მამუკა ბახტაძემ სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 25 აპრილი 2019 12:33

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრის პირველ მოადგილეს, საგარეო საქმეთა მინისტრ ივიცა დაჩიჩს შეხვდა. შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და სერბეთს შორის არსებული ურთიერთობების პოზიტიურ დინამიკაზე და ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე ურთიერთმხარდაჭერის გაგრძელების მნიშვნელობაზე.

განიხილეს ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარების კუთხით. აღინიშნა, რომ სერბეთისა და საქართველოს ურთიერთობებში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს ეკონომიკური კავშირების განვითარება და პოლიტიკურ თანამშრომლობასთან შესაბამისობაში მოყვანა წარმოადგენს.

ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ურთიერთმხარდაჭერას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ყურადღება დაეთმო რეგიონში არსებულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებას. პრემიერ-მინისტრმა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრს გააცნო საქართველოს მთავრობის სამშვიდობო ინიციატივა „ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ", რომელიც გამყოფი ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოქალაქეების ეკონომიკურ გაძლიერებას, მათთვის სხვადასხვა სერვისებზე წვდომის გამარტივებას, ასევე გამყოფი ხაზებით დაშორებული მოსახლეობის დაახლოებას ისახავს მიზნად.

შეხვედრაზე ისაუბრეს ქვეყნებს შორის კულტურულ და ჰუმანიტარულ სფეროში თანამშრომლობაზე. ხაზი გაესვა ხალხთაშორისი კავშირების კიდევ უფრო გაძლიერების მნიშვნელობას ეკონომიკური და ბიზნესურთიერთობების განვითარებაში.

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დაესწრო.

საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმებას ხელი მოაწერა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 28 ნოემბერი 2017 16:08

დიმიტრი ქუმსიშვილმა და რასიმ ლიაიჩმა საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის შეთანხმებას ხელი მოაწერეს

საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და სერბეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერ მინისტრმა, ვაჭრობის, ტურიზმისა და ტელეკომუნიკაციების მინისტრმა რასიმ ლიაიჩმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „საქართველოს მთავრობასა და სერბეთის რესპუბლიკის მთავრობას შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების შესახებ“. 

აღნიშნული შეთანხმება ხელს შეუწყობს საქართველოსა და სერბეთის შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, სამეწარმეო ინიციატივების სტიმულირებას, ეკონომიკური რესურსების ეფექტური გამოყენების მაქსიმიზაციას და ა.შ.

შეთანხმების შესაბამისად, საქართველოსა და სერბეთს შორის ჩამოყალიბდება ორმხრივი თანამშრომლობის კომისია ორივე ქვეყნის ვიცე-პრემიერების დონეზე. აღნიშნული კომისიის შეკრებაზე განხილული იქნება საქართველოსა და სერბეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური პრიორიტეტული მიმართულებები. 

რასიმ ლიაიჩი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მასთან ერთად საქართველოს ასევე ეწვია სერბეთის რესპუბლიკის საჯარო მმართველობისა და  ადგილობრივი თვითმმართველობის მინისტრი ბრანკო რუზიჩი.  აღსანიშნავია, რომ საქართველოში სერბეთის მხრიდან პირველად განხორციელდა მაღალი რანგის წარმომადგენლების ვიზიტი.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სერბეთის პრეზიდენტის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 24 ივნისი 2017 10:24

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდარ ვუჩიჩის ინაუგურაციის საზეიმო ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა.

 

ინაუგურაციის საზეიმო ცერემონია „სერბეთის სასახლეში“ გაიმართა. ღონისძიებას 5000-მდე სტუმარი დაესწრო, მათ შორის სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალი თანამდებობის პირები.

ალექსანდარ ვუჩიჩი 2012-2013 წლებში სერბეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი, ხოლო 2014-2017 წლებში ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო. ალექსანდარ ვუჩიჩი სერბეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი ოფიციალურად 2017 წლის 31 მაისს გახდა.

სერბეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას არ გეგმავს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 მარტი 2016 13:14

 სერბეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას არ გეგმავს და სამხედრო ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს – ამის შესახებ სერბეთის პრეზიდენტმა კრემლში პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა. 

გარდა ამისა, მან მადლობა გადაუხადა რუსეთს, გაეროს უშიშროების საბჭოში სრებრენიცას რეზოლუციაზე ვეტოს დადების გამო. 

ბრიტანეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციაში აღნიშნული იყო, რომ 1995 წელს სერბეთის მოსახლეობამ ბოსნიელების წინააღმდეგ გენოციდი მოაწყო. 

სერბეთის პრეზიდენტმა რუს კოლეგას იუნესკოში კოსოვოს მიღების საკითხზე ვეტოს დადების გამოც უთხრა მადლობა. 

საფრანგეთმა ევრობასკეტის ბრინჯაოს მედლები მოიგო

გამოქვეყნებულია სპორტი
კვირა, 20 სექტემბერი 2015 23:02

ევრობასკეტის მასპინძელი და მოქმედი ჩემპიონი საფრანგეთი კალათბურთელთა ნაკრები ბრინჯაოს მედლების მფლობელი გახდა.

ფრანგებს ნახევარფინაალში ტრაგედია შეამთხვია არაერთი ლიდერის გარეშე მობურთალმა ესპანეთმა. რაკი ოქროსთვის ბრძოლა დასრულდა, ფრანგებს სხვა გზა აღარ დარჩათ - დარჩენილი ბრინჯაოსთვის მოსაგები ძალები საკუთარ თავში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იპოვეს და ასევე საჩემპიონო ამბიციებისს მქონე, თუმცა ნახევარფინალში ლიტვასთან დაცემულ სერბეთს მარცხი აგემეს.

მე-3 ადგილისთვის მატჩი არ დაძაბულა. თანაბარი პირველი მეოთხედის შემდეგ ფრანგებმა უპირატესობა მოიხელთეს და შეხვედრის საფინალო წამამდე ისე მივიდნენ, სერბეთი სათოფეე არ გაიკარეს - 81:68. მასპინძელთაგან 20 ქულით საუკეთესო გახლდათ ნანდო დე კოლო, რუდი გობერმა კი 15 ქულასთან ერთად 14 მოსნაც მიითვალა.

საფრანგეთისთვის ეს ბრინჯოს მედალი იყო ისტრიაში მე-6 1937, 1951, 1953, 1959 და  2005 წლების შემდეგ.

 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური