საქართველოს პრემიერი დავოსში China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტს შეხვდა

გამოქვეყნებულია პოლიტიკა
ოთხშაბათი, 23 იანვარი 2019 11:17

საქართველოში არსებულ ხელსაყრელ საინვესტიციო გარემოზე, მთავრობის ინიციატივებსა და საქართველო-ჩინეთის მზარდ ურთიერთობებზე ესაუბრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე China Minsheng Investment Group-ის პრეზიდენტ ლიუ ბენსიანს, რომელსაც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში შეხვდა.

ყურადღება დაეთმო საქართველო-ჩინეთის ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკას და შანხაიში ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაზე საქართველოს წარმატებულ მონაწილეობას, სადაც პრემიერ-მინისტრი ბახტაძე პირადად პრეზიდენტ სი ძინპინის მიწვევით იმყოფებოდა.

CMIG-ის პრეზიდენტის შეფასებით, მისასალმებელია ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს განვითარების პროცესი, რაც ქვეყანაში ინვესტირებისთვის ხელსაყრელ გარემოს ქმნის.

შეხვედრაზე იმსჯელეს თანამშრომლობის შესაძლო მიმართულებებსა და პოტენციურ საინვესტიციო პროექტებზე, რომელთა განხორციელებითაც, შესაძლოა, ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი დაინტერესდეს.

CMIG-ი ჩინეთში ლიდერი გლობალური კერძო საინვესტიციო ჯგუფია, რომლის რეგისტრირებული კაპიტალის მოცულობა დაახლოებით 15 მილიარდი დოლარია. სათავო ოფისი შანხაიში მდებარეობს. ჩინეთის უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჯგუფი, რომელიც ძირითადად ენერგეტიკის, უძრავი ქონების, ჯანდაცვისა და ფინანსურ სექტორებში საქმიანობს, აქტიურად არის დაინტერესებული საინვესტიციო პროექტების განხორციელებით "სარტყლისა და გზის" ინიციატივის ქვეყნებში.

საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავი

გამოქვეყნებულია კულტურა
ოთხშაბათი, 21 ივნისი 2017 10:18

ფონდ „ქართული გალობის“ სათაო ოფისში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველო-ჩინეთის დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლისთავისადმი მიძღვნილ კულტურულ ღონისძიებებს მიეძღვნა.
ღონისძიებას უძღვებოდნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს კულტურის პოპულარიზაციის სამმართველოს უფროსი გიორგი აფციაური, პიანისტი და კომპოზიტორი გიორგი მიქაძე, საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლის „ბასიანი“ სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი დონაძე, ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის "რუსთავი" ხელმძღვანელი ფრიდონ სულაბერიძე, ფონდი "ქართული გალობის" დამფუძნებელი, ბიზნესმენი ვანო ჩხარტიშვილი და ფონდის გენერალური დირექტორი ნანა გოთუა.
14-15 ივნისს პეკინში გაიმართება საქართველო-ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღის თარიღთან დაკავშირებული კონცერტები. სპეციალურად ამ მოვლენის აღსანიშნავად, 14ივნისს, 19:00 საათზე პეკინის საკონცერტო დარბაზის ჰოლში (Beijing Concert Hall) შედგება ქართული ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაცია და ქართული ტრადიციული სამოსის ფოტოგამოფენა.
ოფიციალური მიღების შემდეგ, 19:30 საათზე გაიმართება გრანდიოზული კონცერტი, რომელზეც ექსკლუზიურად შესრულდება გიორგი მიქაძისა და ანსამბლ „ბასიანის“ მეგა-პროექტი „ვოისა“. კონცერტში ასევე მონაწილეობს საქართველოს სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ მოცეკვავეთა დასი.
პროექტის ორგანიზატორია: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო, ჩინელი ხალხის საზღვარგარეთის ქვეყნებთან მეგობრობის ასოციაცია და საქართველოს საელჩო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.
პროექტის სპონსორია: „China CEFC Energy Company Limited“, „ჩინეთ-საქართველოს მეგობრობის ასოციაცია“ და საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“, რომელიც წლების მანძილზე საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ აქტიურად იღწვის ტრადიციული ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა-პოპულარიზაციისათვის. პროექტის მხარდაჭერია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო.

ბიზნეს ნიუსი

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი  ლიბერთისგან

რასაცა გასცემ, შენია - ქეშბექი ლიბერთისგან

ლიბერთიმ თავისი მომხმარებლებისთვის სრულიად ახალი, ...

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გიორგი გახარია ბიზნესმენებს - ბიზნესი არის ეკონომიკაში ძირითადი ძალა

გავიხსენოთ ის ტრადიცია, როდესაც საკმაოდ ხშირად, აქ...

პოპულარული

« ნოემბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
        1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30  

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური