სეოკ-ში ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მონაწილეებს უმასპინძლეს

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 20 თებერვალი 2017 16:05

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა შეხვედრა ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალიდან დაბრუნებული საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის წევრებთან. მათ მიესალმნენ და წარმატება მიულოცეს სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.

ფესტივალზე საქართველოს 6 წარმომადგენელი გამოვიდა: სამთო მოთხილამურეები - ეკატერინე გოცირიძე, თამარ ბარბარიანი, ლაშა კურტანიძე და გიორგი კურტანიძე, ფიგურულად მოციგურავე ნიკა ეგაძე და სნოუბორდისტი ბაქარ მუშკუდიანი. 

ამათგან ყველაზე უკეთ იასპარეზა და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა 14 წლის მოციგურავე ნიკა ეგაძე. მოკლე პროგრამის შემდეგ ნიკა მეექვსე ადგილზე იყო, თავისუფალ პროგრამაში კი უფრო დამაჯერებლად გამოვიდა და საბოლოოდ მესამე ადგილი დაიკავა, რაც ფესტივალის ყველაზე ახალგაზრდა მონაწილისთვის პირველი მნიშვნელოვანი სპორტული მიღწევაა.

სეოკ-ის პრეზიდენტმა ნიკა ეგაძეს, მის მწვრთნელს და ფიგურული ციგურაობის ფედერაციას მიულოცა ევროპული მედალი და ხაზი გაუსვა თვალშისაცემ პროგრესს, რაც სპორტის ამ სახეობაში შეინიშნება: "ჩვენი მოციგურავეებისთვის  წლევანდელი სეზონი წარმატებული გამოდგა. ცოტა ხნის წინ ევროპის ჩემპიონატზე მორის ყვითელაშვილმა მეექვსე ადგილი დაიკავა, რაც უთუოდ აღსანიშნავი შედეგია, თან ეს შედეგი ნაჩვენებია მოახლოებული ზამთრის ოლიმპიადის წინ. ერზრუმში კი ნიკა ეგაძემ გვასახელა. 20 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ევროპულ ფესტივალზე პირველი ჯილდო მოვიპოვეთ. ეს მეორე მედალია. აქედანაც ჩანს, თუ რაოდენ რთულია ამ შეჯიბრების პრიზიორთა შორის მოხვედრა."

ლერი ხაბელოვმა ნიკა ეგაძეს და მის მწვრთნელს ლელა ჩოფიკაშვილს ფულადი ჯილდო და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. საჩუქრები მიიღეს აგრეთვე ჩვენი გუნდის სხვა წევრებმა.

როგორც საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაციის პრეზიდენტმა მარიამ გიორგობიანმა აღნიშნა, ერთობლივმა ნაყოფიერმა მუშაობამ შედეგი გამოიღო და გამოჩნდნენ ნიჭიერი ახალგაზრდები, რომლებიც კიდევ არაერთხელ გაგვახარებენ. მანვე სეოკ-ისა და სამინისტროს ხელმძღვანელობის წინაშე დააყენა საკითხი თბილისში თანამედროვე საციგურაო სპორტული კომპლექსის აშენების აუცილებლობაზე. ეს საკითხი ასევე განიხილა სეოკ-ის აღმასკომმა, რომლის წევრებიც წლეულს პირველად შეიკრიბნენ.

ჩვენი გუნდის სხვა წევრების შედეგები:

სნოუბორდი

ბაქარ მუშკუდიანი - მე-10 ადგილი.

სამთო თხილამურობა:

ეკატერინე გოცირიძე - სლალომი - 37-ე ადგილი, სლალომი-გიგანტი - 46-ე;

თამარ ბარბარიანი - სლალომი - 38-ე, სლალომი-გიგანტი - 47-ე;

ლაშა კურტანიძე - სლალომი - მე-18, სლალომი-გიგანტი - 31-ე;

გიორგი კურტანიძე - სლალომი - 23-ე, სლალომი-გიგანტი (დისკვ.).

საქართველოს ოლიმპიური დელეგაციის ხელმძღვანელი იყო სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი მამუკა ხაბარელი, ოლიმპიურ მისიას კი სეოკ-ის სპორტულმა დირექტორმა გიორგი ესაკიამ უხელმძღვანელა.

სეოკ-ის აღმასკომის დასტურით, სეოკ-ში შეკრებილთა თანდასწრებით მოეწყო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ გამოგზავნილ ზამთრის XXIII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაციის ოფიციალური მიწვევის დოკუმენტზე ხელმოწერის ცერემონია.

 ზამთრის ოლიმპიადა ერთი წლის შემდეგ სამხრეთ კორეაში, პიონჩანგში ჩატარდება. დოკუმენტზე ხელმოწერის შემდეგ სეოკ-ის პრეზიდენტმა ისაუბრა მომავალი თამაშების მნიშვნელობაზე და იმედი გამოთქვა, რომ ჩვენი სპორტსმენები სამხრეთ კორეაში წინა თამაშებზე უკეთ გამოვლენ.  ოლიმპიური სოლიდარობის პროგრამის მეშვეობით სეოკ-მა  ჩვენს 4 სპორტსმენს უკვე დაუნიშნა სტიპენდია, თითოეულს - თვეში 1 500 დოლარის ოდენობით. ისინი დიდი ოლიმპიადის პოტენციური ლიცენზიანტები არიან.

ირაკლი მეძმარიაშვილი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გაასაჩივრებს

გამოქვეყნებულია სამართალი
ხუთშაბათი, 16 თებერვალი 2017 11:55

"მოსარჩელე მხარე სასამართლოს გადწყვეტილებას უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმებასთან დაკავშირებით არ გაასაჩივრებს, რადგან ირაკლი მეძმარიაშვილისთვის მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა," - განუცხადა newsday.ge-ს ირაკლი მეძმარიაშვილის წამომადგენელმა, ზაზა ხეჩუაშვილმა, რომელიც მეძმარიაშვილის პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში  სეოკის ვიცეპრეზიდენტი იქნებოდა.

შეგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს სარჩელით, სეოკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ირაკლი მეძმარიაშვილმა მამიმართა. მისი თქმით,  არჩევნების პროცესში დაირღვა სამართლიანობის პრინციპი, ხმა მისცეს ისეთი ორგანიზაციის წამრომადგენლებმა, რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არ არიან.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ოლიმპიურ კომიტეტს ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გარძელების საშუალება მიეცა. თბილისის საქალაქო სასამართლომ  საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საჩივარი დააკმაყოფილა და გააუქმა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ღონისძიება, რომლის თანახმად, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება.

ამ დროისთვის უცნობია როდის გაიმართება სეოკის საპრეზიდენტო საქმის არსებითი განხილვა.

ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს უზენაესობას, - ლერი ხაბელოვი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 13 თებერვალი 2017 17:16

"მიუხედავად იმისა, რომ სათქმელი ბევრი გვაქვს, ამ ეტაპზე არ ვთვლით მიზანშეწონილად, ოპონენტის ყოველ უპასუხისმგებლო საჯარო გამოსვლას განცხადებით ვუპასუხოთ. მეორეს მხრივ, ჩვენ პატივს ვცემთ სასამართლოს უზენაესობას, ოლიმპიური კომიტეტის აქტიურობა კი შეიძლება აღქმულ-იქნას, როგორც სასამართლო პროცესზე რაიმე გავლენის მოხდენის მცდელობა," -  აცხადებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი ოლიმპიური კომიტეტის საპრეზიდენტო არჩევნების გარშემო გავითარებულ მოველენებთან დაკავშირებით. 

ხაბელოვი აღნიშნავს, რომ სარჩევნო სესია წესდების სრული დაცვით ჩატარდა:

"აქვე მინდა საზოგადოებას შევახსენო, რომ სასამართლოს განჩინების მიღებისთანავე, ჩვენ ღიად გამოვთქვით ჩვენი პოზიცია მოსარჩელე მხარის სრულიად უსაფუძვლო პრეტენზიების გამო. ამის მერე ადვოკატებთან ერთად მოვაწყვეთ ბრიფინგი, გავასაჩივრეთ სასამართლოს გადაწყვეტილება, შესაგებელთან ერთად წარვადგინეთ ყველა სჭირო დოკუმენტი, რომლებითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება, რომ სესია წესდების სრული დაცვით ჩატრდა. დანარჩენი უკვე სასამართლოს საქმეა,"- განაცხადა ლწერი ხაბელოვმა. 

შაგახსენებთ, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით,   საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის 2016 წლის 23 დეკემბერს გამართული საანგარიშო-საარჩევნო სესიის მიერ არჩეულ პირებს აეკრძალათ ამავე სესიის ოქმით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელება და მოქმედებების შესრულება.

სასამართლოს სარჩელით, სეოკის პრეზიდენტობის ერთ-ერთმა კანდიდატმა ირაკლი მეძმარიაშვილ მამიმართა. მისი თქმით,  არჩევნების პროცესში დაირღვა სამართლიანობის პრინციპი, ხმა მისცეს ისეთი ორგანიზაციის წამრომადგენლებმა რომლებიც საჯარო რეესტრში რეგისტრირებულნი არ არიან.

 

ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი, - ლერი ხაბელოვი

გამოქვეყნებულია სპორტი
სამშაბათი, 31 იანვარი 2017 13:51

დღეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის შტაბ-ბინაში გაიმართა ბრიფინგი. ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა და კომიტეტის ადვოკატებმა დამსწრე ჟურნალისტებს მიაწოდეს ინფორმაცია 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო სესიის ოქმის მოქმედების შეჩერების შესახებ სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების გასაჩივრების თაობაზე.

თავდაპირველად, ლერი ხაბელოვმა ხაზი გაუსვა ოლიმპიური კომიტეტის შეუფერხებელი მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას ოლიმპიური პროექტების განსახორციელებლად, მომავალ შეჯიბრებებში წარმატებული გამოსვლის უზრუნველსაყოფად. როგორც მან აღნიშნა, კომიტეტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ყველა ვალდებულებას ასრულებს, მიუხედავად იმისა, რომ მოსარჩელე მხარე ცდილობს სრულიად უსაფუძვლო ბრალდებებით ჩრდილი მიაყენოს ოლიმპიური კომიტეტის რეპუტაციას. ყველა ამ ბრალდებას და ცილისწამებას მალე გაეცემა პასუხი და, დარწმუნებულნი ვართ, ეს ასევე დადასტურდება სასამართლოს მომდევნო გადაწყვეტილებებით.
„მოგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნულმა ოლიმპიურმა კომიტეტმა კანონმდებლობით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინება, რითაც დროებით შეჩერებულია 2016 წლის 23 დეკემბრის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობის შედეგეგის მოქმედება, - განაცხადა ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა, - ჩვენ ასევე ხელთ გვაქვს ყველა დოკუმენტაცია, რითაც ერთმნიშვნელოვნად დასტურდება საარჩევნო პროცესის სრული შესაბამისობა ჩვენს მოქმედ წესდებასთან. სხვათა შორის, ამ წესდების თითოეული მუხლი, თითოეული ჩანაწერი, დადგენილი წესის შესაბამისად, დამტკიცებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ,“ _განაცხადა ლერი ხაბელოვმა.
სეოკ-ის საჩივრის კონკრეტულ მოტივებზე კომენტარი გააკეთეს კომიტეტის ადვოკატებმა. როგორც ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა აღნიშნა, ჩვენს საჩივარში დეტალურად არის განმარტებული ის გარემოებები, რომლებზე დაყრდობითაც სასამართლოს ყველა საფუძველი აქვს საიმისოდ, რომ ხელახლა შეაფასოს ოლიმპიური მოძრაობისთვის მიყენებული ზიანისა და სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების რისკის თანაფარდობა და მიიღოს მართლზომიერი გადაწყვეტილება _ გააუქმოს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
„სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებით თუ მისი გამოყენების გარეშე საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი და აღმასკომის წევრთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა რჩება უცვლელი და უფლებამოსილი. უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით ზიანი ადგება მხოლოდ ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საქმიანობას და მთლიანად ქართულ სპორტს. 
მოგახსენებთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას თანაბარწილად უნდა იქნეს დაცული როგორც მოსარჩელის, ასევე მოპასუხის ინტერესები და ამ უკანასკნელისათვის რაიმე სახის უფლების შესაზღუდად, თუნდაც სასამართლოში დავის არსებობის დროს, შესაბამისი დასაბუთების, საკმარისი საფუძვლისა და გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე, დაუშვებელია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება. სასამართლო ვალდებულია სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას არ გასცდეს მხარეთა ორმხრივი ინტერესების დაცვის მოთხოვნას და გაუმართლებელი ზიანი არ მიაყენოს მოპასუხის ინტერესს, რისი ნიშნები ამ ეტაპზე სახეზეა და ეს უნდა გამოსწორდეს,“ - განაცხადა ადვოკატმა ირაკლი ყანდაშვილმა.
შემდეგ ადვოკატმა ყურადღება გაამახვილა სსსკ-ს 191-ე მუხლის პირველი ნაწილის განაწესზე, რომლის თანახმადაც მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს ის გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის დარღვეული ან სადავო უფლებების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს. „დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ დავის ხასიათიდან გამომდინარე, მსგავსი რამ - არც უზრუნველყოფის ღონისძიებების აუცილებლობა და, მით უფრო, არც შესაძლო საბოლოო სასამართლო გადაწყვეტილების აღუსრულებლობის არანაირი რისკი არ არსებობს. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება არის უსაფუძვლო და უნდა გაუქმდეს, “_ აცხადებს ადვიკატი.
როგორც ბრიფინგზე ითქვა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება მიიღება მოპასუხე მხარის მოსაზრებების წარდგენის გარეშე. სწორედ ამით ვხსნით სასამართლოს მსგავს გადაწყვეტილებას, რაც კომიტეტის მხრიდან დასაბუთებული საჩივრის წარდგენის შემდეგ მიგვაჩნია, რომ გაუქმდება.

78 - 57-ის წინააღმდეგ - ლერი ხაბელოვი სეოკ-ის პრეზიდენტად აირჩიეს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 23 დეკემბერი 2016 17:23

78  57-ის წინააღმდეგ, ხმათა ასეთი თანაფარდობით, ოლიმპიური ჩემპიონი, ლერი ხაბელოვი მეორე ვადით აირჩიეს საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტად.  

არჩევნები დღეს სასტუმრო "რედისონში" გაიმართა. მონაწილეობა 136 დელეგატიდან 135 მიიღო. სეოკ-ის პრეზიდენტობის მეორე კანდიდატს, ირაკლი მეძმარიაშვილს მხარი 57 დელეგატმა დაუჭირა.

 

ბიზნეს ნიუსი

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, ერთის წინააღმდეგ ...

პოპულარული

« December 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური