სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 16:07

სირიაში კიდევ ორი პანკისელი ახალგაზრდა,   24 წლის რამზან ფარეულიძე და  22 წლის მუხმად თურქოშვილი დაიღუპა.  ისინი  „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში იბრძოდნენ. 

სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 17 პანკისელი დაიღუპა. 

სირიაში 2 პანკისელი მებრძოლი დაიღუპა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 18 იანვარი 2016 11:47

სირიაში კიდევ 2 პანკისელი ახალგაზრდა დაიღუპა. დადასტურებული ინფორმაციით გარდაცვლილები არიან 24 წლის რამზან ფარეულიძე, სოფელ ბირკიანიდან და 22 წლის მუხმად თურქოშვილი სოფელ ომალოდან.

ორივე მათგანი ტერორისტული ორგანიზაცია ისლამური სახელმწიფოს რიგებში იბრძოდა. ინფორმაცია მათი გარდაცვალების შესახებ გუშინ გავრცელდა.

ორივე ახალგაზრდა სირიაში დაახლოებით ერთი წლის წინ წავიდა. სირიაში საბრძოლო მოქმედებებში უკვე 14 პანკისელი დაიღუპა.

გაერო სირიაში არსებულ მდგომარეობაზე

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 იანვარი 2016 11:53

სირიის ქალაქ მადაიაში ჰუმანიტარული ავტოკოლონა შევიდა. თუმცა, გაეროს მონაცემით, 400-ამდე ადამიანი შიმშილობის გამო მძიმე მდგომარეობაშია და სასწრაფო ევაკუაციას საჭიროებს.

მადაია რამდენიმე თვის განმავლობაში სირიის არმიის ბლოკადაში იყო, რის გამოც ქალაქში სურსათი ვერ შეჰქონდათ. შიმშილისგან კი 40-მდე ადგილობრივი დაიღუპა.

გავრცელებული ცნობით, ერთი კილოგრამი ფქვილის 120 დილარი ღირდა. გაეროს შუამავლობით სირიის ხელისუფლებამ მადაიაზე ბლოკადა მოხსნა და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარების შეტანის უფლება მისცა.

რუსებმა სირიაში სკოლა დაბომბეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 10:45

რუსეთის ავია-იერიშებს სირიაში მშვიდობიანი მოსახლეობის მხრიდან მსხვერპლი მოჰყვა.სირიელი მეამბოხეების ინფორმაციით, რუსულმა მოიერიშეებმა იდლიბში მათ მიერ კონტროლირებადი რაიონი და სკოლა დაბომბეს, რასაც 9 ადამიანი შეეწრია. გარდაცვლილთა შორის 5 ბავშვია. მოსკოვში სამოქალაქო ობიექტების დაბომბვას უარყოფენ.საჰაერო ძალების მეთაურმა დღეს კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ რუსი პილოტების სამიზნე მხოლოდ ტერორისტები არიან. საჰაერო ოპერაციის დაწყების გამო რუსეთს მასშტაბური ტერაქტებით ისლამური სახელმწიფოს ლიდერი დაემუქრა.აბუ ბაქრ ალ–ბაღდადი აუდიო მიმართვაში აცხადებს, რომ ყოველი იერიშის შემდეგ დაჯგუფება სულ უფრო ძლიერდება და ყველა ქვეყანა, ვინც ისლამურ სახელმწიფოს ებრძვის მძიმე საფასურს გადაიხდის. ალ–ბაღდადი ტერაქტებით ისრაელს, შეერთებულ შტატებსა და ევროპასაც ემუქრება. 

მეამბოხეთა ლიდერი სირიაში ავიაიერიშებს ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 26 დეკემბერი 2015 12:45

სირიის ოპოზიციის ყველაზე ძლიერი დაჯგუფების, ჯეიშ ალ–ისლამის, მეთაური დამასკოს გარეუბანში ავიაიერიშის შედეგად დაიღუპა. 

მასთან ერთად დაიღუპა კიდევ ერთი დაჯგუფების ლიდერი, 90 მებრძოლი კი დაშავდა.

მეამბოხეები აცხადებენ, რომ იერიში რუსულმა ავიაციამ განახორციელა, რომელმაც მეამბოხეთა საიდუმლო შტაბბინაზე წერტილოვანი დარტყმა განახორციელა. მოსკოვში კი აცხადებენ, რომ რუსული ავიაცია რეგიონში მხოლოდ ისლამური სახელმწიფოს პოზიციებს ბომბავს.

რუსეთის თავდაცვის უწყების ცნობით, ავიაციამ ტერორისტების მიერ კონტროლირებადი ორი ათასამდე ნავთობ–ობიექტი გაანადგურა, რამაც ISIS-ის პოზიციები რეგიონში საგრძნობლად შეასუსტა. ამას ამტკიცებს დაჯგუფება ჰესბოლაც, რომელიც აცხადებს, რომ ISIS-მა დამასკოს რეგიონიდან საკუთარი წევრების ევაკუაცია ავტობუსებით დაიწყო.

"ისლამური სახელმწიფო" სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებს ტოვებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 25 დეკემბერი 2015 13:23

"ისლამური სახელმწიფო" სირიის დედაქალაქ დამასკოს გარეუბნებს ტოვებს. გადაწყვეტილებას გაეროს შუამდგომლობით მიაღწიეს. 

ტერორისტული ორგანიზაცია "იარმუკის" პალესტინელი ლტოლვილების ბანაკიდანაც გავა. სირიული მედიის ცნობით, ქვეყნის ხელისუფლებას, ე.წ. ისლამურ სახელმწიფოსა და "ალ-ქაიდას" ფრთა ,,ალ-ნუსრას’’ ფრონტის მებრძოლებს შორის მიღწეული შეთანხმებით, ჯიჰადისტები და ამბოხებულები სირიის ჩრდილოეთით, იდლიბისა და რაყის პროვინციებში გადაინაცვლებენ. 

უსაფრთხო გადაადგილების გარანტი კი გაერო იქნება. რაყა ისლამისტების დე ფაქტო დედაქალაქადაა გამოცხადებული, იდლიბს კი ამბოხებულთა ჯგუფები აკონტროლებენ.

რუსეთის მიერ სირიაში წარმოებულ ავიაიერიშებს,40-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 21 დეკემბერი 2015 10:13

რუსეთის ავიაციის მიერ სირიაში წარმოებულ მორიგ ავიაიერიშებს ასადის ოპოზიციის მიერ კონტროლირებად ქალაქ იდლიბში, სავარაუდოდ, 43 ადამიანი ემსხვერპლა.

გარდაცვლილთა შორის არიან ბავშვებიც. დაშავებულთა რაოდენობა 150 ადამიანს აღწევს, რომელთა ნაწილიც საავადმყოფოში, თურქეთის ტერიტორიაზე გადაიყვანეს.

სირიის ტერიტორიაზე ავიადარტყმა ისრაელმაც განახორციელა, თუმცა ამ ფაქტს  ოფიციალური პირები ამ დრომდე არ ადასტურებენ. ამ იერიშს კი ჰესბოლას ერთერთი ლიდერი სამირ ქანთარი და 12-მდე მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მოსკოვს სტუმრობს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 10:47

 "ბიბისი" -ს ცნობით ჯონ კერი მოსკოვში ჩავიდა.ამერიკელი დიპლომატი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვსა და პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეხვდება. 
მოლაპარაკებების მთავარი თემა სირიაში კონფლიქტის დარეგულირებაა. აშშ-ის სურს, რომ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ალ-ასადი გადადგეს, მოსკოვში კი აცხადებენ, რომ პრეზიდენტის ბედი "სირიელი ხალხის ხელშია".
რუსული მედიის ცნობით, მოლაპარაკებების დღის წესრიგშია უკრაინა და მინსკის შეთანხმებების შესრულება, ასევე რუსული ბომბდამშენი სუ-24-ის ჩამოგდება და რუსულ-ამერიკული ურთიერთობა.

რუსეთმა სირიაში "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციები წყალქვეშა ხომალდიდან დაბომბა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 12:05

რუსეთმა სირიაში, საჰაერო ოპერაციების დაწყებიდან პირველად, ე.წ. ისლამური სახელმწიფოს პოზიციები, ხმელთაშუა ზღვაში განთავსებული წყალქვეშა ხომალდიდან დაბომბა. 

თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს განცხადებით, სუბმარინიდან “კალიბრის” ტიპის ფრთოსანი რაკეტები გაუშვეს. დაბომბვის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ისლამისტების საბრძოლო მასალების საცავს, ნაღმების საწარმოსა  და ნავთობმომპოვებელ ინფრასტრუქტურას.  

სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 16:53

სირიის ხელისუფლება საერთაშორისო კოალიციას სამთავრობო ძალების პოზიციების დაბომბვაში ადანაშაულებს. ასადის რეჟიმის მტკიცებით, ავია იერიში დეირ ალ ზურში, არმიის ბანაკზე მიიტანეს, რის შედეგადაც სამი სირიელი სამხედრო დაიღუპა, 13 კი დაშავდა.

სირიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ღია აგრესია უწოდა და დაუყოვნებლივი ზომების მიღების მოთხოვნით, გაეროს უშიშროების საბჭოს საპროტესტო ნოტა გაუგზავნა.

დამასკოს ბრალდებას საერთაშორისო კოალიცია უარყოფს და აცხადებს, რომ შეტევა ამ რაიონში საერთოდ არ განუხორციელებია.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური