სისხლისღვრა სირიაში, არ წყდება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 06 მაისი 2016 10:49

სისხლისღვრა სირიაში, არ წყდება. ბოლო თავდასხმა, ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, იდლიბის პროვინციის დევნილთა ბანაკში, ალეპოს პროვინციიდან 30 კილომეტრის დაშორებით, 5 მაისს დაფიქსირდა. დაიღუპა სულ ცოტა, 28 ადამიანი. ლონდონში დაფუძნებული სირიის ადამიანის უფლებათა სადამკვირვებლო ჯგუფის ცნობით, დაჭრილია ათობით პირი. სოციალურ ქსელში ვრცელდება დაშავებულთა და გარდაცვლილთა ფოტოები, ასევე დასისხლიანებული და დანგრეული ბანაკის ამსახველი კადრები. თვითმხილველების ცნობით, განხორციელდა ორი ავიაიაერიში. ორივე მათგანის სამიზე პალმირადან და სამხრეთ ალეპოდან დევნილი მოსახლეობა გახდა. ბანაკს ჭურვი ორი მხრიდან მოხვდა. კარვებს ცეცხლი გაუჩნდა. ჯერჯერობით უცნობია, ვინ დგას მომხდარის უკან, თუმცა აღსანიშნავია, რომ ხუთი მაისის დილას შეერთებული შტატებისა და რუსეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ალეპოში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შესახებ. რეჟიმის ამოქმედებამდე რამდენიმე საათით ადრე კი, ალეპოსთან ახლოს მდებარე ლტოლვილთა ბანაკი ბოროტმოქმედების სამიზნე გახდა. ჰუმანიტარულ საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მოადგილის, სტეფან ო ბრაიანის თქმით, აღნიშნულ ქმედებას შესაძლოა, ომის დანაშაულის სტატუსი მიენიჭოს.

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 11 აპრილი 2016 10:13

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა. 39 წლის ვახა ბუგიევი სირიაში 2015 წელს წავიდა და ტერორისტული დაჯგუფების რიგებში იბრძოდა, - ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია "რუსთავი 2" პანკისის მცხოვრებლებზე დაყრდნობით  ავრცელებს. 

ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ვახა ბუგიევი საჰაერო იერიშების დროს დაიღუპა.

გარდაცვლილი პანკისის ხეობის სოფელ წინუბანში ცხოვრობდა, მას ცოლი და სამი შვილი დარჩა.

ჯონ ქერი მოსკოვს ეწვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 16 მარტი 2016 11:59

მომდევნო კვირაში მოსკოვს ეწვევა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი . ჯონ ქერი  პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან, სირიის საკითხზე მოლაპარაკებას გამართავს. 

ჯონ ქერის თქმით, სირიიდან რუსეთის შეიარაღებული ძალების გამოსვლითა და 27 თებერვალს ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედებით ქვეყნის სამშვიდობო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო. 

კრემლში ვიზიტისას მხარეები სირიიდან რუსული კონტინგენტის გასვლის შემდეგ არსებული ვითარების საკითხს განიხილავენ.

ტერაქტი სირიაში ,დაღუპულია 18 ადამიანი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 03 მარტი 2016 10:56

ტერაქტი სირიაში- დაღუპულია  18 ადამიანი ემსხვერპლა. დანაღმული ავტომობილი სოფელ ალ იშას მახლობლად აფეთქდა, იქ სადაც ასადის ოპოზიციის ბაზაა განლაგებული.

ტერაქტის უკან, სავარაუდოდ, ისლამური სახელმწიფოს მოკავშირე დაჯგუფება დგას და ის არმიასა და ოპოზიციას შორის ცეცხლის შეწყვეტის პროცესს არ უკავშირდება.

პარალელურად, ქვეყანაში გაეროს მიერ ორგანიზებული ჰუმანიტარული დახმარების დარიგების პროცესი გრძელდება, რაც ჟენევაში მიღებული საერთაშორისო მოლაპარაკებების შედეგია. 

"სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ"-ობამა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 11:47

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის ზავი დღეს უნდა ამოქმედდეს.აშშ-ის პრეზიდენტი ბარაქ ობამა პირობას დებს, რომ ე.წ.ისლამური სახელმწიფო დამარცხდება, რომელიც "არა სახალიფოს, არამედ დანაშაულებრივ დაჯგუფებას წარმოადგენს". ობამა მიიჩნევს, რომ მომდევნო რამდენიმე კვირა სირიის მომავლისთვის კრიტიკული იქნება. აშშ-ის პრეზიდენტის თქმით სირიაში დაპირისპირებულმა მხარეებმა ცეცხლი უნდა შეწყვიტონ და ამასთან, ის რუსეთს მოუწოდებს შეწყვიტოს ავიაიერიშები.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გააკრიტიკა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 11:09

რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სირიაში მიღწეული სამშვიდობო შეთანხმება გააკრიტიკა. განცხადება თურქეთის პრეზიდენტმა,  რეგიონალურ ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

"შერიგების შესახებ შეთანხმება სირიაში მიმართულია დამასკოს მთავრობის მხარდასაჭერად," – განაცხადა ერდოღანმა.

მისივე განმარტებით, თურქეთი მხარს უჭერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, რომელიც "სირიელ ძმებს ყოფას გაუმარტივებდა", მაგრამ აღელვებთ ის, რომ "მიღწეული სამშვიდობო შეთანხმებით ასადის რეჟიმი, რომელიც 500 000-მდე ადამინის სიკვდილზეა პასუხისმგებელი და ძალები, რომლებიც მის უკან დგას, ღია მხარდაჭერას იღებენ მაშინ, როდესაც დამოკიდებულება ოპოზიციასთან კვლავ გაურკვეველია".

შეგახსენებთ, რომ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება ძალაში 27 თებერვალს შევა. შეთანხმების პირობები კონფლიქტის ყველა მხარეზე ვრცელდება, გარდა ტერორისტული დაჯგუფებებისა.

ინფორმაციას euronews.ge ავრცელებს.

ობამა და პუტინი სირიაში ცეცხლის შეწყვეტას მხარს უჭერენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 23 თებერვალი 2016 13:29

სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მხარი დაუჭირეს აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ და რუსეთის ლიდერმა ვლადიმერ პუტინმა .შეთანხმება ძალაში 27 თებერვლიდან ამოქმედდება.  ამასთანავე, ტერორისტულ დაჯგუფებებზე იერიშები გაგრძელდება. ობამამ და პუტინმა ეს საკითხი სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს.
„ჩვენ შევათანხმეთ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები. რუსეთმა და აშშ-მ ეს საკითხი შეათანხმეს, ვინაიდან სირიის საერთაშორისო გჯუფის თანათავმჯდომარეები არიან“, – განუცხადა პუტინმა რუსულ მედიას.
პუტინის თქმით, სირიის კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარემ 26 თებერვლამდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მხარი უნდა დაუჭიროს, რის შემდეგაც ავიადარტყმები მხოლოდ „ისლამურ სახელმწიფოზე“ გაგრძელდება. ერთი დღით ადრე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ ქერიმ და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა სატელეფონო საუბრები სამჯერ გამართეს. საბოლოოდ მათ სირიაში ცეცხლის შეწყვეტის პირობები შეათანხმეს და მოლაპარაკების შედეგების შესახებ შეერთებული შტატებისა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებს აცნობეს.

რუსულმა ავიაციამ სირიაში მორიგი იერიშები განახორციელა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 15 თებერვალი 2016 09:59

რუსული ავიაციის მიერ სირიაში განხორციელებული მორიგი იერიშების შედეგად მშვიდობიანი მოსახლეობა, მათ შორის ბავშვებიც დაიღუპნენ. იერიშები დერაას პროვინციაში ერთ-ერთი სკოლის მახლობლად განხორციელდა.

პარასკევს გერმანიაში მიღწეული შეთანხმება ამ დრომდე არ შესრულებულა სირიაში მებრძოლი სამთავრობო და ოპოზიციური ძალების მიერ.

პარალელურად, სირიის ჩრდილოეთში თურქეთი ქურთ მებრძოლებზე სარაკეტო იერიშებს უკვე მეორე დღეა განაგრძობს.

სირიაში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 17:22

სირიაში 30 წლის ქართველი გარდაიცვალა. ბესლან მუხტაროვი თელავის რაიონის სოფელ ყარაჯალაში ცხოვრობდა. გავრცელებული ინფორმაციით მუხტაროვი წლების განმავლობაში თურქეთში მუშაობდა და უცნობია როდის გადავიდა ახალგაზრდა მამაკაცი სირიაში. 

როგორც ცნობილია ბესლან მუხტაროვი განათლებით ექიმი იყო და სირიაში დაჭრილებს უვლიდა. 

აზერბაიჯანული მედიის ინფორმაციით, ბესლან მუხტაროვი სირიაში 2015 წლის ოქტომბერში წავიდა, დეკემბერში კი გარდაიცვალა. ინფორმაცია მისი გარდაცვალების შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. 

სირიის ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაზე მსოფიო ლიდერები შეთანხმდნენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 12 თებერვალი 2016 11:14
მსოფლიო ლიდერები სირიის მთელ ტერიტორიაზე ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ. აღნიშნული გადაწყვეტილება მიუნხენში, სირიის მხარდამჭერი საერთაშორისო ჯგუფის შეხვედრაზე მიიღეს. ხუთსაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ დიპლომატებმა განაცხადეს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ე.წ. “ისლამური სახელმწიფოს”, “ალ-ნუსრას ფრონტსა” და გაეროს მიერ აღიარებულ სხვა ტერორისტულ ორგანიზაციებთან მიმართებაში არ იმოქმედებს. მხარეებმა შეთანხმებას სირიის ტერიტორიაზე ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებაზეც მიაღწიეს. სამუშაო ჯგუფმა საქმიანობა 13 თებერვლიდან უნდა დაიწყოს. ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, სავარაუდოდ, ერთ კვირაში ამოქმედდება.

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური