სლოვაკეთისა და საქართველოსთან თანამშრომლობას განათლების სფეროში გრძელდება

გამოქვეყნებულია განათლება
პარასკევი, 27 იანვარი 2017 11:36

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა სლოვაკეთის რესპუბლიკის ელჩ რუდოლფ მიხალკასთან გამართა.

14 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი! - ვუგულშემატკივროთ ფუტსალის ეროვნულ ნაკრებს

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 27 იანვარი 2017 11:10

14 გატანილი და არც ერთი გაშვებული გოლი - საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევრო 2018-ის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპზე წარმატებით ასპარეზობს. ქართველებმა პირველ შეხვედრაში ისრაელი 3:0 დამარცხეს.  ოლიმპიურ სასახლეში შეკრებილმა გულშემატკივარმა საინტერესო მატჩი იხილა, განსაკუთრებული კი მესამე გოლი გამოდგა, რომელიც  საქართველოს ნაკრების მეკარემ, ზვიად კუპატაძემ საკუთარი საჯარიმოდან გაიტანა.

 ქართველებმა საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრაში   შოტლანდიის  ნაკრებს 11:0 მოუგეს. თამაში  ჯვაროსნების  სრული უპირატესობით წარიმართა. გამორჩეული თამაში ჩაატარა ეროვნული ნაკრების შემტევმა, არჩილ სებისკვერაძემ, მან მეტოქის კარში 4 გოლი გაიტანა.  მის გარდა შოტლანდიელთა კარი  გიორგი ტიკურიშვილმა, გიორგი ნიშნიანიძემ, შოთა თოფურიამ და დავით ბობოხიძემ გაიტანეს. ერთი ბურთი კი მეტოქემ საკუთარ კარში ჩაჭრა.

ავთანდილ ასათიანის გუნდი პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ შეხვედრას დღეს თბილისის ოლიმპიურ სასახლეში შვეიცარიის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება და მასზე დასწრება თავისუფალია. ჩვენს ნაკრებს ჩვენი მხარდაჭერა სჭირდება, დღეს ყველამ ერთდა ვუგულშემატკიბროთ საქართველოს. 

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის კვლევა იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 10:49

საქართველოში მზის ელექტროსადგურების მშენებლობისთვის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა იწყება, - გადაწყვეტილებას მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, ინვესტორი, 18 თვის განმავლობაში, 8 სხვადასხვა ლოკაციას შეისწავლის, რის შემდეგაც მიღებული იქნება გადაწყვეტილება, მზის ელექტროსადგურების მშენებლობის დაწყების შესახებ.
„ეს იქნება კიდევ ერთი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობის გზაზე, რომლისკენაც ჩვენ ეტაპობრივად და მიზანმიმართულად მივდივართ. როგორც მოგეხსენებათ, ცოტა ხნის წინ, ქარელის რაიონში გაიხსნა საქართველოში პირველი ქარის ელექტროსადგური, რაც უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო ალტერნატიული ენერგიების წყაროების ათვისებისა და საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობის განმტკიცების მიმართულებით. ჩვენ ამ გზაზე ვივლით და ვფიქრობთ, ინვესტორებისგან კიდევ ძალიან საინტერესო წინადადებები გვექნება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოში 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 24 იანვარი 2017 10:48

საქართველოს მასშტაბით, 11 000-ზე მეტი ოჯახის გაზიფიცირება განხორციელდება, - გადაწყვეტილებას, ენერგეტიკის სამინისტროს ასიგნებიდან, ამ მიზნით, 20 მილიონი ლარის გამოყოფის შესახებ, მთავრობა დღევანდელ სხდომაზე მიიღებს.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით, ბოლო წლების განმავლობაში, გაზიფიცირების სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს, რისთვისაც უკვე 241 მილიონი ლარი გამოიყო და 160 000-ზე მეტი აბონენტი გაზიფიცირდა.
„დღეს მივიღებთ გადაწყვეტილებას, დამატებით 34 სოფლის გაზიფიცირების სამუშაოების დაფინანსებაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

2017 წელი ფრით დაიწყო - საქართველო 2:2 უზბეკეთი

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 18:35

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ნაკრების წლის პირველი მატჩი დასრულდა. ჯვაროსნები ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთს დაუპირისპირდნენ. მატჩი დუბაიში გაიმართა.
პირველი ტაიმის მიწურულს ანგარიში უზბეკებმა გახსნეს, 69-ე წუთზე შონიამ წონასწორობა აღადგინა, 77-ე წუთზე კი დებიუტანტმა საბა ლობჟანიძემ საქართველო დააწინაურა, თუმცა მხოლოდ ერთი წუთით, უზბეკებმა საპასუხო გოლი 78-ე წუთზე გაიტანეს.

საქართველოს ნაკრები დუბაიში რჩება, სადაც 25 იანვარს ამხანაგურ შეხვედრას იორდანიასთან გამართავს.

ორივე შეხვედრაში, სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, ეროვნული ნაკრები ძირითადად საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მოთამაშეებითა და იმ ლეგიონერებით დაკომპლექტდა, რომლებსაც ნაკრებში თამაშის ნაკლები გამოცდილება აქვთ.

 

წუხელ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა

გამოქვეყნებულია საზოგადოება
ორშაბათი, 23 იანვარი 2017 10:46

წუხელ საქართველოში მიწისძვრა დაფიქსირდა. 3.2 მაგნიტუდის  ბიძგები ბაღდათიდან დაახლოებით 8 კილომეტრში იგრძნობოდა.  მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.

თავდაცვის მინისტრი საქართველოში EUMM-ის ხელმძღვანელს შეხვდა

გამოქვეყნებულია სამხედრო თემა
პარასკევი, 20 იანვარი 2017 17:59

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) ხელმძღვანელს, კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

ლევან იზორიამ ევროკავშირის ელჩს მხარდაჭრისათვის მადლობა გადაუხადა და ყურადღება არსებულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე  გაამახვილა. შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სამინისტროსა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შორის არსებული თანამშრომლობის გაღრმავებისა და ინფორმაციის გაცვლის საკითხები განიხილეს. საუბარი საქართველოს მიერ მსოფლიო უსაფრთხოებისათვის გაღებულ წვლილს, კერძოდ, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში წარმოებულ ევროკავშირის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლების ჩართულობის საკითხსაც შეეხო.

„თავდაცვის სამინისტრო ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩვენთვის. გაფორმებული  გვაქვს  მემორანდუმი, რომელსაც ემყარება ჩვენი თანამშრომლობა. ჩვენ ჩავატარეთ 250-მდე შეხვედრა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში. ვახორციელებთ მონიტორინგს უსაფრთხოების მიმართულებით საქართველოში და ასეთი ფორმით წარმოვადგენთ ევროკავშირს“, - განაცხადა კიასტუტის იანკაუსკასმა.

შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და EUMM-ის წარმომადგენელი დაესწრნენ.

საქართველოში ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემის რეფორმა იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 13 იანვარი 2017 14:55
საქართველოს ეროვნული ბანკი და თბილისის საფონდო ბირჟა ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობის და ანგარიშსწორების სისტემის რეფორმას იწყებენ. პროექტი ითვალისწინებს ეროვნული ბანკის ფასიანი ქაღალდების სისტემის განახლებას და მასში საფონდო ბირჟის შვილობილი კომპანიის - საქართველოს ფასიანი ქაღალდების ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვას. რეფორმა  საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარების სტრატეგიის ნაწილია, რომელიც საქართველოს მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ერთობლივად შეიმუშავეს 2016 წელს. პროექტის დასრულებისთანავე საქართველოში გამოშვებული ნებისმიერი ტიპის ფასიანი ქაღალდით ანგარიშსწორება ერთიანი სისტემის  მეშვეობით იქნება შესაძლებელი. იმავდროულად, საფონდო ბირჟა შეისყიდის ახალ სავაჭრო პლატფორმას კომპანია მონტრანისგან, რომელმაც ადრე უზრუნველყო საქართველოს ეროვნულ ბანკში არსებული ანგარიშსწორების სისტემის დანერგვა. უნდა აღინიშნოს, რომ საფონდო ბირჟის ახალი სავაჭრო პლატფორმა უპასუხებს თანამედროვე მოთხოვნებს და ინტეგრირებული იქნება ანგარიშსწორების ერთიან სისტემასთან.
 
დღეს ეროვნულ ბანკში მხარეთა შორის ხელშეკრულებები გაფორმდა და პროექტის საორგანიზაციო საბჭოს პირველი შეკრებაც გაიმართა, რომელშიც ეროვნული ბანკის, საფონდო ბირჟის, ცენტრალური დეპოზიტარისა და კომპანია მონტრანის წარმომადგენლები შედიან. 
 
ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორების სისტემა ეროვნულ ბანკში 2010 წლის ბოლოდან წარმატებით მუშაობს.  მისი მომწოდებელია ამერიკული კომპანია Montran Corporation, რომლის ანალოგიურ სისტემებს იყენებენ მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში. 2010 წელს პროექტი USAID-ის თანადაფინანსებით წარიმართა და ორ კომპონენტს შეიცავდა. მეორე კომპონენტი RTGS - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების 
სისტემაა, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება ყველა ბანკთაშორისი გადარიცხვა ლარით. მიმდინარე პროექტის ფარგლებში RTGS სისტემის ახალი ვერსიის დანერგვაც არის დაგეგმილი. 
 
დღეს მოქმედი სისტემით ანგარიშსწორება ეროვნულ ბანკში შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფოს და ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდებით. ახალი სისტემა საშუალებას მოგვცემს ყველა ტიპის ქართული ფასიანი ქაღალდით (კერძო კომპანიების მიერ გამოშვებული ობლიგაციების და აქციების ჩათვლით) ანგარიშსწორება იყოს ავტომატიზირებული, სწრაფი, დაცული და მოსახერხებელი. ახალი სისტემის მეშვეობით ანგარიშსწორება  განხორციელდება ურისკო DvP მეთოდით, ეროვნულ ბანკში გახსნილ ანგარიშებზე (settlement in central bank money). სისტემის ინტეგრაცია როგორც საფონდო ბირჟის, ისე Bloomberg-ის სავაჭრო სისტემებთან მოგვცემს ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობისა და ანგარიშსწორების სრული ციკლის ავტომატიზაციას. ავტომატიზებული იქნება ასევე პროცენტის, დივიდენდის, ფასიანი ქაღალდის ძირითადი თანხის გადახდის ოპერაციები, ასევე მათი დაგირავება ეროვნულ ბანკში ან ბაზრის პროფესიონალ მონაწილეებს შორის.
 
პროექტი განხორციელდება ისეთ ინსტიტუტებთან მჭიდრო თანამშრომლობით, როგორებიცაა ECB (ევროპის ცენტრალური ბანკი), EBRD და Clearstream. პროექტის ხარჯებს ეროვნული ბანკი,  საფონდო ბირჟა და ცენტრალური დეპოზიტარი გაინაწილებენ. პროექტის პირველი ფაზის დასრულება 2017 წლის ბოლოსთვის იგეგმება. 
 
"აღნიშნული პროექტი იმ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ნაწილია, რომლებიც საქართველოში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ემსახურება. ეროვნულ ბანკში უკვე 2010 წლიდან წარმატებით მუშაობს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების სისტემა. იგეგმება მისი განახლება და ფუნქციონალური განვითარება. მასში ცენტრალური დეპოზიტარის ჩართვით სისტემა უკვე მთლიან საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზარს მოემსახურება. ასევე, ეს ხელს შეუწყობს უცხოური საფინანსო ინსტიტუტების და ინვესტორების  საქართველოს ფინანსურ ბაზრებზე წვდომის გაადვილებას, ვინაიდან ადგილობრივი ფასიანი ქაღალდების ბაზრის ინფრასტრუქტურა უფრო საიმედო და თანამედროვე ხდება", - განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა კობა გვენეტაძემ.
 
"ეროვნულ ბანკთან აღნიშნული ერთობლივი პროექტი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის განვითარების კუთხით. ის ხელს შეუწყობს პროცესების ავტომატიზაციას, გაამარტივებს და უფრო მოსახერხებელს და უსაფრთხოს გახდის საფონდო ბირჟისა და ცენტრალური დეპოზიტარის ოპერაციებს და მათი საქმიანობა საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისი გახდება. ეს კი ხელს შეუწყობს საფონდო ბირჟაზე ვაჭრობის მოცულობების და ლიკვიდობის ზრდას, ბაზარზე ახალი ფინანსური ინსტრუმენტების, ინვესტორებისა და ემიტენტების გამოჩენას, რაც თავის მხრივ გაუადვილებს ადგილობრივ კომპანიებს კაპიტალზე წვდომას", - განაცხადა საფონდო ბირჟის გენერალურმა დირექტორმა გიორგი ფარესიშვილმა.

საქართველო 2017 წელს ათ საუკეთესო სამოგზაურო მიმართულებას შორის დასახელდა

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
პარასკევი, 06 იანვარი 2017 13:53

პოპულარულმა ჟურნალმა Vogue-მა 2017 წლის საუკეთესო ტურისტული მიმართულებების სია გამოაქვეყნა, სადაც ტოპ-ათეულში საქართველომ პირველი ადგილი დაიკავა. Vogue-ის ჟურნალისტის, ჯენ მერფის თქმით, „საქართველო ბოლო წლებში საუცხოო ღვინით ძალიან პოპულარული გახდა, მაგრამ ღვინის გარდა, ქვეყანაში ბევრი საინტერესო სანახაობისათვის მოგზაურობენ. მისი თქმით, საქართველოს დედაქალაქი თბილისი ახალგაზრდებისთვის ბრუკლინის სტილის გასართობ ცენტრად იქცა და ქვეყანა ცნობილი გახდა ელექტრონული მუსიკის მოყვარულებისთვის.

"საქართველო მზად არის მოთხილამურეებისათვის და სნოუბორდის მოყვარულებისთვის ზამთრის ტურისტული მიმართულების ახალ ცენტრად იქცეს. ზამთრის სპორტის მოყვარულებს საქართველოში კავკასიონის მთების ხელშეუხებელი რელიეფი იზიდავთ," - წერს ჯენ მერფი.

საქართველოს გარდა Vogue-ის საუკეთესო ათეულშია: ომანი, მალაიზია, მადაგასკარი, შრი-ლანკა, ტრინიდადი და ტობაგო, აიდაჰო,(აშშ) იორდანია, დანია და კოლუმბია.

 

 

ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი ჯიშების შემოტანა იწყება

გამოქვეყნებულია ეკონომიკა და ბიზნესი
სამშაბათი, 27 დეკემბერი 2016 16:38

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძე და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო -კვლევითი ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ესპანური კომპანიის La Encina-ს მიწვევით სამუშაო ვიზიტით ესპანეთში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა ესპანეთის ქალაქებში - სევილია, სანტანდერი, რიოხა, ბილბაო - გაშენებული ხეხილოვანი და აგროსატყეო კულტურების სანერგე მეურნეობები და საკოლექციო ნარგაობები მოინახულეს.

ვიზიტის ფარგლებში იური ნოზაძემ და ლევან უჯმაჯურუძემ შეხვედრები გამართეს ესპანეთის კანტაბრიას ავტონომიური ოლქის პრეზიდენტ მიგელ ანგელ რევილასთან, ვიცე-პრეზიდენტთან, ასევე გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინიტრებთან. შეხვედრებზე როგორც სამეცნიერო, ასევე პრაქტიკული მიმართულებით ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხები განიხილეს. გადაწყდა, რომ ახალგაზრდა, ქართველი სპეციალისტები აგრონომიული მიმართულებით თეორიულ და პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს ესპანეთში აიმაღლებენ. 2017 წლის გაზაფხულიდან დაიწყება პროექტი, რომლის ფარგლებში ესპანეთიდან საქართველოში ხეხილოვანი, სუბტროპიკული, აგროსატყეო და კაკლოვანი კულტურების ახალი ჯიშების შეტანა იგეგმება. მომავალი წლიდან საცდელი ნიმუშები სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს ბაზებზე გაშენდება.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრებმა შეხვედრები გამართეს სხვადასხვა სანერგე მეურნეობის წარმომადგენლებთან, რომლებმაც გამოთქვეს ინტერესი და სურვილი საქართველოში სხვადასხვა კულტურის ახლი ჯიშების შემოტანის, გამოცდის და შემდგომ, ადგილობრივ ფერმერებთან ერთად, ერთობლივი საწარმოს შექმნისა და ნერგების წარმოების კუთხით.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, იური ნოზაძემ და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა, ლევან უჯმაჯურიძემ რიოხაში უძველესი მარნის ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრაზე მევენახეობა - მეღვინეობის კუთხით თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს.

 

 

 

ბიზნეს ნიუსი

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP ქართული წარმოების მხარდასაჭერად

PSP-ს ქსელში ახალი ქართული წარმოების სადეზინფექციო...

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

ლიბერთი ბანკი ჯიპიაი ჰოლდინგთან აგროდაზღვევის პროექტს იწყებს

დღეს, ლიბერთი ბანკმა და ჯიპიაი ჰოლდინგმა ურთიერთთა...

პოპულარული

« მაისი 2020 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური