"დამიბრუნე ჩემი სიყვარული"-სერიალის გმირი,მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოს ეწვევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 26 თებერვალი 2016 12:58

სტანისლავ ბონდარენკო ქართველმა მაყურებელმა რუსული სერიალიდან „დამიბრუნე ჩემი სიყვარული“ გაიცნო. სერიალი წარმატებული გამოდგა და ქართველმა მაყურებელმაც აიტაცა, „ვლადის“ პერსონაჟმა კი ქართველი გოგონებისა და ქალების გული მალევე დაიპყრო. რუსეთში მოღვაწე, უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო საქართველოში ჩამოდის. ქართველი ქალების გულთამპყრობელი თბილისს 9 მარტს ეწვევა. მისი ვიზიტი ქველმოქმედებას უკავშირდება. ყველაფერი კი ასე დაიწყო. ორმა გოგონამ, ელენე თარგამაძემ და ნათია ქარდავამ სოციალური ქსელიდან შეიტყვეს, რომ 17 წლის მიხეილ სხვიტარიძეს ჯანმრთელობის პრობლემა ჰქონდა და დახმარება ესაჭიროებოდა. გოგონებმა არჩევანი სტანისლავ ბონდარენკოზე გააკეთეს და მას დაუკავშირდნენ.მსახიობს შეთავაზეს ახალგაზრდა ბიჭის დასახმარებლად თბილისში ჩამოსულიყო. სტანისლავმა კი სიამოვნებით მიიღო წინადადება და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე დათანხმდა წინადადებას. 

ბავშვების დისკრიმინაციის ფატქი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები"

გამოქვეყნებულია სამართალი
სამშაბათი, 15 დეკემბერი 2015 14:35

სერიალში გასული სიუჟეტი ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები, - აღნიშნულ განცხადებას არასამთავრობო ორგანიზაცია  „ასოციაცია ბავშვი და ოჯახი"  სერიალ "ჩემი ცოლს დაქალებთან" დაკავშირებით აქვეყნებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ 12 დეკემბერს გასულ სერიას, სადაც ნაჩვენები იყო ბავშვთა სახლში არსებული სიტუაცია და დამოკიდებულება.

გვინდა განმარტების სახით გაუწყოთ, რომ საქართველომ განახორციელა ბავშვზე ზრუნვის რეფორმა, რომლის ფარგლებშიც 2011 წელს დაიხურა დიდი ზომის ინსტიტუციები ე.წ. ბავშვთა სახლები და გაიხსნა მცირე საოჯახო ტიპის სახლები. აღნიშნულ სახლში ცხოვრობს 8-10 ბავშვი და მათთან მუშაობა ხორციელდება ინდივიდუალური მიდგომის მეთოდის გამოყენებით.

სერიალში გასული კადრები არ შეესაბამება დღევანდელ არსებულ რეალობას. შემაშფოთებელია კადრები, სადაც ბავშვებს როგორც ნივთებს ისე ექცევიან. გამოყენებულია დასჯის ადრეული საუკუნეების მეთოდები.
უამრავი ადგილობრივი სპეციალისტი და საერთაშორისო გამოცდილების ექსპერტი იყო ჩართული დეინსტიტუციონალიზაციის პროცესში, უამრავი ენერგია იხარჯება იმისათვის, რომ ბავშვები, რომლებიც არიან სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ, იმყოფებოდნენ არაძალადობრივ და ოჯახთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში.

სერიალში გასული სიუჟეტი ასევე ახდენს ამ დროისათვის მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვების დისკრიმინაციას და საზოგადოებას უმძაფრებს განცდას თითქოს ისინი არიან ასოციალური ქცევის მატარებელი ბავშვები.

დღეისათვის ყველა ბავშვთან მუშაობა მიმდინარეობს ინდივიდუალურად, თითოეული აღმზრდელი გადის გადამზადების კურსს, რომელის ფარგლებში ეცნობიან და იღრმავებენ ცოდნას ბავშვის პოზიტიური აღზრდის მეთოდების, ხერხებისა და მიდგომების შესახებ. მიღებულ ცოდნას კი იყენებენ ბავშვებთან მუშაობაში და ურთიერთობებში. ჩვენი ასოციაციის სპეციალისტები ჩართულნი არიან როგორც რეფორმის განხორციელების, ასევე შემდგომ მიმდინარე პროცესებშიც.

დიდი ზომის ინსტიტუციები ისტორიას ჩაბარდა, დაუშვებელია სპეკულირება თემით, რომელიც ეხება ბავშვებს და უფრო მეტად მაშინ როცა ისინი საჭიროებენ დამატებით ზრუნვას.

მოვუწოდებთ ყველა მედია საშუალებას, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს და სახელმწიფო ორგანიზაციებს პატივი სცენ ბავშვთა უფლებებს, არ მოახდინონ ბავშვების და კონკრეტული მოწყვლადი ჯგუფების მარგინალიზაცია, რათა ბავშვებს მივცეთ საშუალება იყვნენ საზოგადოების სრულუფლებიანი წევრები და საზოგადოებაში არ გავზარდოთ მათდამი სტიგმა," - აღნიშნულია განცხადებაში.

თავდაცვის სამინისტრომ ჩცდ-ის სერიის გადაღებისთვის საბრძოლო ტექნიკა გამოყო

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 20 ოქტომბერი 2015 12:25

თავდაცვის სამინისტრომ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მერვე სეზონის პირველი სერიის გადაღებისთვის შესაბამისი სამხედრო ტექნიკა გამოყო. ამის შესახებ პრემიერის მიერ გამოქვეყნებულ ბრძანებაშია ნათქვამი, რომელიც 12 ოქტომბრით არის დათარიღებული.

„თავდაცვის სამინისტრომ განახორციელოს შპს „ფორმულა პროესკო ფროდაქშენისთვის“ სათანადო დახმარების გაწევა და „ფორმულა პროესკო ფროდაქშენის“ მიერ 2 301 ლარის სანაცვლოდ N1 დანართით განსაზღვრული ქონების უზრუნველყოფა“, - ნათქვამია ბრძანებაში.

თავდაცვის სამინისტრომ "ფორმულა პროესკო ფროდაქშენი" უზრუნველყო შემდეგი ტექნიკით - ტანკი – 1 ცალი, ავრომანქანა "კრაზი" – 2 ცალი, ტოიოტა "ჰაილუქსი" – 1 ცალი, საველე ფორმა, ტროტილი (პლასტიდი PHF-89) – 1 ცალი, კაფსულა დეტანატორის კდ-8 – 70 ცალი, ტროტილი 0,567 გრ - 1 ცალი, სადეტონაციო ზონარი M456 – 100 მეტრი, საკვამლე კოჭა M – 18 – 20 ცალი.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური