კიბერუსაფრთხოება კერძო სტრუქტურებში (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 29 იანვარი 2016 17:29

ლიცენზირებული კომპიუტერული   პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ციფრულ სივრცეში  საავტორო უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, "რედისონ ბლუ ივერიაში“  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა და მაიქროსოფთ საქართველომ სამუშაო შეხვედრა გამართეს.

 

საქპატენტმა და მაიქროსოფთ საქართველომ სამუშაო შეხვედრა გამართეს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 15:23

ლიცენზირებული კომპიუტერული   პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვისა და ციფრულ სივრცეში  საავტორო უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით, "რედისონ ბლუ ივერიაში“  ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულმა ცენტრმა - საქპატენტმა და მაიქროსოფთ საქართველომ სამუშაო შეხვედრა გამართეს.      

პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები დაესწრნენ,  რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობები,  საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება კიბერ უსაფრთხოებასა და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებული ზომები, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივი მექანიზმები გააცნეს.  

 „ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა“ - ამ სლოგანით აღინიშნება  წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით  იწყებს  კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში.

საქართველოს მთავრობასა და Microsoft-სშორის სალიცენზიო შეთანხება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა.

საქპატენტი და Microsoft საქართველო - საავტორო უფლებების დასაცავად

გამოქვეყნებულია სამართალი
ოთხშაბათი, 27 იანვარი 2016 11:08

ამ წუთებში ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი და მაიქროსოფთ საქართველო სამუშაო შეხვედრას ციფრულ სივრცეში  საავტორო უფლებების დარღვევის საკითხთან დაკავშირებით,    ლიცენზირებული კომპიუტერული   პროდუქტების ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საკითხებზე მართავენ.  პირველ სამუშაო შეხვედრას აუდიტორული კომპანიების წარმომადგენლები ესწრებიან,  რომელთაც ლიცენზირებული პროდუქტის უპირატესობებს,  საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებას კიბერ უსაფრთხოებასა და ინტელექტუალური საკუთრების დასაცავად მიღებულ ზომებს, საქართველოში კომპიუტერული პროგრამების დაცვის სამართლებრივ მექანიზმებს გააცნობენ.  შეხვედრა "რედისონ ბლუ ივერიაში“ მიმდინარეობს.

 „ციფრული შემოქმედება: ტრანსფორმირებული კულტურა“ - ამ სლოგანით აღინიშნება  წელს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე. საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი - საქპატენტი, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღის წლევანდელ თემასთან დაკავშირებით  იწყებს  კამპანიას, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ბრძოლა მეკობრეობისა და საავტორო უფლებების დარღვევების წინააღმდეგ ციფრულ სივრცეში.

საქართველოს მთავრობასა და Microsoft-სშორის სალიცენზიო შეთანხება შარშან გაფორმდა, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო დაწესებულებები კომპანიის ლიცენზირებულ პროდუქციას გამოიყენებენ, რომლის მიზანია სამთავრობო უწყებების საინფორმაციო ტექნოლოგიების სისტემათა უსაფრთხოების და მასშტაბირების ეფექტური უზრუნველყოფა.

ისმო-ში საქართველოს სტატუსი შეეცვალა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი 2015 18:20

ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (ისმო) გენერალურ ასამბლეაზე საქართველოს დელეგაცია, როგორც ცენტრალური ევროპის და ბალტიის ქვეყნების რეგიონალური ჯგუფის (CEBS) წევრი, წესლ პირველად წარსდგა.

"საქართველოს განვითარების დასავლური გზა და ღირებულებები, ქვეყნის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრობა, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება, ევროპასთან ინტეგრაცია, როგორც საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის გრძელვადიანი სტრატეგიული პრიორიტეტი, ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი, ის გარემოებებია, რომელიც საფუძვლად დაედო საქართველოს გადაყვანას CEBS-ის ჯგუფში. საქპატენტის ხელმძღვანელობამ, 2014 წლიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით, დაიწყო აქტიური მუშაობა CEBS-ს ჯგუფში გადასვლასთან დაკავშირებით. ორმხრივი შეხვედრები და მოლაპარაკებები გაიმართა CEBS-ის ჯგუფში შემავალ ყველა სახელმწიფოს წარმომადგენლებთან. პროცესში, ასევე, ჩართული იყო ქ. ჟენევაში საქართველოს მისიის მუდმივი წარმომადგენლობა, რომელთან ერთობლივი მუშაობის შედეგად CEBS-ს ჯგუფში შემავალი ქვეყნების მიერ 2015 წლის 2 ოქტომბერს, სრული კონსესუსით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე, საქართველო გადაყვანილ იქნა აღნიშნულ რეგიონალურ ჯგუფში. ეს პლატფორმა საშუალებას მისცემს საქარველოს კიდევ უფრო აქტიურად გაგრძლედეს ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის ქვეყნების გამოცდილების გაზიარების პროცესი, რაც გაამარტივებს აქტიურ დიალოგს ევროკავშირში ინტეგრაციიასთან დაკავშირებულ საკითხებზე", - ნათქვამია ისმო-ს განცხადებაში.

ისმო გაერო-ს ერთ-ერთ ყველაზე ქმედითი და გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელიც განსაზღვრავს ინტელქტუალური საკუთრების მსოფლიო პოლიტიკას, უზრუნველყოფს ეფექტური და დაბალანსებული საერთაშორისო ინტელექტუალური საკუთრების სისტემის განვითარებას, ხელს უწყობს ინოვაციებისა და შემოქმედების განვითარებას. საქართველო ისმო-ში 1991 წელს გაწევრიანდა.

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« იანვარი 2021 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური