სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 13 მარტი 2019 15:35
მგზავრთა და ფრენების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ (GCAA) დროებით შეაჩერა Boeing 737-8 MAX-ი და 737-9 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში. გადაწყვეტილება ძალაშია მიმდინარე წლის 13 მარტიდან. / ALL BOING 737-8  MAX AND 737-9 MAX AEROPLANES OPERATIONS ARE PROHIBITED IN GEORGIAN FIR. EFFECTIVE FROM 09:00 UTC; MARCH 13, 2019
 
სააგენტო (GCAA) თვალყურს ადევნებს ამერიკის ავიაციის ფედერალური ადმინისტრაციის (FAA) და ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) მიერ გამოშვებულ უსაფრთხოების მითითებებს და დირექტივებს. Boeing 737 MAX-ის ფრენები საქართველოს საჰაერო სივრცეში იზღუდება დროებით, სანამ საერთაშორისო საავიაციო ორგანიზაციებს, საავიაციო შემთხვევის მოკვლევის ორგანოებს, შესაბამის საავიაციო ხელისუფლებებს და მწარმოებელ კომპანიას არ ექნებათ უფრო მეტი ინფორმაცია და მოკვლევის პირველადი შედეგები ეთიოპიაში მომხდარი  ავიაკატასტროფის გამომწვევი მიზეზების შესახებ.
 
აქვე ინფორმაციისთვის გაცნობებთ, რომ  საქართველოს სამოქალაქო საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში Boeing 737 MAX ტიპის საჰაერო ხომალდი არ ირიცხება. დროებითი შეზღუდვა საჰაერო მიმოსვლაზე მნიშვნელოვან გავლენას არ იქონიებს.
 
სამოქალაქო ავიაციის სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას ეთიოპიის ავიახაზების  კუთვნილი თვითმფრინავზე მომხდარი ავიაკატასტროფის გამო (რეისი ET302), უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს, საჰაერო ხომალდის ოპერატორ ავიაკომპანიას და შესაბამის საავიაციო ხელისუფლებას.
 
დამატებითი ინფორმაცია: ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტოს (EASA) საჰაერო ხომალდების საფრენად ვარგისობის დირექტივა https://ad.easa.europa.eu/ad/2019-0051-E

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევას ნატოს რადარებიც ადასტურებენ

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 10:33

რუსეთის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის კიდევ ერთხელ დარღვევის ფაქტს ნატოს რადარებიც ადასტურებენ. შესაბამისი მასალები კი რუსეთის საგარეო უწყებას უკვე გადაეცა.ინფორმაციას თურქეთის მთავრობა ავრცელებს . 

თურქეთის პრემიერის, აჰმეტ დავუთოღლუს განცხადებით, ოფიციალურ მოსკოვს მსგავსი ინციდენტის მიმალვა არ გამოუვა.

რუსეთის ხელისუფლებამ სუ–34 რეაქტიული თვითმფრინავის მიერ თურქეთის სივრცის გადაკვეთის ფაქტი უარყო და ბრალდებას მოსკოვის წინააღმდეგ აგორებული მორიგი პროპაგანდა უწოდა.

საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევის ფაქტი ცნობილი გასული კვირის პარასკევს გახდა.

ფინეთის საჰაერო სივრცე ამოუცნობმა ვერტმფრენმა დაარღვია

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 12:25

ფინეთის საჰაერო სივრცე ამოუცნობმა ვერტმფრენმა  რუსეთის მხრიდან დაარღვია. ამ ინფორმაციას ფინეთის სასაზღვრო სამსახური ავრცელებს. უწყებაში ამტკიცებენ, რომ ვერტმფრენმა არაკანონიერად გადაკვეთა რუსეთ-ფინეთის საზღვარი, ადგილობრივი დროით, 10 საათსა და 11 წუთზე. 

სასაზღვრო სამსახურში ამბობენ, რომ ეკიპაჟის წევრებთან დაკავშირება სცადეს, თუმცა ისინი ფინელ მესაზღვრეებთაან კონტაქტზე არ გავიდნენ. ორი გაფრთხილების შემდეგ კი ვერტმფრენმა ფინეთის საჰაერო სივრცე დატოვა. 

უწყების ინფორმაციით, ვერტმფრენი ფინეთის ტერიტორიაზე 6 წუთის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ფაქტთან დაკავშირებით უკვე დაიწყო გამოძიება. 

რუსეთის მიერ საქართველოს საჰაერო სივრცის დარღვევაზე,საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 11 დეკემბერი 2015 10:15

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო რუსეთის მიერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებადი საჰაერო სივრცის დარღვევას პროვოკაციულ აქტად აფასებს. აღნიშნულთან დაკავშირებით საგარეო უწყებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ აღნიშნული ფაქტი ორი დღის განმავლობაში ორჯერ დაფიქსირდა. 
"2015 წლის 9 დეკემბერს, დაახლოებით 18:48 საათზე, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის რაიონის სოფლებში კოშკასა და გუგუტიანთკარში განლაგებულ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შსს) საგუშაგოებს.
2015 წლის 10 დეკემბერს, დაახლოებით 12:48 საათზე, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში უკანონოდ განლაგებულმა რუსულმა Ми-8 ტიპის ვერტმფრენმა, დაარღვია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი საჰაერო სივრცე და გადაუფრინა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მერეთის ტერიტორიაზე განლაგებულ შსს პოლიციის შენობას. 
სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ განხორციელებული ეს პროვოკაციული აქტი, წარმოადგენს მორიგ დადასტურებას, რომ რუსეთის ფედერაცია არაფრად მიიჩნევს საერთაშორისო სამართლის ფუძემდებლურ ნორმებისა და პრინციპების დარღვევას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ვალდებულებები, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების პირობები", - ნათქვამია განცხადებაში. 

საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის დაუცველი-თინა ხიდაშელი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 29 ნოემბერი 2015 10:45
საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი მიიჩნევს, რომ საქართველოს საჰაერო სივრცე არ არის იმაზე დაუცველი, ვიდრე სხვა რომელიმე ქვეყნის, ,
მისი თქმით, მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად აგდებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს.
“ერთია, როდესაც დაცული გაქვს საჰაერო სივრცე და მსოფლიოში არსებობს წესები, რომლითაც ქვეყნები მოქმედებენ, მეორეა, როდესაც საჰაერო სივრცე დაცული გაქვს, მაგრამ მსოფლიოში არსებობენ ქვეყნები, რომლებიც არაფრად აგდებენ მსოფლიო წესრიგს და საერთაშორისო სამართლის ნორმებს”, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა და იქვე დასძინა:
“არიან ქვეყნები, რომლებსაც აქვთ იმის შესაძლებლობა, რომ გადადგან საპასუხო ნაბიჯები და არიან ქვეყნები, რომლებიც არ დგამენ საპასუხო ნაბიჯებს. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ თურქეთი და ბალტიისპირეთი. ორივეგან თანაბრად, ბალტიისპირეთში შეიძლება კიდევ უფრო მეტად, ხდება საჰაერო სივრცის დარღვევა, მაგრამ ყველა ქვეყანა საბედნიეროდ პასუხისმგებლობით ეკიდება შექმნილ ვითარებას”.

თურქეთი ბოდიშის მოხდას არ აპირებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 27 ნოემბერი 2015 13:01

თურქეთი ბოდიშის მოხდას არ აპირებს - ვლადიმერ პუტინი კი შეშფოთებულია იმით რომ თურქულ მხარეს ეს ამ დრომდე არ გაუკთებია. 

როგორც მედიასთან საუბრის  დროს რეჯებ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა, ბოდიში მან უნდა მოიხადოს, ვინც საჰაერო სივრცე დაარღვია.  

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ, მან პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტმა მის ზარს არ უპასუხა. ერდორანის განცხადებით, თურქ სამხედროებს რომ სცოდნოდათ,  ეს  რუსული თვითმფრინავი იყო,  სხვაგვარად მოიქცეოდნენ. 

ასევე ცნობილი გახდა, რომ თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი დაიბარეს, რომელსაც, სავარაუდოდ, ბოლოდროინდელ მოვლენებთან 

რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ საქმეში ძალიან ბევრი რამ გარკვევას საჭიროებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 26 ნოემბერი 2015 15:22

ჩინეთი დიდი ყურადღებით აკვირდება რუსულ თვითმფრინავთან დაკავშირებულ ინციდენტს და მიჩნია, რომ ამ საქმეში ძალიან ბევრი რამ გარკვევას საჭიროებს. ამის შესახებ დღეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ხუნ ლეიმ განაცხადა.
როგორც საინფორმაციო სააგენტო „სინხუა“ იტყობინება, ჩინეთი მხარს უჭერს მსოფლიო თანამეგობრობის ძალისხმევას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საქმეში და მოუწოდებს ყველა მხარეს გააძლიერონ კონტაქტები და კოორდინაცია.
შეგახსენებთ, რომ თურქულმა F-16-მა რუსულ სუ-24-ს სირია-თურქეთის საზღვარზე „ჰაერ-ჰაერის“ ტიპის რაკეტა ესროლა. წინასწარი მონაცემებით, რუსულმა ბომბდამშენმა თურქეთის საჰაერო სივრცე დაარღვია. საზღვართან მიახლოებისას თურქულმა მხარემ სამხედრო თვითმფრინავი რამდენჯერმე გააფრთხილა, თუმცა გაფრთხილებას ეკიპაჟის რეაგირება არ მოყოლია. რუსმა მფრინავებმა F-16-ის იერიშის შემდეგ კატაპულტირება მოახერხეს, თუმცა ერთი მათგანი ჰაერშივე დაიღუპა.

თურქულმა F-16-მა რუსულ სუ-24-ს სირია-თურქეთის საზღვარზე ესროლა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
სამშაბათი, 24 ნოემბერი 2015 17:46

თურქულმა F-16-მა რუსულ სუ-24-ს სირია-თურქეთის საზღვარზე ესროლა, როგორც ევრონიუსი თურქ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს რუსულმა გამანადგურებელმა თურქეთის საჰაერო სივრცე დღის პირველ ნახევარში დაარღვია. საზღვართან მიახლოებისას თურქულმა მხარემ სამხედრო თვითმფრინავი რამდენჯერმე გააფრთხილა ,თუმცა გაფრთხილებას ეკიპაჟის რეაგირება არ მოყოლია ,CNN-ის ცნობით კი რუსმა პილოტებმა თურქეთის იერიშის შემდეგ კატაპულტირება მოახერხეს მათგან ერთი სავარაუდოდ დაღუპულია. შეგახსენებთ შემთხვევა თურქეთის საზღვართან ახლოს ქალაქ ლათაქიასთან მოხდა. 

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირი კავშირი დაამყარა თურქ პარტნიორებთან

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ხუთშაბათი, 08 ოქტომბერი 2015 13:19

რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ პირდაპირი კავშირი დაამყარა თურქ პარტნიორებთან, რათა თურქეთ-სირიის საზღვრის მახლობლად უზრუნველყოფილი იქნას  რუსეთის ჯარების მოქმედების უსაფრთხოება და რათა გამოირიცხოს რაიმე ინცინდენტები თურქეთის საჰაერო და სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას. ამის შესახებ დღეს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ განაცხადა.
საინფორმაციო სააგენტო „სინხუას“ ცნობით, აღნიშნული განცხადება ს. შოიგუმ სოჭში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.
„ჩვენ პირდაპირი კონტაქტი დავამყარეთ თურქეთის არმიის სარდლობის ცენტრალურ პუნქტსა და რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მთავარ სამმართველოს შორის. მხარეებს შორის მჭიდრო კონტაქტი საშუალებას მოგვცემს გამოვრიცხოთ ყველანაირი ინცინდენტი თურქეთის საჰაერო და სახმელეთო საზღვრის გადაკვეთისას", - აღნიშნა ს. შოიგუმ.
შეგახსენებთ, რომ სირიაში მყოფმა რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა თურქეთის საჰაერო სივრცე რამოდენიმეჯერ დაარღვიეს. ინციდენტის გამო, ოფიციალურმა ანკარამ რუსეთიდან ელჩი გამოიწვია. თურქეთის პრემიერის აჰმედ დავითოღლუს თქმით, შეიარაღებული ძალები საპასუხო ზომებს მიიღებს, თუ ფაქტი კიდევ განმეორდა.
რამდენიმე წამით საჰაერო სივრცის დარღვევას ადასტურებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო და მას უამინდობით ხსნის.
„დღეს რუსეთისგან მივიღეთ განმარტება, რომ ეს შეცდომა იყო, ისინი პატივს სცემენ თურქეთის საზღვრებს და ეს ფაქტი აღარ განმეორდება,” - განაცხადა აჰმედ დავითოღლუმ.


რუსეთის მხრიდან თურქეთის საჰაერო სივრცის ახალი დარღვევა

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 07 ოქტომბერი 2015 08:14
რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების MIG-29 ტიპის ერთმა თვითმფრინავმა 4 წუთის განმავლობაში შეავიწროვა თურქული F-16 ტიპის თვითმფრინავი. ამის შესახებ TRT-ქართული წერს. თურქეთის გენერალური შტაბის მიერ გავრცელებული განცხადებით, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების MIG-29- ტიპის ერთმა თვითმფრინავმა 4 წუთის განმავლობაში შეავიწროვა თურქული F-16 ტიპის თვითმფრინავი. ამავდროულად, მოსკოვის მხრიდან, ინციდენტთან დაკავშირებით გავრცელებულ განცხადებაში აღინიშნა, რომ იმისთვის რათა მცდარად არ იქნეს გაგებული მომხდარი, მზად ვართ თურქულ მხარესთან შეხვედრებისთვის.
გვერდი 1/ 2-დან

პოპულარული

« მარტი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური