რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გააკრიტიკა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 11:09

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გააკრიტიკა. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა,  რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"შერიგების შესახებ შეთანხმება სირიაში მიმართულია დამასკოს მთავრობის მხარდასაჭერად," – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე განმარტებით, თურქეთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც "სირიელ ძმებს ყოფას გაუმარტივებდა", მაგრამ აღელვებთ ის, რომ "მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით ასადის რეჟიმი, რომელიც 500 000-მდე ადამინის სიკვდილზეა პასუხისმგებელი და ძალები, რომლებიც მის უკან დგას, ღია მხარდაჭერას იღებენ მაშინ, როდესაც დამოკიდებულება ოპოზიციასთან კვლავ გაურკვეველია".

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 27 თებერვალს შევა. შეთანხმების პირობები კონფლიქტის ყველა მხარეზე ვრცელდება, გარდა ტერორისტული დაჯგუფებებისა.

ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს.

სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაზე მსოფიო ლიდერები შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:14
მსოფლიო ლიდერები სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუნხენში, სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს”, “ალ-ნუსრას ფრონტსა” და გაეროს მიერ აღიარებულ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში არ იმოქმედებს. მხარეებმა შეთანხმებას სირიის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზეც მიაღწიეს. სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა 13 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ამოქმედდება.

კანადამ სირიელი მიგრანტების პირველი ნაკადი მიიღო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:01

კანადამ სირიელი მიგრანტების პირველი ნაკადი მიიღო - 160 ქალი და ბავშვი. რეისი, ტორონტოში ლიბანიდან შესრულდა.

კანადის ხელისუფლებას განზრახული აქვს ქვეყნის ტერიტორიაზე წლის ბოლომდე 10 ათასი ლტოლვილი შეიფაროს, თებერვლამდე კი ეს რაოდენობა 15 ათასამდე გაზარდოს.

ქვეყანა სირიის სამოქალაქო ომს გამოქცეულ ადამიანებს ლიბანიდან, იორდანიიდან და თურქეთიდან მიიღებს.

ფრანგების შურისძება თუ შემთხვევითობა-სირიელი ლტოლვილების თავშესაფარი დაიწვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 15 ნოემბერი 2015 14:11

საფრანგეთის ქალაქ კალეს პრეფექტის მოადგილე დენი გოდენი უარყოფს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პარიზის ტერაქტების შემდეგ ფრანგების გარკვეულმა ჯგუფმა კალეში მდებარე ლტოლვილების თავშესაფარს ე.წ ”ჯუნგლებს” ცეცხლი წაუკიდა. 
ხანძრი, რომელიც შაბათს 0 საათსა და 15 წუთზე გაჩნდა გოდენის განცხადებით შემთხვევითობის ბრალი იყო და ცეცხლი ლტოლვილთა კარვის კედელს გამათბობლიდან ან ნათურიდან გადაედო, შემდეგ კი ძლიერი ქარის გამო სხვა საცხოვრებლებზეც გავრცელდა. მთლინობაში დაიწვა 2500 კვ.მ . შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა მეხანძრეებმა ცეცხლის სრულად ჩაქრობა რამდენიმე საათში შეძლეს.”ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს ინციდენტი დაკავშირებულია პარიზის ტერაქტებთან და ეს შესაძლოა ექსტრა-მემარჯვენეების ნახელავი იყო. ვაცხადებ რომ ამ შემთხვევებს საერთო არაფერი აქვს. უამისოდაც ბევრი პრობლემაა ამ ქვეყანაში”- განაცხადა ქალაქ კალეს მაღალჩინოსანმა

საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 13:44

საქართველომ შესაძლოა, სირიელი მიგრანტები მიიღოს. ამის შესახებ ევროპარლამენტის დეპუტატმა, მომხსენებელმა საქართველოს საკითხზე ანდრეი მამიკინსმა აზერბაიჯანულ სააგენტო “ტრენდთან” საუბარში განაცხადა.
მამიკინსი განმარტავს, რომ ასოცირებულ ქვეყნებს არა აქვთ აღებული ვალდებულება, ლტოლვილთა მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა, თუმცა, მისი აზრით, თბილისი ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის ნიშნად მიიღებს.
“არ გამოვრიცხავ, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ ლტოლვილთა მიღების სურვილი გამოთქვას. ჩემი მოსაზრებით, საქართველოს, ევროკავშირის პოლიტიკასთან სოლიდარობის დემონსტრირების მიზნით, შეუძლია რამდენიმე ადამიანის მიღება მაინც”, – განაცხადა მამიკინსმა.
ამასთან, მამიკინსმა აღნიშნა, რომ ლტოლვილთა საკითხი ასოცირებულ წევრებთან ევროკავშირის დიალოგზე არ აისახება.

ვენაში სირიის კრიზისზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:30

ვენაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით შეერთებული შტატების, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ მისი კოლეგები სირიის საჰაერო სივრცეში სამხედროების კოორდინირებულ მოქმედებას არ თანხმდებიან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე უარყო მედიით გავრცელებული ცნობა, თითქოს შეხვედრაზე სირიის ლიდერის გადადგომის საკითხსაც განიხილავდნენ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ერთადერთი უთანხმოება, რომელიც სირიის კრიზისის დარეგულირებას უშლის ხელს, სწორედ ბაშარ ასადის მიერ პოსტის დატოვებას შეეხება.

მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ჯონ კერის თქმით, კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარებაზე მხარეები მომავალ კვირასაც იმსჯელებენ.

ვლადიმერ პუტინი ბაშარ ასადს მოსკოვში შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი 2015 12:44

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სირიელ კოლეგას, ბაშარ ასადს მოსკოვში შეხვდა.

რუსული მედიის ცნობით, შეხვედრა ორ პრეზიდენტს შორის 20 ოქტომბერს გაიმართა, თუმცა, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დიმიტრი პესკოვმა დღეს დილას განაცხადა.

პესკოვის თქმით, მხარეებმა ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის, რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მხარდაჭერის საკითხები, ასევე, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციების დეტალები და ორმხრივი ურთიერთობების ასპექტები განიხილეს. მისივე თქმით, ორი ქვეყნის ლიდერის შეხვედრის კადრები მომავალში გავრცელდება.

რუსეთი 30 სექტემბრიდან სირიაში საჰაერო ოპერაციებს ახორციელებს და ქვეყნის ხელისუფლებას ტერორისტულ დაჯგუფება „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლაში ეხმარება.

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 14:20

თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავს, რომელმაც სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, გზა თურქულმა გამანადგურებლებმა გადაუღობეს, რის შემდეგაც, მან თურქეთის ტერიტორია დატოვა.

 „რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია სირიის მხრიდან. მას გზა თურქულმა გამანადგურებელმა F-16 გადაუღობა, რის შემდეგაც თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დატოვა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი დავიბარეთ და  საყვედური გამოვუცხადეთ. რუსს კოლეგა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს, პროტესტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუნ სინირლიოგლუმ გამოთქვა. თურქულმა მხარემ ინციდენტი, ასევე, განიხილა აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის კოლეგებთან და აპირებს, რომ საკითხი ნატო-ს გენერალურ მდივანთან და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან განიხილოს“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სირიელი მიგრანტების მისაღებად წითელი ჯვარი მუშაობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 სექტემბერი 2015 11:55

 აღმოსავლეთ ევროპიდან სირიელი მიგრანტების დასავლეთით გადაყვანის პროცესი გრძელდება. ამჯერად ბუდაპეშტში არალეგალებისთვის სპეციალური მანქანები გამოყვეს, რომლებმაც მიგრანტები ავსტრიის საზღვარზე უნდა გადაიყვანონ.ავსტრიაში კი სირიელი ლტოლვილების მისაღებად წითელი ჯვარიც მუშაობს. მათი მონაცემებით, შაბათ-კვირის განმავლობაში საზღვარს 12 ათას 600-მდე არალეგალი მიადგა. ისინი გერმანიასა და ავსტრიაში გადანაწილდნენ.მიგრანტების მისაღებად მზად არის შვედეთიც. სტოქჰოლმის ცენტრში ათასობით ადამიანი მიგრანტების მხარდასაჭერად გამოვიდა. ქვეყნის პრემიერის თქმით, შვედეთი მზად არის საერთო ევროპული პასუხისმგებლობა გაიზიაროს.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური