სირიაში სამი რუსი ჟურნალისტი დაჭრეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:29

სირიაში სამი რუსი ჟურნალისტია დაჭრილი. რუსული მედიის ინფორმაციით, ჟურნალისტები მსუბუქი ჭრილობებით ბაზაზე არიან გადაყვანილი, სადაც მათ პირველადი დახმარება ჩაუტარდათ. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ინციდენტს ადასტურებენ. უწყების ინფორმაციით, ჟურნალისტების ავტომობილს ცეცხლი დასახლებულ პუნქტთან გაუხსნეს.

„ორ სამყაროს შორის ეგზისტენციალური ომი მიმდინარეობს“ - თინათინ ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 23 ნოემბერი 2015 13:05

სირიაში კრიზის მოგვარების გზაზე რუსეთ-დასავლეთის თანამშრომლობის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის პოზიციის დაფიქსირება სთხოვეს ჰალიფაქსის უსაფრთხოების ფორუმზე, კანადაში.

„თუ გადავხედავთ ბოლო პერიოდში გამართულ დისკუსიებს, სადაც განხილვის მთავარი თემა, რა თქმა უნდა, სირიაა, ჩვენ შევძლებთ ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე - რატომ მოხდა ომი საქართველოში, უკრაინასა და მსოფლიოს სხვა წერტილებში... ამ დღეებში ვისმენთ, რომ საჭიროა რუსეთთან საერთო ენის გამონახვა, რუსეთის, როგორც პარტნიორის აღქმა, მისთან მოლაპარაკების წარმოება და მაგიდასთან დაბრუნება ... ერთის მხრივ, ვაღიარებთ პრობლემებს, რომლებსაც რუსეთი ქმნის - ვამბობთ, რომ ის არ არის სანდო და პროგნოზირებადი პარტნიორი, არის ოკუპაციური ძალა, აგრესიული ქვეყანა, დაპყრობილი აქვს სუვერენული ქვეყნების ტერიტორიები და ამ დროს, მასთან ერთად დიალოგისა და თანამშრომლობის გზით ვეძებთ პრობლემის გადაწყვეტის გზებს. ამასთან ვიცით, რომ მისგან მოსალოდნელია ახალი სიურპრიზი სირიასა ან მსოფლიოს სხვა ნაწილში...“ - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

თინათინ ხიდაშელის თქმით, ჩვენ ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც ერთის მხრივ ვამბობთ, რომ ორ სამყაროს შორის ეგზისტენციალური ომი მიმდინარეობს, სადაც სამყაროს ერთი ნაწილი ეფუძნება კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, საერთაშორისო სამართლით აღიარებულ პრინციპებსა და თამაშის წესებს, რომლებიც ერთად დავადგინეთ და მხარი დავუჭირეთ. მეორეს მხრივ, არის ქვეყანა, რომელიც დღის წესრიგს თავად ადგენს, ცვლის საერთაშორისო თამაშის წესს და ჩვენ, გვერდით ოთახში, მაინც მასთან ერთად ვსხედვართ და დახმარებას ვთხოვთ.

„რა იქნება ის სარგებელი, რომელსაც მასთან ერთად მოვიმკით? რას ველით ხვალინდელი დღისგან? რა თქმა უნდა, ჩვენ შეგვიძლია ვისაუბროთ რუსეთთან, გავაფორმოთ ხელშეკრულებები, მაგრამ ამ პროცესს, ძალიან პოზიტიური და ნათლად განსაზღვრული დღის წესრიგი უნდა ახლდეს, იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც უკვე ათწლეულებია, თავიანთი დამოუკიდებლობის ისტორიის მანძილზე ერთგული პარტნიორები არიან...“ - აღნიშნა თინათინ ხიდაშელმას.

 

რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ერთ-ერთი სასმელის ყუთში ჩადებული ბომბით ჩამოაგდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 14:23

ტერორგანიზაცია DEAŞ-ის განცხადებით, ეგვიპტეში რუსული სამგზავრო თვითმფრინავი ერთ-ერთი სასმელის ყუთში ჩადებული ბომბით ჩამოაგდეს. ამის შეასახებ "TRT-ქართული" იტყობინება.
განცხადებაში ნათქვამია, რომ შარმ ელ შეიხის აეროპორტში არსებული სუსტი უსაფრთხოების ზომების მეშვეობით მათ შეძლეს ყუთის თვითმფრინავში ატანა.
ტერორგანიზაციის ინტერნეტგამოცემაში 31 დეკემბერს სინაის ნახევარკუნძულზე ჩამოგდებულ რუსულ სამგზავრო თვითმფრინავში ჩადებული ბომბის ფოტო გავრცელდა.
ინტერნეტგამოცემის მიხედვით, რომ მიუხედ იმისა, რომ მთავარი სამიზნე დასავლური ქვეყნებია, სირიაში ოპერაციების გამო რუსეთის წინააღმდეგ განახორციელეს ტერაქტი.
შეგახსენებთ, რომ ჩამოვარდნილ რუსულ სამგზავრო თვითმფრინავშიო 224 ადაამიანი დაიღუპა.

სირიის ტერიტორიაზე ავია იერიშები ისევ განხორციელდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 19 ნოემბერი 2015 10:56

რუსეთის ავიაციამ სირიის ტერიტორიაზე მორიგი ავია იერიშები განახორციელა. რუსეთის თავდაცვის უწყება საჰაერო ოპერაციის ამსახველ კადრებს ავრცელებს.

ერთი დღით ადრე ავია იერიშები ისლამური სახელმწიფოს ობიექტებზე ფრანგულმა ავიაციამაც განახორციელა. სამიზნე ქალაქი რაქა იყო.

შეერთებული შტატები და კოალიცია ავრცელებენ ბოლო მონაცემებს საკუთარი ავია იერიშების შესახებ, რომლის შედეგადაც ბოლო თვეში ტერორისტების 175 ობიექტი განადგურდა, ძირითადად ნავთობის მწარმოებელ რეგიონებში.

სირიის სამხედრო ოპერაციებში რუსეთის სტრატეგიული ავიაცია ჩაერთო

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 14:26

სირიაში რუსეთის სამხედრო საჰაერო-კოსმოსური ოპერაციის დაწყების დღიდან რუსეთის მთავარსარდლობის ბრძანებით, პირველად გამოყენებული იქნა სტრატეგიული ავიაცია. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, თვითმფრინავებმა Ту-160, Ту-95МС и Ту-22М3 დაბომბეს მოწინააღმდეგეების სამიზნეები. მათ მასირებული სარაკეტო დარტყმები განახორციელეს „ისლამური სახელმწიფოს“ ტერორისტების პოზიციების მიმართულებით. ამის შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს.
ამგვარად, ეს დღე რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერა, ვინაიდან აქამდე სტრატეგიულ ბომბდამშენებს Ту-160 и Ту-95МС სამხედრო ოპერაციებში მონაწილეობა არასოდეს მიუღიათ. განხორციელებული ოპერაციის შემდეგ, ბომბდამშენებმა სირიის ცაში პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღეს.

რუსული ფლოტი სირიაში ფრანგულ ფლოტს დაეხმარება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 18 ნოემბერი 2015 13:46

როგორც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, მან ბრძანება გასცა, რომ სირიის სანაპიროების მახლობლად მოპატრულე რუსულმა ფლოტმა სირიაში ჩასულ ფრანგული ავიამზიდის, "Charles de Gaulle"-ის ეკიპაჟს ყველანაირი დახმარება აღმოუჩინოს და ისინი მოკავშირედ მიიღოს.

მისივე თქმით, ფრანგული და რუსული საზღვაო ფლოტები ამჟამად სირიაში ერთობლივი ოპერაციების განხორციელებაზეც მუშაობენ და "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებასაც გეგმავენ, რის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს თავის ფრანგ კოლეგა ფრანსუა ოლანდთან სატელეფონო საუბრის დროს.

“ჩვენ ამ ერთობლივი გეგმებისა და ოპერაციების შესახებ კონკრეტულად ვიმსჯელებთ მომავალ კვირას ფრანსუა ოლანდის მოსკოვში ვიზიტის დროს“, აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ამ დროს ცნობილი გახდა ისიც, რომ ფრანგულმა ავიაციამ სირიის ქალაქ რაკკის მიდამოებში არსებული ისლამური სახელმწიფოს პოზიციები გუშინ მესამედ დაბომბა და მოწინააღმდეგის 200-ზე მეტი სამიზნე გაანადგურა.

საქართველოს საზღვართან სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მსურველი დააკავეს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 10:18

საქართველოს საზღვართან სირიაში საბრძოლველად გამგზავრების მსურველი დააკავეს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის ინფორმაციით, ის აზერბაიჯანის მოქალაქეა.ლევან იზორიამ ქართულ ენოვან, ისლამური სახელმწიფოს პროპაგანდისტულ ვებ გვერდებზეც გააკეთა კომენტარი და დაადასტურა, რომ ამ საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.მისი თქმით, მათი აკრძალვის მოთხოვნით უახლოეს პერიოდში სახელმწიფო უშიშროების სამსახურმა შესაძლოა სასამართლოს შუამდგომლობით მიმართოს. ის ასევე არ გამორიცხავს, რომ გარკვეული პიროვნებების დევნაც დაიწყოს.

ჩემთვის ტერორიზმი და ვანდალიზმი არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან, - საქართველოს პრეზიდენტი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 17 ნოემბერი 2015 10:45

ჩემთვის ტერორიზმი და ვანდალიზმი არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ავლაბრის სასახლეში, ტოლერანტობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე შეფასებით, საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეძლოს გაერთიანება, რათა აგრესიას და ტერორს ძალიან ძლიერად უპასუხოს.
"დღეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი აქ ერთად ყოფნა და ერთად დგომა იმ ღირებულებების განსამტკიცებლად, რასაც ტოლერანტობა ჰქვია. ჩვენ, მთელმა კაცობრიობამ, სამყაროს მთელმა ცივილიზებულმა ნაწილმა ამ დღეებში სწორედ ტოლერანტობის თვალსაზრისით მივიღეთ გამოძახილი. საფრანგეთში მომხდარი ტრაგიკული მოვლენების ფონზე კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რომ შევძლოთ გავერთიანდეთ და ძალიან ძლიერად ვუპასუხოთ აგრესიას, ტერორს. ეს კი უნდა მოხდეს იმით, რომ არასდროს შეიბღალოს ჩვენში ტოლერანტობის სულისკვეთება - ტერორი არასდროს არ შეგვცვლის ჩვენ და არ გაგვხდის განსხვავებულის მიუღებლებად. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ჩემთვის არც ტერორიზმი, არც ვანდალიზმი, არანაირად არ ასოცირდება რელიგიასთან და ისლამთან. მიუხედავად იმისა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც თავის თავს მუსლიმებს ეძახიან და ამ დროშით ცდილობენ ტერორის დათესვას. კიდევ ერთხელ ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ ისლამი ჩემთვის არ ასოცირდება იმ საშინელებებთან, რაც ხდება სირიაში, სხვა ქვეყნებში და რაც მოხდა საფრანგეთში", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

საფრანგეთმა სირიაში ტერორისტები დაბომბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 16 ნოემბერი 2015 09:54

საფრანგეთის ავიაციამ ტერორისტული ორგანიზაციის ისლამური რესპუბლიკის პოზიციებზე იერიში მიიტანა. სირიის ქალაქ ელრაქაში რომელიც ტერორისტების დედაქალაქად ითვლება 20 ჭურვი იქნა ნასროლი. საფრანგეთის ავიაციის 10 მოიერიშე იყო ჩართული ოპერაციაში. დაბომბვის შედეგად განადგურებულია ტერორისტების სამეთაურო პუნქტი, ჯიჰადისტების მომზადების პუნქტი, იარაღის და ტყვია წამლის საწყობები.

რუსებმა სირიაში „ფოსფორის ბომბი“ გამოიყენეს?

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 15 ნოემბერი 2015 11:03

მოძრაობა ნურედინ ზენგის პოლიტიკური ოფისის პასუხისმგებელმა მუჰამედ იასირ ალ იუსუფმა საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუ აჟანსის“ კორესპონდენტთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსული არმიის კუთვნილმა საბრძოლო თვითმფრინავმა სირიის იდლიბის დაბა ერიჰაში ერტ-ერთ სოფელში „ფოსფორი ბომბი“ ჩამოაგდო. მისივე თქმით, არიან დაშავებულები, თუმცა საკითხთან დაკავშირებით დეტალებზე არ ისაუბრა. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.
რუსეთი, რომელიც სექტემბრიდან მოყოლებული სირიის სხვადასხვა ქალაქებში სამხედრო ოპერაციებს ახორციელებს, აცხადებს, რომ მის სამიზნეს DEAŞ-ი წარმოადგენს.
ოპოზიციის თქმით კი რუსეთის სამიზნეების 90%-ზე მეტს არა რადიკალური დაჯგუფებები, არამედ თავისუფალი სირიის არმია და ოპოზიციაა.
რუსეთის მიერ სირიაში დაწყებული საჰაერო ოპერაციების გამო განსაკუთრებით ჰამას ჩრდილოეთ რეგიონიდან დაახლეობით 80 ათასი ადამიანი იძულებული გახდა სახლები მიეტოვებინა და იდლიბის სოფლებისათვის შეეფარებინა თავი.

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური