ირაკლი კოვზანაძე საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელს შეხვდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 15 მაისი 2017 17:00

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მუდმივ წარმომადგენელთან საქართველოში ფრანსუა პეჰშოსთან შეხვედრისას სავალუტო ფონდის მიერ საქართველოსთან განახლებულ თანამშრომლობაზე ისაუბრა.

შეხვედრაზე საუბარი სამწლიან ეკონომიკურ პროგრამას შეეხო, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წლის მარტში, სავალუტო ფონდმა საქართველოს ეროვნულ ბანკს 285.3 მილიონი დოლარი გამოუყო. საუბარის თემა სწორედ პროგრამის მიზანი იყო, რომელიც სტრუქტურული რეფორმების მხარდაჭერას, შედეგად კი, ქვეყანაში მაკროეკონომიკურ სტაბილურობის უზრუნველყოფას და ეკონომიკური ზრდის დაჩქარებას გულისხმობს.

აზრთა გაზიარება მოხდა საქართველოს საბანკო და არასაბანკო საფინანსო სექტორის ზედამხედველობა-რეგულირების გაძლიერების და სრულყოფის გზებსა და მეთოდებზე, საბანკო დაწესებულებების არაპროფილური აქტივების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, სხვა საკრედიტო ინსტიტუტების საქმიანობის სრულყოფის, მათი კლიენტების უფლებების დაცვის და საფინანსო ბაზარზე კონკურენტუნარიანი გარემოს ფორმირების მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

საუბარი ასევე შეეხო ინფლაციის დონეს და სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარე მაჩვენებლებს, პერსპექტივებს და პროგნოზებს აღნიშნული მიმართულებით.

ირაკლი კოვზანაძემ და ფრანსუა პეჰშომ ისაუბრეს ქვეყნის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმასა და ხელისუფლების საფინანსო-ეკონომიკური პოლიტიკის ძირითადი მიზნებსა და ამოცანებზე, ეკონომიკური რეფორმების გზაზე სსფ-თან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე.

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ მას შეხვედრები უკვე ჰქონდა საქართველოში ვიზიტად მყოფ სავალუტო ფონდის ტექნიკური მისიის წარმომადგენლებთან: ელენე გასტონთნ, გორან ლინდსთნ და როს ჰენდერსონთან.

განათლების კუთხით გერმანია საქართველოს მხარდაჭერას აქტიურად გააგრძელებს

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 15 მაისი 2017 17:58

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ საქართველოში ვიზიტით მყოფ გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრ გერდ მიულერთან, სამომავლო თანამშრომლობაზე იმსჯელა.

მინისტრებმა შეხვედრაზე ურთიერთანამშრომლობის გეგმები განიხილეს, სადაც გადაწყდა, რომ განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების კუთხით, გერმანული მხარე საქართველოს მხარდაჭერას კვლავ აქტიურად გააგრძელებს. გერდ მიულერის თქმით, პროფესიული განათლების შესახებ ახალი კანონის ძალაში შესვლის შემდეგ, გერმანიის მთავრობა ამ მიმართულებით დახმარების გაორმაგებას გეგმავს.

გერდ მიულერი, რომელიც საქართველოში საქართველო-გერმანიას შორის განვითარების სფეროში თანამშრომლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით იმყოფება, ვიზიტის ფარგლებში პროფესიული კოლეჯ „სპექტრს“ დაათვალიერებს.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გაფორმდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:52

13 მაისს, ჩინეთში, საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ჩინეთის კომერციის სამინისტროს შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას თავისუფალი ვაჭრობის შესახებ.

ხელშეკრულებას ხელს მოაწერენ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კომერციის მინისტრი ჟონგ შანი.

ჩინეთს გაფორმებული აქვს 14 თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მსოფლიოს 24-ზე მეტ სახელმწიფოსა და რეგიონთან. 13 მაისიდან მათ სიას საქართველოც დაემატება. საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, ვისთანაც ჩინეთს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ექნება გაფორმებული. საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები უკვე გაფორმებული აქვს ევროკავშირთან, თურქეთთან, დსთ-ს ქვეყნებთან და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციასთან.

ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ საქართველოში წარმოებულ საქონელსა და მომსახურებას გაეხსნება მსოფლიოს უმსხვილესი ბაზარი, რომელიც აერთიანებს დაახლოებით 1,4 მილიარდ მომხმარებელს. ქართველ მწარმოებლებს შესაძლებლობა ექნებათ, პროდუქცია ჩინეთის ბაზარზე დამატებითი საბაჟო გადასახადის გარეშე შეიტანონ. 

საქართველოსა და ჩინეთს შორის ბოლო სამი წლის განმავლობაში ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები ზრდის ტენდენციით გამოირჩევა. 2016 წლის მონაცემებით, ჩინეთი საქართველოს უმსხვილეს პარტნიორ ქვეყნებს შორის ბრუნვის მიხედვით მე-4 პოზიციაზეა, ხოლო ექსპორტის მიხედვით მე-3 ადგილზეა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ისეთი პროდუქციის ექსპორტის ზრდა, როგორიცაა: ღვინო, სპირტიანი სასმელები, ლუდი, მინერალური წყლები და სხვა.

ჩინეთი არის საქართველოს ხუთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორ ქვეყანას შორის. ხელშეკრულების ფარგლებში ჩინეთში იმპორტისას ქართული პროდუქციის დაახლოებით 94 პროცენტი გათავისუფლდება საბაჟო გადასახადისგან.

საექსპორტო პროდუქციას შორისაა ღვინო, თხილი, თაფლი, მინერალური წყალი, ლუდი, უალკოჰოლო სასმელები, ჯემები, წვენები, ყველანაირი ბოსტნეული, ხილი, შოკოლადის ნაწარმი,  ჩაი, თევზი და სხვა ზღვის პროდუქტები, მარცვლეული და ასევე სამრეწველო პროდუქციებიდან სამკურნალო საშუალებები, კაბელები, პლასტმასის პროდუქცია, აზოტოვანი და მინერალური სასუქების სახეობები, სარეცხის მანქანები, ფეროსილიკომანგანუმი, ლოკომოტივები და ა.შ.

საქართველოსა და ჩინეთს შორის გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია საქართველოში ახალი საინვესტიციო პროექტების განხორციელების, მეწარმეობის განვითარებისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ზრდისთვის.

საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მოლაპარაკებები რეკორდულად მოკლე დროში - 7 თვეში დასრულდა.

 

საქართველოში SOU Festival 2017 ტარდება

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 12 მაისი 2017 15:30

15 მაისიდან 5 ივლისის ჩათვლით Check In Georgia ფარგლებში თბილისში თანამედროვე მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება. ფესტივალის დეტალები SOU Festival 2017 ორგანიზატორებმა დღეს მედიის წარმომადგენლებს Rooms Hotel Tbilisi გააცნეს. პრესკონფერენციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხრიდან ესწრებოდა სამინისტროს წარმომადგენელი მაია გიორგაძე. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე მაია გიორგაძემ აღნიშნა -„პროექტი “Check in Georgia” უკვე მეორე წელია ხორციელდება. წელს ამ პროექტის ქოლგის ქვეშ შედის SOU ფესტივალი, რომელიც არის თავისი მასშტაბურობით პირველი ამიერკავკასიაში. დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი ძალიან წარმატებული იქნება და დიდ დაინტერესებას გამოიწვევს როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო მსმენელს შორის. შესაბამისად, ეს გამოიწვევს ტურისტული ნაკადის ზრდას ჩვენს ქვეყანაში“.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან:

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია / Georgian National Tourism Administration, თბილისის მერია /Tbilisi City Hall, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო საქართველოში /Deutsche Botschaft Tiflis, გოეთეს ინსტიტუტი / Goethe Institut, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო /Embassy of Kingdom of Netherlands, აშშ-ის საელჩო საქართველო / U.S. Embassy in Georgia, Turkish Airlines, Expo Georgia;

წლევანდელი პროგრამა ჟანრების ფართო სპექტრს მოიცავს და მსმენელს მუსიკალური ექსპრესიის მრავალ ახალ მეთოდს წარუდგენს. ფესტივალი მოიცავს თბილისსა და რუსთავში თეატრალურ და სამუსიკო, ასევე საგამოფენო სივრცეებს. წლევანდელი სეზონის სახელია – „სხვა ზღვა“.

 

ფესტივალი 15 მაისს გახსნება. თბილისის ცირკის არენაზე ქართველი არტისტი Tete Noise, სიმებიან კვარტეტთან ერთად „The Stringers” დაუკრავს. 5 ივლისს SOU 2017 ის დახურვის დღეს კი, საქართველოს სახელმწიფო ოპერის თეატრი სცენაზე ჰაცუნე მიკუს და კიიჩირო შიბუიას ვოკალოიდური ოპერა „დასასრული“ იქნება წარმოდგენილი.

Check In Georgia საქართველოში წელს მეორედ ტარდება. პროექტი ხელს უწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ცნობადობის ამაღლებაზე, ტურისტული ნაკადების ზრდაზე, ეკონომიკურ წინსვლასა და ჩვენი მოქალაქეების შემოსავლების ზრდაზე იქნება ორიენტირებული. ამასთან, პროექტი წამახალისებელი ფაქტორი იქნება საქართველოში საქმიანი და კულტურული ტურიზმის ზრდისა და განვითარებასთვის.

 

 

 

გამოკითხულთა ნაწილი ფიქრობს, რომ საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში პრორუსული კურსის გატარება დაეხმარება

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 მაისი 2017 13:23

რომელი დაეხმარება საქართველოს ყველაზე მეტად ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში? - NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 29% ნატოში გაწევრიანებას ასახელებს, 16% თვლის, რომ ეს საკუთარი ძალით უნდა მოხდეს, 11% ევროკავშირში გაწევრიანება, 7% აშშ-სთან თანამშრომლობა, 4% ფიქრობს, რომ   საქართველოს ყველაზე მეტად ეროვნული უსაფრთხოების გაძლიერებაში პრორუსული კურსის გატარება დაეხმარება, 3% კი ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში გაწევრიანებას ასახელებს. 

ინფორმაცია კვლევის შესახებ

  • Ø საველე სამუშაოების თარიღები: 7 – 28 აპრილი, 2017
  • Ø 2,493 დასრულებული ინტერვიუ
  • Ø  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

 ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

  • Ø  დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
  • Ø   მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
  • Ø  ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
  • Ø საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%
  • მეთოდოლოგია

     

     კვლევის მეთოდი:

     Ø  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

     ü  სტრატიფიცირება –მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურჯგუფებად

     ü  კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიულიარეალების შემთხვევითი შერჩევა

    Ø  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

    Ø  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

    • Ø  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
    • Ø  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული

 

NDI-ის გამოკითხულთა 63% თვლის რომ საქარველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 მაისი 2017 13:17

NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 63% თვლის, რომ საქარველოსთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს.  6% თურქეთს ასახელებს, 5% კი აშშ-ს. 

ინფორმაცია კვლევის შესახებ

ინფორმაცია კვლევის შესახებ

  • Ø საველე სამუშაოების თარიღები: 7 – 28 აპრილი, 2017
  • Ø 2,493 დასრულებული ინტერვიუ
  • Ø  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

 ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

  • Ø  დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
  • Ø   მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
  • Ø  ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
  • Ø საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%
  • მეთოდოლოგია

     

     კვლევის მეთოდი:

     Ø  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

     ü  სტრატიფიცირება –მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურჯგუფებად

     ü  კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიულიარეალების შემთხვევითი შერჩევა

    Ø  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

    Ø  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

    • Ø  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
    • Ø  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული

 

გამოკითხულთა 35% თვლის რომ საქარველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად აშშ უზრულველყოფს, - NDI-ის კვლევა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
პარასკევი, 12 მაისი 2017 13:05

გამოკითხულთა 35% თვლის რომ საქარველოს უსაფრთხოებას ყველაზე მეტად აშშ უზრულველყოფს, - ამის შესახებ, NDI-ის მიერ ჩატარებული კვევის შედეგებშია აღნიშნული. გამოკითხულთა 10% თვლის, რომ საქარველოს უსაფრთხოებას რუსეთი უზრუნველყოფს. 

ინფორმაცია კვლევის შესახებ

  • Ø საველე სამუშაოების თარიღები: 7 – 28 აპრილი, 2017
  • Ø 2,493 დასრულებული ინტერვიუ
  • Ø  წარმომადგენლობითი შერჩევა ქვეყნის მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გარდა).

 ამასთან, დამატებით წარმომადგენლობითი შერჩევა თბილისში, დიდ ურბანულ დასახლებებში, პატარა ურბანულ დასახლებებში, სოფლის ტიპის დასახლებებში, ეროვნული უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში

  • Ø  დიდი ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს იმ ქალაქებს, რომელთა მოსახლეობა არის 40 ათასი და მეტია. ესენია: ბათუმი, ზუგდიდი, რუსთავი, ფოთი, გორი და ქუთაისი
  • Ø   მცირე ზომის ურბანული დასახლებების სტრატა მოიცავს ყველა დანარჩენ ქალაქსა და დაბას, რომელსაც აქვს ურბანული სტატუსი
  • Ø  ეთნიკური უმცირესობების სტრატა მოიცავს იმ დასახლებებს, სადაც ეთნიკური უმცირესობების (ძირითადად სომხური და აზერბაიჯანული) ხვედრითი წილი 40 პროცენტზე მეტია. ეს დასახლებები მდებარეობს ქვემო ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში
  • Ø საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.7%
  • მეთოდოლოგია

     

     კვლევის მეთოდი:

     Ø  NDI და CRRC კვლევაში იყენებს სტრატიფიცირებული და კლასტერული შერჩევის მეთოდს

     ü  სტრატიფიცირება –მოსახლეობის დაყოფა შედარებით ჰომოგენურჯგუფებად

     ü  კლასტერინგი –თითოეული ჯგუფიდან (სტრატა) პატარა გეოგრაფიულიარეალების შემთხვევითი შერჩევა

    Ø  შინამეურნეობის შერჩევა მოხდა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით

    Ø  რესპონდენტების შერჩევა მოხდა კიშის ცხრილის გამოყენებით

    • Ø  არ ხდება შემთხვევით შერჩეული შინამეურნეობის ან პიროვნების ჩანაცვლება
    • Ø  ყველა ინტერვიუ ჩატარდა პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, სამიდან რომელიმე ენაზე: ქართული, სომხური და აზერბაიჯანული

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
სამშაბათი, 09 მაისი 2017 12:57

საქართველოში მიწისძვრა მოხდა.

3.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის ეპიცენტრიც ქალაქ დმანისიდან დასავლეთით 24 კმ-ში, სოფელ ფოკადან 8 კმ-ში დაფიქსირდა. 

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტის ცნობით, მიწისძვრა თბილისის დროით 10:32 საათზე მოხდა.

საქართველოს სახალხო დამცველის ვიზიტი სტრასბურგში

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 01 მაისი 2017 17:49

საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა სტრასბურგში შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთან, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარ ნილს მუჟნიეკსთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტ გიდო რაიმონდისთან, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტთან, კორუფციის წინააღმდეგ ევროსაბჭოს ჯგუფის აღმასრულებელ მდივანთან ჯანლუკა ესპოზიტოსთან, ევროსაბჭოს პოლიტიკურ საქმეთა დირექტორატის ხელმძღვანელ ალექსანდერ გესელთან,  ადამიანის უფლებათა დირექტორატის ხელმძღვანელ ხრისტოს ჯაკომოპულოსთან, ასევე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებლებთან საქართველოს საკითხზე. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში სახალხო დამცველმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ. უჩა ნანუაშვილმა ყურადღება გაამახვილა სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის მიერ შემუშავებული ცვლილებების შესახებ, გააცნო სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები და  ცვლილებები, რომელიც საკონსტიტუციო პროექტში უნდა აისახოს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებთან სახალხო დამცველმა საქართველოში მართლმსაჯულების კუთხით არსებული მდგომარეობა მიმოიხილა, ისაუბრა  პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გახშირებულ ფაქტებზე და გამოძიების კუთხით არსებულ პრობლემებზე, ასევე სასამართლო სისტემაში არსებულ  ხარვეზებზე,  ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებათა მდგომარეობის  და ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემთხვევებზე.

სახალხო დამცველმა ასევე მიაწოდა ინფორმაცია საქართველოში დისკრიმინაციის შესახებ მიღებული კანონის იმპლემენტაციის შესახებ,  ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე, მედია გარემოსა და სხვა მნიშნელოვან საკითხებზე.

ბეკო საქართველოს ბაზარზე მოღვაწეობის 20 წელს აქციითა და გრანდიოზული გათამაშებით აღნიშნავს

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
ორშაბათი, 01 მაისი 2017 17:20

საყოფაცხოვრებო ტექნიკის მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ბრენდი "ბეკო" 2017 წელს საქართველოში მოღვაწეობის 20 წელს აღნიშნავს.

1997 წლის სექტემბერში, საქართველოს ბაზარზე ერთი მაღაზიით შემოსული ბრენდი, დღეს უკვე საქართველოს მასშტაბით 60 მაღაზიას აერთიანებს.

კომპანია „ბეკო” გამოირჩევა: მომსახურების მაღალი დონით, ინოვაციური ტექნიკით, პროდუქციის ფართო ასორტიმენტით, კადრების პროფესიონალიზმითა და სტრატეგიით - ცვლილება უკეთესობისკენ!

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: www.beko.com.ge

სწორედ 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით, „ბეკო“ მომხმარებელს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს უმზადებს, მათ შორის მნიშვნელოვანია საიუბილეო გათამაშება, რომელიც მომხმარებელს მთელი წლის განმავლობაში შესაძლებლობას მისცემს გახდეს უამრავი პრიზიდან ერთ-ერთის მფლობელი და მოიგოს 2017 წლის „ტოიოტა კოროლა“.

ნებისმიერი მომხმარებელი, ვინც „ბეკოს“ მაღაზიათა ქსელში გააკეთებს 100 ლარიან შენაძენს, შესაძლებლობა მიეცემა მოიგოს სხვადასხვა პრიზები მომენტალურად და ჩაერთოს გრანდიოზულ გათამაშებაში.

„ბეკო“ არ შემოიფარგლება მხოლოდ საიუბილეო გათამაშებით, მთელი წლის განმავლობაში ერთგულ მომხმარებლები იხილავენ ახალ პროექტებსა და გამორჩეულ კამპანიებს, რომლებიც გულგრილს არავის დატოვებს.

როგორც 20 წლის განმავლობაში, 2017 წელსაც „ბეკო“ იქნება თქვენი ყოველდღიურობის ოფიციალური პარტნიორი.

 

 

 

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« ივლისი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური