სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 16:53

სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. ასადის რეჟიმის მტკიცებით, ავია იერიში დეირ ალ ზურში, არმიის ბანაკზე მიიტანეს, რის შედეგადაც სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ღია აგრესია უწოდა და დაუყოვნებლივი ზომების მიღების მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

დამასკოს ბრალდებას საერთაშორისო კოალიცია უარყოფს და აცხადებს, რომ შეტევა ამ რაიონში საერთოდ არ განუხორციელებია.

ფრანსუა ოლანდი სირიის სანაპიროსთან იმყოფებოდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 05 დეკემბერი 2015 12:17

ფრანსუა ოლანდმა დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმდინარე ოპერაციაში მონაწილე სამხედროები მოინახულა.

საფრანგეთის ლიდერი რამდენიმე საათით სირიის სანაპიროსთან დისლოცირებული სამხედრო ხომალდისშარლ დე გოლის ბორტზე დაეშვა.

ავიამზიდის პერსონალთან ფრანსუა ოლანდმა ისლამისტების წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ შარლ დე გოლს მომდევნო ორი დღის განმავლობაში სპარსეთის ყურეში გადაიყვანენ, სადაც ის შეერთებული შტატების სამხედრო ხომალდს შეცვლის და მომავალი წლის მარტამდე დარჩება.

ფრანგული ავიამზიდის ბორტზე 30 თვითმფრინავი და 4 ვერტმფრენია.

გერმანია სირიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 04 დეკემბერი 2015 17:43

გერმანიის პარლამენტმა თავდაცვის სამინისტროს მისიას სირიასა და ერაყში მხარი დაუჭირა. შესაბამის გადაწყვეტილებას ბუნდესტაგის 598 დეპუტატიდან 445-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. 
ერთწლიანი მისიის ღირებულება 134 მილიონამდე ევროს შეადგენს.
ოპერაციის ფარგლებში, სირიაში 1 200 გერმანელი ჯარისკაცი გაემგზავრება. დაგეგმილია ასევე, 6-მდე "ტორნადოს" სადაზვერვო თვითმფრინავების და გერმანული ფრეგატის გაგზავნა.
როგორც "ბიბისი" იტყობინება, გერმანია სადაზვერო თვითმფრინავებს თურქეთში ნატო-ს ინჯირლიკის ავიაბაზაზე განალაგებს. ამასთანავე, ბუნდესვერის ჯარისკაცების საბრძოლო მოქმედებში მონაწილეობა არ იგეგმება.

ბრიტანეთი სირიაში დამატებით 8 სამხედრო თვითმფრინავს გაგზავნის

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 17:36

სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ საბრძოლველად, ბრიტანეთი დამატებით 8 სამხედრო თვითმფრინავს გაგზავნის, - ამ ინფორმაციას ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ავრცელებს. 

ბომბდამშენები კვიპროსში, სამხედრო ბაზაზე განთავსდებიან. 

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე პირველი ავიაიერიშები განახორციელეს. ოთხმა გამანადგურებელმა ისლამისტების პოზიციები დაბომბა. 

სირიაში საჰაერო ოპერაციების დაწყების საკითხს ბრიტანეთის პარლამენტმა 397 ხმით 223-ის წინააღმდეგ, 10-საათიანი დებატების შემდეგ დაუჭირა მხარი. 

საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი ამ დრომდე ავიაიერიშებს მხოლოდ ერაყის ტერიტორიაზე ახორციელებდა.

ბრიტანეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 11:43

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საჰაერო ძალებმა სირიაში, „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციებზე პირველი ავიაიერიში განახორციელა. 

კვიპროსის ბაზიდან ოთხი ბრიტანული ავიაგამანადგურებელი აფრინდა, რომელმაც ისლამისტების პოზიციები დაბომბა. 

სირიაში საჰაერო ოპერაციების დაწყების საკითხს დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა 397 ხმით 223-ის წინააღმდეგ, 10-საათიანი დებატების შემდეგ დაუჭირა მხარი. 

საერთაშორისო კოალიციის ფარგლებში, დიდი ბრიტანეთი ამ დრომდე ავიაიერიშებს მხოლოდ ერაყის ტერიტორიაზე ახორციელებდა. სირიაში საჰაერო ოპერაციების დასაწყებად კი პარლამენტის მხარდაჭერა იყო აუცილებელი.

რუსეთი სირიაში ახალ ავიაბაზას აშენებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 01 დეკემბერი 2015 12:18
ქუვეიტური გაზეთის "Al-Rai"-ის ინფორმაციით რუსეთი სირიაში ახალ სამხედრო ბაზას აშენებს. რუსეთის სამხედრო კოსმოსური ძალების ახალი ბაზა ქალაქ ხოლმსიდან 35 კილომეტრში შაირატის აეროდრომზე განთავსდება.საერთო ჯამში სირიაში რუსული ავია დაჯგუფების რაოდენობა 100 თვითმფრინავამდე გაიზრდება. შაირატის აეროდრომზე 45 ანგარია. ბაზას გააჩნია 3 კილომეტრიანი ასეფრენ დასაფრენი ბილიკი, რომელიც იძლევა საშუალებას ნებისმიერი ტიპის თვითმფრინავი მიღოს. ბაზაზე ასევე არის პარალელური ბილიკი.

 

ერდოღანი რუსეთს ოპოზიციის დაბომბვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 28 ნოემბერი 2015 16:13

თურქეთის აღმოსავლეთში მდებარე ქალაქ ბაიბურთის მცხოვრებლების წინაშე სიტყვით გამოსულმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა აღნიშნა, რომ რუსეთი სირიაში ტერორგანიზაცია DAİŞ-ის მომიზეზებით ლმობიერ ოპოზიციას ბომბავს, რაც ცეცხლთან თამაშის ტოლფასია. ამის შესახებ "TRT-ქართული" წერს.

ერდოღანმა ასევე თურქეთის მხრიდან ჩამოგდებულ რუსულ თვითმფრინავზე გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თურქეთის მხრიდან გადაგმული ნაბიჯი საბრძოლო მოქმედების წარმოების წესების ფარგლებში მოხდა.

”ამ საკითხში თურქეთის სამართლიანობას მსოფლიო აღიარებს, მაგრამ რუსეთის მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, ანუ, რუსეთში მიმავალი თურქების უკან გამობრუნება, რეგიონში ჰუმანიტალური დახმარების კოლონაზე განხორციელებული თავდასხმა, თურქი ბიზნესმენების დაკავება და დეპორტი და სხვა მსგავსი დანაშაულებრივი ქმედებები არასწორი და მიუღებელია. ამიტომ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ რუსეთს, რომ ცეცხლს ნუ ეთამაშება”, განაცხადა თურქეთის პრეზიდენტმა.

ერდოღანმა რუსეთის მხრიდან სირიის სიტუაციაში ჩართულობაზეც ისაუბრა და აღნიშნა: ”თქვენ დამასკოს ყველა მიპატიჟებაზე იქ ჩადიხართ, მაშინაც კი, როდესაც 380 ათასი ადამიანის მკვლელი ასადი გეპატიჟებათ და ამასთან ყოველგვარ დახმარებასაც უწევთ, ნუთუ თქვენს მიერ გადადგმული ეს ნაბიჯი გამართლებული გგონიათ? ... პუტინი იძახის ზურგში დაგვარტყესო, თურქ ხალხს მსგავსი ნაბიჯი არავის წინაშე არ გადაუდგია, შეიძლება იყვნენ ისეთები, რომლებსაც, თურქეთ-რუსეთის ურთიერთობის დაძაბვა სურდეთ, ამიტომ, მოდით ერთად დავსხდეთ და ყველაფერი გავაანალიზოთ, ნუ მივცემთ დაძაბულობის მსურველებს ამის შანსს, ხოლო რაც შეეხება ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლას, თურქეთია სწორედ ის ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ღიად და ნამდვილად ებრძვის მას”, - განაცხადა ერდოღანმა.

რუსულმა ვერტმფრენმა სირიაში ავარიული დაშვება განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 25 ნოემბერი 2015 12:09

რუსეთის შეიარაღებული ძალების ვერტმფრენი Ми-8, რომელიც გუშინ სირიაში ჩამოგდებული რუსეთის ბომბდამშენის Су-24-ის სამძებრო-სამაშველო სამუაშაოებს აწარმოებდა, დაზიანებული იქნა სირიელი „ბოევიკების“ მიერ.  ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ წერს.
როგორც რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბიდან იტყობინებიან, რუსეთის ორ ვერტმფრენს, რომლებიც სამძებრო-სამაშველო სამუაშაოებს აწარმოებდნენ, სირიის ტერიტორიიდან ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად, ერთ ვერტმფრენს დაზიანება მიადგა და იძულებული გახდა ავარიული დაშვება განეხორციელებინა. ინცინდენტის დროს დაიღუპა რუსეთის შეიარაღებული ძალების საზღვაო-ქვეითი, კონტრაქტორი.
მოგვიანებით მეორე ვერტმფრენმა მოახარხა დაზიანებული ვერტმფრენის დარჩენილი ეკიპაჟის ევაკუაცია.
სირიაში ჩამოგდებული ბომბდამშენის სამძებრო-სამაშველო სამუაშაოები გრძელდება. წინასწარი მონაცემებით, ბომბდამშენის ეკიპაჟის ერთი წევრი კატაპულტირების დროს ჰაერში იქნა მოკლული „ბოევიკების“ მიერ, მეორეს ადგილსამყოფელის დადგენის ოპერაცია კი ამჟამადაც გრძელდება.

პუტინი სერიოზული შედეგებით იმუქრება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 18:38

გასცდება თუ არა თვითმფრინავის ჩამოგდება ანკარასა და მოსკოვს შორის დიპლომატიური სკანდალის ფარგლებს, - ვლადიმერ პუტინი სერიოზული შედეგებით დაიმუქრა და თურქეთის ხელისუფლებას ღიად დაუპირისპირდა. 

"ზურგში დანა ჩაგვარტყეს, ეს მოვლენა ტერორიზმთან ბრძოლის ფარგლებს sცდება. თურქულმა გამანადგურებელმა რუსული თვითმფრინავი – რაკეტით, სირიის ტერიტორიაზე თურქეთის საზღვრიდან 4 კილომეტრში ჩამოაგდო. 

ჩვენი მფრინავები თურქეთს არანაირად არ ემუქრებოდნენ. ჩვენ თურქეთს ყოველთვის ვეპყრობოდით არა როგორც ახლო მეზობელს, არამედ როგორც მეგობრულ სახელმწიფოს. ჩვენთან კონტაქტის დამყარების ნაცვლად კი თურქულმა მხარემ ამ საკითხის განსახილველად ნატო-ში პარტინორებს მიმართა, თითქოს ჩვენ ჩამოგვეგდო მათი თვითმფრინავი", - ეს არის განცხადება, რომელიც კრემლის ლიდერმა გააკეთა.

თურქულმა F-16-მა რუსულ სუ-24-ს სირია-თურქეთის საზღვარზე ესროლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:46

თურქულმა F-16-მა რუსულ სუ-24-ს სირია-თურქეთის საზღვარზე ესროლა, როგორც ევრონიუსი თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს რუსულმა გამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცე დღის პირველ ნახევარში დაარღვია. საზღვართან მიახლოებისას თურქულმა მხარემ სამხედრო თვითმფრინავი რამდენჯერმე გააფრთხილა ,თუმცა გაფრთხილებას ეკიპაჟის რეაგირება არ მოყოლია ,CNN-ის ცნობით კი რუსმა პილოტებმა თურქეთის იერიშის შემდეგ კატაპულტირება მოახერხეს მათგან ერთი სავარაუდოდ დაღუპულია. შეგახსენებთ შემთხვევა თურქეთის საზღვართან ახლოს ქალაქ ლათაქიასთან მოხდა. 

ბიზნეს ნიუსი

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს - ნ. თურნავა

„ნოემბრიდან ეტაპობრივად ვხსნით რეგულარულ ფრენებს დ...

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური