შინაგან საქმეთა სამინისტრომ 55 მილიონი ლარის ღირებულების ნარკოტიკული საშუალებები გაანადგურა

გამოქვეყნებულია სამართალი
კვირა, 02 ივნისი 2019 11:33

შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად გაანადგურა. სისხლის სამართლის 737 საქმეზე სხვადასხვა დროს ნივთმტკიცებად ამოღებული, განადგურებული ნარკოტიკების ღირებულება ე.წ. „შავ ბაზარზე“, დაახლოებით, 55 მილიონი ლარია.

შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების საფუძველზე სამართალდამცველები ნარკოტიკულ და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, სასამართლოს შესაბამისი განაჩენის შემდეგ, სპეციალური მუდმივმოქმედი კომისიის თანდასწრებით ეტაპობრივად ანადგურებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაანადგურა საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა დროს ჩატარებული საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები: 178 კილო და 667 გრამი ჰეროინი, 2088 აბი „სუბუტექსი“, „კოდეინის“ შემცველი 590 აბი, 38.471 გრამი მეტადონი, 525 აბი და 18.21 გრამი „მდმა“, 170 აბი „ტრამადოლი“, ასევე, დიდი ოდენობით სხვადასხვა დასახელების ნარკოტიკული საშუალება, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები.

ნარკოტიკები ახალი ტექნოლოგიით, შესაბამისი გარემოსდაცვითი სტანდარტებისა მაღალტემპერატურულ ღუმელში განადგურდა. ნარკოტიკული საშუალებების განადგურების პროცესს, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად, სხვადასხვა სამინისტროს და უწყების წარმომადგენლებიც დაესწრნენ.

PSP-ში დიაბეტის სამკურნალო საშუალებები გაიაფდა

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ორშაბათი, 13 აგვისტო 2018 10:50

13 აგვისტოდან PSP-ში მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები გაიაფდა. ინიციატივა, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, მთელს მოსახლეობაზე აისახება.  მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო საშუალებებზე მომხმარებელი PSP-ში მნიშვნელოვნად დაბალ ფასს მიიღებს. მეორე, იგივე ბ, ტიპის დიაბეტის შემთხვევაში მომხმარებელს მხოლოდ ტაბლეტები სჭირდება და არა ინსულინი.

„PSP მომხმარებელს ყოველთვის ყველაზე დაბალ ფასს სთავაზობს და შესაბამისად, მეორე ტიპის დიაბეტის სამკურნალო მედიკამენტები PSP-ს სააფთიაქო ქსელში ყოველთვის ყველაზე ხელმისაწვდომი იყო. 13 აგვისტოდან ეს მედიკამენტები კიდევ უფრო მეტად გაიაფდა. ყველაზე მოთხოვნად დიაბეტონს მომხმარებელი ჩვენთან უკვე 10 ლარად მიიღებს, ამარილი 2მგ - 3 ლარი ეღირება, ხოლო სიოფორის ფასი 5.82 ლარი იქნება. ჩვენს მომწოდებლებთან მუდმივი კომუნიკაციით ჩვენ მუდმივად ვცდილობთ მედიკამენტებზე ფასები შევამციროთ, რათა PSP-ს ქსელში არსებული ხარისხიანი მედიკამენტები ყველასათვის ხელმისაწვდომი იყოს,“ - აცხადებენ PSP-ში.

ყველაზე დაბალი ფასის გარდა მომხმარებელს ყოველ 10 ლარიან შენაძენზე PSP-ს წამახალისებელ გათამაშებაში ჩართვა შეუძლია. 4 ნოემბერს PSP-ს გათამაშებაში ერთგული მომხმარებლები 10 წლიან ხელფასს ყოველთვე 1000 ლარის ოდენობით, 25 000 ლარს და გარემონტებულ ბინას საბურთალოზე მოიგებენ.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« აგვისტო 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური