საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება საარჩევნო პოლიტიკური კრიზისის მოლაპარაკებების გზით წარმართვის აუცილებლობაზე
საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს როგორც მმართველ, ასევე, არჩევნებში მონაწილე ოპოზიციურ პარტიებს, დაუყოვნებლივ დაიწყონ მოლაპარაკებები საარჩევნო დარღვევების გამო შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის ძიების მიზნით. ამის შესახებ "ნიუს დეი საქართველოს" სახალხო დამცველის აპარატიდან შეატყობინეს.
საქართველოს სახალხო დამცველის, როგორც ქვეყანაში საარჩევნო უფლების დაცვაზე ზედამხედველობის განმახორციელებელი კონსტიტუციური ორგანოს, შეფასებით, 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებზე ძალადობრივი ინციდენტების, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების, ასევე, არჩევნების დღეს ამომრჩევლების ნების კონტროლის, დამკვირვებლებზე და მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმის პარალელურად, განსაკუთრებული პრობლემებით გამოირჩეოდა შედეგების შეჯამებისა და ხმის დათვლის პროცესი. სამწუხაროდ, შემაჯამებელ ოქმებში არსებულ არსებითი ხასიათის დარღვევებს საარჩევნო კომისიებმა საჩივრების განხილვის პროცესში სათანადო პასუხები ვერ გასცეს, რამაც საარჩევნო პროცესის მიმართ უნდობლობა და საზოგადოებრივი პროტესტი კიდევ უფრო გააღრმავა.
2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნებში გამოვლენილი ხარვეზების შედეგად ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისი შეიქმნა. სიტუაციას ამძაფრებს გლობალური პანდემიის გამო საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა და ეკონომიკური კრიზისი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ყველა საარჩევნო სუბიექტის მონაწილეობით მოლაპარაკებების წარმართვა საერთო სამართლებრივ და პოლიტიკურ გამოსავალზე შეთანხმების მიზნით. აუცილებელია გზების გამონახვა, რათა შესაძლებელი გახდეს სადავო საარჩევნო უბნების შედეგების მაქსიმალური გამჭვირვალობით გადათვლა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების უზრუნველყოფა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ სახელისუფლებო და ოპოზიციურ პარტიებს, უსწრაფესად დაიწყონ მოლაპარაკებები კრიზისიდან გამოსვლის გზების ძიების მიზნით. დროულად გამოიძებნოს და შეთანხმდნენ შესაბამის ფორმატზე, რა დროსაც, უზრუნველყოფილი უნდა იყოს საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების, ასევე, დამოუკიდებელი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მონაწილეობა პროცესების დაკვირვებისა და ფასილიტაციის მიზნით.
ცესკოს თავმჯდომარე სახალხო დამცველს შეხვდა
რა დააშავეს შშმ პირებმა? - ქართველი მწერლის ემოციური წერილი სახალხო დამცველს
ახალ სახალხო დამცველს, ნინო ლომჯარიას, მწერალი ირაკლი ლომოური ღია წერისლ წერს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
ღია წერილი ახალ ომბუდსმენს, ქალბატონ ნინო ლომჯარიას
გილოცავთ საქართველოს სახალხო დამცველის ერთობ საპატიო თანამდებობაზე არჩევას!
ერთ გარემოებაზე მსურს თქვენი ყურადღება გავამახვილო. არცთუ დიდი ხნის წინათ რადიოში ყური მოვკარი საუბარს - სოციალური უზრუველყოფის სამსახურის ვიღაც მაღალჩინოსანს (სამწუხაროდ, არც სახელი ვიცი, არც გვარი და არც თანამდებობა, თუმცა ამას პრინციპული მნიშვნელობა არ აქვს) ჟურნალისტი კითხვებს უსვამდა.
კითხვაზე, თუ რატომ არ ეზრდებათ შშმ პირებს პენსია, მავანმა მოხელემ შემდეგი პასუხი გასცა: სახელმწიფო ბიუჯეტს საიმისო ფული არ ჰყოფნის, ყველას რომ გაუზარდოს, მაგრამ თუ გამოჩნდება დამატებითი თანხები, მათაც აუცილებლად გაეზრდებათო.
მე თავად მეორე ჯგუფის ინვალიდი ვარ. პენსია მაქვს 100 ლარი. ანუ ვადასტურებ, რომ ინვალიდების პენსია მართლაც არ იზრდება (ასაკით პენსიონერებს უკვე 160 ლარი აქვთ, თუ არ ვცდები). ამ პასუხის მოსმენისას მომინდა დამერეკა რადიოში და რამდენიმე კითხვა დამესვა: თუ სახელმწიფოს ფინანსები არ ჰყოფნის, მაგრამ ესმის, რომ პენსია გასაზრდელია, მაშინ ყველა სახის პენსიონერს ერთნაირად რატომ არ უზრდის? რა დააშავეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა? რა, მეორე კატეგორიის მოქალაქეები არიან? ავადმყოფ, დაინვალიდებულ ადამიანზე სახელმწიფო უფრო მეტად არ უნდა ზრუნავდეს სულაც? ეს რა უსამართლობაა, რა დისკრიმინაცია? რითია განპირობებული ასეთი დამოკიდებულება? იმით, რომ შშმ პირები შედარებით ცოტანი არიან რაოდენობრივად ასაკით შშმ პირებზე? თანაც საკუთარი უფლებების დაცვისა და სოციალური აქტივობის თავი, როგორც წესი, არ აქვთ? ანუ რა, სახელმწიფომ „დაბალი ღობე“ ნახა? შშმ პირების ხარჯზე ზოგავს ფულს? კონცერტების მოსაწყობად ხომ პოულობს თანხებს, როცა მოესურვება?.. და ა.შ.
მინდოდა დამერეკა, მაგრამ არ დავრეკე. მერე დროდადრო ჩემს თავს ვეუბნებოდი, ამის შესახებ უნდა დავწერო-მეთქი, მაგრამ დღემდე არაფერი დამიწერია. შესაძლოა, დამეზარა, თანაც საზოგადოებრივად აქტიური მაინცდამაინც არ ვარ, - ვზივარ ჩემთვის და ვწერ რაღაცას, ან ვთარგმნი (სამსახური არ გამაჩნია). შესაძლოა, კიდევ იმიტომ არ დავრეკე, რომ ვიფიქრე, იტყვიან, საკუთარ თავზე ზრუნავსო ეგოისტურად... ანდა იმიტომ, რომ არ მჯერა, ჩვენს ბიუროკრატულ აპარატს აქვს უნარი, ადამიანებზე ადამიანურად იზრუნოს... მაგრამ მთელი ეს ხანი თანაც სინდისი მქენჯნიდა, ხმას რომ არ ვიღებდი... მადლობა ღმერთს, არ მშია და არ მცივა, მაგრამ რამდენი ინვალიდი პენსიონერია, რომელსაც მიზერული პენსიის გარდა მართლა არაფერი არ გააჩნია? ამ საკითზე ჩემი მხრიდან ხმის არამოღება უფრო დიდი ეგოიზმი არ გამოდის?..
ამ დილას საინფორმაციო გამოშვებაში მოვისმინე, რომ სამუშაოს შეუდექით და თქვენი ერთ-ერთი პრიორიტეტი სოციალურად დაუცველი ადამიანების უფლებების დაცვა იქნება. ღია წერილის დაწერა სწორედ ამან გადამაწყვეტინა.
გისურვებთ წარმატებებს! ღმერთმა ხელი მოგიმართოთ!
პატივისცემით,
ირაკლი ლომოური
ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის, - სახალხო დამცველი კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე
"როცა არ ხდება მსგავს ინციდენტებზე დროული რეაგირება, ფაქტობრივად ეს არის წახალისება მსგავსი დანაშაულის და ეს ნიშანი გამოიკვეთა ორივე შემთხვევაში. საზოგადოება პირდაპირ ეთერში ხედავდა კადრებს, როგორ ადევნებდა თვალყურს პოლიცია რიგ შემთხვევებში საკმაოდ მძიმე დანაშაულს," - კორცხელისა და ბათუმის ინციდენტებზე საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშშია საუბარი.
საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში
საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტთან, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ჯანლუკა ესპოზიტოსთან, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელ ალექსანდერ გესელთან, ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელ ხრისტოს ჯაკომოპულოსთან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხზე.
ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ, გააცნო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში უნდა აისახოს.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სახალხო დამცველმა საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, ისაუბრა პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებზე და გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ ხარვეზებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის და ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე.
სახალხო დამცველმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის შესახებ, ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მედია გარემოსა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.
სახალხო დამცველი 17 წლის გოგონას ქორწინების მიზნით გაიტაცების ინციდენტს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა, რომ მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში 17 წლის გოგონა სკოლის მიმდებარე ტერიტორიიდან ქორწინების მიზნით გაიტაცეს.
სახალხო დამცველის აპარატი პირველივე დღიდან ჩართულია და სწავლობს მომხდარ შემთხვევას. სახალხო დამცველის წარმომადგენელი შეხვდა და პირადად ესაუბრა გოგონასა და მისი ოჯახის წარმომადგენლებს. როგორც სამართალდამცავ უწყებებისათვის მიცემულ ჩვენებებში, ასევე სახალხო დამცველის წარმომადგენელთან გასაუბრებისას გოგონა ძალადობის ფაქტს უარყოფს.
აღსანიშნავია, რომ პოლიციას დღენახევარი დასჭირდა გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად. სახალხო დამცველმა გამოითხოვა ინფორმაცია პოლიციის მიერ გატარებულ ღონისძიებებსა და ქმედებებთან დაკავშირებით და დეტალურად შეისწავლის რამდენად ეფექტურად მოქმედებდა სამართალდამცავი უწყება აღნიშნული ფაქტის შეტყობინების მომენტიდან გოგონას ადგილსამყოფელის დასადგენად.
მიუხედავად იმისა, რომ გოგონა ძალადობას უარყოფს, სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო. ზოგადად, არასრულწლოვანთა ქორწინებას, განსაკუთრებით „მოტაცების“ კონტექსტის გათვალისწინებით, შესაძლოა პოტენციურად გავლენა ჰქონდეს ბავშვის ჯანმრთელი განვითარების, ძალადობისგან თავისუფალ გარემოში ცხოვრებისა და განათლების მიღების უფლებაზე.
განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამართალდამცავი უწყებების ეფექტური რეაგირება, რათა არ მოხდეს ამგვარი ქმედების ნორმალიზება საზოგადოებაში. სახალხო დამცველი აქტიურად გააგრძელებს მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ თაქალოში სიტუაციის მონიტორინგს და შეისწავლის ადრეული ქორწინების ამ კონკრეტულ შემთხვევაზე სამართალდამცავი უწყებებისა და სოციალური სააგენტოს მუშაობის ეფექტიანობას.
სახალხო დამცველმა ქართულ-აფხაზურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა
„ლიკანისა“ და „კოკა–კოლის“ გადაჭრილი ბოთლების გამო ერთი პირი უკანონოდ დააკავეს"
საქართველოს სახალხო დამცველი გმობს სამართალდამცავი ორგანოების მიერ მოქალაქის უკანონო დაკავების ფაქტს, -ამაშან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ოფიციალური ვბებ-გვერდი განცხადებას ავრცელებს:
"23 თებერვლის დილის 5:42 საათზე სამართალდამცავებმა უსაფუძვლოდ და უკანონოდ დააკავეს მოქალაქე ა.კ., რომელიც ამ დრომდე არის თავისუფლებააღკვეთილი.
არაერთი მომართვის მიუხედავად, შესაძლო უკანონო დაკავების ფაქტებზე, რთულდებოდა და ხშირ შემთხვევაში შეუძლებელი იყო დაკავებულ პირთა მიმართ სამართალდამცავების მიერ განხორციელებული მნიშვნელოვანი კანონდარღვევების დადგენა. თუმცა, გუშინ, ღამის საათებში, მოქალაქის მომართვის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულის ადგილზე გამოცხადების შედეგად, ჩხრეკა–ამოღებისა და დაკავების პროცესის უშუალო მონიტორინგმა ცხადყო, რომ ადამიანის თავისუფლების უფლებაში უპრეცედენტო ინტენსივობის უხეში ჩარევა სრულიად უსაფუძვლოდ განხორციელდა.
მოქალაქე ა.კ.–ს დაკავების საფუძველი გახდა საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას სამართალდამცავი პირების მიერ ამოღებული კოკა–კოლასა ერთი გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, მასზე არსებული ნამწვით; „ლიკანის“ გადაჭრილი ხუფიანი ბოთლი, „კალკის ნაჭრით“ და 6 ცალი შპრიცი ხუფითა და ნემსებით. ამ ნივთების საფუძველზე დააკავეს ა.კ. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა–შენახვის ბრალდებით, რისთვისაც კანონი ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საყურადღებოა, რომ გადაუდებელი აუცილებლობის ფარგლებში ჩხრეკის საფუძველი იყო სავარაუდოდ ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა–შენახვა. თუმცა, ზემოხსენებული ნივთების გარდა, თავად ჩხრეკის ოქმის თანახმად, ცეცხლსასროლი იარაღი ან სხვა რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ვერ აღმოჩნდა.
დაკავების ოქმის მიხედვით, ა.კ.–ს დაკავების საფუძვლად მითითებულია: 1. პირს წაასწრეს დანაშაულის ჩადენისას ან ჩადენისთანავე; 2. პირზე, მასთან ან მის ტანსაცმელზე აღმოჩნდა ჩადენილი დანაშაულის აშკარა კვალი; 3. პირი შესაძლოა მიიმალოს.
არცერთი საფუძველი არ არსებობდა ა.კ.–ს დაკავებისას, რამდენადაც თავად ჩხრეკის ოქმების თანახმად, 1. როდესაც აკავებდნენ, არ ჩადიოდა დანაშაულს; 2. სახეზე არ იყო დანაშაულის აშკარა კვალი. აღმოჩენილი ბოთლები და შპრიცები არ წარმოადგენს დანაშაულის ჩადენის აშკარა კვალს. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც, ა) შპრიცები და ბოთლები იყო ცარიელი, ბ) არანაირი სხვა წინარე ინფორმაცია არ ამყარებდა ვარაუდს, რომ მას შესაძლოა, ჰქონოდა ნარკოტიკი. გ) მისი ჩხრეკა მიმდინარეობდა ცეცხლსასროლი იარაღის აღმოჩენის მიზნით, რაც ასევე არ იყო დასაბუთებული ვარაუდით გამყარებული – ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე მხოლოდ პოლიციელის გამოკითხვის ოქმი გახდა ჩხრეკის საფუძველი; 3. არ არსებობდა მიმალვის საფუძველი, რამდენადაც თავად დაკავებისა და ჩხრეკის ოქმების თანახმად, ჩხრეკა მიმდინარეობდა მშვიდ ვითარებაში, იგი წინააღმდეგობას არ უწევდა პოლიციას, რასაც ასევე თავად შეესწრო სახალხო დამცველის წარმომადგენელი.
აქვე აღსანიშნავია, რომ ა.კ.–ს დაკავება სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესაძლებელი იქნებოდა ბოთლებზე და შპრიცებზე ექსპერტიზის ჩატარების შემდეგ, ნარკოტიკული საშუალების კვალის აღმოჩენის შემთხვევაში.
ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის და 2017 წლის გადაწყვეტილებებით პირისთვის თავისუფლების აღკვეთა მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით შეძენისა და შენახვის გამო არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. შესაბამისად, იმ შემთხვევაშიც კი, თუ ზემოხსენებული ბოთლები წარსულში გამოყენებული იყო აღნიშნული მიზნით, ა.კ.–ს დაკავება ერთმნიშვნელოვნად არღვევს კონსტიტუციას – წარმოადგენს პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უხეშ დარღვევას, შესაბამისად, პირი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს,"- აღნისნულია განცხადებაში.
საქართველოს პრეზიდენტი სახალხო დამცველს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სახალხო დამცველს უჩა ნანუაშვილს შეხვდა.
პრეზიდენტის სასახლეში გამართულ პირისპირ შეხვედრაზე სახალხო დამცველმა პრეზიდენტს ყოველწლიური ანგარიშის ძირითადი ასპექტები გააცნო, რომლის წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად პარლამენტში იგეგმება.
პრეზიდენტისა და სახალხო დამცველის საუბარი ასევე შეეხო ქვეყანაში ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილ ვითარებას, მართლმსაჯულების რეფორმას და ე.წ. ფარული მოსმენების შესახებ კანონპროექტს.
პატრიარქს დეკანოზ გიორგი მამალაძესთან შეხვედრა სურს
კათოლიკოს-პატრიარქს აქვს სურვილი შეხვდეს დეკანოზ გიორგი მამალაძეს. იმ პირობებში, როცა პროკურატურის წარმომადგენლების მხრიდან არა ერთი საჯარო განცხადება გაკეთდა, სამწუხაროდ, დაცვას საკუთარი არგუმენტების გაზიარების შესაძლებობა არ ეძლევა. ჩემი აზრით, ეს არის სერიოზული დარღვევა. - ამის შესახებ ჟურნალისტებს დღეს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა განუცხადა.
სახალხო დამცველი გუშინ პატრიარქს შეხვდა.