სერგეენკო საყოველთაო ჯანდაცვაზე ოპონენტების კრიტიკას პასუხობს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 03 დეკემბერი 2015 11:00

მთავრობის კანცელარიაში მინისტრთა კაბინეტის წევრები შეიკრიბნენ. სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებთან განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა. დავით სერგეენკო გამოეხმაურა ოპონენტების კრიტიკას, რომ საყოველთაო ჯანდაცვისთვის თანხები ბიუჯეტში არასაკმარისია.

„საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დამტკიცების პრეროგატივა პარლამენტს ეკუთვნის. პარლამენტში იქნება მსჯელობა წარდგენილ პროექტზე და მას ეკუთვნის პრეროგატივა, რომ დაამტკიცოს ამ ან სხვა სახით. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, მე არ დავიზარებ, რომ ყოველთვის გავაკეთო კომენტარი იმაზე, რაც წლის განმავლობაში ათეულობით გამიკეთებია ათეულობით გაჟღერებულ აპოკალიფსებზე, რომ საყოველთაო ჯანდაცვა დაიქცევა. წელიწადი მთავრდება და საზოგადოება ნათლად ხედავს, რომ ერთი დღითაც არ გვქონია პროექტის შეფერხება,“-განაცხადა დავით სერგეენკომ.

“საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით ბენეფიციართა დიდი ნაწილი კმაყოფილია“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 14:43

არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს სადაზღვევოინსტიტუტის“ ხელმძღვანელის, გიორგი გიგოლაშვილის თქმით,საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამით ბენეფიციართა დიდი ნაწილი კმაყოფილია.„წინა პროგრამებთან შედარებით, ეს პროგრამა უფრო გამართულად  მუშაობს, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულიადამიანებისათვის პროცედურული მხარეც გაუმჯობესებულია. მაგალითად, 4–6 თვე იყო ლოდინის პერიოდი გეგმიურ ოპერაციებზე,ახლა კი ეს დრო 2 თვემდეა შემცირებული“,-აღნიშნა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ გიორგი გიგოლაშვილმა.მისივე თქმით, რომ არა საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამა, ძალიან ბევრი ადამიანი ვერ შეძლებდა, თუნდაც გეგმიური ოპერაციების გაკეთებას, რადგან მათი ღირებულება რამდენიმე ასეული ლარიდან იწყება და 10 000 ლარს აჭარბებს.საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა 2013 წელს ამოქმედდა და, ბოლომონაცემებით, მოსახლეობის თითქმის 99,9 %-ია დაზღვეული.

საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებით,ჯანდაცვის მინისტრი განცხადებას ავრცელებს

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
ოთხშაბათი, 04 ნოემბერი 2015 16:51

საყოველთაო ჯანდაცვით სარგებლობა იმ პირებსაც შეეძლებათ, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე კორპორაციული დაზღვევა ჰქონდათ და ამის გამო აღნიშნულის შესაძლებლობა ახლა არ აქვთ. 
როგორც , ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, უკვე მიმდინარეობს მუშაობა იმასთან დაკავშირებით, რომ მთავრობის შესაბამის დადგენილებაში ცვლილება შევიდეს და საყოველთაო ჯანდაცვა ხელმისაწავდომი აღნიშნული კატეგორიის პირებისთვისაც გახდეს.
"არსებული მდგომარეობით, საყოველთაო ჯანდაცვა არ ვრცელდება პირებზე, რომლებსაც 2013 წლის 1-ელ ივლისამდე ჰქონდათ კორპორაციული დაზღვევა, ხოლო მათ, ვინც კორპორაციული დაზღვევა შემდგომში დაკარგა, მიეწოდება მხოლოდ მინიმალური პაკეტი. იმისთვის, რომ თავიდან ობიექტურად გავაკეთოთ გამიჯვნა ამ სერვისებით მოსარგებლეებისთვის, აუცილებლად გვჭირდება სადაზღვევო ინდუსტრიისგან დაზუსტებული მონაცემთა ბაზა, რომლის მიღება ძალიან გართულდა, თუმცა ბოლო დღეების ინფორმაციით, სადაზღვევო ინდუსტრია მზად არის იმისთვის, რომ მოგვაწოდოს ეს ბაზა. შესაბამისად უკვე ტექნიკური ხასიათის საკითხი დარჩება, თუ როგორ გავაკეთებთ ახალ გამიჯვნას, რომ ეს იყოს სამართლიანი. ამას კანონში ცვლილებები არ დასჭირდება. მთავრობის დადგენილებაში 2013 წლის 1-ელი ივლისის მაგივრად ჩაიწერება შესაბამისი ვადა, როდესაც მონაცემთა ბაზის დადარება დასრულდება", - განაცხადა დავით სერგეენკომ. 

ირაკლი სასანია: “ჯანდაცვის სფეროში ყველაზე წარმატებული საყოველთაო დაზღვევა იყო“

გამოქვეყნებულია ჯანდაცვა
სამშაბათი, 27 ოქტომბერი 2015 16:35

ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტის, ირაკლი სასანიას თქმით, ჯანდაცვის სფეროში განხორციელებულ პროგრამებს შორის ყველაზე წარმატებული ბოლო სამი  წლის მანძილზე საყოველთაო დაზღვევა იყო.

 „ვფიქრობ, რომ საყოველთაო დაზღვევამ ყველაზე მეტად გაამართლა, რადგან სამედიცინო მომსახურება ხელმისაწვდომი სოციალურად დაუცველი ადამიანებისათვისაც გახდა. ცალკე დაფასების საგანი გახლავთ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაც, რომლითაც ასევე უამრავმა ადამიანმა ისარგებლა და ბევრი მათგანი უკვე გამოჯანმრთელდა კიდეც“,- განაცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიასთან“ ინტერვიუში ირაკლი სასანიამ.

მისივე თქმით, ამ სამი წლის მანძილზე ჯანდაცვის სფეროში სერიოზული რეფორმები განხორციელდა. სხვა ქვეყნების გამოცდილებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის რეფორმებს, როგორც წესი, გაცილებით მეტი დრო სჭირდება ხოლმე.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, C ჰეპატიტის ელიმინაციის, საყოველთაო დაზღვევისა და გადაუდებელი, სასწრაფო დახმარების რეფორმირების პროგრამების შესახებ ანგარიში წარადგინა და ასევე, გამოჰყო ისეთი მიმართულებები, როგორებიცაა სასწრაფო დახმარების ავტოპარკის განახლება და ექიმების გადამზადების რეფორმა. მინისტრმა 20 სექტემბერს ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას, მთავრობის წევრებს, ექიმებს, მედიისა და საზოგადოების წარმომადგენლებს ამოქმედებული, დემოგრაფიული პროგრამის შესახებ მოუთხრო, რომლის თანახმადაც, ყოველ მესამე და მომდევნო ბავშვზე სახელმწიფო ყოველთვიურად, ორი წლის განმავლობაში 150 ლარს გამოჰყოფს, ხოლო, მთიან რეგიონებში-200 ლარს .

ბოლო სამი წლის განმავლობაში საქართველოს რეგიონებში 82 ახალი ამბულატორია აშენდა. გუდაურსა  და ხარაგაულში გადაუდებელი დახმარების ცენტრებმა დაიწყო ფუნქციონირება. სოფელ რუხში კი მრავალპროფილიანი საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა მიმდინარეობს.  

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« მარტი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31          

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური