სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 29 ნოემბერი 2016 15:55

სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო-სასტუმრო სახლის მშენებლობა იწყება, - პროექტის პრეზენტაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო. 
პროექტის განხორციელების ინიციატივა „ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდს” ეკუთვნის, რომლის ბენეფიციართა ძირითად ნაწილს „სოლიდარობის ფონდი“ აფინანსებს. 
როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ბავშვების დახმარება და მათთვის ტკივილის გაადვილება ძალიან დიდი საქმეა. გიორგი კვირიკაშვილმა "ბერი ანდრიას სახელობის საქველმოქმედო ფონდის” ხელმძღვანელს დედა თინათინს მადლობა გადაუხადა იმ მოღვაწეობისთვის, რომელიც თანადგომის სულისკვეთების გაზიარებას ემსახურება.
"ვფიქრობ, აქ ბევრი საუბარი არ არის საჭირო. ასობით ადამიანს შეუმსუბუქდა ყოფა იმის შედეგად, რომ სახელმწიფომ რაღაც ნაბიჯები გადადგა, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ დღეს ამაზე უნდა ვისაუბროთ.დღეს ჩვე ნუნდა ვისაუბროთ მხოლოდ იმ სულისკვეთებაზე, რომელიც ახლა ამ დარბაზში სუფევს და რომელიც უნდა გავრცელდეს მთელს ქვეყანაში, როგორც ხელისუფლებაში, ისე - კერძო სექტორში. ასევე, ნებისმიერმა ადამიანმა, რომელსაც შეუძლი, ამ საქმეს შეეწიოს, ეს უნდა გააკეთოს, რადგან ეს ჩვენი მოვალეობაა ღმერთის, ქვეყნისა და იმ ბავშვების წინაშე, რომლებიც ჩვენ გვყავს. ეს გამოწვევა თუ პრობლემ,ა შეიძლება ნებისმიერს ეწვიოს. ჩვენ ამ მომენტში უნდა გავამაგროთ ერთმანეთი, გვერდში დავუდგეთ და გადავატანინოთ ის პრობლემ,ა რომელიც შესაძლებელია, მოგვარდეს. დანარჩენი უკვე ღვთის ნებაა", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა. 
პრემიერ-მინისტრმა თანამოქალაქეებს მიმართა თხოვნით გაიზიარონ ეს სულისკვეთება დ არაც შეიძლება გვერდით დაუდგნენ ამ საქმეს. 
"ჩვენ, ჩვენი მხრიდან, ყველაფერს გავაკეთებთ რაც შეიძლება, რომ ეს პროექტი იყოს ისეთი, როგორსაც იმსახურებენ ის ანგელოზები, რომლებიც ამას საჭიროებენ", - აღნიშნა პრემიერმა
სარეაბილიტაციო სახლის მშენებლობა 2017 წლის აპრილში დაიწყება და სავარაუდოდ, 2018 წლის ოქტომბერში დასრულდება. ეს იქნება პირველი სახლი, სადაც სოლიდური სიმსივნით დაავადებული ბავშვები და მათი ოჯახები სრულიად უფასოდ სარეაბილიტაციო მომსახურებას მიიღებენ. სარეაბილიტაციო სახლი ერთდროულად 20 ბავშვსა და მშობელს 24-საათიან მომსახურებას გაუწევს. ასევე, იმუშავებს დღის ცენტრი, სადაც 50 ბავშვი და მათი მშობლები დღის განმავლობაში საჭირო სერვისებს მიიღებენ.

„მოვაგროვებ მილიონ ლაიქს? მე სიმსივნეს დავუდე სანაძლეო“

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 05 აგვისტო 2016 20:06

ეს არის წლის ერთ-ერთი პოპულარული პოსტი. სიმსივნით დაავადებულ ბიჭუნას უჭირავს ხელში პლაკატი წარწერით - მოვაგროვებ 1 მილიონ ლაიქს? მე სიმსივნეს დავუდე სანაძლეო !!! ამ პოსტმა დღემდე10 მილიონზე მეტი ლაიქი მოაგროვა.

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« ივნისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური