სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას - ევროკავშირი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 30 მაისი 2018 11:08

ევროკავშირი სირიის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებას ეხმაურება. ორგანიზაცია საერთაშორისოდ აღიარებულ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.

"სირიის რეჟიმის გადაწყვეტილება საქართველოს რეგიონებთან აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების ჩამოყალიბების შესახებ არღვევს საერთაშორისო კანონმდებლობას და გაეროს ქარტიის მიერ განსაზღვრულ ტერიტორიული მთლიანობის პრინციპს. ასევე გაეროს უშიშროების საბჭოს შესაბამის რეზოლუციებს," - ნათქვამია განცხადებაში.

"ევროკავშირი სრულად მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ კონფლიქტის მოგვარების ძალისხმევის მომხრეები ვრჩებით," - წერია ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები დაიწყო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 29 მაისი 2018 16:24

საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ დავით დონდუამ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა. დონდუას განცხადებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას.

„2018 წლის 29 მაისს სირიის რეჟიმმა რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღოს კიდევ ერთი უკანონო გადაწყვეტილება და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/ სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით, ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით“, - განაცხადა დონდუამ. 

დე ფაქტო აფხაზეთის და "სამხრეთ ოსეთის" ინფორმაციით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 29 მაისი 2018 13:18

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო და აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაცია სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ იუწყება.

როგორც ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, სირიისა და „სამხრეთ ოსეთის“ ერთმანეთის აღიარებისა და დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილება დღეიდან შედის ძალაში.

თავის მხრივ, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ „აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო“.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ სირიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროში სირიაში მშვიდობა დამყარდება და მისი ხალხი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება’, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ოკუპირებული ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის „დამოუკიდებლობის“ აღიარებას 2018 წლის ბოლომდე კიდევ ერთი სახელმწიფო აპირებს. 

სირიაში რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენი ჩამოვარდა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 04 იანვარი 2018 11:06

სირიაში, რუსეთის კუთვნილი ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ორი მფრინავი დაიღუპა. ამის შესახებ TRT-ქართული იტყობინება. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 31 დეკემბერს სირიაში Mi-24 ტიპის ვერტმფრენი ტექნიკური გაუმართაობის გამო ჩამოვარდა.

სამინისტროს ცნობით, ვერტმფრენში მყოფი ორივე მფრინავი ადგილზევე დაიღუპა.

სირიის ქალაქ ხომსაში აფეთქებას 42 ადამიანი ემსხვერპლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
შაბათი, 25 თებერვალი 2017 13:11

სირიის ქალაქ ხომსაში. თვითმკვლელი ტერორისტების მიერ განხორციელებულ რამდენიმე აფეთქებას 42 ადამიანი ემსხვერპლა. დაჭრილია ათეულობით ადამიანი.
აფეთქებები განახორცილა მინიმუმ ექვსმა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომელთაც ტერორისტული აქტი ქალაქში განთავსებულ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და სამხედრო დაზვერვის ცენტრის ოფისებთან მოაწყვეს. გარდაცვლილთა შორის არიან რამდენიმე მაღალჩინოსანი. აფეთქების შემდეგ ტერორისტების მეორე ჯგუფმა ცეცხლი გახსნა. ამჟამად ქალაქის ცენტრი სამართალდამცავების მიერ არის ბლოკირებული.

სირიის ხელისუფლება ჯერჯერობით არ ავრცელებს ინფორმაციას, თუ რომელმა ტერორისტულმა დაჯგუფებამ მოახდინა აღნიშნული აფეთქებები. შეგახსენებთ, რომ ხომსა ასადის ოპოზიციის დასაყრდენი ქალაქი იყო, თუმცა, მას ამჟამად სამთავრობო ძალები აკონტროლებენ.

 

არაბულ სახელმწიფოთა ლიგა თურქეთს მკაცრად აკრიტიკებს: ISIS-ი თქვენ გააძლიერეთ!

გამოქვეყნებულია მსოფლიო
კვირა, 04 დეკემბერი 2016 09:23

არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა თურქეთი მკაცრად გააკრიტიკა. გენერალური მდივნის თქმით, თურქეთი ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელს უწყობდა. მან ასევე ანკარას, ერაყისა და სირიის შიდა საქმეებში ჩარევაში დასდო ბრალი.
არაბულ სახელმწიფოთა ლიგის გენერალურმა მდივანმა აჰმედ აბულ გეითმა ეგვიპტური ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში რეგიონთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გაცხადებები გააკეთა.
ახლო აღმოსავლეთის საინფორმაციო წყაროს Middle East Eye-ს ინფორმაციით, გეითმა განაცხადა, რომ იმ შემთხვევაში თუ მომავალ არჩევნებში სირიელი ხალხი ბაშარ ასადს აირჩევს არანაირი პრობლემა არ შეიქმნება.
″თურქეთი ათასობით დასავლელ ახალგაზრდას ერაყში და სირიაში საბრძოლველად გადასვლაში დაეხმარა. ISIS- ის საზღვარზე ნავთობის გაყიდვაში დახმარებით, მათი შემოსავლების გაზრდა უზრუნველყო. ანკარამ ასადის რეჟიმის დასამხობად ISIS- ის გაძლიერებას ხელი შეუწყო.″- განაცხადა აჰმედ აბულ გეითმა.
გეითმა, ქურთებიც დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ISIS- თან ბრძოლის საბაბით ტერიტორიების გაფართოებას ცდილობონ. ასევე ირანის რეგიონული პოლიტიკის მიმართაც უკმაყოფილება გამოთქვა.

წყარო: http://www.abcgazetesi.com/arap-birliginden-turkiyeye-isidi-siz-buyuttunuz-35703h.htm

სირიაში სკოლა დაიბომბა - დაღუპულია 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 27 ოქტომბერი 2016 12:42

სირიაში, სკოლაზე განხორციელებული ავიადარტყმებს 22 ბავშვი და 6 მასწავლებელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას UNICEF-ი ავრცელებს.


„ეს ტრაგედიაა. ეს ძალადობაა და თუკი ეს ყველაფერი მიზანმიმართულად განხორციელდა, სამხედრო დანაშაულია“ - ნათქვამია UNICEF-ის აღამსრულებელი დირექტორის ანტონი ლეიკის განცხადებაში, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ლეიკის თქმით, ეს თავდასხმა შესაძლოა, ყვეალზე სისხლიანი აღმოჩნდეს სირიის ომის განმავლობაში.

იდლიბში, სოფელ ჰასზე განხორციელებული ავიადარტყმის შესახებ პირველად სირიის სამოქალაქო თავდაცის აქტივისტებმა განაცხადეს. მათი თქმით, ავიადარტყმას 22 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი.

გაეროში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა ვიტალი ჩურკინმა იდლიბის სკოლაზ განხორციელებულ იერიშს „საშინელება“ უწოდა.

„იმედი მაქვს აქ ჩვენ არაფერ შუაში ვართ. ჩემთვის ადვილი სათქმელია „არა“, მაგრამ მე პასუხისმგებლიანი ადამიანი ვარ. უნდა ვიცოდე, რის თქმას აპირებს ჩვენი თავდაცვის სამინისტრო“ - განაცხადა ჩურკინმა.

სირიაში რუსული ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 აგვისტო 2016 14:14

სირიაში რუსული ვერტმფრენი მი-8 ჩამოაგდეს

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, ვერტმფრენი იდლიბის პროვინციაში, ხმელეთიდან განხორციელებული სროლის შედეგად ჩამოვარდა.

„ბორტზე ეკიპაჟის სამი წევრი და ორი რუსი ოფიცერი იმყოფებოდა. ისინი ჰმეიმიმის ავიაბაზე ქალაქ ალეპოდან ბრუნდებოდნენ, სადაც ჰუმანიტარული დახმარება ჩაიტანეს“ - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

რუსი სამხედროების ბედი ამ დრომდე უცნობია.

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 29 ივნისი 2016 13:11

სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დაიღუპა.  დაღუპული სოფელ დუისის მკვიდრი, უმარ მარგოშვილია.
არსებული ინფორმაციით, მარგოშვილი სირიაში 2015 წელს გაემგზავრა და დაჯგუფება ”ისლამური სახელმწიფოს” რიგებში იბრძოდა.როგორც ცნობილია, გუშინ სირიაში საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქის დაღუპვის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია. ამ შემთხვევაში გარდაცვლილი 22 წლის ასლანბეგ ბორჩაშვილია.

სირიელების გარდაცვალება, სიმართელეს არ შეესაბამება,- თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 21 ივნისი 2016 11:40

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა თანჟუ ბილგიჩმა კომენტარი გააკეთა,  მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ თურქეთის უსაფრთხოების ძალებმა  წინასწარი განზრახვით  სირიელ სამოქალაქო პირებს ცეცხლი გაუხსნეს, რომლებიც  თურქეთ-სირიის საზღვრის ჰათაის პროვინციის მონაკვეთში,  თურქეთის ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, გავრცელებული ინფორმაციით სირიის მოქლაქეები გარდაიცვალნენ.  საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის განცხადებით,  სირიელების გარდაცვალება, სიმართელეს არ შეესაბამება.

„ჩვენი უსაფრთხოების ძალები იღებენ ყველა შესაბამის ზომას სიტუციის სენსიტიურობიდან გამომდინარე, რათა დაიცვან ჩვენი საზღვრების უსაფრთხოება, სირიის კონფლიქტის, ტერორისტული ორგანიზაციებისა და კონტრაბანდისტულ ქსელებთან დაკავშირებული რისკებისა და საშიშროების გათვალისწინებით. აქედან გამომდინარე, ჩვენი უსაფრთხოების ძალები სასაზღვრო ინციდენტებისა და უკანონო საზღვრის კვეთის მცდელობის აღკვეთისას მოქმედებენ სრულიად სამართლებრივ საფუძველზე,“- განაცხადა თანჟუ ბილგიჩმა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური