევიზიას, არის მხოლოდ ოპოზიციური", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 
მისივე თქმით, ევროპაშიც, ამერიკაშიც, ყოველთვის არის მეორე, დამაბალანსებელი, ალტერნატიული წყარო ინფორმაციის მიღების და ხალხს აქვს საშუალება, რომ მიიღოს ალტერნატიული ინფორმაცია. 
"სამწუხაროდ, ჩვენთან ასე არ არის, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ჩვენი მედიასაშულებები მუშაობას გააუმჯობესებენ, მოსახლეობას სწორად მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას, რომელიც საჭიროა იმისთვის, რომ ოჯახმა დაგეგმოს სწორად საკუთარი მომავალი", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. 

"სიტყვის თავისუფლებას საფრთხე ემუქრება"-ნინო სუხიშვილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი 2015 16:53

,,საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და ქვეყნის იმიჯს"– ასე ეხმაურება ბოლო დროს განვითარებულ პროცესებს ქართული ნაციონალური ბალეტის დირექტორი, ნინო სუხიშვილი.

,,ჩემი აზრით, ის რაც ხდება უკვე აღარ არის მხოლოდ ერთი კერძო კომპანიის პრობლემა, არ აქვს მნიშნელობა მოგვწონს თუ არ მოგვწონს კონკრეტულად ეს ტელეკომპანია. აქ საფრთხე ემუქრება სიტყვის თავისუფლებას და საერთოდ ქვეყნის იმიჯს,“- განაცხადა ნინო სუხიშვილმა.

ის იმედს გამოთქვამს, რომ მოსამართლე ურთმელიძე გონივრულ გადაწყვეტილებას გამოიტანს და საქართველოში სიტყვის თავისუფლებას საფრთხე არ დაემუქრება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ნოემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური