ჯანდაცვის მინისტრმა აფეთქების შემდეგ დაზარალებულები მოინახულა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 2016 10:05

აფეთქების შემდეგ დაზარალებულები გვიან ღამით ჯანდაცვის მინისტრმა მოინახულა. დავით სერგეენკო იმედს გამოთქვამს, რომ სამართალდამცველები სწრაფად გამოიძიებენ აფეთქების ამბავს, მანამდე კი მომხდარის პოლიტიკური შეფასებებისგან თავს იკავებს. 

სერგეენკო: ხელვაჩაურში მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 20 ივნისი 2016 12:38

ხელვაჩაურში 24 ადამიანის მოწამვლის ფაქტთან დაკავშირებით, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა განაცხადა. დავით სერგეენკოს თქმით, სავარაუდოდ, მათი მოწამვლა ერთი და იმავე საკვები პროდუქტით მოხდა. მინისტრის განმარტებით, პაციენტების მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია.

სერგეენკო დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 11 მაისი 2016 14:08

ვფიქრობ, პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ მტკივნეული ეტაპი გავლილია, - ამის შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებს თემის კომენტირებისას განუცხადა. 
მინისტრი მმართველ გუნდთან დაკავშირებით პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. 
”ეს იყო პრეზიდენტის მოსაზრება. ვფიქრობ, მას საფუძვლად ედო ის გარემოება, რომ პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის ძალაუფლებების შედარებით ახალი განაწილება არის ძალიან ახალგაზრდა. ახალი კონსტიტუცია ძალაში შევიდა სულ რამდენიმე წლის წინ. ალბათ ეს იყო ის მტკივნეული პერიოდი, რომელიც შეიძლებოდა უკეთესად გავლილიყო, მაგრამ გვაქვს ის, რაც გვაქვს. ვფიქრობ, პრეზიდენტმა, პრემიერმაც და პარლამენტის თავმჯდომარემაც დაადასტურეს თავისი ქმედითი ნაბიჯებით, რომ ეს მტკივნეული ეტაპი გავლილია და ნაბიჯები სწორად იქნა გადადგმული”, - აღნიშნა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხს, დავით სერგეენკოს შეფასებით, ძალიან კარგი ნაბიჯია, როდესაც სახელმწიფოს უმაღლესი პირები შეიკრიბნენ შეაჯამეს, იმსჯელეს რისკებზე, დადებით მხარეებზე და გადაწყვეტილება მიღებული იყო კონსენსუსით.
საქართველოში წინასაარჩევნო კამპანია 8 ივნისიდან დაიწყება,- ამის შესახებ ჟურნალისტებს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განუცხადა. ქვეყნის პირველმა პირმა პრემიერთან, პარლამენტის სპიკერსა და ცესკოს თავმჯდომარესთან გამართული კონსულტაციები შეაჯამა და აღნიშნა, რომ გარკვეულ კონსენსუსამდე მივიდნენ.

"ნაციონალური მოძრაობა" სერგეენკოს ტყუილზე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 21 აპრილი 2016 13:06

„ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს საჯარო დაპირება - საარსებო შემწეობა ყველა პენსიონერ საღუდგებოდა, რომელსაც დახმარება მისი არასწორი პოლიტიკის გამო მოეხსნა, ისევე განუხორციელებელი დარჩა, მსგავსად ბიძინა ივანიშვილის ყველა დაპირებისა“ - აღნიშნულის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სამოქალაქო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა ისაუბრა.

მისიე თქმით, მიმდინარე წლის 20 აპრილს, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე სერგეენკომ იცრუა, როდესაც განაცხადა, რომ პრობლემა გამოსწორდა.

„ბოლო 3 წლის განმავლობაში ჯანდაცვის სამინისტრომ საარსებო შემწეობა მოუხსნა 30,000 პენსიონერს, რომელთაგან ნახევარზე მეტი მარტოხელაა და უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს. 70 წელზე მეტი ასაკის მოქალაქეების რიცხვი, რომელიც საარსებო შემწეობას იღებს, 515-ით შემცირდა მას შემდეგ, რაც 2015 წლის ზაფხულში დავით სერგეენკომ პენსიონერებისათვის საარსებო შემწეობის აღდგენის პირობა დადო.

ეს ხდება მაშინ, როდესაც ივანიშვილის მთავრობის არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო სულ უფრო მეტი და მეტი ოჯახი ვარდება უკიდურეს სიღარიბეში, როდესაც გაძვირებულია სურსათი და წამალი ანუ პენსიონერების ძირითადი მოხმარების პროდუქტი.ყოველივე ზემოთქმული კიდევ ერთხელ ადასტურებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოთხოვნის სამართლიანობას, რომ პენსია 50 ლარით უნდა გაიზარდოს.“

სერგეენკო პარლამენტში მივა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 20 აპრილი 2016 09:48

ჯანდაცვის მინისტრი დღეს პარლამენტში მიდის. დავით სერგეენკო დეპუტატებს სამომავლო გეგმებს გააცნობს და 2015 წელს განხორციელებულ პროექტებზეც მიაწვდის ინფორმაციას.ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძე სამინისტროს საქმიანობას დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ საყოველთაო ჯანდაცვა ერთ-ერთი წარმატებული პროექტია.სწორედ საყოველთაო ჯანდაცვასთან დაკავშირებით აქვთ შენიშვნები და შეკითხვები ნაციონალურ მოძრაობაში.  ოპოზიციას კითხვები  სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეებისადმი სოციალურად დაუცველთა სტატუსისშეჩერებაზეც აქვთ. 

დავით სერგეენკო ამერიკის ელჩს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 01 მარტი 2016 10:01

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ამერიკის ელჩს შეხვდა.

დავით სერგეენკომ და იან კელიმ ქვეყანაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით, ორმხრივი თანამშრომლობის შედეგად, წარმატებით განხორციელებული პროექტები განიხილეს.

აქცენტი ერთიანი ლაბორატორული სისტემის შექმნაზე, ლუგარის კვლევითი ცენტრისა და მთავრობათაშორისი გარდამავალი პასუხისმგებლობების ხელშეკრულების საკითხებზე გაკეთდა.

საუბარი შეეხო დავით სერგეენკოს ამერიკაში ვიზიტის დეტალებსაც.

წამლის რეცეპტის ტელეფონით გაცემაზე ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას აკეთებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 25 თებერვალი 2016 14:17
სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერას არალეგალურ ქმედებას უწოდებს ჯანდაცვის მინისტრი. დავით სერგეენკო მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგიმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც აფთიაქებმა შემოიღეს სპეციალური ბარათები, რომელთა მფლობელებს შეუძლიათ რეცეპტიანი მედიკამენტის ექიმთან სატელეფონო საუბრის საფუძველზე შეძენა. "სატელეფონო კონსულტაციით რეცეპტის გამოწერა ეწინააღმდეგება დადგენილ ნორმებს და კანონებს, ეს არის არალეგალური მოქმედება, რაზეც შესაბამის რეაგირებას აკეთებს ჯანდაცვის სამინისტრო. რაც შეეხება ონლაინ რეცეპტებს, ეს მიღებული ფორმაა და 2 წელია უკვე რაც პირველი ჯგუფის მედიკამენტებზე მუშაობს. მე ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში იქნება იმის შესაძლებლობა, როდესაც პაციენტს აღარ ექნება საჭიროება ქაღალდის ინფორმაციის მატარებელი ჰქონდეს. ექიმი როდესაც გასინჯავს, გამოუწერს რეცეპტს, ექიმს შეეძლება ეს ინფორმაცია პირდაპირ ატვირთოს, პაციენტმა ქაღალდი არ ატაროს და აფთიაქს ექნება საშუალება დადასტურებულად, კანონით დადგენილი ფორმით, ექიმის მიერ გამოწერილი რეცეპტის საფუძველზე გასცეს მედიკამენტი", -განაცხადა დავით სერგეენკომ.

ქადაგიძის განცხადებას დავით სერგეენკოც ეხმაურება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 17 თებერვალი 2016 12:39

შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული, - ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სამინისტროების შემცირებასთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის პრეზიდენტ გიორგი ქადაგიძის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას. სერგეენკოს განცხადებით, ცალკეული უწყების გაუქმებით სახელმწიფო ბიუჯეტი გაცილებით ნაკლებ დანაზოგს მიიღებს, ვიდრე გიორგი ქადაგიძე ვარაუდობს. "მე არ ვარ ფინანსისტი და ამიტომ მისი განცხადებების ანალიზი გამიჭირდება. რაც შეეხება სამინისტროების შემცირებას თუ გაზრდას, ეს არის კომპლექსური საკითხი. მე შემიძლია მაგალითისთვის გითხრათ, რომ ერთ-ერთი სახელმწიფო მინისტრის ბიუჯეტი წელიწადში არის მილიონი და თუ მთლიანად შევკვეცავთ, დაიზოგება ერთი მილიონი და არა ასი მილიონი, როგორც ბატონმა ქადაგიძემ თქვა. შესაბამისად, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ რიგი აქცენტები აშკარად ზედმეტად ჰიპერტროფირებულად იყო გაკეთებული", - განაცახადა ჯანდაცვის მინისტრმა. შეგახსენებთ , რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი გიორგი ქადაგიძე გარკვეული სამინისტროების გაუქმების ინიციატივით გამოდის, რომელიც მისი მტკიცებით, საქართველოს ეკონომიკას საგრძნობლად გააჯანსაღებს.

პაციენტები ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მიიღებენ-სერგეენკო

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
პარასკევი, 29 იანვარი 2016 15:48

დღეს პაციენტები რესპუბლიკურ საავადმყოფში ხელმისაწვდომ მედიკამენტებს მიიღებენ,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ხელმისაწვდომი მედიკამენტების შემოსვლასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
როგორც სერგეენკომ აღნიშნა, იაფ მედიკამენტებზე მიწვდომადობის პროექტი მრავალფაქტორიანია.
“მიჭირდა, კონკრეტული თარიღი მეთქვა, თუმცა ახლა შემიძლია, კონკრეტული თარიღი გითხრათ, რომ დღეს გამოჩნდება პირველი მედიკამენტები და დღეს თბილისში რესპუბლიკურ საავადმყოფოში არის დაგეგმილი პირველი აქტივობა. ეს იქნება მზარდი აქტივობები. დღეს პირველი პაციენტები მიიღებენ უკვე ამ ხელმისაწვდომ მედიკამენტებს”, – განაცხადა სერგეენკომ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს ამოცანა იყო სისტემის შექმნა, რომელსაც 2 კომპონენტი ექნებოდა. პირველი – ხარისხის კონტროლი და მეორე -კონკურენციის უზრუნველყოფა.
“ამ ნაბიჯებმა გამოიღო შედეგი და შემიძლია გითხრათ, რომ დიახ, დღეს იწყება, როცა გამოჩნდა ერთი კომპანია და კონკრეტულ ქმედებეს იწყებს. იმედი მაქვს, ეს ერთადერთი არ იქნება და კონკურენციის გახსნა დადებით გავლენას მოახდენს”, – განაცხადა დავით სერგეენკომ.

ჯანდაცვის სამინისტროს ავტობომილებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაც დაეხმარება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 22 იანვარი 2016 18:41

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია მზადაა, ქვეყანაში ვირუსული გრიპის ინფექციის გამო შექმნილი სირთულეების დასაძლევად ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს ავტობომილებით დაეხმაროს.საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი უკვე ესაუბრა ჯანმრთელობის დაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს და შესაბამისი საჭიროების შემთხვევაში, მზადყოფნა გამოთქვა, რომ სამინისტროს ადმინისტრაციის სამსახურებრივი ავტომობილები დროებით დაუთმოს.

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური