სენატორ ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილი ოფიციალური მიღება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 21 ნოემბერი 2018 10:09

21 ნოემბერს, 17:00 საათზე - ამერიკის მეგობართა კლუბი, ქ. თბილისის საკრებულოს ისტორიულ დარბაზში გამართავს, საქართველოს მტკიცე და ერთგული მეგობარის, მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი პოლიტიკოსის, სენატორი ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილ ოფიციალურ მიღებას.  

ღონისძიების ფარგლებში დაგეგმილია ქართველი და ამერიკელი დიპლომატების, ასევე პოლიტიკოსების სიტყვით გამოსვლა. დასკვნით ნაწილში ნაჩვენები იქნება სენატორის განვლილი ცხოვრების შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი “American Maverick“.

სენატორი ჯონ მაკკეინის ხსოვნისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრებიან; საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, უმაღლესი სასწავლებლების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები. ასევე ქართველი და ამერიკელი სამხედროები.

ღონისძიებაზე დასწრება შესაძლებელია სპეციალური მოსაწვევით.

პრემიერ-მინისტრი სენატორ ჯეფ სეშენსმას შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 26 აპრილი 2016 10:24

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების ფართო სპექტრი განიხილეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა და სენატორმა ჯეფ სეშენსმა ამერიკის შეერთებული შტატების სენატში გამართულ შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი და საქართველოს სუვერენიტეტის ერთ-ერთი უმთავრესი საერთაშორისო გარანტორია. ხაზი გაესვა წლების მანძილზე აშშ-ის მიერ გაწეული პოლიტიკური, ფინანსური, ჰუმანიტარული დახმარების მნიშვნელობას.

მხარეებმა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესებზე და ნატო-ს ვარშავის სამიტის სამზადისზე იმსჯელეს. აღინიშნა, რომ საქართველოს ნატო-ში გაწევრება ქვეყნის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია.

ყურადღება გამახვილდა საქართველოსა და აშშ-ის შორის თავდაცვის საკითხებში თანამშრომლობის საკითხებზე. საუბარი შეეხო საერთაშორისო უსაფრთხოების საკითხებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ სიტუაციას.

გიორგი კვირიკაშვილმა მადლობა გადაუხადა ჯეფ სეშენსს საქართველოს მხარდაჭერისა და პარტნიორული თანამშრომლობისთვის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ჯეფ სეშენსმა პრემიერ-მინისტრის ვიზიტის მნიშვნელობა შეაფასა. მისი განცხადებით, აშშ-ის და საქართველოს სტრატეგიული ურთიერთობა წარმატებით ვითარდება. მანვე პოზიტიური უწოდა იმ პროგრესს, რასაც საქართველომ დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ეკონომიკის განვითარების კუთხით მიაღწია.

მიხეილ ჯანელიძე სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 18 მარტი 2016 11:40

საგარეო უწყების ხელმძღვანელი ვაშინგტონში ვიზიტის ფარგლებში სენატორ როჯერ ვიკერს შეხვდა.


 შეხვედრაზე ნატო-ს ვარშავის სამიტის მოსამზადებელი საკითხები განიხილეს. აღინიშნა საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართ. განსაკუთრებით აღინიშნა ქვეყანაში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმების როლი და ასევე კონკრეტული ნაბიჯები, რაც საჭიროა ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით. 
 
მინისტრმა სენატორს ინფორმაცია მიაწოდა ბოლო დროს  საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ. 
 
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის მოსამზადებელ საკითხებზე, რომელიც საქართველოში გაიმართება. 
 
სენატორმა მხარდაჭერა აღუთქვა საქართველოს ამერიკის პოლიტიკურ წრეებში საქართველოს ინტერესების გატარების კუთხით. 

თინა ხიდაშელი აშშ კონგრესმენებს და სენატორებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 09 დეკემბერი 2015 15:38

საქართველოს თავდაცვის მინისტრი შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. თინათინ ხიდაშელი კონრესმენებს და სენატორებს შეხვდა.

მათ მადლობა გადაუხადეს ქართულ მხარეს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი წვლილისთვის. ისაუბრეს საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესზე.

მხარეებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

„მნიშვნელოვანია მუდმივად განახლებული ინფორმაცია მოდიოდეს ჩვენს მეგობრებთან როგორც სენატში, ასევე წარმომადგენელთა პალატაში. ამას ჩვენი ხელისუფლება დიდ ყურადღებას უთმობს. შეუძლებელია, ვიყოთ ვაშინგტონში და რამდენიმე დღე არ დავუთმოთ ჩვენს ძველ, ყველაზე ერთგულ პარტნიორებთან კომუნიკაციას. ძირითადად საუბარი გვქონდა იმ შესაძლებლობებზე, რომელიც პოლიტიკური მხარდაჭერის კუთხით შეიძლება გადაიდგას კონგრესის მხრიდან, კონკრეტულ საკანონმდებლო აქტებზე, რომელიც შეიძლება მიიღონ აქ, ამ შენობაში და დაეხმაროს საქართველოს ერთი მხრივ რეფორმების უფრო წარმატებით განხორციელებაში, მეორე მხრივ კი პრაქტიკული ინსტრუმენტების შექმნაში, თავდაცვისუნარიანობის ამაღლებასა და ჩვენი შეიარაღებული ძალების ნატოსთან თავსებადობის მაქსიმალური სტანდარტის მიღწევაში. გვაქვს სრული ორპარტიული მხარდაჭერა - დემოკრატებიც, რესპუბლიკელებიც თანაბარი ენთუზიაზმით გვხვდებიან. დარწმუნებული ვარ, რომ ვარშავისკენ მიმავალ გზაზე ეს მხარდაჭერა უკვე პოლიტიკურ დოკუმენტებსა და კონგრესის მიერ მიღებულ აქტებში იქნება გამოხატული,“ - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

აშშ-ს სენატმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 11 ნოემბერი 2015 13:48

შეერთებული შტატების სენატმა ქვეყნის სამხედრო ბიუჯეტის კორექტირებული პროექტი დაამტკიცა. დოკუმენტში უცვლელი დარჩა პუნქტი, რომელიც უსაფრთხოების სფეროში ოფიციალური კიევისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.

პროექტში შეტანილია უკრაინისთვის ლეტალური იარაღის მიწოდების საკითხიც, თუმცა მას სავალდებულო ხასიათი არ აქვს და მისი რეალიზება ადმინისტრაციის პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული. დოკუმენტს 91-მა სენატორმა დაუჭირა მხარი, წარმომადგენელთა პალატამ კი ის გასულ კვირას მიიღო.

თეთრი სახლის ცნობით, თავდაცვის ბიუჯეტის შეცვლილ პროექტს ბარაკ ობამა სავარაუდოდ, ხელს მოაწერს. პრეზიდენტმა დოკუმენტის თავდაპირველ ვარიანტს ვეტო რამდენიმე კვირის წინ დაადო.

აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მლნ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 11:06

აშშ-ში უკრაინის ელჩის ვალერი ჩალის განცხადებით, აშშ-ის სენატმა უკრაინას 300 მილიონი აშშ დოლარის სამხედრო დახმარება დაუმტკიცა. ამის შესახებ დიპლომატი "ფეისბუკის" პირად გვერდზე წერს. 
" თანხიდან 50 მილიონი დოლარი ჩვენი ქვეყნისთვის თავდაცვითი შეიარაღების გადაცემისთვის შეიძლება იყოს გამოყენებული. კანონპრექტი ძალაში მას შემდეგ შევა, რაც დოკუმენტს აშშ-ის პრეზიდენტი მოაწერს ხელს. იმედი გვაქვს, რომ გადაწყვეტილება დადებითი იქნება " - წერს დიპლომატი.

თანხის ნაწილი უკრაინელი სამხედროების სწავლებაზე იქნება მიმართული. ასევე, შესაძლოა, კიევს საკომუნიკაციო და ელექტყრონული „ომისთვის“ უპილოტო თვითმფრინავებიც გადაეცეს - წერს „ბიბისი."

მომავალი წლის აშშ-ის სამხედრო ხარჯების მოცულობა 612 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს. აქედან 600 მილიონი აშშ დოლარი სირიის ე.წ. ზომიერი ოპოზიციის მებრძოლთა დაფინანსებისთვის, 715 მილიონი აშშ დოლარი კი, ტერორისტული დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბრძოლაში ერაყის არმიის დახმარებისთვის არის გათვალისწინებული.

საქართველოს პრეზიდენტი კონგრესმენებსა და სენატორებს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 10:02

საქართველოს პრეზიდენტი ვაშინგტონში ვიზიტს განაგრძობს. გიორგი მარგველაშვილი მაღალი დონის შეხვედრებს ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესსა და სენატში მართავს.

ქვეყნის პირველი პირი აშშ-ს კონგრესის  იურიდიული  და საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრ ტედ პოს და დემოკრატიული საორგანიზაციო კომიტეტის წარმომადგენელს  სტენი ჰოიერს შეხვდა.

გიორგი მარგველაშვილმა ქართულ დელეგაციასთან ერთად შეხვედრები ასევე გამართა სენატორ რონ ჯონსონთან და ტომ კოტონთან.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ამერიკის ორმხრივ ურთიერთობებს, ხაზგასმით აღინიშნა იმ ინიციატივის შესახებ, რომელსაც საქართველოსა და აშშ-ს შორის თავისუფალი სავაჭრო შეთანხმების შემოღება გულისხმობს. მხარეებმა  უსაფრთხოების საკითხებში ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

შეხვედრისას საუბარი ასევე შეეხო ტერორიზმთან ბრძოლის საკითხებს და იმ გამოწვევებს რომლის წინაშეც ახლა დასავლური თანამეგობრობა დგას.

საქართველოს პრეზიდენტმა დაგმო ტერორიზმის ყველა ფორმით გამოვლინება და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეშფოთებულია ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან ძალადობრივი აქტების განხორციელებით.

საქართველოს დელეგაციამ ერთმნიშვნელოვნად განაცხადა, რომ ქვეყნისთვის საკვანძო საკითხია შეერთებულ შტატებთან, როგორც სტრატეგიულ პარტნიორთან ურთიერთობის გაღრმავება და ამ ურთიერთობის ხარისხობრივად ახალ დონეზე აყვანა.

შეხვედრისას აქცენტი გაკეთდა სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიებზე რუსული ოკუპაციისა და ანექსიისას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან დაუყოვნებელი რეაგირების აუცილებლობაზე და ამ პროცესის საწინააღმდეგო ზომების მიღებაზე.

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« February 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური