საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა "აქტუალური თემა" (ვიდეო)

გამოქვეყნებულია ვიდეო
შაბათი, 08 აგვისტო 2015 12:08

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმა. როგორ გადანაწილდა ფუნქციები სამრთალდამცავ ორგანოებს შორის? რამდენად მნიშვნელოვანია რეფორმა? როგორ აფასებენ ამ რეფორმას უფლებადამცველები? საქართველოს პარლამენტის დეპუტატი თამარ კორძაია და არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლის" თავმჯდომარე დიმიტრი ხაჩიძე გადაცემაში "აქტუალური თემა" "სტარვიზიის" ეთერში.

ექსკლუზიური ინტერვიუ პაატა ზაქარეიშვილთან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
პარასკევი, 17 ივლისი 2015 23:34

„სტარვიზიის“ ყოველკვირეული გადაცემის - „აქტუალური თემის“ ფარგლებში, გთავაზობთ ექსკლუზიურ ვიდეო ინტერვიუს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ პაატა ზაქარეიშვილთან.
გადაცემის სრული ვერსია ხელმისაწვდომია IA News Day Georgia - ს ოფიციალურ ფეისბუკ-გვერდზე.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 16 ივლისი 2015 19:42

2015 წლის 15 ივლისს დაიწყო რუსეთის ფედერაციის 58-ე არმიის ფართომასშტაბიანი წვრთნები სამხრეთის სამხედრო ოლქში, ამასთან წვრთნები მიმდინარეოს ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, კერძოდ ცხინვალის რეგიონში. წვრთნებში მონაწილეობს 58-ე არმიის 1500-ზე მეტი არტილერისტი. წვრთნებში გამოიყენება ისეთი თანამედროვე შეიარაღება, როგორიცაა 152 მმ-იანი თვითმავალი ჰაუბიცები «Акация», «Мста-С» და «Мста-Б»,  ზალპური ცეცხლის რეაქტიული საშუალებები «Град», «Торнадо-Г» და «Ураган», ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები «Штурм-С» , ნაღმტყორცნები «Поднос» და «Сани». სულ წვრთნებში მონაწილეობს 300 ერთეული სარაკეტო-საარტილერიო შეიარაღება.

რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ეს პროვოკაციული ქმედება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფას, საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშირისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, აგრეთვე რუსეთის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების უხეშ დარღვევას, საფრთხეს უქმნის რეგიონში მშვიდობასა და უსაფრთხოებას. ამასთან, შეშფოთების საფუძველს ქმნის აგრეთვე რუსეთის ე.წ. მესაზღვრეების მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ბანერებს დამონტაჟების განახლება.

საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს უკიდურეს შეშფოთებას და მოითხოვს რუსეთის ფედერაციისაგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, საქართველოს ტერიტორიიდან შეიარაღებული ძალების გაყვანას და საქართველოს რეგიონების დეოკუპაციის დაწყებას.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის აგრესიული ქმედებების ამ მორიგ გამოვლინებას, ადეკვატური რეაგირება მოახდინოს რუსეთის ფედერაციის მორიგ დესტრუქციულ ნაბიჯზე და არ აღკვეთოს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შელახვისკენ მიმართული ქმედებები.
 

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა დაასრულა

გამოქვეყნებულია ვიდეო
სამშაბათი, 05 მაისი 2015 17:13

საქართველო-მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტთაშორისო ფორუმმა ორდღიანი მუშაობა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ერთობლივ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციაზე ხელმოწერით დაასრულა. სამი ასოცირებული ქვეყნის: უკრაინა მოლდოვა-საქართველოს შორის საპარლამენტო ურთიერთთანამშრომლობის დეკლარაცია, ფოკუსირებული იქნება ამ ქვეყნების ევროპულ მისწრაფებებთან.

დეკლარაციის თანახმად, მხარეები საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის ინიციატივის დაწყების შესახებ შეთანხმდნენ. სამი ქვეყნის საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები ყოველწლიურ შეხვედრებს გამართავენ, სადაც პოლიტიკურ ასოცირებასა და ეკონომიკურ ინტეგრაციაზე იმსჯელებენ. გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების და საერთო პოლიტიკისა და პოზიციის კოორდინაციის მიზნით, კომიტეტების წევრებისგან დაკომპლექტება საპარლამენტთაშორისო სამუშაო ჯგუფები. ინფორმაციისა და პრაქტიკის გაზიარების თვალსაზრისით, კომიტეტების აპარატის თანამშრომლებს შორის იქნება რეგულარული კომუნიკაციის არხი.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოახდენენ ერთობლივ კოორდინაციას ეკონომიკურ და სავაჭრო საკითხებზე, მათ შორის, ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულების იმპლემენტაციის დროს არსებულ გამოწვევებზე, ასევე, ენერგეტიკულ და უსაფრთხოების საკითხებზე.

„ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ორდღიანი ფორუმი სამივე ქვეყნისთვის, სადაც ვისაუბრეთ ევროპულ პერსპექტივებზე, განვიხილეთ თუ რას ველოდებით რიგის სამიტიდან და რა იქნება სამიტის შემდეგ. შევთანხმდით, რომ სამივე პარლამენტი კომიტეტების დონეზე ითანამშრომლებს. ეს იყო მოკავშირე, მეგობარი ქვეყნების ძალიან დამუხტული, საქმიანი შეხვედრა, სადაც ძირითადი აქცენტი მომავალზე გაკეთდა, თუ როგორ უნდა გავიაროთ ეს ურთულესი გზა“, - განუცხადა თედო ჯაფარიძემ ჟურნალისტებს. 
„მადლობა მინდა გადავუხადო საქართველოს პარლამენტს, საქართველოს მთავრობას და ქართველ ხალხს, უკრაინის მხარდაჭერისთვის. უკრაინა დღეს განიცდის იგივეს, რაც საქართველომ 2008 წელს განიცადა. უკრაინამ მაშინ მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს, თუმცა, გარკვეულმა პოლიტიკურმა ძალებმა სიჩუმე ამჯობინეს, რამაც განაპირობა არა მხოლოდ ის რომ გაეგრძელებინა რუსეთს თავისი აგრესია საქართველოში, არამედ ის რომ წამოეწყო ომი უკრაინასთანაც. ჩვენ როგორც არავის ისე გვესმის რა ტრაგედია გადაიტანა საქართველომ. ყველაზე მეტად დღეს ჩვენს ქვეყნებში მშვიდობა გვინდა.

ამ კონფერენციას ჩვენ გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ხაზი გავუსვათ ამ სამი ქვეყნის ურთიერთთანამშრომლობის მნიშვნელობას. ჩვენ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყნების დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, იმისთვის, რომ გავხდეთ ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ, გვჯერა, რომ რიგაში 21-22 მაისს მოვისმენთ მკაფიო გადაწყვეტილებას თუ როდის ამოქმედდება უვიზო მიმოსვლა, ჩვენი ევროპული პერსპექტივები. თუ ეს ასე არ მოხდა, მაშინ წააგებს არა მხოლოდ საქართველო, უკრაინა და მოლდოვა არამედ მთლიანად ევროპა. რადგან გვჯერა, რუსეთის აგრესია არ გაჩერდება. ძალიან მნიშვნელოვანია რიგის სამიტზე მიღებული იქნას მკაფიო გადაწყვეტილებები“, - აღნიშნა უკრაინის რადას ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ირინა გერაშენკომ. „დაისახა კონკრეტული გეგმები, მათ შორის, რიგის სამიტისთვის მოწოდება იმისა, რომ საქართველოსთან და უკრაინასთან, ისევე როგორც მოლდოვასთან დაწესდეს უვიზო რეჟიმი; ის რომ ამ ქვეყნებს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა“, - აღნიშნა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანა პრეზიდენტმა, ვიქტორ დოლიძემ.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივითა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, საქართველოს პარლამენტი საქართველო- მოლდოვა-უკრაინის საპარლამენტო ფორუმი - „სამმხრივი საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობა: ახალი მიდგომები აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ასოცირების შეთანხმების მონაწილე ქვეყნებს შორის, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა“ ორ დღეს გრძელდებოდა.

„მდგომარეობის გაუმჯებესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუ რუსეთთან ურთიერთობას არ მოვაგვარებთ“ - გიორგი ახვლედიანი

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 14:10

,,გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის გიორგი ახვლედიანის აზრით, ძნელია, კონკრეტული სახელი დაარქვა იმ კურსს, რომელიც დღეს საქართველოს ხელისუფლებას აქვს არჩეული. „დღევანდელი სიტუაცია არ არის რაიმე მკაფიო ხაზის მქონე  ჩამოყალიბებული მიმართულება, რომელსაც თანმიმდევრულად მიუყვება ხელისუფლება. ვფიქრობ, ეს პრობლემა მას იმიტომ აქვს, რომ აკლია პოლიტიკური ნება“, - განუცხადა „სპუტნიკ-ჯორჯიას“ ჟურნალისტს  გიორგი ახვლედიანმა. მისი თქმით, ჩვენი მდგომარეობის გაუმჯებესებაზე ლაპარაკიც ზედმეტია, თუ მეზობელ რუსეთთან ურთიერთობას არ მოვაგვარებთ  და ხელისუფლებამ უნდა გადადგას კონკრეტული ნაბიჯები რუსეთთან მოლაპარაკების პროცესის დასაწყებათ, რასაც დღეს ვერ ახერხებს.

საქართველოს 2015 წლის ევროვიზიაზე

გამოქვეყნებულია კულტურა
სამშაბათი, 05 მაისი 2015 12:54

ევროვიზიის სიმღერის კონკურსი (ESC) ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ევროპული სატელევიზიო კონკურსია, რომელიც პირდაპირ ეთერში ევროვიზიის სატელიტური ქსელის მეშვეობით გადაიცემა. გრანდიოზულ სანახაობას ყოველწლიურად, მსოფლიოს მასშტაბით, 150 მლნ-ზე მეტი მაყურებელი ადევნებს თვალს.  ევროვიზიის სიმღერის კონკურსში  საქართველომ მონაწილეობა პირველად  2007 წელს მიიღო, როდესაც  სოფო ხალვაშმა მე-12 ადგილი დაიმსახურა, სიმღერით “My Story“ . ევროვიზიის სიმღერის კონკურსის ორგანიზატორი ევროპის მაუწყებელთა კავშირია (EBU). ევროფესტივალზე კონკურსანტის წარდგენის უფლება ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრ მაუწყებელს აქვს. ევროვიზიის კონკურსის პირობების თანახმად, მონაწილის შერჩევის ორი გზა არსებობს. ევროვიზიის მონაწილე ქვეყნის მაუწყებელი აცხადებს ეროვნულ კონკურსს, რომლის გამარჯვებულიც ამ ქვეყანას ევროვიზიის კონკურსზე წარადგენს; ან მაუწყებელს მინიჭებული აქვს უფლება მონაწილე შიდაშერჩევის შედეგად, კონკურსის გამოცხადების გარეშე დაასახელოს. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ევროპის მაუწყებელთა კავშირის წევრია. შესაბამისად, საქართველოდან კონკურსანტის წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს. 

ნინა სუბლატი  საქართველოს 2015 წლის ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე წარადგენს, სიმღერით  “Warrior”.  ევროვიზიის მე-60  კონკურსზე საქართველოს წარმომადგენლის

ვინაობა პირველი არხის პირდაპირ ეთერში გადაცემა „კომუნიკატორში“ გაირკვა. ნინა სუბლატი მაყურებელმა და საერთაშორისო ჟიურიმ ხუთ კონკურსანტს შორის აირჩია. 

„ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში 300-ზე მეტი ქართველი იქნება“- შოთა აფხაიძე

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 15:25

ექსპერტი კავკასიის უსაფრთხოების საკითხებში შოთა აფხაიძე მიიჩნევს, რომ საქართელოსთვისაც რეალურია ის საფრთხე, რომელიც ისლამური ხალიფატიდან გამომდინარეობს. „შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს , რომ ახლო აღმოსავლეთი ტერიტორიულად საქართველოსთან არც თუ ისე ახლოსაა, მაგრამ საფრთხეები, რაც იქიდან მომდინარეობს, ჩვენი ქვეყნისთვის საკმაოდ რეალურია, იქედან გამომდინარე, რომ ქართველები იმ კონფლიქტში მონაწილეობენ, რომელიც „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ არის გაჩაღებული“, - განუცხადა ექსპერტმა შოთა აფხაიძემ „სპუტნიკ-ჯორჯიას “.

შოთა აფხაიძის თქმით , „ისლამური სახელმწიფოს“ რიგებში, ახლო აღმოსავლეთში მებრძოლი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობას სხვადასხვა წყაროები სხვადასხვანაირად ასახელებენ, თუმცა, მისი აზრით, ეს ციფრი 300-ზე მეტი იქნება.

საქართველო და ბელარუსი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ხუთშაბათი, 23 აპრილი 2015 15:18

საქართველო და ბელარუსი მთელ რიგ სფეროებში თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადიან, - საერთაშორისო შეთანხმებები ორ ქვეყანას შორის, ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაფორმდა.
დოკუმენტებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, ეკონომიკის, ფინანსთა, შინაგან საქმეთა, საგარეო საქმეთა, განათლებისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებმა და მათმა ბელარუსმა კოლეგებმა მოაწერეს ხელი.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო დაესწრნენ.
ხელმოწერილია 10-ზე მეტი შეთანხმება, რომელიც საქართველო-ბელარუსის სამთავრობო უწყებების მჭიდრო თანამშრომლობას გულისხმობს. მათ შორის არის თანამშრომლობა ორი ქვეყნის საგარეო უწყებებს შორის, დანაშაულთან ბრძოლის სფეროში, საბაჟო საკითხებში, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში, ასევე, ურთიერთგაგების მემორანდუმი იუსტიციის სამინისტროებს შორის.

გვერდი 66/ 66-დან

ბიზნეს ნიუსი

პოპულარული

« სექტემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
            1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30            

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური