სისხლის ჩაბარების აქცია ეროვნულ გვარდიაში

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 18 თებერვალი 2020 15:31

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნულ გვარდიაში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად სისხლის ჩაბარების აქცია გაიმართა.

სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სისხლის ბანკის სათანადოდ აღჭურვილი მობილური ჯგუფი ეროვნული გვარდიის პირად შემადგენლობას ადგილზე მოემსახურა. 

თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია სისხლის დონაციის საქველმოქმედო აქციებში პერიოდულად მონაწილეობს.

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის დანაყოფებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 01 ნოემბერი 2015 11:10

შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები სისტემატურად მონაწილეობენ აქციაში „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ და საქართველოს ყველა რეგიონში, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს.

აქციაში შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება. საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობა მომავალშიც გაგრძელდება.

თბილისის საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 09 ოქტომბერი 2015 17:25

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის თანამშრომლები აქციას ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ შეუერთდნენ.

აქცია, რომელიც ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას ისახავს მიზნად,   დედაქალაქის საკრებულოს ფოიეში დილიდან მიმდინარეობს და მასში აპარატის ათეულობით თანამშრომელი იღებს მონაწილეობას.

აქცია ,,გაიღე სისხლი - გადაარჩინე ბავშვების სიცოცხლე“ იაშვილის კლინიკასთან არსებული  სისხლის ბანკის ინიციატივითა და საკრებულოს ორგანიზებით მოეწყო.

ანალოგიური აქციები თბილისის წარმომადგენლობით ორგანოში პერმანენტულად იმართება.

საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი საკრებულოს დეპუტატებთან და აპარატის თანამშრომლებთან ერთად უანგარო დონორთა აქციას რამდენჯერმე შეუერთდა.

წარმომადგენლობითი ორგანოს  სხვადასხვა კომისიებისა  და ფრაქციების ორგანიზებით, ასევე მოეწყო სისხლის დონორთა აქციები, რომლებშიც საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად სამაჟორიტარო ბიუროების თანამშრომლებიც იღებდნენ მონაწილეობას.

შს სამინისტრო აგრძელებს მონაწილეობას აქციაში ”გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე”

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 06 სექტემბერი 2015 10:08

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს, განსაკუთრებულ საქმეთა დეპარტამენტის განსაკუთრებულ საქმეთა მეორე სამმართველოს, საპატრულო პოლიციის და დაცვის პოლიციის თანამშრომლებმა აქციის „გაიღე სისხლი - გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო აღნიშნულ აქციაში უკვე მესამე წელია მონაწილეობს. სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომლები, „სისხლის ბანკის“ დახმარებით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ.

სისხლის ჩაბარების აქცია პერმანენტულად იმართება როგორც თბილისში, ისე საქართველოს ყველა რეგიონში და მასში სამინისტროს ყველა დანაყოფის თანამშრომელი მონაწილეობს. სამინისტროს აღნიშნულ აქციაში მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური