OPIC -მა ლიბერთი ბანკს USD 15 მლნ სესხი დაუმტკიცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 16:00
თბილისი, 25 სექტემბერი, 2019 - დღეს, OPIC-სა (Overseas Private Investment Corporation) და ს.ს. ლიბერთი ბანკს შორის ხელი მოეწერა დოკუმენტს, რომლის ფარგლებშიც ბანკი OPIC-ისგან მიიღებს 15 მილიონ აშშ დოლარს. ეს თანხა მოხმარდება ლიბერთი ბანკის ინფრასტუქტურის მოდერნიზაციას, რაც ასევე მოიცავს უახლესი მოდელის 500 ბანკომატის შეძენას. აღნიშნული პროექტი ხორციელდება ბანკის გაცხადებული სტრატეგიის ფარგლებში, რაც მიზნად ისახავს ლიბერთი ბანკის ჩამოყალიბებას წამყვან, უნივერსალურ ბანკად საქართველოში. 
2017 წელს ბანკის აქციონერების ცვლილებასთან ერთად, ახალმა გუნდმა ბიზნესის განვითარების ამბიციური სტრატეგია შეიმუშავა. ეს სტრატეგია მიზნად ისახავს: 
•ბანკის თანამშრომლების გადამზადებას და მათი პროფესიული კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს კლიენტების მომსახურების ხარისხს;
•მომხმარებელზე ორიენტირებული საბანკო მომსახურების დანერგვას, როგორც საცალო, ასევე კორპორატიულ და მცირე და საშუალო ბიზნეს-სეგმენტებისთვის;
•მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციებთან,  საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისა და დანერგვის მიზნით საქართველოში. 
მენეჯმენტის გუნდი მიიჩნევს, რომ ლიბერთი ბანკის ქსელის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ასევე მოიცავს რთულად მისაწვდომ დასახლებულ პუნქტებს, ინკლუზიური საფინანსო სისტემის განმტკიცების საწინდარს წარმოადგენს.
‘მოხარული ვართ OPIC-თან თანამშრომლობის დაწყებით. ეს თანამშრომლობა დიდი მიღწევაა ლიბერთი ბანკისთვის და ჩვენი გუნდისთვის წარმოადგენს დამატებით სტიმულს დასახული  მიზნების მიღწევის გზაზე. ახალი თაობის ბანკომატების განთავსებით ჩვენს მომხმარებლებს შეეძლებათ ისარგებლონ ციფრული საბანკო მომსახურებით უწყვეტ რეჟიმში, ნებისმიერ დროს, მთელი ქვეყნის მასშტაბით.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ლევან ლეკიშვილმა.
‘მინდა მადლობა გადავუხადო OPIC-ს  გამოხატული ნდობისათვის და ლიბერთი ბანკის გუნდს გაწეული ძალისხმევისთვის, რამაც საფუძველი ჩაუყარა ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობის დაწყებას. პროექტის წარმატებით განხორციელება ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყანაში თანამედროვე და კონკურენტული ფინანსური სისტემის განვითარებას.’ - განაცხადა ლიბერთი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ირაკლი რუხაძემ.  
 ‘OPIC-ისთვის პატივია თანამშრომლობის დაწყება ლიბერთი ბანკთან. ეს თანამშრომლობა მიმართულია საქართველოში ფინანსური ინკლუზიურობის ხელშეწყობისკენ. OPIC-ის სესხი მიზნად ისახავს ფინანსური ინფრასტრუქტურის განვითარებას, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს საბანკო პროდუქტებისა და მომსახურების ხელმისაწვდომობას. ეს განსაკუთრებით აქტუალურია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და ასევე, მოსახლეობის იმ ნაწილისთვის, რომელიც ამ ეტაპზე ნაკლებად სარგებლობს საბანკო სექტორის მომსახურებით. ’- განაცხადა OPIC-ის მმართველმა დირექტორმა, კენეთ ენჯელმა. 
 
ხელმოწერის ცერემონიას დაესწრო აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის უწყვეტი მხარდაჭერის მნიშვნელოვნებას საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. 
  
###
OPIC არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის თვით ფინანსირებადი სააგენტო, რომელიც ხელს უწყობს ამერიკულ კომპანიებს განახორციელონ ინვესტიციები განვითარებად ბაზრებში. OPIC შეიქმნა 1971 წელს და  მას შემდეგ   იგი ხელს უწყობს  ბიზნესებს დააზღვიონ მათი პოლიტიკური რისკები,  ეკონომიკურ წინსვლას განვითარებად ბაზრებზე და ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების მიზნების მიღწევას აღნიშნულ ბაზრებზე. OPIC ეხმარება ამერიკულ კომპანიებს წამოიწყონ ბიზნესი განვითარებად ბაზრებში და დაიწყონ სტაბილური შემოსავლის გენერირება. OPIC-ს წვლილი შეაქვს ეკონომიკურ განვითარებაში, როგორც ამერიკის შეერთებულ შტატებში, ისე მის ფარგლებს გარეთ. OPIC-ის მისიაა უზრუნველყოს ბიზნესების წვდომა ფინანსურ რესურსებზე, დააზღვიოს პოლიტიკური რისკები და მხარი დაუჭიროს პირდაპირი ინვესტიციების ფონდებს. 
OPIC-ის დაფინანსება ხელმისაწვდომია არსებული და განვითარებადი ბიზნესებისთვის, რომლებიც მიზნად ისახავენ ინვესტიციების განხორციელებას 160-ზე მეტ ქვეყანაში მთელი მსოფლიოს მასშტაბით. OPIC სთავაზობს ფინანსირებას საბაზრო პირობებზე. სწორედ ამის გამო OPIC არის თვით ფინანსირებადი ორგანიზაცია და სახელმწიფო დაფინანსებაზე არ არის დამოკიდებული. OPIC-ის ყველა პროექტი ხორციელდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად და არ იწვევს სამუშაო ადგილების შემცირებას ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ლიბერთი ბანკი, ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია. ბანკის აქტივები 2 მლრდ ლარს შეადგენს, დასაქმებულია 4 500-ზე მეტი თანამშრომელი, მთელი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 550 ბანკომატით და ემსახურება 1.7 მილიონზე მეტ მომხმარებელს.
 
დამატებითი ინფორმაციისთვის: www.libertybank.ge; მედია კონტაქტი: JLIB_HTML_CLOAKING

აზიის განვითარების ბანკმა ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი დოლარის სესხი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 01 აგვისტო 2019 16:51

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოში ახალი მაგისტრალის მშენებლობისთვის 415 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაამტკიცა.

ბანკის ცნობით, პროექტი ქვეყნის ფართომასშტაბიანი გეგმის ნაწილია და სატრანსპორტო ქსელის გაუმჯობესებისა და საქართველოს, როგორც რეგიონის, სავაჭრო და ტურისტულ ცენტრად დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.

„ქვეშეთი-კობის გზის პროექტი პირველია ჩრდილოეთ-სამხრეთის სატრანსპორტო დერეფნის დაგეგმილ გაუმჯობესებათა ნუსხაში. აღნიშნული დერეფანი სასიცოცხლო მნიშვნელობის სატრანზიტო მიმართულებაა საქართველოს, სომხეთისა და რეგიონული სავაჭრო პარტნიორებისთვის. აღნიშნული დერეფანი ასევე იკვეთება დედაქალაქის, თბილისის ჩრდილოეთით გამავალ აღმოსავლეთ-დასავლეთის მაგისტრალთან და უმოკლესი გზაა ცენტრალური აზიის ევროპასთან და აღმოსავლეთ აზიასთან დასაკავშირებლად. 23-კილომეტრიანი შემოვლითი გზა ქვეყნის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ქვეშეთს, კობსა და კავკასიონის ულამაზეს მთებს შორის გაივლის. ახალი გზა უფრო უსაფრთხო და სწრაფი გადაადგილების საშუალებას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას, ტურისტებსა და სატვირთო მანქანების მძღოლებს, რომლებიც არსებულ გზაზე გამუდმებით ფერხდებიან, განსაკუთრებით ჯვრის უღელტეხილის მონაკვეთზე, სადაც ზამთრის პირობებში ზვავსაშიშროების მაღალი დონეა“, – აღნიშნულია ADB-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, შემოვლითი გზა ხადას ხეობაზე გაივლის და ისეთი საინჟინრო გადაწყვეტილებებით ხასიათდება, როგორიცაა საქართველოს ყველაზე გრძელი გვირაბი (9 კმ) და თაღოვანი ხიდი ხადისწყალის მდინარეზე. გზა ხეობის მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომს გახდის სასიცოცხლო მნიშვნელობის მომსახურებებსა და ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

ამასთან, არსებული 35-კილომეტრიანი გზა, რომლითაც ყოველდღიურად 3 500 ავტომობილი სარგებლობს, წელიწადში 40 დღეზე მეტხანს, უმეტესად ზამთრის პერიოდში, იკეტება, ხშირია ავტოსაგზაო შემთხვევებიც.

„მაღალი ხარისხის საგზაო ქსელი უმნიშვნელოვანესია საქართველოს ზრდისა და განვითარებისთვის; ქვეყანა ხომ ევროპისა და აზიის ტრანზიტული და სავაჭრო დამაკავშირებელი მიმართულებების ცენტრშია“, – აცხადებს ADB-ს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის დირექტორი ვერნერ ლიპახი.

მისი თქმით, ახალი შემოვლითი გზა საგრძნობლად გააუმჯობესებს ჩრდილოეთ-აღმოსავლეთ დერეფანს და ხელს შეუწყობს რეგიონულ ვაჭრობასა და კავშირებს, და გაზრდის რეგიონში ვიზიტორთა რიცხვს, რადგან აქ მრავლადაა მსოფლიო მნიშვნელობის ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები.

ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ტრანზიტის საერთო მოცულობამ 2015 წელს 1,3 მილიონი ტონა შეადგინა, რაც საქართველოს საერთო სატრანზიტო ვაჭრობის 12%-ია, მაშინ, როდესაც ტურიზმი ქვეყნის საერთო შიდა პროდუქტი დაახლოებით 7%-ია, ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის ქალაქები – გუდაური და სტეფანწმინდა კი ქვეყნის ძირითადი ტურისტული მიმართულებები. შემოვლით გზაზე სატვირთო ტრანსპორტის გუდაურის გვერდის ავლით მოძრაობა ქვეშეთი-კობის გზას სასიცოცხლო მნიშვნელობას შესძენს გუდაურის ინფრასტრუქტურას, რათა ის საერთაშორისოდ აღიარებული ზამთრის კურორტი გახდეს.

პროექტის სავარაუდო ღირებულება 558.6 მილიონი აშშ დოლარია და თანადაფინანსება $60 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკისა (EBRD) და $83.6 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით საქართველოს მთავრობისგან არის მოსალოდნელი. გზა ევროპული სტანდარტების შესაბამისად არის დაპროექტებული, ყოველი მიმართულებით მიმავალი ერთზოლიანი მოძრაობითა და აღმართში მიმავალი მძიმე ტრანსპორტისათვის დამატებითი ხაზით. კავკასიის მთებში არსებული რთული რელიეფის გამო, საჭირო იქნება 5 გვირაბი, რომელთა საერთო სიგრძე 11 კილომეტრს შეადგენს და ექვსი ხიდი, საერთო 1,6 კილომეტრი სიგრძით.

პროექტის მომზადებისას, საქართველოს გზების დეპარტამენტმა, ADB-მა და EBRD-მა ჩაატარეს სიღრმისეული შეფასება და ადგილობრივ მოსახლეობასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან კონსულტაციები გამართეს. გათვალისწინებულ იქნა გარემოსდაცვითი და სოციალური გავლენის შემცირებისა და შემსუბუქების ღონისძიებები, ხადას ხეობის ბიომრავალფეროვნებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების დაცვის მიზნით.

ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად, გადაწყდა შემოვლითი გზის გარდა 5-კილომეტრიანი მისასვლელი გზის გაკეთება ხადას ხეობაში ზამთრის პერიოდში მაღალთოვლიანობით იზოლირებული მოსახლეობისთვის. პროექტის ფარგლებში მოეწყობა მრავალფუნქციური სივრცე, რომელიც ტურისტული და ქალთა ეკონომიკურ საქმიანობაში ჩართულობის ცენტრი გახდება.

„შემოვლითი გზა და მისასვლელი გზები მთელი წლის განმავლობაში ადგილობრივი მოსახლეობის საავადმყოფოებში, სკოლებში მიმოსვლასა და სხვა სასიცოცხლო მნიშვნელობის სერვისებზე წვდომას უზრუნველყოფს“, – აცხადებს ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ტრანსპორტის სპეციალისტი, კამელ ბუჰმადი.

მისი თქმით, მრავალფუნქციური სივრცე ტურიზმზე ორიენტირებული იქნება, რათა კიდევ უფრო გაზარდოს გზით შემოსული სარგებელი.

გზის მშენებლობის დაწყება 2020 წელს არის დაგეგმილი.

ADB-ის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის კვლავაც აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი. 2018 წელს ADB-ის მიერ გაცემული სესხებისა და გრანტების ჯამურმა მოცულობამ 21.6 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. აზიის განვითარების ბანკი, რომელიც 1966 წელს დაარსდა, 68 წევრ ქვეყანას აერთიანებს, რომელთაგან 49 რეგიონის წევრია.

https://www.adb.org/news/adb-approves-415-million-loan-improve-georgias-north-south-road-corridor

როდის გამოვიყენოთ ონლაინ სესხი

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 22 მარტი 2017 13:15

მარტივად მიღებული თანხა, თუნდაც სესხად, ყოველთვის უფრო კომფორტულია. ონლაინ სესხები კი სწორედ ასეთი საშუალებაა. არც ნათესავთან მორიდებით სიარული გიწევთ და არც ბანკის რიგშე დღეებით დგომა, უამრავი საბუთის შეგროვება და შემდეგ პასუხისთვის დაძაბული ცდა. თუმცა, სესხი სესხია და აუცილებლად უნდა დავაბრუნოთ. შესაბამისად, რაც არ უნდა მარტივი იყოს მისი აღება, კარგია, თუ სწორ სიტუაციებში გამოვიყენებთ კრედიტს. საქართველოში ონლაინ სესხებს ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს და ამას კრედიტ–ინფოს (საკრედიტო ინფორმაციის ბიურო) ოფიციალური მონაცემებიც ადასტურებს. ამ მონაცემებზე დაყრდნობით, საქართველოში ქვეყანაში, სადაც 3,7 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, 4 მილიონი ონლაინ სესხია გაცემული. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ კრედიტ–ინფოში ყველა სესხი არ აღირიცხება. გამოდის, ერთ ადამიანზე ხშირად ორი და მეტი ონლაინ სესხი მოდის. ბევრია პრობლემური სესხიც და შესაბამისად, ფინანასურ ჭაობში ჩაძირული მომხმრებელი. ასეთ მდგომარეობაში რომ არ ჩავარდეთ, ეცადეთ, რამდენიმე ნიუანსი გათვალისწინოთ. აიღეთ ონლან სესხი, როდესაც თანხა აუცილებლად გჭირდებათ. კარგია, მეგობრებთან ერთად გართობა, შოპინგი, ახალი ტექნიკა, მაგრამ თუ ეს გადაუდებელ აუცილებლობას არ წარმოადგნს, სესხის აღებისგან თავი შეიკავეთ. ონლაინ სესხების გამცემი კომანიები ყოვედღიურად ზრდიან თანხის ზედა ლიმიტს. კარგი იქნება, თუ ფულის მარტივად მიღების იდეა არ გაგიტაცებთ. თქვენი ყოველთვიური შემოსავლებისა და ხარჯების ფონზე გათვალეთ რამდენის გასტუმრებას შეძლებთ უპრობლემოდ და სწორედ იმ რაოდენობის თანხა ისესხეთ. ასე თავიდან აირიდებთ ყოველდღიური ჯარიმებისა და სესხის გადავადების საფასურის გადახდას. და ბოლოს, არასდროს ეცადოთ ონლაინ სესხით სხვა კომპანიის ანალოგიური პროდუქტის გადაფარვა, ეს თქვენს ფინანასურ მდგომარეობას მკვეთრად დააზარალებს და ერთის მაგივრად რამდენიმე სწრაფი სესხი გექნებათ გასასტუმრებელი, რაც ძალიან რთულია. ონლაინ სესხების გამცემი კომპანიების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ საიტზე Sesxebi365.com . აქ დეტალურადაა აღწერილი თითოეული მათგანის შემოთავაზება, მათ დადებითი და უარყოფითი მხარეები, რეიტინგები. ასევე, მომხმარებელები გიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას კონკრეტულ ონლაინ სესხის გამცემ კომპანიასთან ურთიერთობის შესახებ. საიტზე განთავსებულ საკმაოდ ფართი ჩამონათვალში ერთ–ერთი მისაღები სერვისის მქონე კომანიაა Masesxe.ge . უფრო დაწვრილებით მათ შესახებ შეგიძლიათ იხილოთ Masesxe Sesxebi365-ზე. საბოლოოდ, კარგად აწონ–დაწონეთ, აუცილებელია თუ არა, კონკრეტულ სიტუაციაში, სესხის აღება და დადებითი პასუხის შემთხვევაში ეცადეთ შეარჩიოთ კომპანია, თქვენთვის ყველაზე მისაღები პირობებით.

რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები შესაძლოა კიდევ გაძვირდეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 03 თებერვალი 2016 10:12

გაძვირდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული სესხები დღეს გაირკვევა . გადაწყვეტილებას საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე მიიღებენ.

წინა შეხვედრაზე, რომელიც დეკემბერში გაიმართა, კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთი 8%-მდე გაზარდა. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა იმ იპოთეკურ და ბიზნეს სესხებზე პროცენტის ზრდას იწვევს, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

დეკემბერში გამართულ ბოლო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა. ამით სესხის პროცენტი სულ 8564 ადამიანს გაუძვირდა.  

დევნილებს სამინისტრომ იპოთეკური სესხები დაუფარა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 07 დეკემბერი 2015 15:45

ლტოლვილთა და განსახლების სამინისტრომ 49 დევნილ ოჯახს იპოთეკური სესხი დაუფარა. ფულადი დახმარება იმ ოჯახებს გადაეცათ, რომლებსაც 2015 წლის პირველ იანვრამდე სესხით საცხოვრებელი ფართი შეიძინეს.

განაცხადი სულ 410-მა ოჯახმა შეიტანა. სამინისტრო დევნილი ოჯახებისთვის იპოთეკური სესხების დაფარვის პროგრამას აგრძელებს. ახალი განაცხადები 25 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.

იპოთეკური სესხის დაფარვის პროექტის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით,  ბრიფინგი დევნილთა და განსახლების მინისტრის პირველმა მოადგილემ გრიგოლ გიორგაძემ გამართა

ნინო ბურჯანაძე: „ქართულმა ოცნებამ“ არათუ დაპირებები, მისთვის კანონით დაკისრებული ვალდებულებებიც კი არ შეასრულა!

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 01 ოქტომბერი 2015 17:05

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლების სამი წლის მუშაობის შედეგები შეაფასა. ნინო ბურჯანაძის თქმით, „ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლას მთელი საქართველო დიდი იმედებით ელოდა იმიტომ, რომ სჯეროდა, არამარტო დამნაშავე რეჟიმი მოშორდებოდა ხელისუფლებას, არამედ ქვეყანა წინ წავიდოდა.

„საქართველოს მოსახლეობას სჯეროდა იმ დაპირებებისა, რომელსაც უხვად იძლეოდა ბიძინა ივანიშვილი. მე ნამდვილად არ მქონდა იმის ილუზია, რომ ეს დაპირებები შესრულდებოდა, გნებავთ 5 მილიონი თითოეულ სოფელს, გნებავთ ყველა ადამიანის კეთილდღეობა, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და ა.შ. მაგრამ ნამდვილად ველოდი, რომ „ქართული ოცნება“ იმას მაინც მოახერხებდა რომ კანონით მისთვის დაკისრებული ვალდებულებები შეესრულებინა ქართველი ხალხის წინაშე. სამართლიანობისათვის უნდა იქნას აღნიშნული, რომ ერთადერთი რაც ნამდვილად მოიტანა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამ, ეს არის ის, რომ ქვეყანაში აღარ არის ტერორი და შიში, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ დროს იყო“ განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

„დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის განცხადებით დღეს „ქართული ოცნება“ „წარმატებით“ აგრძელებს საქართველოს მოსახლეობის მოტყუებას.

„„ქარტული ოცნება“ გვატყუებს, როდესაც ამბიობს რომ პირველი ოქტომბერი ოქროს ასოებით ჩაიწერება საქართველოს ისტორიაში, ეს ნამდვილად ვერ იქნება ასე, რადგან ოცნების სამწლიანი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში კიდევ უფრო დაპატარავდა საქართველოს ტერიტორია, კიდევ უფრო გაუარესდა მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, არ გადაწყვეტილა არც ერთი არც საშინაო და არც საგარეო პოლიტიკური საკითხი“ - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ხელისუფლება სამი წლის თავს შეხვდა ისე, რომ მოსახლეობა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია.

„ერთი მაგალითიც კი საკმარისია იმისათვის, თუ რა მძიმე მდგომარეობაშია საქართველოს მოსახლეობა! თუ სამი წლის წინ პენსიონერი დაახლოებით 90 დოლარის ექვივალენტს იღებდა პენსიას, დღეს ეს 60 დოლარის ექვივალენტია, მაშინ როდესაც ფასები არცერთ პროდუქციაზე არც ქვეყნის შიგნით და არც ქვეყნის გარეთ არ შემცირებულა,“ - დასძინა ბურჯანაძემ.

მისი  თქმით, საქართველოს მოსახლეობის უდიდესი ნაწილი, რომელსაც სესხი ვალუტაში ქონდა აღებული არის პრაქტიკულად გაკოტრების და საკუთარი ბინებიდან გამოყრის საფრთხის წინაშე. 

სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 23 სექტემბერი 2015 17:28

რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების შედეგად სესხი 8544 ადამიანს გაუძვირდება, - ამის შესახებ „ნიუსდეის“ "საზოგადოება და ბანკების" გამგეობის თავმჯდომარემ, გიორგი კეპულაძემ განუცხადა. 

საქართველოს ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 1.0 პროცენტული პუნქტით ზრდის. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი დღეიდან 7.0%-ს შეადგენს.

გიორგი კეპულაძე აცხადებს, რომ მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს იმ სესხების გაძვირებას, რომლებიც ლარშია და რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული.

2015 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 5962 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2582 იურიდიულ პირს აქვს. სულ სესხის პროცენტი 8544 ადამიანს გაუძვირდება", - განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

მისი განმარტებით, მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება გამოიწვია ინფლაციის მოლოდინების გადაჭარბებამ. ხოლო სესხებზე მოთხოვნის შემცირებით ეროვნული ბანკი სამომავლო რისკებს შეამცირებს.
მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დონეზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე

აზიის განვითარების ბანკი 20 მლნ დოლარს გამოჰყოფს ბათუმის სანაპირო ზოლის გასამაგრებლად

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 28 აგვისტო 2015 11:17

აზიის განვითარების ბანკმა (ADB) საქართველოს 20 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი დაუმტკიცა. აღნიშნული სესხი  ტურისტული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი შავი ზღვის ქალაქ ბათუმის სანაპირო ზოლის გამაგრებას მოხმარდება.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის დედაქალაქი, რომლის მოსახლეობაც 150,000-ს აჭარბებს, ერთ-ერთი უდიდესი და ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქალაქია საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის ეკონომიკურ, კულტურულ და ტურისტულ განვითარებაში; ბათუმის სანაპირო საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების სტუმრებს მასპინძლობს. 

„აღნიშნული ინვესტიცია ხელს შეუწყობს სანაპირო ზოლის ეროზიის შეჩერებას“, - განაცხადა ანანდ ჩიპლუნკარმა, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარებისა და წყლის განყოფილების დირექტორმა.  

მდგრადი ურბანული ტრანსპორტის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ეს უკვე მეოთხე დამტკიცებული ტრანშია. პროგრამა 2010 წელს ADB-ის მიერ დამტკიცებული 300 მილიონი აშშ დოლარის დაფინანსების მრავალტრანშიანი ინსტრუმენტის ნაწილია. აღნიშნული სესხი სრულად მოხმარდება ბათუმის სანაპირო ზოლის 5-კილომეტრიანი მონაკვეთის გამაგრებას სადაც ეროზია ემუქრება სანაპიროს, გზის, ველოსიპედებით სავალი ბილიკების და  შენობების უსაფრთხოებას. 

 „პროექტი იქნება ეკონომიკისა და ტურიზმის განვითარების ხელშემწყობი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი და სარგებელს მოუტანს ქალაქის მოსახლეობას“, - დასძინა ბერტრან გოალუმ, ADB-ის ცენტრალური და დასავლეთ აზიის დეპარტამენტის ურბანული განვითარების სპეციალისტმა.

„აზიის განვითარების ბანკის კომერციული რესურსებიდან დაფინანსებული აღნიშნული პროექტი კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია ბანკის მიერ საქართველოს წყალმომარაგების, წყალარინების, გზებისა და ენერგო ინფრასტრუქტურის ხელშეწყობის ფარგლებში,“ - განაცხადა ქეითი ჯულიანმა, აზიის განვითარების ბანკის საქართველოში მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა.  

აზიის განვითარების ბანკი, რომლის სათავო ოფისი მანილაში, ფილიპინებზე მდებარეობს, მიზნად ისახავს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონში სიღარიბის დონის შემცირებას ეკონომიკური ზრდის, გარემოსდაცვითი ღონისძიებების და რეგიონული ინტეგრაციის მეშვეობით. დაარსდა რა 1966 წელს, ბანკი აერთიანებს 67 წევრ ქვეყანას, საიდანაც 48 აღნიშნული რეგიონის წარმომადგენელია. ADB საქართველოს 2007 წლიდან უწევს დახმარებას. 2014 წლისთვის ADB-ის მიერ საქართველოსადმი გაწეულმა დახმარებამ შეადგინა 1.6 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი, მათ შორის დამტკიცებული სესხების და ტექნიკური დახმარების გრანტების სახით.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური