"აქტუალური თემა"-ანონსი

გამოქვეყნებულია ანონსი
პარასკევი, 16 სექტემბერი 2016 18:44

შესთავაზა თუ არა დავით უსუფაშვილს ბიძინა ივანიშვილმა პრემიერ-მინისტრობა და რა ინფორმაციის გახმოვანებას აპირებენ რესპუბლიკელები? დაპირისპირება ექსპრემიერსა და რესპუბლიკელებს შორის გრძელდება. "აქტუალური თემის" ტუმარი იქნება რესპუბლიკური პარტიის წევრი, პარლამენტარი თამარ კორძაია.
გრძელდება თუ არა ისევ თავლთალი და მიყურადება, ვინ დგას ბურჭულაძე-გვარამიას ფარული ჩანაწერების უკან და რატომ ტოვებენ ბურჭულაძის პარტიას მისი ახლა უკვე  ყოფილი თანააგუნდელები. "აქტუალური თემის" შეკითხვებს „ბუჭულაძე- სახლემწიფო ხალხისთვის“ პარტიის წევრი. გიორგი პაპავა და პარტიის ერთ- ერთი ყოფილი ლიდერი, გიორგი რუხაძე უპასუხებენ.
უყურეთ "სტარვიზიაზე" და უსმიენთ რადიო სტარეფემზე, დღეს 16 სექტემბერს, 21 საათსა და 30 წუთზე. 

„სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არ ეხება ბატონი მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს“ - დავით ჯანდიერი (ვიდეო)

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
შაბათი, 18 ივნისი 2016 12:24

„რეალურად, გადაწყვეტილება, რომელიც არის გამოტანილი, არ ეხება ბატონი მერაბიშვილის ბრალეულობის საკითხს. ეს კონკრეტული გადაწყვეტილება უკავშირდება წინასწარი პატიმრობის საკითხს მანამ, სანამ იქნებოდა გამოტანილი განაჩენი მის მიმართ. სტრასბურგის სასამართლომ აღნიშნა, რომ წინასწარი პატიმრობის 8 თვიანი პერიოდი, რომელიც მას ჰქონდა შეფარდებული, იყო შესაბამისობაში ევროპულ კონვენციასთან და დადგენილ სტანდარტებთან. სტრასბურგის სასამართლომ ასევე იმსჯელა აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე და აღნიშნა, რომ სასამართლოს 22-25 მაისის განჩინებები, რითაც მას შეეფარდა პატიმრობა, მანამ სანამ განაჩენი იქნებოდა გამოტანილი, ასევე შესაბამისობაშია კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან, მე-5 მუხლთან, რომელიც იცავს პიროვნების თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლებას. თუმცა არის სხვა ეპიზოდი, რომელიც უკავშირდება ბატონი მერაბიშვილის წინასწარ პატიმრობას, რომელთა მიმართებაშიც ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა კონვენციასთან შეუსაბამობა. კერძოდ, ეს ეხება სექტემბრის შუამდგომლობას, როდესაც ის ითხოვდა წინასწარი პატიმრობიდან გათავისუფლებას. ამ შუამდგომლობის თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლო შემოიფარგლა მხოლოდ ერთი წინადადებით და არ დაასაბუთა, რის გამო ეუბნებოდა უარს. ამიტომ სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლების დარღვევა მერაბიშვილთან მიმართებაში ამ ეპიზოდში. ანუ მე-5 მუხლის პირველი ნაწილი კონვენციასთან შესაბამისად იქნა მიჩნეული, ხოლო მე-3 ნაწილი იყო კონვენციასთან შეუსაბამო.“ - განაცხადა  პოლიტიკური გაერთიანება „სახელმწიფო ხალხისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ჯანდიერმა „სტარვიზიის“ ეთერში. უყურეთ „სტარვიზიაზე“ და უსმინეთ რადიო star fm-ზე, „აქტუალური თემის“ შეკითხვებს დავით ჯანდიერი პასუხობს.

მერაბ მეტრეველი ბურჭულაძის პარტიის წევრი გახდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ორშაბათი, 16 მაისი 2016 12:53

მოძრაობა „სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ პარტიის ახალ წევრ, ჟურნალისტი მერაბ მეტრეველი წარადგინა. 

„პოლიტიკაში მოსვლის სურვილი შეიძლება ადრეც გასჩენია, აქამდე თავს ვიკავებდი, რომ ისეთი ძალა, ვისთანაც შეიძლება მისულიყავი, შენი იდეები განგეხორციელებინა, არ იყო. როცა გამოჩნდა პაატა ბურჭულაძის მოძრაობა და მივიღე შემოთავაზება, გადაწყვეტილების მირება უფრო გამარტივდა,“- განაცხადა მერაბ მეტრეველმა. 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივნისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
          1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური