SES-ი მთელი მსოფლიოს მაშტაბით 351 მილიონ ოჯახს ემსახურება

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 12 ივნისი 2018 16:33

სატელიტური ოპერატორი SES-ის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში 562 000 ოჯახამდე გაიზარდა

SES-ის მიერ ყოველწლიურად განხორციელებული ბაზრის კვლევის (Satellite Monitor) თანახმად, ოჯახების რიცხვი, რომლებსაც კომპანია უწევს მომსახურებას მუდმივად იზრდება და 2017 წელს ამ მაჩვენებელმა 351 მილიონს მიაღწია. 2016 წელს 325 მილიონ ოჯახთან შედარებით ეს მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური მიღწევაა და ნიშნავს იმას, რომ ამჟამად SES-ი მსოფლიო მასშტაბით სატელევიზიო კონტენტს აწვდის 1 მილიარდ მაყურებელზე მეტს.

351 მილიონი ოჯახიდან SES-ს პირდაპირი წვდომა აქვს 145 მილიონ ოჯახზე და არაპირდაპირ მომსახურებას უწევს 147 მილიონ საკაბელო, 40 მილიონ ინტერნეტ (IP) ტელევიზიის და 18 მილიონ სახმელეთო ტელევიზიის მქონე ოჯახს.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევა, რომელიც საქართველოში პირველად 2015 წელს ჩატარდა გვიჩვენებს, რომ ქვეყანაში კომპანიის წვდომა 562 000 ტელემაყურებელ ოჯახამდე გაიზარდა, რომელიც როგორც პირდაპირ (პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობა), ისე არაპირდაპირ (საკაბელო და IP ტელევიზია) წვდომას მოიცავს. ეს წარმოადგენს 24%-იან ზრდას წინა წელთან შედარებით. SES-ი უზრუნველყოფს დაახლოებით 132 000 ოჯახის მომსახურებას, რომლებიც სარგებლობენ მაგთისატის ტელევიზიის შეთავაზებით. შარშან მათი რიცხვი 124 000 შეადგენდა. დამატებით, კვლევის თანახმად, SES-ი საქართველოში მაღალი გაჩევადობის ტელევიზიით (HDTV) აღჭურვილი ოჯახების 34%-ს უწევს მომსახურებას.

SES-ის 2017 წლის ბოლოსთვის ჩატარებული სატელიტური ბაზრის კვლევა გვიჩვენებს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს სატელევიზიო სიგნალის მიღების მთავარ საშუალებას საქართველოში, რომელსაც გააჩნია პირდაპირი წვდომა ოჯახების 44%-ზე, რაც შეადგენს პირდაპირი თანამგზავრული მაუწყებლობის (DTH) მქონე 480 000 ოჯახზე მეტს. შედარებისთვის, სიგნალის მიღების სხვა საშუალებები შეადგენს: საკაბელო ტელევიზია -15%, სახმელეთო - 16% და IP ტელევიზია - 25%. 2015 წლის ივნისში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის შემდეგ, ანალოგური სატელევიზიო სიგნალი სწრაფად შეიცვალა ციფრულით. მიმდინარე წლის გამოკითხვამ ცხადჰყო, რომ მხოლოდ 12 000 ქართული ოჯახი დარჩა ანალოგური საკაბელო ტელევიზიით აღჭურვილი, მაშინ როდესაც წინა წელს ასეთი ოჯახების რიცხვი 50 000 შეადგენდა.
კვლევის შედეგები ასევე გვიჩვენებს HD და UHD მაუწყებლობის ფორმატზე მოთხოვნის ზრდას - 2017 წლის მონაცემებით ოჯახების 48% ფლობს HD და UHD ტელევიზორს, რაც 2016 წელს 38% წარმოადგენდა.

SES-ის სატელიტური ბაზრის კვლევის მიხედვით, ევროპა ძლიერი და მდგრადი ბაზარია, სადაც თანამგზავრული მაუწყებლობა მიმზიდველ პლატფორმას წარმოადგენს საიმედო და ეკონომიური ტელევიზიისთვის, რომელიც ფართო აუდიტორიას მიეწოდება. ამჟამად, SES-ს წვდომა აქვს 167 მილიონ ოჯახზე ევროპაში, 2016 წელს კი ეს რიცხვი 156 მილიონს შეადგენდა. ასეთი ზრდა ძირითადად განაპირობა თურქეთის და მაგრიბის ქვეყნების დამატებამ, რაც ჯამურად შეადგენს 10 მილიონი ოჯახით ზრდას. ევროპის ძირითად ბაზარზე ტექნიკური წვდომა სტაბილური იყო.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ SES-ის მთავარი როლი მდგომარეობს HD კონტენტის მიწოდებაში: დღეს SES-ი HD კონტენტს სთავაზობს 107 მილიონ ოჯახს, რაც შეადგენს ევროპის მასშტაბით HD ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების ორ მესამედს. როგორც მთავარი HD პლატფორმა, SES-ი უზრუნველყოფს 7,709 არხიდან 2,602 HD არხის მიწოდებას მსოფლიო მასშტაბით. ევროპაში SES-ი ახდენს 2,670 სატელევიზიო არხის მიწოდებას, მათ შორის 798 HD ფორმატში.

„საქართველო გამოირჩევა ტელევიზიით აღჭურვილი ოჯახების მაღალი პროცენტული მაჩვენებლით (97.4%) და სწორედ ამიტომ, ის წარმოადგენს ჩვენთვის მნიშვნელოვან განვითარებად ბაზარს. ჩვენ ვთვლით, რომ თანამგზავრი სატელევიზიო სიგნალის მიღების ოპტიმალური საშუალებაა ქვეყნისათვის, სადაც ბევრი გეოგრაფიულად მიუდგომელი ტერიტორიაა. სატელიტური კვლევის შედეგები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ თანამგზავრი წარმოადგენს საქართველოს ციფრული სამაუწყებლო ინფრასტრუქტურის ცენტრალურ საყრდენს,“ განაცხადა ჰაკან სიოდინმა, SES-ის გაყიდვების დეპარტამენტის ვიცე-პრეზიდენტმა სკანდინავიის, ბალტიისპირეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში.

SES-ისშესახებ

SES მსოფლიოს წამყვანი სატელიტური ოპერატორია და მან პირველმა მიაწოდა მსოფლიოს დიფერენცირებული და მასშტაბირებადი GEO-MEO შეთავაზება გეო-სტაციონარულ ორბიტაზე (GEO) განლაგებული 50-ზე მეტი თანამგზავრისა და დედამიწის საშუალო ორბიტაზე (MEO) განლაგებული 16 თანამგზავრის მეშვეობით. SES-ის ძირითადი აქცენტი გამახვილებულია დამატებითი ფუნქციების მქონე თანმიმდევრულ გადაწყვეტებზე ორი ძირითადი საბაზრო ვერტიკალისთვის: SES ვიდეო და SES ქსელები. ის სატელიტური კავშირგაბმულობის მომსახურებას აწვდის მაუწყებლებს, საინფორმაციო შინაარსისა და ინტერნეტ-მომსახურების მიმწოდებლებს, მობილური და ფიქსირებული ქსელის ოპერატორებს, მთავრობებსა და სხვადასხვა დაწესებულებებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. SES-ის პორტფელი მოიცავს ASTRA სატელიტურ სისტემას, O3b ქსელებს და MX1-ს, წამყვან მედია სერვისების მიმწოდებელს, რომელიც გვთავაზობს ინოვაციური ციფრული ვიდეო და მედია სერვისების სრულ პაკეტს. SES წარმოდგენილია ეურონექსტ პარიზისა და ლუქსემბურგის საფონდო ბირჟებზე (SESG). დამატებითი ინფორმაციისათვის მიჰყევით  www.ses.com

 

ქვემო ქართლში პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურა შენდება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 08 სექტემბერი 2015 10:48

ქვემო ქართლში პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა მიმდინარეობს.  გარდაბნისა და მარნეულის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე პირუტყვის გადასარეკად საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაიწყო. ამ მიზნით სპეციალურად შერჩეულ ადგილებში ბიოუსაფრთხოების ორი პუნქტი მოეწყობა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მშენებლობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნული სააგენტოს და საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფსს" შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში ხორციელდება. "მერსი ქორფსის" მიერ გამოცხადებულ ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია "გლობალ სერვის პლიუსმა" ტენდერით განსაზღვრული პირობების თანახმად ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა ოქტომბრის შუა რიცხვებში უნდა დაასრულოს. პარალელურად, მიმდინარე თვის ბოლოს დასრულდება სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერი ორი ბიოუსაფრთხოების პუნქტის მშენებლობაზე დედოფლისწყაროსა და სიღნაღის რაიონებში. 
"პირველ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 6 ბიოუსაფრთხოების პუნქტი მოეწყობა, რომელიც დედოფლისწყაროს, სიღნაღის, თელავის, გარდაბნის, მარნეულის და ბოლნისის ტერიტორიებზე განთავსდება. ექვსი პუნქტს (გარდაბანსა და მარნეულში) ააშენებს "მერსიქორფსი", ხოლო ოთხს (დედოფლისწყაროში, სიღნაღსა, თელავსა და ბოლნისში) სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტო.
"ქვეყნის ტერიტორიაზე ცხოველთა გადარეკვის პრობლემა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ არსებობდა. მნიშვნელოვანია, რომ მეცხოველეობის დარგის განვითარების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა. დაიწყო გადასარეკი ტრასების აღდგენა, მოდერნიზება და თანამედროვე სტანდარტების ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობა, რაც ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვასა და დაავდებების გავრცელების შემცირებას შეუწყობს ხელს", - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ბიოუსაფრთხოების პუნქტები გულისხმობს შემოღობილ, ბეტონის საფარით მოწყობილ ტერიტორიას, სადაც განთავსებული იქნება პირუტყვის სადეზინფექციო გასაბანი აუზები, სადეზინფექციო საშხაპეები, წყლის რეზერვუარები, საწყობი, ვეტპუნქტი.
გადასარეკი ტრასების აღდგენა, მოდერნიზება და ბიოუსაფრთხოების პუნქტების მოწყობაზე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს, სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და საერთაშორისო ორგანიზაცია "მერსი ქორფს" შორის მიმდინარე წლის მარტში გაფორმდა. 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური