Visa-ს საქველმოქმედო ფონდი გამოყოფს გრანტს COVID-19-თან საბრძოლველად ცენტრალურ ევროპაში (მათ შორის, საქართველოში), ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში

გამოქვეყნებულია მსოფლიო
პარასკევი, 22 მაისი 2020 15:35

ფონდი დააფინანსებს წითელი ჯვრის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს

თბილისი, 2020 წლის 22 მაისი - Visa-ს საქველმოქმედო ფონდმა დღეს განაცხადა, რომ წითელ ჯვარს 1,6 მილიონი აშშ დოლარით დაეხმარება. გრანტის მიზანია,  ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთსა და აფრიკაში წითელი ჯვრის მიერ განხორციელებული COVID-19-თან საბრძოლველად მიმართული პროგრამების მხარდაჭერა. წითელი ჯვარი პანდემიის წინა ხაზზეა და კრიტიკულად მნიშვნელოვან მომსახურებას უწევს მოწყვლად ჯგუფებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის, კატასტროფებზე რეაგირებისა და დახმარების სერვისების საშუალებით.  

აღნიშნული გრანტი Visa-ს საქველმოქმედო ფონდის მიერ მანამდე გამოცხადებული 210 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის გლობალური დახმარების ვალდებულების ნაწილია. ამ თანხიდან 10 მილიონი აშშ დოლარი გამოყოფილია COVID-19-ის დაძლევის მხარდასაჭერად, არსებული პირველადი საჭიროებებისთვის, რაც მსოფლიოს მასშტაბით მომუშავე ორგანიზაციებს აქვთ. დანარჩენი 200 მილიონი აშშ დოლარი მცირე და მიკრო ბიზნესების გრძელვადიანი საჭიროებების  მხარდაჭერაზე იქნება ორიენტირებული მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში. მთლიანობაში, მხოლოდ წითელი ჯვრის პროგრამების მხარდასაჭერად COVID-19-ის წინააღმდეგ Visa-ს ფონდი 4,3 მილიონ აშშ დოლარს გამოყოფს.

„COVID-19-ის პანდემიის შედეგად მთელი მსოფლიო უპრეცედენტო გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, რომელმაც უზარმაზარი წნეხის ქვეშ მოაქცია საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და სხვა ძირითადი სერვისების მიმწოდებლები,“ - აღნიშნა ენდრიუ ტორემ, Visa-ს რეგიონულმა პრეზიდენტმა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის ქვეყნებში (CEMEA), - „ჩვენ უაღრესად მადლობელნი ვართ ყველა ჰუმანიტარული ორგანიზაციის დაუღალავი შრომისთვის და მოხარულნი ვართ, რომ Visa-ს ფონდის გრანტები მხარს დაუჭერს წითელი ჯვრის ძალისხმევას.“  

ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის რეგიონში COVID-19-მა დამატებითი გამოწვევები შეუქმნა ჯგუფებს, რომელთა უმეტესობა ისედაც განიცდიდა სიღარიბეს, დაუცველობას, კონფლიქტების ან კლიმატური ცვლილების შედეგებს. წითელი ჯვრისთვის გამოყოფილი გრანტი მიზნად ისახავს საჭირო დახმარების გაწევას რეგიონში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომსახურებების მიწოდების გასაგრძელებლად.  

„ჩვენ მადლობელნი ვართ იმ ძალისხმევისთვის, რომელსაც ჰუმანიტარული დახმარების ორგანიზაციები მიმართავენ მთელს მსოფლიოში COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული საზოგადოებების დასახმარებლად“, -  აღნიშნა გრეჰემ მაკმილანმა, Visa-ს ფონდის პრეზიდენტმა, - „Visa-ს ფონდი მოხარულია შესთავაზოს გრანტები ორგანიზაციებს, მათი კრიტიკულად მნიშვნელოვანი მისიის შესრულების მხარდასაჭერად, ამ რთულ და სახიფათო პერიოდში“. 

მომავალი 5-წლიანი პროგრამა, რომელიც 200 მილიონი აშშ დოლარის მოიცავს

ხელს შეუწყობს მცირე და მიკრო ბიზნესის განვითარებას, აქცენტს გააკეთებს ქალთა ეკონომიკურ წინსვლაზე, რადგან ორივე მიმართულება გადამწყვეტი მნიშვნელობისაა COVID-19 პანდემიით გამოწვეული შედეგების გრძელვადიანი ეკონომიკური აღმოფხვრისთვის. მოცემული ვალდებულება გულისხმობს Visa-ს ფონდის მიერ  მცირე და მიკრო ბიზნესისთვის გაწეული გრძელვადიანი მხარდაჭერის კიდევ უფრო გაფართოებას. ფონდის საგრანტო და საინვესტიციო სტრატეგიის შესახებ დამატებით ინფორმაციას უახლოესი თვეების განმავლობაში გაგიზიარებთ.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ: 

 

Visa-ს ფონდის შესახებ 

Visa-ს ფონდი მხარს უჭერს ინკლუზიურ ეკონომიკებს, სადაც ინდივიდებსა და ბიზნესებს განვითარებისა და კეთილდღეობის მიღწევის საშუალება ეძლევათ. გრანტების გამოყოფის და ინვესტირების გზით, ფონდი უპირატესობას ანიჭებს იმ მიკრო და მცირე ბიზნესების მდგრადობასა და განვითარებას, რომელთაგანაც სარგებლის მიღების საშუალება აქვთ ქალებს. ფონდი ასევე მხარს უჭერს უფრო ფართო საზოგადოების საჭიროებებსა და კატასტროფებზე რეაგირებას კრიზისულ პერიოდებში. Visa-ს ფონდი რეგისტრირებულია აშშ-ში, 501(c)3 კატეგორიის ორგანიზაციის ფორმით. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://usa.visa.com/about-visa/philanthropy/visa-foundation.html.

  

# # #

VisaInc.-ის შესახებ

მსოფლიოს მასშტაბით Visa Inc. (NYSE: V) ციფრული გადახდების სფეროში ლიდერ კომპანიას წარმოადგენსჩვენი მისიაა ინოვაციურიუსაფრთხო და საიმედო გადახდის 

ქსელის მეშვეობით ერთმანეთთან დავაკავშიროთ მსოფლიო -  რომელიც ინდივიდუალურ პირებსბიზნესსა და ეკონომიკას 

წარმატების მიღწევის საშუალებას აძლევსჩვენი დახვეწილი ქსელი - VisaNet  65,000-ზე მეტ ტრანზაქციას ამუშავებს 1 წამის განმავლობაშიკომპანიის მუდმივი აქცენტი ინოვაციებზეუზრუნველყოფს ქსელში 

ჩართულ მოწყობილობებზე დაფუძნებული კომერციის ზრდას

და უნაღდო მომავლის რეალიზების მამოძრავებელ ძალას - ყველგანდა ყველასთვისიმის გათვალისწინებითრომ მსოფლიო 

ანალოგურიდან ციფრულ ტექნოლოგიებზე გადადისVisa ცვლის  მომავალის კომერციის კონცეფციას თავისი ბრენდის, 

ხალხისპროდუქტების და ქსელის გამოყენებით.

დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ შემდეგ ვებგვერდებს: www.corporate.visa.comwww.visasoutheasteurope.comhttps://www.facebook.com/VisaGeorgiaGE

პრემიერ-მინისტრი საქველმოქმედო კონცერტს დაესწრო

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 10 იანვარი 2016 17:56

საქველმოქმედო კონცერტი მძიმე სენით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, - ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ნატვრის ხის" მიერ ორგანიზებულ საღამოს, მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
ღონისძიება თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, დედაქალაქის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მსოფლიო ვარსკვლავები - ტენორი ალესანდრო საფინა; ჩელისტი ანა რუცნერი; ვირტუოზი პიანისტი ოლივერ პული; სოფი ლორენის უფროსი ვაჟი - დირიჟორი კარლო პონტი, ასევე ნინო სურგულაძე, თბილისის ოპერის სიმფონიური ორკესტრი, აფხაზეთის კაპელა და ინსტრუმენტული ბენდი.
პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც ბავშვების სიცოცხლის გადარჩენაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა და ასევე სპონსორ კომპანიებს, რომლებმაც ქველმოქმედებისთვის მნიშვნელოვანი თანხა გაიღეს.
"დიდი იმედი მაქვს, ასეთი აქციები გაგრძელდება და მათში კიდევ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთვება, განსაკუთრებით ისეთი საამაყო ადამიანები, როგორიც არის ნინო სურგულაძე და სხვები. ჩვენ მართლაც ბევრი სასიქადულო თანამემამულე გვყავს, რომელოც დღეს უცხოეთში მოღვაწეობს და ასეთ კარგ საქმეებს აკეთებს", -განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
საქველმოქმედო კონცერტის მონაწილეებს, ერთი დღით ადრე, პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა და მათთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

საქართველოს სოფი ლორენის ვაჟი სტუმრობს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ოთხშაბათი, 06 იანვარი 2016 16:19

ცნობილი დირიჟორი, კარლო პონტი, საქართველოშია. სოფი ლორენის უფროსი ვაჟი თბილისში ნინო სურგულაძის საქველმოქმედო ფონდის მიერ დაგეგმილი კონცერტისთვის ჩამოვიდა.

კარლო პონტი საქველმოქმედო საღამოზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სიმფონიურ ორკესტრს უდირიჟორებს.

მსოფლიოში აღიარებული არტისტების მონაწილეობით კონცერტი 9 იანვარს თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება.

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამს დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 06 დეკემბერი 2015 11:47

ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა. შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება. საღამო ხანუქას დღესასწაულს (ებრაული, ტაძრის განახლების დღესასწაული) მიეძღვნა. ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია ოჯახთან ერთად დაესწრო.
საქველმოქმედო საღამოზე 200 ბილეთი გაიყიდა. ვახშამს ისრაელის დელაგეაციის წევრები, ქართველი და ებრაელი ბიზნესმენები, საქართველოს ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.
შემოსული თანხა საქართველო-ისრაელის ბიზნეს-პალატის ანგარიშზე აკუმულირდა, საიდანაც, ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად, დიმიტრი ცინცაძის ფონდში გადაირიცხება.
„ხანუქა გამარჯვების, სიახლის, განახლების სიმბოლოა და ამიტომაც, ჩვენ, საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატასთან ერთად, გადავწყვიტეთ, დღევანდელი ღონისძიება სწორედ ხანუქას დღესასწაულთან დაგვეკავშირებინა.
საქართველოსა და ისრაელს მრავალსაუკუნოვანი, მეგობრული ურთიერთობები აკავშირებს. ვფიქრობ, რამდენიმე თვის წინ, ჩემი ისრაელში ვიზიტისას ჩვენს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდა და მჭიდრო გახდა. ამჟამად ოთხი ერთობლივი პროექტი ხორციელდება, ჯამში 60 მლნ დოლარის ღირებულების. ვცდილობთ, მაქსიმალურად გამარტივდეს ურთიერთობები, შეიქმნას ხელსაყრელი ბიზნეს-გარემო.
მინდა, ცალსახად აღინიშნოს, რომ ისრაელთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები ჩვენი უდიდესი მონაპოვარია. ორ ქვეყანას შორის მრავალსაუკუნოვანი მეგობრობა კიდევ უფრო აქტიურ ფაზაში შედის და თბილისის მერია, თავის მხრივ, ყველაფერს გააკეთებს, რათა მომავალში ეს კავშირი გახდეს უფრო მტკიცე და ურყევი.
ასევე, მისასალმებელია, რომ დღევანდელი ღონისძიება საქველმოქმედო ხასიათს ატარებს. მოხარული ვარ, რომ ერთობლივი ძალებით ჩვენ ლეიკემიით დაავადებული ბავშვების დახმარებას შევძლებთ“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. საქველმოქმედო საღამო საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატა, ისრაელის სახლი, ისრაელის ქნესეთი, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი და თბილისის მერიის ორგანიზებით გაიმართა. სპეციალურად საქველმოქმედო საღამოსათვის თბილისში ისრაელის დელეგაცია, ქნესეთის ვიცე-სპიკერის ხილიკ ბარის ხელმძღვანელობით ჩამოვიდა.
საქველმოქმედო საღამოზე საუბარი მიმდინარე წელს საქართველო-ისრაელის ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და ერთობლივად განხორციელებულ პროექტებზე.
საქველმოქმედო ვახშამზე აინთო ხანუქას პირველი სანთელი. დღესასწაული საქართველოში მეთორმეტე წელია აღინიშნება.

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელი საქველმოქმედო ორგანიზაცია დააფინანსებს

გამოქვეყნებულია მსოფლიო
ოთხშაბათი, 02 დეკემბერი 2015 14:50

სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ დამფუძნებელმა და მისმა მეუღლემ, ქალიშვილის დაბადებასთან დაკავშირებით, კუთვნილი აქციების 99 პროცენტის საქველმოქმედო ორგანიზაციაში ჩადების გადაწყვეტილება მიიღეს. 

ახალგაზრდა წყვილს სურს, მომავალ თაობებს თანაბარი განვითარების პირობები შეუქმნან. 

სწორედ ამიტომ ცუკერბერგი და ჩანი საქველმოქმედო ორგანიზაციას დააარსებენ, რომელიც მძიმედ დაავადებული ბავშვების მკურნალობასა და მათთვის განათლების მისაღებად აუცილებელი გარემოს შექმნაზე იქნება ორიენტირებული. 

„ფეისბუქის“ დამფუძნებლისა და მისი მეუღლის აქციების პაკეტის საერთო ღირებულება 45 მილიარდ დოლარად არის შეფასებული.

პაატა ბურჭულაძემ ახალი ფონდი დააფუძნა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 12 ნოემბერი 2015 17:23

ახალი ფონდი პაატა ბურჭულაძის ხელმძღვანელობით. საქართველოს განვითარებისთვის ამ სახელწოდებით ფონდი პაატა ბურჭულაძემ და პრეზიდენტის ყოფილმა მრჩეველმა ვანო მაჭავარიანმა დააარსეს.

ფონდი 30 ოქტომბერს დარეგისტრირდა. ვანო მაჭავარინის განცხადებით ის არ გარდაიქმნება პოლიტიკურ პარტიად, მიუხედავად იმისა, რომ ამის შესახებ ინფორმაციები სააგენტოებში ვრცელდება.

ფონდის წევრები იუსტიციის მინისტრის ყოფილი მოადგილე დავით ჯანდიერი, ექსპერტი ხათუნა ლაგაზიძე და ქრისტიან-დემოკრატიული პარტიის წევრი გიორგი რუხაძე იქნებიან.

ფონდის წევრად სახელდება რამდენიმე ბიზნესმენიც. პრეზენტაცია მას შემდეგ იგეგმება, რაც პაატა ბურჭულაძე თბილისში ჩამოვა.

საქველმოქმედო ვახშამი ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 08 ნოემბერი 2015 13:55

ხანუქის დღესასწაულთან დაკავშირებით, ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით დაავადებული ბავშვების დასახმარებლად, საქველმოქმედო ვახშამი გაიმართება. 

ღონისძიებიდან შემოსული თანხა მთლიანად დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში გადაირიცხება. 

ამ ინიციატივით ისრაელის პარლამენტის ვიცესპიკერი ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმში გამართულ საღამოზე გამოვიდა და თბილისის მერს კონკრეტული თანამშრომლობაც შესთავაზა. 

საქველმოქმედო ღონისძიება 5 დეკემებრს ისრაელის ქნესეთის ვიცესპიკერის და ბიზნესპალატის თავმჯდომარის ერთობლივი ინიციატივით გაიმართება.

დედაქალაქში „თბილისი-მარათონი“ იმართება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
კვირა, 25 ოქტომბერი 2015 12:04

დედაქალაქში „თბილისი-მარათონი“უკვე მეოთხედ იმართება. თბილისის მერიის ინფორმაციით, წელს “თბილისი-მარათონის” ღონისძიების მარშრუტი ქალაქ თბილისის ცენტრალურ უბნებს მოიცავს.
„თბილისი-მარათონი“ დღეს დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გახსნა.
„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მარათონი. საკმაოდ დიდია მონაწილეთა რიცხვი, მათი რაოდენობა ორი ათასს აჭარბებს და სამასზე მეტი უცხოელი სტუმარია ჩამოსული მარათონში მონაწილეობის მისაღებად. ღონისძიება მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენი ქალაქის პოპულარიზაციისთვის, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრების თვალსაზრისით“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წლევანდელი ღონისძიება მოიცავს სამ გარბენს: ნახევარმარათონს (21,097 კმ); 10 კილომეტრიან გარბენს და ბავშვთა გარბენს (500 მ. და 1000 მ.).
„თბილისი-მარათონის“ გარბენი საერთაშორისო სტანდარტების დაცვით ტარდება. შედეგების დათვლაც მსოფლიოში აპრობირებული, Mika timing-ის „Official Timekeeping and Data Processing” სისტემით მოხდება.
„თბილისი-მარათონი“ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, გერმანიის საელჩოსა და ქალაქ თბილისის მერიის პატრონაჟით იმართება. პროექტს საერთაშორისო მასშტაბით მხარდაჭერას უწევს ავსტრიული კომპანია Sporturlaub, რომელიც „თბილისი-მარათონისთვის“ სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობს უცხოელ სტუმრებს.
ღონისძიების მიზანი საზოგადოებაში ჯანსაღი ცხოვრების დამკვიდრება და სოციალური პასუხისმგებლობის გაზიარებაა.
ტრადიციისამებრ, 2015 წელსაც „თბილისი-მარათონი“ საქველმოქმედო ხასიათს მიიღებს და რეგისტრაციიდან შემოსული თანხა გაორმაგებული ოდენობით რუსთავის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრის გაფართოებასა და არსებული პირობების გაუმჯობესებას მოხმარდება. "თბილისი მარათონი"„ჰაიდელბერგცემენტის“ მიერ ორგანიზებული სოციალური პროექტია. 

 

საქართველოს პრეზიდენტმა პირველ ლედისთან ერთად ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს უმასპინძლა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
კვირა, 13 სექტემბერი 2015 11:59

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პირველმა ლედიმ მაკა ჩიჩუამ დღეს ოპერის მსოფლიო ვარსკვლავებს და ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "ნატვრის ხე" წარმომადგენლებს უმასპინძლეს.

პრეზიდენტის სასახლეში საოპერო მომღერლები ნინო სურგულაძე, 21-ე საუკუნის უდიდესი ტენორი ფაბიო არმილიატო, მსოფლიო დივა დანიელა დესი, ბარიტონი ალბერტო გაძძალე, ვიოლინო ფრანჩეს კადეგო და მაესტრო დანიელე რუსტიონი იმყოფებოდნენ.

 მიღებაზე აღინიშნა, რომ 13 სექტემბერს, 21:00 საათზე, ოპერის მსოფლიო ვარსკვლავების მონაწილეობით, საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" საქველმოქმედო გალა კონცერტს გამართავს.

როგორც გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებთან საუბრისას აღნიშნა, იგი მიესალმება მსგავსი სახის საქველმოქმედო აქტივობებს და წარმატებებს უსურვებს პროექტის მონაწილეებს.

ნინო სურგულაძემ, როგორც საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდის "ნატვრის ხე" დამფუძნებელმა პრეზიდენტს პროექტით დაინტერესებისათვის მადლობა გადაუხადა.

„ძალიან მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა შესაძლებლობა შევხვედროდით პრეზიდენტს და გაგვეცნო მისთვის ჩვენი პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია. იმედი მაქვს, რომ ხვალინდელი კონცერტი წარმატებით ჩაივლის და კიდევ ბევრ ბავშვს დავეხმარებით“, -აღნიშნა ნინო სურგულაძემ.

„ჩვენ ძალიან დიდ ძალისხმევას ჩავდებით იმაში, რომ ის მოლოდინი, რომელიც აქვს ჩვენ მიმართ ქართულ საზოგადოებას გავამართლოთ. ძალიან დიდ ყურადღებას ვგრძნობთ და არაფერს დავიშურებთ იმისათვის, რომ მაქსიმალურად ვაჩვენოთ ჩვენი თავი“,- აღნიშნა ფაბიო არმილიატო.

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი "ნატვრის ხე" 2014 წელს დაფუძნდა. ფონდმა 2014 წელს ორი საქველმოქმედო ღონისძიება გამართა და შემოსული თანხით 11 ბავშვს მკურნალობა დაუფინანსდა

ბიზნეს ნიუსი

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი აქცია - #გულით პედაგოგებისთვის

ლიბერთის ახალი შეთავაზება სპეციალურად პედაგოგებისთ...

პოპულარული

« სექტემბერი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური