რა ხდება გლდანში ძლიერი სეტყვის შემდეგ (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 10 ივნისი 2017 16:15

რა ხდება გლდანში ძლიერი სეტყვის შემდეგ 

თბილისის მარდენიმე უბანში ძლიერი სეტყვა იყო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
შაბათი, 10 ივნისი 2017 14:51

თბილისის რამდენიმე უბანში ძლიერი წვიმა და სეტყვა იყო. სეტყვა გლდანში, მუხიანსა და დიდ დიღომში რამდენიმე წუთის განმავლობაში გრძელდებოდა. 
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 10-12 ივნისს საქართველოში ცვალებადი, წვიმიანი ამინდი იქნება. 
კერძოდ, 10 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან 12 ივნისამდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა და ელჭექი, ზოგან ძლიერი. ასევე, მოსალოდნელია სეტყვა და დასავლეთის მიმართულების დროგამოშვებით ძლიერი ქარი.

 

ძლიერმა სეტყვა გურჯაანის რამდენიმე სოფელი დააზარალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 08 მაისი 2017 12:22

ძლიერი სეტყვის შედეგად  გურჯაანის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი დაზარალდა.  განადგურდა სასოფლო-ნამეურნეო ნარგავები, ვენახი. სეტყვამ  ახაშნის, მუკიზანის, ველისციხის და ჩუმლაყის მოსახლეობა დააზარალა. 

ამ დროისთვის ზარალის ოდენობას სპეციალური კომისია ითვლის.

ძლიერი სეტყვა ბორჯომში 20 წუთი გრძელდებოდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 04 აგვისტო 2016 20:53

რამდენიმე წუთის წინ ძლიერი სეტყვა იყო ბორჯომში. როგორც newsday.ge-ს ადგილობრივებმა, ბორჯომიდან აცნობეს, სეტყვა დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში გრძელდებოდა, რასაც თან ქარი ერთვოდა. განადგურებულია ხეხილი და საკარმიდამო ნაკვეთები.

ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ გორი და გორის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 30 მაისი 2016 10:06

მორიგმა სეტყვამ გორის რაიონში კიდევ რამდენიმე სოფელი დააზარალა. ერგნეთში, ქიწნისშიფხვენისსადა შინდისში მოსახლეობის თქმით, მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდათ. მათ შორის ხეხილი და ხეივანი. ასევე ერთწლოვანი ნათესები.ადგილობრივების თქმით, მათ კრედიტები აქვთ და ხელისუფლებისგან დახმარებას ითხოვენ. გორის რაიონის ათამდე სოფელი და ქალაქი გორიც, გუშინ რამდენჯერმე დაისეტყვა.მანამდე სეტყვამ ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ მდებარე სამი სოფლის - მეჯვრისხევის,ახალუბნისა და ახრისის მოსახლეობაც დააზარალა.

ძლიერი სეტყვა ქარელში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 27 მაისი 2016 09:49

ძლიერი წვიმა და სეტყვა ქარელსა და ქარელის რაიონის ხუთ სოფელში. განსაკუთრებით დაზარალდა მოსავალი სოფელ რუისში. მოსახლეობის თქმით, თითქმის, მთლიანად გაუნადგურდათ მოსავალი, ხეხილი, ვენახები და ბოსტნეულის ნათესები.სეტყვა იყო გორის რაიონის რამდენიმე სოფელშიც, თუმცა, ადგილობრივების თქმით, სტიქიას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუყენებია.

კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 16 მაისი 2016 11:33

ამ დრომდე კახეთში სეტყვისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან. ძლიერმა სეტყვამ საგარეჯოში 5 და გურჯაანის  4 სოფელი დააზარალა. 

სტიქიამ გაანადგურა ვენახები და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. თითქმის სრულად განადგურდა ბოსტნეული. 

ვენახების გადასარჩენად  მოსახლეობა ხელისუფლებას შესაწამლი პრეპარატებით დახმარებას სთხოვს.

 

სეტყვის შედეგად ვანი დაზარალდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 მაისი 2016 09:53

სეტყვის შედეგად თელავის რაიონის სოფელი ვანთა დაზარალდა. ადგილობრივების თქმით, განადგურებულია რამდენიმე ჰექტარი ვენახი და ხეხილის ბაღები.ვანთის გარდა, სეტყვა კიდევ რამდენიმე სოფელში მოვიდა, თუმცა მოსახლეობას მნიშვნელოვანი ზარალი არ მიუღია.ადგილობრივ ხელისუფლებაში ზარალის ოდენობის შესახებ ინფორმაცია ჯერ არ აქვთ. რეგიონში სეტყვის სეტყვასაწინააღმდეგო დანადგარი ამ დრომდე არ გამოუყენებიათ. კომპანია დელტაში აცხადებენ, რომ სისტემა თვის ბოლოდან ამოქმედდება.

დატბორილი სახლის სარდაფები და განადგურებული ნარგავები - სტიქია სოფელ მუსხში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 11:22

ახალციხის რაიონის სოფელ მუსხში მოსულმა სეტყვამ ნარგავები გაანადგურა. ადგილობრივების თქმით, სეტყვასთან ერთად ძლიერმა წვიმამ სახლის სარდაფები და პროდუქტები გაანადგურა. მოსახლეობის თქმით, ქუჩაზე არ არსებობს სანიაღვრე სისტემა, რის გამოც ყოველი წვიმის დროს მათი სარდაფები იტბორება. ადგილობრივი მთავრობის თქმით, ზარალის დათვლა უკვე მიმდინარეობს, რაც შეეხება სანიაღვრე სიტემის მოწყობას, მასზე გამოცხადებული ტენდერი უკვე დასრულებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება. 

ძლიერი სეტყვა გორში - განადგურებულია მოსავალი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 06 მაისი 2016 18:20

ძლიერი სეტყვა გორში. ამჟამად სტიქიამ სოფელი შაშვები დააზარალა. 

დაზარალებულების განცხადებით,   ინტენსიური სეტყვა დაახლოებით 15 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.  განადგურებულია სახნავ-სათესი ნაკვეთები  და სასოფლო-სამეურნეო ნარგავები.

დღეს ასევე დაისეტყვა გორის რაიონის 10 და ქარელის რაიონის 6 სოფელი.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
    1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31    

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური