სომხური მხარე „საპარტნიორო ფონდს“ პანდემიის დროს გამოხატული თანადგომისთვის მადლობას უხდის

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 04 ივნისი 2020 12:22

„საპარტნიორო ფონდმა“ საქართველოში, მისი მხარდაჭერით შექმნილი სამედიცინო პირბადეების საწარმოს პირველი პროდუქცია - Faceguard-ი, მრავალწლიანი თამაშრომლობისა და მეგობრობის ნიშნადსომხეთის პრეზიდენტს, ჯანდაცვის მინისტრს, ასევე, სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს გაუგზავნა. როგორც "ნიუსდეი საქართველოს" "საპარტნიორო ფონდის" პრეს-სამსახურში განუცხადეს, სომხეთისთვის საქართველოში წარმოებული უმაღლესი ხარისხის დამცავშრიანი 4000 ცალი სამედიცინო პირბადის გადაცემა სომხეთში საქართველოს ელჩის დახმარებით განხორციელდა.  

სომხური მხარის განცხადებით, მსოფლიო პანდემიასთან კომპლექსური ბრძოლის ფარგლებში, ქართველი პარტნიორებისგან ეს ნაბიჯი დასაფასებელია და ისინი განსაკუთრებულ მადლობას თანადგომისთვის „საპარტნიორო ფონდს“ უხდიან. სომხეთის სახელმწიფო ინტერესების ფონდმა, რომელიც  „საპარტნიორო ფონდის“ ანალოგიურ სტრუქტურას წარმოადგენს სომხეთში, საქართველოდან გაგზავნილი დამცავშრიანი პირბადეები შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებების პერსონალს დაურიგა. 

„საპარტნიორო ფონდის“ მხარდაჭერით შექმნილი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სპეციალური დამცავშრიანი სამედიცინო დანიშნულების პირბადეების საწარმო „ნიუ ტექნოლოჯი იმპექსმა“ პროდუქციის - Faceguard-ის გამოშვება მიმდინარე კვირაში დაიწყო. ქარხანა, რომლის ანალოგი რეგიონში არ არსებობს, აწარმოებს პირბადეებს ე.წ. „Melt blown“ უმაღლესი ხარისხის ნედლეულით, რომელიც 99%-იან დაცვას უზრუნველყოფს. 

საწარმოს წარმადობა სრული დატვირთვისას თვეში 12 მილიონ პირბადეს შეადგენს. პროდუქცია განკუთვნილია, როგორც ადგილობრივი, ასევე - საექსპორტო ბაზრებისთვის.

მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების მონიტორინგი განხორციელდება

გამოქვეყნებულია სამართალი
პარასკევი, 12 მაისი 2017 11:43

მაღალი რისკის საწარმოებში შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის გიორგი გახარიასა და დავით სერგეენკოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა - 11 მაისს გამოიცა ორი მინისტრის ერთობლივი ბრძანება „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ“ (11.05.17; 1-1/200; 01-98/თ).

ეკონომიკისა და ჯანდაცვის მინისტრების მიერ ხელმოწერილი ერთობლივი ბრძანებით, იქმნება მონიტორინგის ჯგუფი, რომელშიც ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის სპეციალისტები შევლენ. „მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან, ასევე მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველ სამუშაო ადგილებზე, რომლებიც შეიცავს მომეტებულ რისკს ადამიანის სიცოცხლის და ჯანმრთელობისთვის, შრომის პირობების მონიტორინგისა და ობიექტის ტექნიკური ინსპექტირების მიზნით, შეიქმნას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი მონიტორინგის ჯგუფი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენელთა შემადგენლობით“ - აღნიშნულია ბრძანებაში.

ერთობლივი ბრძანების მიხედვით, მონიტორინგის ჯგუფში, მისი წევრების გარდა, შესაძლებელია მოწვეულ იქნენ სხვა პირებიც, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

როგორც ბრძანებაშია აღნიშნული, მონიტორინგის ჯგუფმა უნდა უზრუნველყოს დასაქმებულთა შრომის პირობების, ასევე სამუშაო ადგილების შეფასება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან და ტექნიკური ინსპექტირება ისეთ ობიექტებზე, სადაც არის მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, მომეტებული ტექნიკური საფრთხის შემცველი სამუშაო ადგილები და არსებობს მაღალი რისკი ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის.

შეგახსენებთ, რომ მონიტორინგის ჯგუფის შექმნის გადაწყვეტილება 11 მაისს „შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ კანონპროექტზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრაზე გადაწყდა, რომელსაც გიორგი გახარია და დავით სერგეენკო ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე ითქვა, დასკვნით ეტაპზეა ახალი კანონპროექტი შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, თუმცა, მის ამოქმედებამდე, მაღალი საჭიროებიდან გამომდინარე, მინისტრებმა გადაწყვეტილება მიიღეს მაღალი რისკის ობიექტებზე მომუშავე ადამიანების შრომის უსაფრთხოების პრევენციისთვის მონიტორინგის ჯგუფის შექმნის შესახებ.

 

 

 

 

თბილისში ახალი საფეიქრო საწარმო აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 მარტი 2017 11:41

ახალ საფეიქრო საწარმს შპს „ტიფლის ტექსტილი“ თბილისში, კაიროს ქუჩის N81-ში გახსნის. კომპანია საწარმოში 3 872 268 ლარის ინვესტიციის განახორციელებას და პირველ ეტაპზე 24 ადამიანს დასაქმდებას გეგმავს. წარმოების გაფართოვებასთან ერთად დასაქმებულთა რაოდენობაც გაიზრდება.

ახალი საწარმოს ასაშენებლად შპს „ტიფლის ტექსტილს“ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სამთავრობო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კაიროს ქუჩაზე 9 492 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში უკვე 231 პროექტია მხარდაჭერილია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 512.01 მლნ ლარს შეადგენს, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა - 280.35 მლნ ლარს, ხოლო დასაქმებულთა ჯამური რაოდენობა 10,311 ადამიანს.

არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელი საწარმო ქუთაისში

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 24 მარტი 2017 11:39

სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში შპს „ჯი–არ–სი“ ქუთაისში არაძვირფასი ლითონებისა და მათი ნაწარმის მწარმოებელ საწარმოს გახსნის. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ შპს „ჯი არ სი“-ს პირდაპირი მიყიდვით ქუთაისში, სულხან-საბას გამზირზე 5 852 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 1 ლარად გადასცა.

კომპანია უძრავ ქონებაზე 1 360 000 ლარის ინვესტიციის განახორციელებს და 40 ადამიანს დასაქმებას გეგმავს. საწარმოს მიერ წარმოებული პროდუქცია გათვლილია ადგილობრივი ბაზრისთვის. მოთუთიებული და მოთუთიებულ-შეღებილი 1 ტონა ნედლეულის სარეალიზაციო ფასი 2 150 ლარიდან-4 700 ლარამდე მერყეობს. შპს „ჯი–არ–სი“ „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის ერთ-ერთი პირველი ბენეფიციარია. კომპანიას რუსთავში, მშვიდობის ქუჩის მიმდებარე  ტერიტორიაზე უძრავი ქონება გადაეცა, სადაც სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო აშენდა.

საწარმო წარმატებით ახორციელებს სენდვიჩ-პანელებისა და დამათბუნებული პანელების წარმოებას. საწარმოს ბრუნვამ 2015 წელს 50 მლნ ლარი შეადგინა და ამ ეტაპზე დასაქმებულთა რაოდენობა 150 ადამიანს შეადგენს.

„აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ახალი საწარმოები გაიხსნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 11:14

პროგრამა „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში კიდევ ორი ახალი საწარმო შეიქმნება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, დიდ ლილოში ამოქმედდება სამშენებლო მასალების მწარმოებელი საწარმო, სადაც 3,5 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და სახელმწიფოსგან სიმბოლურ ფასად გადაეცემა 1 ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი. მეორე პროექტი არის მინისა და მინის ნაწარმის მწარმოებელი საწარმო, რომელშიც მილიონ ლარამდე ინვესტიცია განხორციელდება.
გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, მთავრობა ქვეყანაში წარმოების განვითარების ხელშესაწყობად მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს.

„მთავრობა დამწყებ ბიზნესს ეხმარება რამდენიმე მიმართულებით: სახელმწიფოს ხელში არსებული ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სესხის სუბსიდირება სტარტაპის, ანუ დაწყების პერიოდში 2 წლის განმავლობაში და კომერციულ ბანკებში მოთხოვნილი გირაოს ნახევრის უზრუნველყოფა," - განაცხადა პრემიერმა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, ცნობილი ქართველი დიზაინერი ზვიად ციკოლია საქართველოში ახალი საწარმოს გახსნას გეგმავს, რაც მთავრობის მხრიდან მხარდაჭერილი იქნება.
„მინდა მივესალმო იმ ინტერესს, რომელიც ბოლო დღეებში გამოთქვა მსოფლიოში ცნობილმა ქართველმა დიზაინერმა ზვიად ციკოლიამ, რომ ამ პროგრამის ფარგლებში შექმნას საწარმო საქართველოში. ჩვენ მზად ვართ, პროგრამის ფარგლებში, სრული თანადგომა გავუწიოთ ამ პროექტს, რათა მაქსიმალური სარგებელი მიიღოს ჩვენმა ქვეყანამ ჩვენი ნიჭიერი თანამოქალაქეებისგან, რომელებიც მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში წარმატებით მოღვაწეობენ," - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელი საწარმო შეიქმნება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 12:01

რუსთავში ბიტუმოვანი ნივთიერებების საწარმოს ასაშენებლად 2 342 904 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში სს „რუსთავოილს“ რუსთავში მდებარე 97621.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 6 შენობა-ნაგებობა გადასცა.

სს „რუსთავოილი“ აღნიშნულ უძრავ ქონებაზე მინერალური საწვავის, ნავთობისა და მათი გამოხდის პროდუქტების, ბიტუმოვანი ნივთიერებების მწარმოებელ საწარმოს ააშენებს. ახალი საწარმო წლის განმავლობაში 25 000 ტონა ნავთობის ბიტუმის წარმოებას შეძლებს და 40 სამუშაო ადგილს შექმნის.

 

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ დღეის მდგომარეობით 211 პროექტის მხარდაჭერია, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 249.21 მლნ ლარია, კომერციული ბანკების მიერ გაცემული  სესხების მოცულობა ჯამში 246.25 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ჯამურად 10369  ადამიანი დასაქმდება.

 

გარდაბანში ახალი პლასტმასის საწარმო აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 18 ნოემბერი 2016 11:45

პლასტმასის მწარმოებელ საწარმოს შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯია“ გარდაბანში ააშენებს. კომპანიას მარტყოფში ვაზიანის დასახლებაში, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 8816 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 7 შენობა-ნაგებობა გადაეცა.

საწარმოს ასაშენებლად შპს „ზ.ნ. ინოვაცია ჯორჯიას“ არანაკლებ 616 976 ლარის ინვესტიციას განახორციელებას გეგმავს. საწარმოში 35 ადამიანი დაასაქმდება და წელიწადში 3000 ტონა პლასტმასის და მისი ნაწარმის ნარჩენები გადამუშავდება.

 

პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დღეის მდგომარეობით 211 პროექტია მხარდაჭერილი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 249.21 მლნ ლარს შეადგენს. კომერციული ბანკების მიერ გაცემული  სესხების მოცულობა ჯამში 246.25 მლნ ლარია, ხოლო ჯამურად 10369  ადამიანი დასაქმდება.

 

პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების საწარმო შენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 15 ნოემბერი 2016 17:51

სამთავრობო პროგრამის „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში, შპს „ლიდერფუდი“ წარმოების გაფართოებას შეძლებს და 2017 წლის მარტში ქართულ ბაზარს ახალი, ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი ხორცპროდუქტების მწარმოებელი საწარმო შეემატება.

აღსანიშნავია, რომ საწარმო რომლის მშენებლობაც ამჟამად მიმდინარეობს, აღჭურვილი იქნება თანამედროვე საწარმოო დანადგარებით და მაღალ-ტექნოლოგიური შიდა ლაბორატორიით, სადაც ყოველდღიურ რეჟიმში მოხდება პროდუქტის ხარისხის შემოწმება და განვითარება. ამასთანავე, მნიშნელოვანია, რომ კომპანია იწყებს სურსათის უვნებლობის, მენეჯმენტის სისტემების შემუშავებასა და დანერგვას რაც გულისხმობს საერთაშორისო ხარისხის სტანდარტების, კერძოდ: FSSC 22000:2005 მიღებას, რომელიც აერთიანებს ISO 22000, ISO 22002.1, ISO 9001 სერტიფიკატებს.

კომპანიაში სადაც ამჟამად 400-მდე ადამიანია დასაქმებული, სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში დასაქმებულთა რიცხვი 700 ადამიანამდე გაიზრდება, ხოლო საწარმო, რომელიც მცხეთაში ეკოლოგიურად სუფთა გარემოში შენდება, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის რეგიონალურ განვითარებაში.

შპს „ლიდერფუდი“ პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში ფინანსური მხარდაჭერით, სარგებლობს, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი 2 წლის განმავლობაში პროცენტის თანადაფინანსებას მეწარმეობის განვითარების სააგენტო განახორციელებს, ხოლო აღნიშნული პროექტის ინვესტიციის ჯამური მოცულობა 5 000 000 დოლარს შეადგენს.

2014 წლის ივნისიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ახორციელებენ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილ ახალ სამთავრობო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“, რომლის  მიზანია საქართველოში მეწარმეობის განვითარება, მეწარმე-სუბიექტების მხარდაჭერა, ახალი საწარმოების შექმნის ხელშეწყობა, ამასთანავე კერძო სექტორის კონკურენტუნარიანობისა და საექსპორტო პოტენციალის ზრდა შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ხდება ფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის გამარტივება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფა და საკონსულტაციო მომსახურების გაწევა.

 

 

 

 

ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმო აშენდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 02 ნოემბერი 2016 17:30

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ ქუთაისში შავი ლითონის ჩამოსხმის საწარმოს მშენებლობის ნებართვა გასცა.

მეტალურგიული საწარმო ქუთაისში, „ჰუალინგის“ თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში შენდება და მას „ჰუალინგ ჯგუფში“ შემავალი კომპანია ააშენებს. ქარხანა დღე-ღამეში მაქსიმუმ 22 ტონა ლითონს აწარმოებს. კომპანიის განმარტებით, საწარმოში ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება და დასაქმებულთა 80%-ზე მეტი საქართველოს მოქალაქე იქნება.

 

ქარელში სოციალური საწარმო გაიხსნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 24 ოქტომბერი 2016 16:51

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის დაფინანსებით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბებნისში სოციალური საწარმო ამოქმედდა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პრეზენტაციას მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი დაესწრო.

პროექტს წმინდა თეოდორე ტირონის სახელობის სარეაბილიტაციო ცენტრი ახორციელებს. პროექტის ბენეფიციარები არიან ამავე ცენტრის 20 შშმ აღსაზრდელი და სოფელ ბებნისის მცხოვრები, სოციალურად დაუცველი 25 მოზარდი და ახალგაზრდა. 

პროექტის ფარგლებში სარეაბილიტაციო ცენტრის ბაზაზე დაფუძნდა ტრადიციული ხელობების შემსწავლელი საწარმო, სადაც 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ბენეფიციართათვის მინანქრის, გობელენის, თექის და ხის დამუშავების ტექნოლოგიების სწავლება. 

დაფინანსების ფარგლებში სახელოსნო აღიჭურვა იარაღ-დანადგარებითა და სხვა საჭირო მასალით (მინანქრის ღუმელი, გობელენის საქსოვი დაზგა, ხის გასაშალაშინებელი დაზგა და ხის საჭრელი წვრილი იარაღები).

ახალგაზრდები გადანაწილდნენ სხვადასხვა მიმართულებით სურვილისა და შესაძლებლობების მიხედვით. 

სამომავლოდ, საწარმოს ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები სარეაბილიტაციო ცენტრის მცირე მაღაზიაში გაიყიდება. დეკემბრის დასაწყისში კი ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდის წლის შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართება, სადაც ანგარიშის პარალელურად წლის განმავლობაში დაფინანსებული პროექტების ფარგლებში შექმნილი პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. 

გვერდი 1/ 3-დან

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« ოქტომბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური