სირიის არმიამ მეამბოხეები დაბომბა-არიან დაღუპულები და დაშავებულები

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 30 ოქტომბერი 2015 17:39

ადამიანის უფლებების სირიის სადამკვირვებლო ცენტრის ინფორმაციით, სირიის არმიამ დამასკოს გარეუბანში მეამბოხეთა პოზიციებზე სარაკეტო იერიში მიიტანა, რის შედეგადაც დაიღუპა მინიმუმ 40, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.

ცენტრის წარმომადგენლების განცხადებით, დამასკოსთან მდებარე ქალაქ დუმაზე "მიწა-მიწა" კლასის 11 რაკეტა გაუშვეს, რომლთა ნაწილი ბაზრის ტერიტორიაზე ჩამოვარდა და აფეთქდა.

ქალაქი დუმა სირიის დედაქალაქ დამასკოდან აღმოსავლეთით მდებარეობს და მეამბოხეთა მთავარ საყრდენს წარმოადგენს. აღნიშნულ ტერიტორიას სამთავრობო ძალები ხშირად ბომბავენ. გუშინ განხორცეიელებულ საჰაერო იერიშებს 9 ადამიანი ემსხვერპლა.

აშშ ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების საკითხს განიხილავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი 2015 13:55

ამერიკის შეერთებული შტატები ერაყსა და სირიაში სახმელეთო ოპერაციის დაწყების საკითხს განიხილავს.

ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელმა სენატში გამართული მოსმენის დროს განაცხადა.

ეშტონ კარტერის თქმით, ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ შეტევების გასაძლიერებლად ვაშინგტონი მზადაა პარტნიორებს ავია იერიშებით და სახმელეთო კამპანიითაც დაეხმაროს.

მისივე განცხადებით ჯარის გაგზავნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. საერთაშორისო კოალიციის მთავარი სამიზნე დღეს სირიაში ისლამური სახელმწიფოს დედაქალაქად წოდებული ქალაქი რაქაა, ერაყში კი რამადი.

ვენაში სირიის კრიზისზე იმსჯელეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 24 ოქტომბერი 2015 12:30

ვენაში სირიის კრიზისთან დაკავშირებით შეერთებული შტატების, რუსეთის, საუდის არაბეთისა და თურქეთის წარმომადგენლების შეხვედრა კონკრეტული შედეგით დასრულდა.

მოლაპარაკების შემდეგ სერგეი ლავროვმა აღიარა, რომ მისი კოლეგები სირიის საჰაერო სივრცეში სამხედროების კოორდინირებულ მოქმედებას არ თანხმდებიან. რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ასევე უარყო მედიით გავრცელებული ცნობა, თითქოს შეხვედრაზე სირიის ლიდერის გადადგომის საკითხსაც განიხილავდნენ.

საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით კი, ერთადერთი უთანხმოება, რომელიც სირიის კრიზისის დარეგულირებას უშლის ხელს, სწორედ ბაშარ ასადის მიერ პოსტის დატოვებას შეეხება.

მოლაპარაკებებს კონსტრუქციული უწოდა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა. ჯონ კერის თქმით, კრიზისის პოლიტიკური გზებით მოგვარებაზე მხარეები მომავალ კვირასაც იმსჯელებენ.

სირიაში რუსულ ავიაიერიშებს მინიმუმ 45 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 17:42

სირიის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე პროვინცია ლატაკიაში რუსული ავიაიერიშების შედეგად სულ მცირე 45 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ ინფორმაციას, ადამიანის უფლებების სირიის სადამკვირვებლო საბჭო ავრცელებს.

რუსული ავიადატყმები ლატაკიაში გუშინ განხორციელდა. დაღუპულთა შორის სირიის თავისუფალი არმიის ბრიგადის მეთაური და ოპოზიციონერთა ოჯახის წევრები არიან. სადამკვირვებლო საბჭოს ინფორმაციით, საჰაერო დარტყმების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი შესაძლოა გაიზარდოს.

შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს, სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

ავიაიერიშების დაწყებიდან, რუსულმა თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე ორჯერ დააღვია. ოფიციალურმა ანკარამ მოსკოვს ახნსა-განმარტება მოსთხოვა, პასუხად კი საგარეო საქმეთა სამინისტროს პასუხი მიიღო, რომლის თანახმადაც, ოფიციალური ანკარის საჰაერო სივრცის დარღვევა, უამინდობი გამო , შემთხვევით მოხდა.

რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო ძალების ავიაიერიშებს 43 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:39

სირიის ქალაქ ალეპოში , რუსული ავიაციისა და სირიის სამთავრობო ძალების საჰაერო იერიშებს 43 მშვიდობიანი მოსახლე ემსხვერპლა. ამის შესახებ გამოცემა NDTV სირიის ადამიანის უფლებათა დაცვის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რამი აბდელ რაჰმანზე დაყრდნობით იტყობინება.

„გარდაცვლილთა შორის 8 ბავშვი, 22 ქალი და 13 მამაკიცა, რომლებიც საჰაერო დაბომბვებს ემსხვერპლნენ“ - განაცხადა რაჰმანმა.

გარდა ამისა, ავიაიერიშებს 17 ამბოხებულიც დაიღუპა.

შეგახსენებთ, რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი ოპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია. ოფიციალური მოსკოვი ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

სერგეი ლავროვი-სირიაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი 2015 16:15

რუსეთი სირიაში საჰაერო ოპერაციის დაწყებამდე ამერიკელებს მოლაპარაკებებს სთავაზობდა, მაგრამ ვაშინგტონისგან უარი მიიღო - ამის შესახებ სერგეი ლავროვმა სათათბიროში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ოფიციალურ მოსკოვს სურდა ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლის კოორდინირების საკითხზე ამერიკელებთან დიალოგის დაწყება და მზად იყო ვაშინგტონში დიმიტრი მედვედევის ხელმძღვანელობით დელეგაციაც გაეგზავნა.

თუმცა, რუსეთის პრემიერის მიღება და მასთან ერთად სირიის ოპერაციის განხილვა ამერიკელებმა არ მოისურვეს - განაცხადა ლავროვმა სამთავრობო საათის დროს.

აშშ და რუსეთი სირიასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს 12 ოქტომბერს გამართავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 10 ოქტომბერი 2015 11:27

რუსეთი თანახმაა, სირიაში ავიაფრენების უსაფრთხოების საკითხზე აშშ-სთან მოლაპარაკებები გამართოს. როგორც "ბიბისი" იტყობინება, ამის შესახებ პენტაგონში განაცხადეს. 

"თავდაცვის სამინისტრომ რუსეთის სამინისტროს ოფიციალური პასუხი მიიღო", - განაცხადა პენტაგონის პრესმდივანმა პიტერ კუკმა.
მისი ინფორმაციით, მოლაპარაკებები მხარებს შორის სავარაუდოდ, 12 ოქტომბრამდე გაიმართება.
დასავლეთში მიიჩნევენ, რომ სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაცია პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის ოპონენტების წინააღმდეგაა მიმართული და მოუწოდებენ მოსკოვს, მეტი ყურადღება დაუთმოს "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლას.

სირიის ოპერაციაში რუსული საზღვაო ძალები ჩაერთნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 17:34

სირიის ოპერაციაში რუსული საზღვაო ძალები ჩაერთნენ. რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალებმა სირიის ტერიტორია დაბომბეს.

შოიგუს ინფორმაციით, დღის დილით კასპიის ფლოტილიის ოთხი ხომალდიდან "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციებზე 26 რაკეტა გაუშვეს და მოწინააღმდეგის 11 ობიექტი გაანადგურეს. ყველაზე სამიზნე წარმატებით განადგურდა, 
შოიგუს ცნობით, 30 სექტემბრიდან დღემდე რუსეთის სამხედრო ძალებმა სირიაში ისლამისტების 112 ობიექტი გაანადგურეს.
ეს პირველი შემთხვევაა, როცა რუსეთმა სირიის ოპერაციაში სამხედრო-საზღვაო ძალების მონაწილეობა დაადასტურა.

რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი იპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია.

სირიის ოპოზიციის განცხადებით, იერიშებს ქალაქ ჰომსთან 36 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, მათ შორის არის 5 ქალი და 6 ბავშვი.

ოფიციალური მოსკოვი მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.

რუსეთის მიერ სირიაში ბოლო დროს განხორციელებულ ავიათავდასხმებს ნატოს მინისტერიალზე განიხილავენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 13:35

ბრიუსელში ნატო-ს შტაბბინაში მინისტერიალი გაიხსნა. მინისტერიალი ბირთვული დაგეგმარების თემაზე შეხვედრით გაიხსნა, რომლის შემდეგაც ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს შეხვედრა შედგება. 
მინისტერიალის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთის მიერ სირიაში ბოლო დროს განხორციელებული ავიათავდასხმები იქნება. მინისტერიალის ფარგლებში, დღის მეორე ნახევარში გიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა, 28+1 ფორმატში. 
ბრიუსელში იმყოფებიან საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი. 
ქართველმა მინისტრებმა გუშინ ერთობლივი შეხვედრა გამართეს ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან. როგორც შეხვედრის შემდეგ გიორგი კვირიკაშვილმა ნატო-ს შტაბბინაში შეკრებილ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, ალიანსის გენერალურმა მდივანმა ძალიან მკაფიო მესიჯები გააჟღერა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ მართლაც მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. 
დღეს კი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს გამართვს თავს ფრანგ, ბრიტანელ, რუმინელ, პოლონელ და ბულგარელ კოლეგებთან. დღესვე ხელი მოეწერება საქართველოსა და პოლონეთს შორის საიდუმლოების გაცვლის შესახებ ხელშეკრულებას. 
ნატო-ს მინისტერიალზე ალიანსის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრები სირიასა და უკრაინაში შექმნილ ვითარებას, ახლო აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ აფრიკაში განვითარებულ მოვლენებსა და ავღანეთში გართულებულ უსაფრთხოების გარემოს განხილავენ.

რუსულმა ავიაგამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
ორშაბათი, 05 ოქტომბერი 2015 14:20

თურქეთის საგარეო უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, თვითმფრინავს, რომელმაც სირიის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია, გზა თურქულმა გამანადგურებლებმა გადაუღობეს, რის შემდეგაც, მან თურქეთის ტერიტორია დატოვა.

 „რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია სირიის მხრიდან. მას გზა თურქულმა გამანადგურებელმა F-16 გადაუღობა, რის შემდეგაც თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე დატოვა. ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ელჩი დავიბარეთ და  საყვედური გამოვუცხადეთ. რუსს კოლეგა სერგეი ლავროვთან სატელეფონო საუბრის დროს, პროტესტი თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფერიდუნ სინირლიოგლუმ გამოთქვა. თურქულმა მხარემ ინციდენტი, ასევე, განიხილა აშშ-ს, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის და იტალიის კოლეგებთან და აპირებს, რომ საკითხი ნატო-ს გენერალურ მდივანთან და გერმანიის საგარეო უწყების ხელმძღვანელთან განიხილოს“, - ნათქვამია თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აპრილი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური