„ძალიან მრცხვენია და ძალიან ვწუხვარ დღევანდელი მერის, ნარმანიას საქციელის გამო"

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 25 აგვისტო 2016 10:48

საკრებულოს წევრების ნაწილი მერისა და მწვანე აქტივისტების გუშინდელი შეხვედრის კომენტირებისგან თავს იკავებს. ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში კი, დავით ნარმანიას თმენის ვალდებულებას ახსენებენ და მისი პასუხისმგელობისდასმის საკითხზე საუბრობენ.„ძალიან მრცხვენია და ძალიან ვწუხვარ დღევანდელი მერის, ნარმანიას საქციელის გამო. მეც კი არ მოველოდი ასეთ რამეს მისგან. ნამდვილად, ასეთი წარმოდგენა მასზე არ მქონდა. მან ფაქტია, რომ დაკარგა წონასწორობა, მაგრამ წონასწორობას უნდა კარგავდეს იგი არა მაშინ, როდესაც კითხვებს უსვამენ, არამედ როდესაც იჩეხება 550 ხე შინდისის გზაზე, ათეულობით ხე თბილისის ცენტრში,“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.მწვანე მუშტის აქტივისტი ეკოლოგიის სამსახურის უფროსის გადადგომას ითხოვდა, რა დროსაც დედაქალაქის მერმა მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

 

სევდია უგრეხელიძე 13 ივნისს დაზარალებულ ოჯახებს შეხვდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 02 ივნისი 2016 17:32

13 ივნისის სტიქიის დროს დაზარალებულ ოჯახებს დღეს საკრებულოს დეპუტატი სევდია უგრეხელიძე შეხვდა. შეხვედრაზე, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად, დაზარალებულთა კომპენსაციის საკითხები განიხილეს. 5 ოჯახის კომპენსაციით უზრუნველყოფა ჯერ არ მომხდარა, რადგან ოჯახებს საცხოვრებელი ფართები დაკანონებული არ ჰქონიათ. 

მერიაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები ამ დრომდე მიმდინარეობს და ყველა დაზარალებულ ოჯახს ზარალს აუნაზღაურებენ.

სევდია უგრეხელიძის ინიციატივა 2016 წლის ბიუჯეტზე

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 18:00

აკრებულოს უმცირესობაში 13 ივნისის სტიქიით დაზარალებულების დახმარების მეორე ეტაპის დასაწყებად 2016 წლის ბიუჯეტში თანხის ასახვას ითხოვენ. სევდია უგრეხელიძემ საკითხი დღეს საკრებულოს სხდომაზე დააყენა.

„2016 წლის ბიუჯეტში აუცილებლად უნდა იყოს ასახული სტიქიით დაზარებულთა პრობლემა, ვინაიდან არ მიგვაჩნია შესაძლებლად, რომ ამ წელს ამოიწუროს მათი პრობლემები,“ - განაცხადა სევდია უგრეხლიძემ.

საკრებულოს ნაციონალური მოძრაობა მოუწოდებს თბილისის მთავრობას, რომ 2016 წლის ბიუჯეტში გაითვალისწინოს სტიქიით დაზარალებულთათვის მეორე ეტაპის გაგრძელება.

უმრაველესობის თქმით, კი დაზარალებულებისთვის ყველა საჭირო პრობლემას საკრებულოს მიერ მიღებული დოკუმენტი უზრუნველყოფს.

„მე მიკვირს ჩვენი კოლეგების ამ ინიციატივის, გამომდინარე იქიდან, რომ საკრებულომ რამდენიმე თვის წინ მიიღო უპრეცედენტო წესი, რომლის მიხედვითაც ხდება დაზარალებულთა ანაზღაურება როგორც საცხოვრისით, ასევე საყოფაცხოვრებო ნივთებით,“ - განაცხადა თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ  ჯაბა სამუშიამ. 

უმჯობესი იქნება თუ დედაქალაქის მერი სხვა სფეროში განაგრძობს მუშაობას - აცხადებს სევდია უგრეხელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 17:45

მერიაში ბოლო დროს მომხდარი საკადრო გადაადგილებების ფონზე დავით ნარმანიას გადადგომა ოპოზიციისთვის სულ უფრო აქტუალური ხდება.

თბილისის საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები ვადამდელ თვითმმართველობის არჩევნებს მოითხოვენ.

საკრებულოს ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე განმარტვს, რომ დავით ნარმანიას გუნდურად მუშაობის უნარი არ აქვს და უმჯობესი იქნება, თუ დედაქალაქის მერის სხვა სფეროში განაგრძობს მუშაობას.

„ის შეიძლება იყოს მეცნიერი, მკვლევარი, არასამთავრობო ორგანიზაციაში პროექტების გამტარებელი ან ავტორი და ის ამას წარმატებით გააკეთებს, მაგრამ გუნდი არ ყავს, მას გუნდური მუშაობა არ შეუძლია და მისი თეორიული ცოდნა არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ეს ქალაქი კი არ განვითარდეს, ვარდნა შეაჩეროს,“ - აცხადებს სევდია უგრეხელიძე. 

 

„თბილისის მერიაში ღრმა კრიზისია,“ - აცხადებს სევდია უგრეხელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 02 ოქტომბერი 2015 12:41

თბილისის მერიაში შესაძლოა, საკადრო ცვლილებები კიდევ განხორციელდეს. ოპოზიციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შესაძლოა, თანამდებობა ეკოლოგიური სამსახურის უფროსმა, ბიძინა გიორგობიანმა, დატოვოს. საკრებულოს ოპოზიციაში ელოდებიან, რომ თანამდებობას გიორგი არეშიძეც დატოვებს. 

საკადრო ცვლილებებთან დაკავშირებით თბილისის მერს საკრებულოში იბარებენ. განცხადება ცოტა ხნის წინ "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა გააკეთა. სევდია უგრეხელიძის განმარტებით, დავით ნარმანიამ საკრებულოში ბოლო დროს თბილისის მთავრობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განმარტებები უნდა გააკეთოს.

„თბილისის მთავრობაში ღრმა კრიზისია,“ - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ტყემალაძე, ამბობს, რომ საკადრო გადაადგილებები ბუნებრივი პროცესია, რომელიც შესაძლოა, მომავალშიც გაგრძელდეს.

თბილისის მერიაში შესაძლო საკადრო ცვლილებებზე კომენტარი არ გაკეთებულა.

შეგახსენებთ, რომ ორი დღის წინ კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის გადადგომა დადასტურდა, ასევე ვრცელდება ინფორმაცია მერის მოადგილის გათავისუფლების შესახებაც.

სევდია უგრეხელიძემ ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 16 სექტემბერი 2015 14:37

 საკრებულოს ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ ბაგა-ბაღებში არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა. 
ფრაქციის თავმჯდომარის თქმით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტო ახალ სასწავლო წელს ჯეროვნად მომზადებული არ შეხვდა, რის გამოც ბავშვების გარკვეული რაოდენობა ბაღების გარეშე დარჩა.
"პატარებს, რომლებიც საბავშვო ბაღებში ჩაირიცხნენ, გადავსებულ ჯგუფებში უწევთ სიარული", - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.
დეპუტატმა ასევე ისაუბრა ბავშვთა კვებაზე და აღნიშნა, რომ 
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ საბავშვო ბაღებისათვის კვების პროდუქტების შესაძენად გამოცხადებული ტენდერების ჩატარება ვერ უზრუნველყო.
მისივე ინფორმაციით, იმ კომპანიების წარმომავლობის დადგენის მიზნით, რომელთაგანაც ბავშვებისათვის საჭირო კვების პროდუქტების შეძენა ხდება, ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ინფორმაციას უახლოეს მომავალში გამოითხოვს. 
სევდია უგრეხელიძის განცხადებას საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს. 

თბილისი საბჭოთა არქიტექტურითაა დამახინჯებული, - სევდია უგრეხელიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 01 მაისი 2015 23:14

"როცა მოდის ახალი ეპოქა შენდება  მრავასართულიანი სახლები, მაგრამ ცხადია ქალაქის ძველ ნაწილში ასეთი შენობები არ უნდა შენდებოდეს.  თბილისი მრავალსართულიანი სახლებით კი არაა დამახინჯებული არამედ, საბჭოთა არქიტექტურით, ე.წ.  ხრუშოვკებითა და ასანთის კოლოფებით", - განაცხადა „სთარვიზიის“ ყოველკვირეულ თოქ-შოუში „აქტუალური თემა" საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ.

ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალთა დემონსტრირება, - სევდია უგრეხელიძე

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 01 მაისი 2015 22:48

„ქართული ოცნების ხელისუფლებას კრიზისი აქვს, თუმცა  მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები კრიზისიდან არ გამომდინარეობს, თორემ სპორტისა და გარემოს მინისტრების ნაცვლად ეკონომიკის გუნდს გამოცვლიდნენ.  მე ვფიქრობ, ეს არის ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ძალთა დმონსტრირება, შემოვა ხელახლა, იგივე შემადგენლობით და იგივე პრემიერს დაამტკიცებინებს თავის მორჩილ უმრავლესობას. ეს არის ძალის დემონსტრირება, რომ მას ძალუძს გარედან ყვლაფერი მართოს“, -  მთავრობაში მიმდინარე ცვლილებები  „სთარვიზიის“ ყოველკვირეულ თოქ-შოუში „აქტუალური თემა" საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრმა სევდია უგრეხელიძემ შეაფასა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური