სეულში მუშაობა დაიწყო „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“-მა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 05 მარტი 2018 21:05

 

კორეის დედაქალაქ სეულში 5 მარტს საზეიმოდ გაიხსნა „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“. კონფერენციის ორგანიზატორია კორეის ჟურნალისტთა ასოციაცია. მასში მონაწილეობას ღებულობს  სხვადასხვა საინფორმაციო საშუალების 65 ჟურნალისტი და გამომცემელი, მსოფლიოს 46 ქვეყნიდან. მათ შორის არის საქართველოც.

კონფერენცია, რომლის თემაა „პრესის როლი კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღების საკითხში და მშვიდობა მთელს მსოფლიოში“ მიზნად ისახავს კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული შეიარაღების შესუსტებას და მშვიდობის განმტკიცებას.

კონფერენცია გახსნა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა კორეის ჟურნალისტთა ასოციაციის პრეზიდენტმა ჩჟუნ კიუ სონმა და კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის მინისტრმა ტო ჩონ ხვანმა. გამომსვლელებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ჩრდილოეთ კორეის ბირთვული შეიარაღების პრობლემამ აიძულა გაეძლიერებინა ნახევარკუნძულზე მშვიდობისადმი ლტოლვა. იმედი მაქვს კორეაში ვიზიტის განმავლობაში ჟურნალისტები შეიგრძნობენ ჩვენს მტკიცე გადაწყვეტილებას, დავიცვათ და გავაძლიეროთ მშვიდობა კორეის ნახევარკუნძულზე, აღნიშნა ჩჟუნ კიუ სონმა. მისივე თქმით, კონფერენციის მსვლელობისას ჟურნალისტები მოინახულებენ კორეის ღირშესანიშნავობებს და გაიგებენ კორეის ისტორიისა და ტრადიციების შესახებ. 

კონფერენციის პირველივე დღეს მონაწილეები შეხვდნენ კორეის საგარეო საქმეთა მინისტრ ქალბატონ კან გიონ ხვას. მინისტრმა სტუმრებისათვის წვეულება გამართა, სადაც სიტყვით მიმართა მსოფლიო პრესის წარმომადგენლებს. თავის გამოსვლაში მან იმედი გამოთქვა, რომ „ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“ ნაყოფიერად ჩაივლის და ყველანი ერთად, ერთიანი ძალისხმევით საკუთარ წვლილს შეიტანენ კორეის ნახევარკუნძულზე მშვიდობის განმტკიცების საქმეში.

კონფერენციის მსვლელობისას მონაწილეები ეწვევიან ბუსანს და კუნძულ ჯეჯუს. კონფერენციის მონაწილე ჟურნალისტები მოინახულებენ  სეულის მეტროპოლიტენის ცენტრს, ეწვევიან Daegu-ს შემოქმედებითი ეკონომიკისა და ინოვაციების ცენტრს, Samsung-ის ინოვაციის მუზეუმს და მოინახულებენ გაეროს მემორიალურ სასაფლაოს ბუსანში, სადაც პატივს მიაგებენ დაღუპულების ხსოვნას.

„ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენცია 2018“ 11 მარტამდე გასტანს. კონფერენციის მხარდამჭერები არიან კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო, კორეის კულტურის, სპორტის და ტურიზმის სამინისტროსტან ერთად.

„ჟურნალისტთა მსოფლიო კონფერენციას“ კორეაში ტრადიციული ხასიათი აქვს და იგი ყოველწლიურად ტარდება.

ავთანდილ ოთინაშვილი

სეული, კორეა

კორეის დედაქალაქმა მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისათვის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გადადგა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 17 მარტი 2016 17:24

ქალაქ სეულში ომის შეწყვეტისა და მსოფლიო მშვიდობის დამყარების დეკლარაციას მოეწერა ხელი.  ამ ყოველივეს ინიციატორი კი სამშვიდობო ორგანიზაცია HWPL გახლავთ. საზეიმო ცერემონიაში მონაწილეობა მსოფლიოს 50-ზე მეტი ქვეყნიდან, რამოდენიმე ასეულმა ადამინიმა მიიღო. მათ შორის იყვნენ სხვადასხვა ქვეყნის მინისტრები, საერთაშორისო სამართლის ექსპერტები, ამერიკელი იურისტები, ჟურნალისტიკას და იურიდიული ფაკულტეტების პროფესორები, ასევე გაეროს საერთაშორისო სამართლის კომისიის წარმომადგენლები.
ამ დოკუმენტს ორგანიზაციის წარმომადგენელთან ერთად ხელი მოაწერეს სხვადასხვა ქვეყნის მაღალჩინოსნებმა და წარმომადგენლებმა. HWPL-ის ხელმძღვანელი ბატონი მან ჰი  ლი გახლავთ. მან ღონისძიების შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებს განუმარტა წარდგენილი დეკლარაციის მნიშვნელობა:
„მე ხშირად მეკითხებიან თუ რა განსხვავებაა ჩვენს მიერ შემუშავებულ დეკლარაციასა და უკვე არსებულ კონვენციებს შორის. მინდა გითხრათ, რომ არსებული კანონს შეუძია მინიმუმამდე დაიყვანოს კონფლიქტის მიერ მოყენებული ზიანი და მსხვერპლი. დღეს გამოცხადებული დეკლარაცია კი მოგვცემს საშუალებას თავად ომის დაწყება შევაჩეროთ. ჩვენ და ჩვენი შვილობილი ორგანიზაციები შევეცდებით დავამკვიდროთ ეს ინიციატივა. მას შემდეგ რაც დეკლარაცია იქნება მიღებული სახელმწიფოების მიერ ჩვენ არ უნდა შევწყვიტოთ თანამშრომლობა გაეროსთან და გვჯერა რომ მსგავსი ნაბიჯებით შევძებთ ომის აცილებას“ - განაცხადა მან ჰი ლიმ.
პრესკონფერენციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ ის მარალჩინოისანი პირებიც რომლებმაც ერთერთმა პირველებმა მოაწერეს ამ დოკუმენტს ხელი. მან ჰი ლისთან ერთად მათაც უპასუხეს ჟურნალისტების შეკითხვებს. ერთერთი მადგანი გახლავთ - ფატი კამიჩა, საერთაშორისო საკონსულოს წარმომადგენელი კომერციული არბიტრაჟიდან. „ამ ორგანიზაციას უკვე აქვს ხელთ ყველა ის შესაძლებლობა რომელიც დაეხმარება მას დაამკვიდროს ეს დეკლარაცია. რაც მთავარია მათ ყავთ უკვე ბევრი ქომაგი, რომელთა რიცხვიც დღითიდღე იზრდება. “
დეკლარაცია გახლდათ შედგენილი გაეროსა და სხვადასხვა საერთაშორისო სამშვიდობო ორგანიზაციის კანონმდებლობის საფუძველზე. მისი მთავარი ამოცანაა კონფლიქტური სიტუაციების წამოწყების აღმოფხვრა და მათი მსხვერპლის გარეშე გადაჭრა. ასევე მომავალში ისეთი რეგულაციების შემოღება, რომლის მეშვეობითაც სახელმწიფოები საკუთარ თავზე იღებენ ვალდებულებას არ აწარმოონ სამხედრო შეტევები სხვა ქვეყნებზე და ასევე შეწყდეს იარაღის წარმოება. დეკლარაციაში აქცენტი გაკეთდა მედის თავისუფლებასა და აზრის თავისუფალი გამოხატვის საშუალებას. ადგილი დაეთმო ასევე რელიგიური კონფლიქტების მშვდიბობიანი მოგავრებასაც, რომლის მიხედვითაც თითოეული ადამიანის უფლება, განურჩევლად მრწამსისა უნდა იყოს თანაბრად დაცული და არ უნდა ხდებოდეს მისი შევიწროვება.  
აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი გადაეგზავნება ყველა მსოფლიო ლიდერს ხელმოსაწერად, მათ შორის საქართველოს პრეზიდენტსაც, გიორგი მარგველაშვილსაც.
შეგახსენებთ, HWPL გახლავთ არასამთავრობო ორანიზაცია, რომელიც აერთიანებს მშვიდობისათვის, ყველა ნაციონალობის ადამიანებს, სხვადასხვა ერების ლიდერებსა და რელიგიურ წარმომადგენლებს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით. მისი მთავარი მიზანია - მშვიდობა მთელს მსოფლიოში და კონფლიქტებისა და ომის აღმოფხვრა კონფლიქტური სიტუაციების გარეშე. ამ მისიის გასავრცელებლად შარშან სექტმბერში, სეულში, სამხრეთ კორეის დედაქალაქში, გაიმართა ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა 64 ქვეყნის 300-მდე ლიდერმა მიიღო მონაწილეობა. დღესდღეისობით ორგანიზაციის წევრები გახლავთ 30 000 ახალგაზრდა მსოფლიოს 130 ქვყნიდან.

 

გვერდი 2/ 2-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური