ირანმა სირიაში ასობით სამხედრო გაგზავნა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 11:32

ირანმა სირიაში ასობით სამხედრო გაგზავნა. ამის შესახებ "როიტერი" საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იტყობინება. ირანელი სამხედროები, ლიბანურ ორგანიზაცია "ჰეზბოლასა" და ერაყელ შიიტ სამხედროებთან ერთად, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მასშტაბურ სახმელეთო ოპერაციას ჩაატარებენ. საჰაერო მხარდაჭერას კი რუსული ავიაცია უზრუნველყოფს.
გავრცელებული ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ რუსეთი, სირია, ერაყი და ირანი, "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლის ფარგლებში, ბაღდადში ერთობლივი საინფორმაციო ცენტრის გახსნაზე შეთანხმდნენ.

რუსეთის სამხედრო ავიაციამ სირიაზე მორიგი ავიადარტყმები განახორციელა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 15:55

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო ავიაციის იერიშის შედეგად, სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ შტაბი და სამხედრო მარაგის საწყობია განადგურებული.

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრეს-სამსახურის ინფორმაციით, ავიაციამ სირიაში, იდლიბის რაიონში ტერორისტების შტაბი და სამხედრო საწყობი, ასევე, ჰამას დასახლებული პუნქტის რაიონში ბოევიკების 3-დონიანი სამეთაურო პუნქტი გაანადგურა.

შეგახსენებთ, რომ 30 სექტემბერს რუსეთმა, სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის მიმართვის საფუძველზე, სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ ავაიერიშის განხორციელება დაიწყო.

"სირიაში საკუთარ ხალხს ხვალვე გავგზავნით" - რამზან კადიროვი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 17:37

ჩეჩნეთის პრეზიდენტის, რამზან კადიროვის განცხადებით, ის მზად არის სირიაში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად საკუთარი ხალხი „მსოფლიო დონის სპეციალისტები“ გაგზავნოს.

„იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, ვლადიმერ პუტინი ბრძანებას გასცემს, მზად ვართ სირიაში ხვალვე გავგზავნოთ მსოფლიო დონის სპეციალისტები, რომელთა მსგავსი დასავლეთშიც კი არ ჰყავთ. ჩვენ გვაქვს გამოცდილება და ცოდნა. ჩვენ ვერ დაველოდებით როდის მოვლენ ისინი (ISIS) ჩვენს ქალაქებსა და სოფლებში “ - წერს კადიროვი „ინსატგრამის“ საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა.

გავრცელებული ცნობით, ავიადარტყმა ქალაქ ჰომში განხორციელდა, რომელიც მთავრობის ჯარების კონტროლქვეშ იმყოფება, თუმცა ამავე რეგიონში „ისლამური სახელმწიფო“ და ოპოზიციური ძალების შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებენ.

დილით, სირიის მთავრობის ადმინისტრაციამ მოსკოვისგან დამასკოში სამხედრო ავიაციის გაგზავნა დაადასტურა.

„სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, რომელიც რუსეთისგან სამხედრო დახმარებას თხოვნას გულისხმობს, მოსკოვმა დამასკოში სამხედრო-საჰაერო ძალები გაგზავნა. რაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება“ - ნათქვამია განცხადებაში.

რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კი, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ვლადიმერ პუტინს უფლება მისცა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის სირიაში გამოიყენოს. როგორც გამოცემა "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსმა სენატორებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.

რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის განცხადებით, ინიციატივამ სრული 162 ხმა მიიღო. მისივე თქმით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს. იგეგმება მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება. 
2014 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს უფლება მისცა, რუსული ჯარი უკრაინაში გამოიყენო

სირიის დაბომბვის ახალი დეტალები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 17:13

ცნობილი ხდება რუსული სამხედრო ავიაციის მხრიდან სირიის ტერიტორიის დაბომბვის ახალი დეტალები. ისლამური სახელმწიფოს ტერორისტულ ბაზებზე, ავია იერიში ორმა ბომბდამშენმა მიიტანა. დარტყმის წერტილი დამასკოდან 213 კილომეტრზე მდებარეობს. რუსული მოიერიშეები, ქალაქ ლატაკიის ავიაბაზიდან აფრინდნენ.

პირველი ავიაიერიში სირიაში რუსეთმა უკვე განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 16:46

რუსეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დარტყმა სირიის დასავლეთით ჰომსის პროვინციაში განხორციელდა.

ფედერაციის საბჭომ ერთხამდ დააკმაყოფილა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა ჩაეტარებინა სამხედრო ოპერაცია საზღვრებს გარეთ. სამხედრო დახმარების გაწევის მოთხოვნით კი მას სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ალ ასადმა მიმართა.

ოფიციციალური მოთხოვნის შემდეგ რუსეთმა სირიაში სამხედრო-საჰაერო ძალები გაგზავნა.

რუსეთმა ამერიკას სირიის საჰაერო სივრცის დატოვება მოსთხოვა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 13:51

რუსეთის ოფიციალურმა პირებმა ამერიკის შეერთებულ შტატებს მოთხოვეს ამერიკულმა თვითმფრინავებმა დატოვონ სირიის საჰაერო სივრცე. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით ავრცელებს. ამერიკული ტელეარხი ხაზს უსვამს, რომ რუსეთმა საჰაერო სივრცის გათავისუფლება დაუყოვნებლივ მოითხოვა.

მოსკოვში ამერიკის საელჩოს  წარმომადგენლის თქმით, რუსეთისა და ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტებმა ვლადიმერ პუტინმა და ბარაკ ომაბამ მოილაპარაკეს, რომ სახელმწიფოებს აქვთ საერთო ინტერესები სირიაში ტერორიზმთან ბრძოლის წინააღმდეგ.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი რუსული საჰაერო ძალების გამოყენებას სირიაში. 

სირია რუსეთს დახმარებას სთხოვს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 30 სექტემბერი 2015 13:48

სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა რუსეთს სირიისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა სერგეი ივანოვმა განაცხადა.

პარალელურად ვრცელდება ინფორმაცია, რომ საფრანგეთმა ასადის რეჟიმის საომარი დანაშაულებების გამოძიება დაიწყო. საუბარია შეიარაღებულ კონფლიქტზე სირიაში კერძოდ, 2011-დან 2013 წლამდე პერიოდზე.

სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც უკვე 4 წელიწადნახევარია გრძელდება, მონაწილეობენ სხვადასხვა ძალები. მთავრობის არმიას ბაშარ ასადი იყენებს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით. კონფლიქტის კიდევ ერთი მხარეა შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები. მათგან ზოგიერთს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს, ზოგს - საუდის არაბეთი. კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილეა ისლამური სახელმწიფო, რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას აკონტროლებს.

რუსეთის საელჩო დაცხრილეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 16:36

სირიაში რუსეთის საელჩო დაცხრილეს. დიპლომატიური წარმომადგენლობის ტერიტორიაზე ერთი ჭურვი ჩამოვარდა. არავინ დაშავებულა.მოსკოვში აცხადებენ, რომ ჭურვი მეამბოხეების მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან იყო გაშვებული, თუმცა აღნიშნავენ, რომ იერიში არ განუხორციელებით "ისლამური სახელმწიფოს" ტეროტირისტებს, ეს სხვა ძალაა, რომელიც ასადის რეჟიმს უცხოელი სპონსორების დახმარებით ებრძვის.იერიშის პარალელურად, რუსეთმა სირიაში სადაზვერვო ოპერაცია დაიწყო. ვაშინგტონმა ახალი სატელიტური ფოტოები გაავრცელა, სადაც ავიაბაზა და რუსული მზვერავებია ასახული.შეერთებულ შტატებში აცხადებენ, რომ რუსული ავიაცია საერთაშორისო კოალიციის გეგმებს შეაფერხებს. სირიელი მეაბოხეები მოსკოვს მეორე ავღანეთის მოწყობით დაემუქრნენ. ისინი აცხადებენ, რომ მოკლავენ ყველა ჯარისკაცს, რომელსაც რუსეთი სირიაში გაგზავნის.

საჰაერო თავდასხმა სირიაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 22 სექტემბერი 2015 13:40

სულ ცოტა, 18 ადამიანი დაიღუპა სირიის ქალაქ ალეპოში სირიის მთავრობის მიერ ორ ამბოხებულ ჯგუფზე საჰაერო თავდასხმის შედეგად. ინფორმაციას ამის თაობაზე ადამიანის უფლებათა სირიის ობსერვატორია ავრცელებს. მათივე ცნობით, დაღუპულებს შორის ბევრია მშვიდობიანი მოქალაქე, რომლებიც ბაზარში, ხალხმრავალ ადგილზე ჭრილობებისგან დაიღუპნენ. ქვეყნის ოთხწლიანმა ომმა განსაკუთრებით ქალაქი ალეპო დააზარალა. მას შემდეგ ათიათასობით სირიელი ევროპაში ცდილობს საცხოვრებლად გადასვლას. როგორც წესი, ისინი ამისთვის არალეგალურ გზებს მიმართავენ, სწორედ ამიტომ ევროპულ ქვეყნებში მიგრანტთა კრიზისს ებრძვიან. ტურისტი ორი კანადელი, ერთი ნორვეგიელი ტურისტი და ერთი ადგილობრივი ქალი გაიტაცეს საკურორტო ქალაქიდან სამხრეთ ფილიპინებში. ინფორმაციას ამის თაობაზე ადგილობრივი პოლიცია ავრცელებს და დასძენს, რომ შეიარაღებულმა პირებმა ტურისტები და ადგილობრივი ქალი სამალის კუნძლებიდან გაიტაცეს. თავდამსხმელების იდენტიფიცირება ჯერჯერობით, არ განხორციელებულა, თუმცა როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, მათ ნავი სანაპიროზე დატოვეს. 1990 წლის შემდეგ სამხრეთ ფილიპინებში მსგავსი ფაქტები ბევრჯერ განხორციელდა. როგორც წესი, თავდასხმებს მუსლიმი ამბოხებულთა ჯგუფები ახორციელებენ. ოფიციალური პირების თქმით, გატაცებულებს შორის არიან კანადელი ჯონ რიდსელი და რობერტ ჰოლი, ნორვეგიელი კარტან სეკინგ-სტადი და ქალი ფილიპინებიდან, რომლის ვინაობა ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სამართალდამცველების ცნობით, თავდამსხმელებმა სცადეს ორი იაპონელი ტურისტიც გატაცებაც, თუმცა მათ თავის დაღწევა მოახერხეს. მიმდინარეობს გამოძიება.

ალეპოსთან სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 14:54

სირიიდან მიღებული ცნობებით, დღეს დილით ქალაქ ალეპოში ოპოზიციის ძალებმა ბაშარ ასადის რეჟიმის კუთვნილი სამხედრო შვეულმფრენი ჩამოაგდეს, რომელიც მშვიდობიან მოსახლეობაზე ვაკუუმის ბომბის ჩამოგდებას აპირებდა. ამის შესახებ TRT-ქართული იუწყება.

ვაკუუმის ბომბების დამზადება ძალიან ადვილია, უფრო ნაკლებ დროს და თანხებს მოითხოვს, ამიტომაც ასადის ძალები მას 2012 წლის შემდეგ ამზადებენ და მას საკუთარი ხალხის წინააღმდეგ იყენებენ. ამ ბომბებს უკვე ათასობით ადამიანი ემსხვერპლა.

ოპოზიციამ ამ საქმის გამო რამდენჯერმე უჩივლა ასადის რეჟიმს გაეროში, მაგრამ, ამ უკანასკნელს რაიმე ზომები არ მიუღია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური