PSP მომხმარებელს თურქეთიდან მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მაისი 2018 12:56

ცოტა ხნის წინ მედიების მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთის ტერიტორიაზე ცალკეული მედიკამენტების ფასი საქართველოს სააფთიაქო ქსელებში არსებული ფასებისგან განსხვავებულია. ეს დანამდვილებით ასეა.

გამომდინარე იქიდან, რომ თურქეთის სამომხმარებლო ბაზარი გაცილებით დიდია, ვიდრე საქართველოსი, ბევრი დასავლური მწარმოებელი თურქეთში სპეციალური ლიცენზიით მედიკამენტებს ამზადებს, რაც ფასების ოპტიმიზაციას უწყობს ხელს. ამ ლიცენზიით მედიკამენტების გაცემა მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზეა შესაძლებელი, რომლის ექსპორტზე გატანა არაა ნებადართული. სამწუხაროდ, თურქეთიდან ამ მედიკამენტების შემოტანის და სააფთიაქო ქსელში განთავსების შესაძლებლობა არ არის.
იმ ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული მედიკამენტებისთვის, რომელიც თურქეთის ტერიტორიაზე სპეციალური ლიცენზიით იწარმოება და დაბალ ფასად იყიდება, PSP მთელს მოსახლეობას უკვე რამდენიმე წელია მედიკამენტების ჩამოტანის სერვისს სთავაზობს.

მოსახლეობას საშუალება ეძლევა, აღნიშნული სპეციალური დანიშნულების ონკოლოგიური და სხვა ძვირადღირებული პრეპარატების ჩამოტანის სერვისით ისარგებლოს და მედიკამენტები ინდივიდუალური მოხმარებისათვის ყოველგვარი ფასნამატის გარეშე მიიღოს.
მომხმარებელმა სპეციალურ ნომრებზე 595 800 814 ან 551 93 44 55 უნდა დარეკოს და ფორმა 100-ის საფუძველზე მედიკამენტი შეუკვეთოს.

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც კომპანია Bosch-ი საქმიანობას აფართოებს, - აცხადებს ჰანსიურგენ ოვერშტოლცი

გამოქვეყნებულია ინტერვიუ
ოთხშაბათი, 18 ოქტომბერი 2017 11:57

საქართველო იმ ქვეყნების ნუსხაშია, სადაც კომპანია Bosch-ი საქმიანობას აფართოებს. ამის შესახებ კომპანია Bosch-ის პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში ჰანსიურგენ ოვერშტოლცმა თბილისში გამართულ პრეს-ბრიფინგზე განაცხადა.
ჰანსიურგენ ოვერშტოლცი თბილისში ყოველწლიურ შეკრებაზე ჩამოვიდა, და კომპანიის წინასაფინანსო წლის საქმიანობის ძირითადი მიღწევები და შედეგები წარმოადგინა. მან 2016 წლის მონაცემები დადებითად შეაფასა და 2017 წლის მოლოდინებზეც დაწვრილებით ისაუბრა. მისივე თქმით, 5 წლის წინ საქართველოზე გაკეთებულმა მოლოდინმა გაამართლა, და დღეისათვის თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს არჩევანი სწორი იყო. ამის შედეგია, ის რომ საქართველო იმ ქვეყნების სიაში მოხვდა, სადაც კომპანია Bosch-ი თავის საქმიანობას აფართოებს.
ჰანსიურგენ ოვერშტოლცის თქმით, 2016 საფინანსო წელს დსთ-ს ქვეყნებში, უკრაინაში და საქართველოში ტექნოლოგიების და მომსახურებების მსოფლიოში ყველაზე მოწინავე მიმწოდებლის, - “Bosch”-ის ჯგუფის ბრუნვამ 1,2 მლრდ. ევრო შეადგინა. „საქართველოში 2016 წლის გაყიდვების ზრდა 3-ჯერ აღემატება მთლიანს მსოფლიო ბაზარზე (+3.6%; €73.მლრდ). არასრული 2017 წლის სტატისტიკით ზრდა + 10%-ია და კომპანია წლის დასრულებას ორნიშნა მაჩვენებლით ვარაუდობს“, - აღნიშნა კომპანია Bosch-ის პრეზიდენტმა ცენტრალურ აზიაში, კავკასიაში, ბელარუსში, რუსეთსა და უკრაინაში.
როგორც ბრიფინგზე საქართველოში მოღვაწე “Robert Bosch Ltd.-ს კომერციულმა დირექტორმა დევიდ ოქერმა განაცხადა, პოზიტიურ როლი შეასრულა თბილისის აეროპორტის მახლობლად არსებული საწყობით მუშაობამ, რის ხარჯზეც 2 წლის განმავლობაში ელექტროხელსაწყოების დისტრიბუცია 5-ჯერ გაიზარდა. მთლიანობაში, “Bosch” ჯგუფის ბრუნვა საქართველოში 2016 წელს იყო 15 მლნ ევრო, 2017 წელს კი სავარაუდოდ ეს მაჩვენებელი 17 მლნ ევროს მიაღწევს. მისივე ინფორმაციით, ზრდა ძირითადად, ელექტროხელსაწყოების გაყიდვების ხარჯზეა.
დ. ოქერმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემული ზრდის მიუხედავად, საქართველოში ქარხნის აშენება არ განიხილება. ჰანსიუნგერ ოვერშტოლცის თქმით კი, კომპანია სტანდარტს და ტრადიციებს არ არღვევს, რომლის თანახმად ქარხნის გეოგრაფია გაყიდვების 50%-იან პროპორციაში უნდა იყოს. „კომპანია Bosch ცდილობს გახდეს ლიდერი ნივთების ინტერნეტის სფეროში, ვინაიდან კომპანია ამ სეგმენტში ხედავს უდიდეს პოტენციალს ბიზნესის განვითარებისთვის ინტელექტუალური ციფრული დამხმარეების ხარჯზე. ნივთების ინტერნეტი ხდება ინდივიდუალური. ხელოვნური ინტელექტის დახმარებით ჩვენ მოვახერხებთ, რომ ვაქციოთ ქსელური ტექნოლოგიები უფრო პერსონალიზირებული“, - აღნიშნავს ჰანსიურგენ ოვერშტოლცი.
შეგახსენებთ, რომ გასული წლებიდან გაუმჯობესდა Bosch-ის პროდუქციის სერვისული მომსახურება, გაიხსნა ავტორიზირებული სერვისცენტრი, რომელიც ახორციელებს ეფექტურ საგარანტიო და არასაგარანტიო მომსახურებებს.
კომპანია Bosch-ი წარმოადგენს ტექნოლოგიებისა და სერვისების წამყვან გლობალურ პროვაიდერს, რომელიც მოღვაწეობს საავტომობილო გადაწყვეტილებების, ენერგეტიკის, სამშენებლო / სამრეწველო ტექნოლოგიებისა და სამომხმარებლო საქონლის სფეროებში. კომპანია ასევე აქტიურად საქმიანობს საავტომობილო, ენერგეო–სამშენებლო, სამრეწველო ტექნოლოგიების და ფართო მოხმარების საგნების დარგებში. დღეისთვის კომპანია Bosch–ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში შემდები კომპანიები არიან: საყოფაცხოვრებო პროდუქცია - „ელიტ ელექტრონიქსი“; საავტომობილო სფერო - „თეგეტა მოტორსი“ და „იტა“; გათბობა-კონდიცირება - „ქებული“. Bosch-ის“ ელექტროხელსაწყოები კი წარმოდგენილია საქართველოს მთელი მასშტაბით, ქვეყნის 80-მდე სპეციალიზირებულ სავაჭრო ქსელში, მათ შორის „ჯეოგრუპი“, „ბოში გრუპი“, „გორგია“, „დომინო“ და „ბრიკორამა“.
აღსანიშნავია ისიც, რომ 1886 წელს, Robert Bosch GmbH - ის მიერ შტუტგარტში დაარსებული კომპანია დღეს ერთ-ერთი უმსხვილესია მთელს მსოფლიოში.

ავთანდილ ოთინაშვილი

საზოგადოებრივი აქცია „იპოვე შენი თავი, იპოვე შენი უბანი“

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 24 სექტემბერი 2017 19:04

„იპოვე შენი თავი - იპოვე შენი უბანი“ - საზოგადოებრივი აქციის ფარგლებში დღეს ცესკოს და სწავლების ცეტნრის თანამშრომელბი რუსთაველის გამზირზე მოქალაქეებს სწრაფი გადახდის აპარატის მეშვეობით  სთავაზობდნენ ამომრჩეველთა ერთიან სიაში საკუთარი მონაცემების გადამოწმებას.

ცესკოს მიერ შეთავაზებული ინოვაციური სერვისების საშუალებით, ამომრჩევლებს საკუთარი და ოჯახის წევრების  მონაცემების გადამოწმება  შეუძლიათ ცესკოს ვებგვერდის (voters.cec.gov.ge), მობილური ტელეფონის, პლანშეტისა და მთელი ქვეყნის მასშტაბით განთავსებული 9 500 სწრაფი გადახდის აპარატის საშუალებით. ამომრჩეველთა სიაში მონაცემების გადამოწმებისას, მომხმარებელი ნახულობს თუ რა მისამართზეა განთავსებული მისი საარჩევნო უბანი.

22 აგვისტოდან დღეის ჩათვლით ზემოაღნიშნული სერვისებით უკვე 265 472-მა მოქალაქემ ისარგებლა.

ინფორმირების კამპანიას უკვე შემოუერთდნენ საოლქო საარჩევნო კომისიების წევრები, რომლებიც ამომრჩევლებთან შეხვედრებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ეტაპობრივად მართავენ. სოფლებსა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, 73-ვე საოლქო საარჩევნო კომისიის წარმომადგენლები დაეხმარებიან ამომრჩევლებს გადაამოწმონ საკუთარი მონაცემები სიაში და ასევე, მიაწვდიან ინფორმაციას 2017 წლის არჩევნებისა და მათი საარჩევნო უფლებების შესახებ.

საარჩევნო ადმინისტრაცია  მოქალაქეებს შეახსენებს, რომ ამომრჩეველთა სიაში ცვლილებების შეტანის მოთხოვნის ბოლოვადა 3 ოქტომბერია.

 

ბიზნეს ნიუსი

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

ბათუმი კოპენჰაგენად იქცა

2020 წლის ევროპის ჩემპიონატთან დაკავშირებული რებრე...

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

ვინ დაესწრება Georgia iGaming Affiliate Conference-ს?

18 ოქტომბერს თბილისი უმასპინძლებს საქართველოში პირ...

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

ჩინეთის სამხრეთ ავიახაზების ყოველწლიური ანგარიშის პრეზენტაცია

4 სექტემბერს, სასტუმრო „ჰოთელს პრეფერენს ჰუალინგ...

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური