ლიბერთიმ საბანკო მომსახურების ახალი სისტემა დანერგა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 30 მაისი 2019 23:19

ლიბერთიმ, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში ყველაზე დიდი IT კომპანია ASSECO -სთან პარტნიორობით ძირითადი საბანკო სისტემის ე.წ Core სისტემის დანერგვა წარმატებით განახორციელა.

კომპანია ASSECO 1991 წელს, პოლონეთში დაარსდა და Software მწარმოებლებს შორის მე-6 ადგილს იკავებს. კომპანია საქართველოში 2013 წლიდან თანამშრომლობს როგორც სახელმწიფო სექტორთან, ასევე კომერციულ ბანკებთან და კერძო მსხვილ ორგანიზაციებთან და
თავის კლიენტებს მომსახურების სრულ ციკლს: საკუთარი Software-ის წარმოება, დანერგვასა და მხარდაჭერას სთავაზობს.

ლიბერთიში წარმატებით დანერგილი პროექტი, უპრეცენდენტო და უნიკალური გახლავთ ქართულ საბანკო სივრცეში, რადგან კომპანია ASSECO-ს არაერთ ბანკთან მჭიდრო თანამშრომლობის მიუხედავად ე.წ Core სისტემის სრული განახლება დღემდე არცერთ ბანკს არ განუხორციელებია.

,,ერთწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგად, ASSECO- თან თანამშრომლობით დავნერგეთ საბანკო მომსახურების ახალი სისტემა, რომელიც მომსახურების გაუმჯობესებას და საბანკო ოპერაციების უფრო სწრაფად და ხარისხიანად შესრულებას უზრუნველყოფს. პროექტის წარმატებიდან გამომდინარე, ვაგრძელებთ აღნიშნულ კომპანიასთან თანამშრომლობას და მომავალში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვით, არაერთ უპრეცენდენტო საბანკო პროდუქტსა და სერვისს შევთავაზებთ ჩვენს მომხმარებელს“ -განაცხადა „ლიბერთის” გენერალური დირექტორის მოადგილემ, ლევან თხელიძემ.

 

კომპანია ASSECO მსოფლიო მასშტაბით. 22 000 ზე მეტ თანამშრომელს აერთიანებს და შემოსავალი 2017 წელს 2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

ASSECO GEORGIA 2013 წელს დაარსდა და თანამშრომლების რაოდენობა უკვე 60-ზე მეტს აჭარბებს. ამჟამად Asseco Georgia-ს ისტორია 15 ზე მეტ წარმატებით შესრულებულ პროექტსა და 5 ზე მეტ პროდუქტს მოიცავს, რომელშიც შედის ERP, HR, Docflow, Workflow, DataWare house და ასე შემდეგ. 1 წელზე მეტია რაც კომპანიაში Agile მეთოდოლოგია დაინერგა.
“ასსეკო“-ს ოფისს საქართველოში შემოაქვს და ნერგავს ევროპულ ცოდნასა და ხარისხს. საქართველოში შექმნილი პროგრამული უზრუნველყოფა AGILE მეთოდოლოგიის გამოყენებით იქმნება და წარმოების სრული ციკლი ხარისხის მართვის საუკეთესო პრაქტიკების გათვალისწინებით მიმდინარეობს.
“ასსეკო“-ს მიერ შექმნილი პროდუქცია განკუთვნილია ისეთი მაღალტექნოლოგიური სფეროებისთვის, როგორებიცაა: საბანკო, სადაზღვევო, სამედიცინო, სატელეკომუნიკაციო, ელექტროენერგეტიკური და მრავალი სხვა.. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ “ასსეკო“-ს პროგრამული უზრუნველყოფით იფარება ამ ბიზნეს მიმართულებების მოთხოვნების სრული სპექტრი.


https://www.youtube.com/watch?v=VT-n_f-FRx8&t=1s&fbclid=IwAR2KwYnAbZSBaSgoVsSnwAW25KBE0AUuW-ys-j7oYiMZgbZRljnxF0MqdIQ

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ELSEVIER-ის საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში ჩაერთვება

გამოქვეყნებულია განათლება
ოთხშაბათი, 06 თებერვალი 2019 11:17

შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ELSEVIER-ის საერთაშორისო სამეცნიერო სისტემაში ჩაერთვება. 2019 წლიდან, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის სრული დაფინანსებით, საქართველოში არსებული უნივერსიტეტები და სამეცნიერო - კვლევით ცენტრები ჩაერთვებიან ELSEVIER-ის სისტემაში და წვდომა ექნებათ მასში შემავალ Scopus და Science Direct-ის ბაზებზე.

სისტემაში ჩართვა უნივერსიტეტს საშუალებას მისცემს ისარგებლოს მსოფლიოში გამოქვეყნებული უახლესი სამეცნიერო ლიტერატურით. 
ELSEVIER - წამყვანი საერთაშორისო ონლაინ გამომცემლობაა, რომელიც აერთიანებს მსოფლიოს უახლეს სამეცნიერო ლიტერატურას, სტატიებს, რეფერატებს, წიგნებს.

აღნიშნულ ბაზებზე წვდომა მნიშვნელოვანია ქართველ მეცნიერთათვის უახლესი ელექტრონული სამეცნიერო ბაზებისა და პუბლიკაციების წვდომის უზრუნველყოფისა და საერთაშორისო სამეცნიერო სივრცეში ინტეგრირების ხელშეწყობისათვის.

ELSEVIER - საინფორმაციო-ანალიტიკური სისტემაშო, ამჟამად 7200-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული და 70 ოფისი აქვს მსოფლიოს 24 ქვეყანაში.

AISI COIN-ს გადახდის საშუალებად კიდევ ერთი ბიზნესი - ლაუნჯ-ბარი “ჰელიუმი“ ამკვიდრებს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 26 ოქტომბერი 2018 10:43

Luna Group-ის პარტნიორთა რიცხვს კიდევ ერთი ახალი ობიექტი შეემატა -  27 ოქტომბრიდან AISI COIN-ით ანგარიშსწორება Helium Resto-Bar and Sushi Lounge -შიც იქნება შესაძლებელი. ორგანიზაციის დამფუძნებლები თვლიან, რომ ეს კიდევ ერთი ნაბიჯია, რომელიც ქვეყნის უკეთესი მომავლისკენ იქნება გადადგმული.

„მიხარია, რომ ბიზნესსექტორი გამოთქვამს მზაობას, ფეხი აუწყოს ციფრულ ეკონომიკას. ჰელიუმი რიგით მეხუთე ობიექტია, რომელმაც გადაწყვიტა, ქართული კრიპტოვალუტა გადახდის საშუალებად მიიღოს. იცით, ალბათ, რომ AISI Coin უკვე რამდენიმე კვირაა Waves Platform DEX - ზეა, რაც იმას ნიშნავს, რომ დაინტერესებულ პირებს უკვე აქვთ მისი ყიდვა/გაყიდვის ან/და სასურველ კრიპტოვალუტაში გადაცვლის შესაძლებლობა. აისი კოინის დამკვიდრება ქართულ ყოფით რეალობაში კი ნიშნავს მეტს ინოვაციას, მეტ სარგებელს, მეტ კმაყოფილ მომხმარებელს და ა.შ. ჩვენ უკვე ვთანამშრომლობთ ისეთ ობიექტებთან, როგორიცაა რესტორანი „საბატონი“ და კომპანიები: „ტუსკაძე და პარტნიორები“, Geo Dental Lab, „იდეების ფორმულა“. იმედი მაქვს, ჩვენი პარტნიორების რაოდენობა უახლოეს მომავალში კიდევ მეტად გაიზრდება“    - აცხადებს Luna Group-ის დამფუძნებელი, გიორგი შერვაშიძე.

კრიპტოვალუტას და ბლოკჩეინ სისტემას ინოვაციურს და საჭიროს უწოდებს Helium Resto-Bar and Sushi Lounge  -ის მმართველი მენეჯერი, დავით ქარსელაძე.

„ეს არის მომავალი და ჩვენ ფეხს ვუწყობთ მას. ვფიქრობთ, რომ გადახდის მრავალი ფორმის არსებობა, იქნება ეს საბანკო, ქეში თუ კრიპტოვალუტა, ნიშნავს უფრო მეტ კმაყოფილ მომხმარებელს, რაც ბუნებრივია, ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ორგანიზაციისთვის. აისი კოინის შემთხვევაში, ხაზგასასმელია ტრანზაქციის სიჩქარეც. თუ საბანკო სისტემას 2-3 დღე სჭირდება თანხის ანგარიშზე დასასმელად, კრიპტოვალუტის შემთხვევაში, ეს პრობლემა სრულად იხსნება. გარდა ამისა, მას არ გააჩნია გადახდის საკომისიო და ესეც, თავის მხრივ, დიდი კომფორტია.“ - აღნიშნა დავით ქარსელაძემ.

ამ ფაქტის აღსანიშნავად ორგანიზაციების ხელმძღვანელები ერთობლივ ალაფურშეტს აწყობენ და დაინტერესებულ პირებს ღონისძიებაზე დასასწრებად ეპატიჟებიან.

 „მოეწყობა ალაფურშეტი, გაიჭრება ტორტი. ვეპატიჟებით ნებისმიერ მსურველს, ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, უბრალოდ, გართობის მოყვარულებს. დასწრება თავისუფალია!

თავის დროზე მოსულები წინ დასხდებიან და ტორტიც შეხვდებათ, თუ, რა თქმა უნდა, უფრო ადრე მოსულები არ დაასწრებენ“ - ხუმრობენ პარტნიორები.

ორგანიზაციები მემორანდუმს პარასკევს, 26 ოქტომბერს, 20:00 საათზე გააფორმებენ.  

„ჯაველინების“ სისტემა უკვე საქართველოშია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
სამშაბათი, 23 იანვარი 2018 14:43

„ჯაველინების სისტემის შეძენის პირველი ეტაპი წარმატებით დასრულდა. საქართველოში „ჯაველინების“ სისტემა უსაფრთხო ადგილას არის განთავსებული“ -  ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აშშ-ის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ლევან იზორიას განცხადებით, ახლო მომავალში დაიწყება მომზადება, რათა ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა იმ უნარების დაუფლება შესძლონ, რაც ამ სისტემის გამოყენებისთვის არის აუცილებელი.

ლევან იზორიამ იან კელის თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა. საუბარი შეეხო ასევე სტრატეგიულ პარტნიორთან ერთად თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელებულ პროექტებს - საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის ამოქმედებასა და მომავალი თანამშრომლობის პერსპექტივებს.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენელი, ჯეიმს მორისი და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის ოფისის (ODC) ხელმძღვანელი, ვიცე-პოლკოვნიკი ჯონ მეიერსი დაესწრნენ.

ამერიკელებს საპრეზიდენტო არჩევნების სისტემა არ მოსწონთ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 10 ნოემბერი 2016 17:33

სააგენტო „სპუტნიკ მნენიას“ გამოკითხვის თანახმად, ამერიკელების აბსოლუტურ უმრავლესობას (60%) აშშ-ის საარჩევნო სისტემის შეცვლა სურს. ამასთან, ამერიკელების თითქმის ნახევარს (45%) მიაჩნია, რომ მთლიანად უნდა გადავიდნენ სისტემაზე „ერთი ადამიანი — ერთი ხმა“. გამოკითხვა კვლევითმა კომპანია TNS UK — მა საინფორმაციო სააგენტო და რადიო "სპუტნიკის დაკვეთით ჩაატარა.

კითხვაზე, „თანახმა ხართ თუ არა აშშ-ში მოქმედი კენჭისყრის სისტემის“ ამერიკელთა 15%-მა უპასუხა, რომ მათ სურთ კენჭისყრის ახალ სისტემაზე გადასვლა, რომელიც საკუთარ თავში მოქმედ სისტემასა და სისტემა „ერთი ადამიანი — ერთი ხმა“ გააერთიანებს. მხოლოდ ამერიკელთა 22% მიიჩნევს, რომ არსებული სისტემა არ უნდა შეიცვალოს, 16%-ს კი კითხვაზე პასუხი არ აქვს და რესპონდენტების 2%-მა პასუხების სხვა ვარიანტები დაასახელეს.

აშშ-ის პრეზიდენტი კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელშიც 538 ამომრჩეველი შედის. თითოეული შტატიდან ამომრჩეველთა რაოდენობა აშშ-ის კონგრესის პალატის სენატორებისა და დეპუტატების რაოდენობის თანაბარია, რომელიც თითოეული შტატიდან არჩევას ექვემდებარება. ამ რიცხვში შედის სამი ამომრჩეველი კოლუმბიიდან. გამარჯვებისთვის კანდიდატმა ამომრჩეველთა კოლეგიის 270 ხმა უნდა მიიღოს.

გამოკითხვა საინფორმაციო სააგენტო და რადიო სპუტნიკისთვის კვლევითმა კომპანია TNS UK IFop-მა 3-დან 7 ნოემბრის პერიოდში ჩაატარა. გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 18-დან 64-წლამდე ასაკის 1012-მა რესპონდენტმა. გამოკითხვაში მონაწილეები მოსახლეობას სქესის, ასაკისა და გეოგრაფიის მიხედვით წარმოაჩენენ. შერჩევის მაქსიმალური ცდომილება არ აღემატება 3,1%-ს, 95%-იანი სანდოობის ალბათობით.

ცნობა პროექტ „სპუტნიკ მნენიას“ შესახებ:
ეს არის საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი საერთაშორისო პროექტი, რომელიც 2015 წლის იანვარში დაიწყო. მისი პარტნიორები არიან ცნობილი კვლევითი კომპანიები Populus-ი, Ifop-ი და forsa. ევროპის ქვეყნებსა და აშშ–ში პროექტის ფარგლებში რეგულარულად ტარდება გამოკითხვები აქტუალურ პოლიტიკურ თუ სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით.

სპუტნიკი (sputniknews.com) — ეს არის საერთაშორისო ახალი ამბების სააგენტო და რადიო მულტიმედიური საინფორმაციო ჰაბებით ათობით ქვეყანაში. „სპუტნიკი“ მოიცავს ვებ-გვერდებს, ანალოგურ და ციფრულ რადიომაუწყებლობას, მობილურ პროგრამებსა და გვერდებს სოციალურ ქსელებში.

 

ბაგა-ბაღებში ორსაფეხურიანი სასწავლო სისტემის დანერგვა იგეგმება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 17:28

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის შესახებ“ რეფორმის პრეზენტაცია გამართა. 

ცვლილებები მიზნად ისახავს უფასო ადრეული განათლების მიწოდებას. ყველა კერძო და საჯარო ბაგა-ბაღში იგეგმება ორსაფეხურიანი სასწავლო სისტემის დანერგვა, განათლების, კვების, ჰიგიენის, ინფრასტრუქტურის და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის მიმართულებით მაღალი სტანდარტის დაცვა. 

იგეგმება აღმზრდელების გადამზადება და ძალადობისგან დაცული გარემოს შექმნა. 

კომიტეტი, გაერო-ს ბავშვთა ფონდთან ერთად, პროექტზე ორი წლის განმავლობაში მუშაობდა.

პეკინში ჰაერის დაბინძურების გამო „ყვითელი“ ფერის გამაფრთხილებელი სისტემა გამოცხადდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 13 ნოემბერი 2015 16:03

პეკინის მეტეოროლოგიურმა სამსახურმა დღეს გაავრცელა განცხადება, მოსალოდნელი „ყვითელი“ გამაფრთხილებელი დონის შემოღების თაობაზე. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ცუდი მეტეოროლოგიური პირობების გამო, ჰაერის ხარისხი მკვეთრად გაუარესდა და მან დაბინძურების მეხუთე დონეს მიაღწია. „ასეთი ვითარება 15 ნოემბრამდე შენარჩუნდება, რის შემდეგაც ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებას დაიწყებს“, - ნათქვამია პეკინის მეტეოროლოგიური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აღნიშნულიდან გამომდინარე პეკინის ადგილობრივი ხელისუფლება თხოვნით მიმართავს მოსახლეობას თავი შეიკავონ ავტომობილებით მგზავრობისაგან, რათა შეამცირონ დაბინძურების არეალის გაზრდა. ბავშვებს და მოხუცებს კი ურჩევენ შეასაძლებლობების ფარგლებში სახლებში დარჩენას.

შეგახსენებთ, რომ პეკინში არსებობს ჰაერის დაბინძურების ოთხდონიანი გამაფრთხილებელი სისტემა, რომელიც აღნიშნულია ცისფერი, ყვითელი, ფორთოხლისფერი და წითელი ფერებით.

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური