გოლფში საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი პირველად გაიმართება

გამოქვეყნებულია სპორტი
პარასკევი, 03 მაისი 2019 18:16

18-19 მაისს, საქართველოს გოლფის ფედერაციის ორგანიზებით პირველი ეროვნული ჩემპიონატი ჩატარდება. ტურნირს კომპლექსის - „თბილისი ჰილს“ – ‘tbilisi hills golf & residences’ - გოლფის მოედანი უმასპინძლებს. ჩემპიონატში მონაწილეობას 30-ზე მეტი გოლფერი მიიღებს, მათ შორის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტები - მიხეილ ძაძამია და ანდრო შილაკაძე.

დასკვნით დღეს გამოვლინდება საუკეთესო შედეგის მქონე ოთხეული, რომელიც აგვისტოში ვილნიუსში გასამართ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ევროპირველობა ევროპის გოლფის ასოციაციის ეგიდით გაიმართება. საქართველოს გოლფის ფედერაცია, რომელიც 2007 წელს დაარსდა, ასოციაციის წევრი 2014 წელს გახდა, ხოლო 2015 წლიდან მსოფლიოს პირველი და ყველაზე პრესტიჟული გოლფ კლუბის - ‘r&a’ (royal and ancient golf club of st andrews) წევრია.

საქართველოს პირველი ეროვნული ჩემპიონატის მხარდამჭერები არიან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი და კომპანია „თბილისი ჰილს“.

tbilisi hills golf & residences’ საქართველოში პირველი და ერთდერთი პროფესიონალური 18 -ფოსოიან გოლფ კლუბია. გოლფის მოედანი 2017 წელს გაიხსნა, მისი ფართობი 110 ჰექტარია, გაშენებული, სოფელ თელეთისა და შავნაბადის მთის მიმდებარე ტერიტორიაზე.

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ქუთაისში განახლდება

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 01 თებერვალი 2016 17:33

2 თებერვალს ქუთაისის სპორტის სასახლეში განახლდება საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგა ხელბურთში, კაცთა გუნდებს შორის.  3-3 მატჩის შემდეგ ლიდერობენ 2015 წლის ჩემპიონი, სტუ და თასის მფლობელი, ბათუმის „შავი ზღვის ბიჭები“.

პირველი წრის 3-3 მატჩი უკვე ყველა გუნდმა გამართა, როდესაც აღმოსავლეთი და დასავლეთი საქართველოს 4-4 გუნდმა ერთმანეთში გაარკვია ურთიერთობა, ახლა კი ისინი ერთმანეთს ეთამაშებიან. გამართება 4 შეწყვილებული ტური. 

ქუთაისში, 2-3 თებერვალს, ქუთაისი და სამტრედია უმასპინძლებენ თბილისის პეგასსა და თელავის იმედს. 4-5 თებერვალს კი სტუ და და ქარიშხალა მიიღებენ ფოთის „ოქროს ვერძსა“ და ბათუმის გუნდს. 4 თებერვალს თამაშები სპორტკომპლექსი არენაში გაიმართება, ხოლო 5 თებერვალს - ახალ სპორტის სასახლეში. ეს პირველი შემთხვევა იქნება ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ, როდესაც ეს არენა ხელბურთის მატჩებს უმასპინძლებს.

9-10 თებერვალს, ქუთაისში, ქუთაისსა და სამტრედიასთთან სათამაშოდ ჩავლენ სტუ და ქარიშხალა, ხოლო 11-12 თებერვალს იმედი და პეგასი უმასპინძლებენ ბათუმსა და ფოთს. ამით პირველი წრე დასრულდება და მეორეც ანალოგიური პრინციპით გაიმართება.

8 გუნდი გამართავს ორ წრეს (14-14 მატჩი), 4 საუკეთესო კი მედლებისთვის ბრძოლას ფინალური ოთხეულის ფორმატით გააგრძელებს.

ხელბურთი. საქართველოს ჩემპიონატი, კაცები, 2015-16

2-3 თებერვალი, ქუთაისი, სპორტის სასახლე

2 თებ. 14:00, სამტრედია-პეგასი, 16:00 ქუთაისი-იმედი თელავი

3 თებ. 13:00, სამტრედია-იმედი თელავი, 15:00 ქუთაისი-პეგასი

4 თებერვალი, თბილისი, არენა 1

14:00 სტუ-ბათუმი, 16:00 ქარიშხალა-ფოთი

5 თებერვალი, თბილისი, ახალი სპორტის სასახლე

14:00 ქარიშხალა-ბათუმი, 16:00 სტუ-ფოთი

საქართველოს ჩემპიონატი ახალგაზრდა ჩოგბურთელთა შორის დასრულდა

გამოქვეყნებულია სპორტი
ორშაბათი, 28 დეკემბერი 2015 18:09

დღეს  დასრულდა საქართველოს პირველობა 12, 14 და 16-წლამდელ ჩოგბურთელთა შორის.ტურნირში მონაწილეობა 70- მდე სპორტსმენმა მიიღო. თითო ასაკობრივ ჯგუფში გამარჯვებული სპორტსმენები გაემგზავრებიან ევროპის ზამთრის თასების საკვალიფიკაციო ტურნირებზე. 14 - წლამდე ბიჭების ევროპის ზამთრის თასები ყაზანში (რუსეთში) ჩატარდება, ხოლო ყველა სხვა ასაკობრივი ჯგუფის თასები თურქეთში. შესაბამისად, საქართველოს პირველობა თავისი სტატუსით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურნირია .

გამარჯვებული სპორტსმენები 12 წ, ვაჟები- 1.ვაჩნაძე 2.ბიძინაშვილი 3.კილაბერიძე 14.წ ვაჟები 1.ლაშა-გიორგი კიკვიძე 2.ძიმისტარიშვილი ცოტნე 3. ბათნიძე ბოგდან 16წ,ვაჟები- 1. დავლიანიძე ნიკოლოზ 2. ჭელიძე დავით 3. ფურცელაძე საბა 12წ.გოგონები 1. კობიძე 2.ზეიკიძე 3.ცინცაძე 14წ.გოგონები- 1.გაგოშიძე თამარ 2.სალუქვაძე ია 3. ქადარია დალიდა 16წ. გოგონები 1. მაქაცარია ანა 2. შანიძე ანა 3. დალაქიშვილი მარიამ.

ეროვნული ბრენდების რეიტინგში საქართველომ 93-ე ადგილზე გადაინაცვლა

გამოქვეყნებულია კულტურა
პარასკევი, 16 ოქტომბერი 2015 17:45

ეროვნული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგი გამოქვეყნდა. კომპანია "Brand Finance"-ის რეიტინგების მიხედვით, ამერიკის შეერთებული შტატები უპირობო ლიდერია. ყველაზე ღირებული ეროვნული ბრენდების პირველი ათეული კი ასეთია: აშშ, ჩინეთი, გერმანია, დიდი ბრიტანეთი, იაპონია, საფრანგეთი, ინდოეთი, კანადა, იტალია და ავსტრალია.კვლევის ავტორების განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები კვლავაც რჩება მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ეროვნულ ბრენდად.,,იქაური ბიზნეს-კლიმატი ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას. აშშ, რბილი და მოქნილი პოლიტიკის წყალობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აწარმოებს პროდუქციის ექსპორტს. ქვეყანა მიმზიდველია ინვესტორებისთვის. ყოველივე ეს საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებულ შტატებს დარჩეს ყველაზე ღირებულ ეროვნულ ბრენდად, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთის მზარდი ეკონომიკა და როლი თანდათან უფრო ძლიერდება მსოფლიო მასშტაბით."აღსანიშნავია, რომ საქართველოს, როგორც ეროვნული ბრენდის ღირებულება გასულ წელთან შედარებით 7%-ით შემცირდა. მსოფლიო რეიტინგებში ქვეყანამ 91-დან 93-ე ადგილზე გადაინაცვლა.შესამჩნევია ირანის პოზიციების გაუმჯობესება. ირანი წელს ყველაზე სწრაფად მზარდ ეროვნული ბრენდად დასახელდა. ქვეყანამ რეიტინგებში 46-ე ადგილი დაიკავა. ამ ყოველივეს კვლევის ავტორები პრეზიდენტ ჰასან როუჰანის ზომიერ პოლიტიკას უკავშირებენ. პოზიციები ყველაზე მეტად უკრაინამ დაკარგა, პოლიტიკური მდგომარეობისა და საომარი მოქმედებების გამო მისი, როგორც ეროვნული ბრენდის ღირებულება 45%-ით გაუარესდა.ეროვნული ბრენდების ყოველწლიური რეიტინგის კვლევისას ძირითადი კრიტერიუმებია: დამოუკიდებლობა, ტექნიკური სანდოობა, გამჭირვალობა და ექსპერტიზა.

ინტელექტის დღე 2015 დაიწყო

გამოქვეყნებულია განათლება
ორშაბათი, 20 აპრილი 2015 15:45

საქართველოს 71 მუნიციპალურ ცენტრში სტარტი აიღო ყველაზე მასშტაბურმა ინტელექტუალურმა შეჯიბრმა - „ინტელექტის დღე".

საქართველოს ჩემპიონატი მოსწავლეთა შორის ინტელექტუალურ თამაშში „რა? სად? როდის?" - „ინტელექტის დღე" წელს უკვე მეოთხედ იმართება.

18 აპრილს ტურნირის პირველი, მუნიციპალური ეტაპი გაიმართა და მასში მონაწილეობა საქართველოს მასშტაბით წინასწარ დარეგისტრირებულმა 1400-მდე სკოლამ მიიღო. გამარჯვებული გუნდი 10 მაისს თბილისში გამოვლინდება. დასკვნით ეტაპზე გუნდები 36 შეკითხვას უპასუხებენ. გამარჯვებულები დაჯილდოვდებიან პრიზებითა და დიპლომებით.

თბილისის პირველ კლასიკურ გიმნაზიაში თამაშს უძღვებოდა საქართველოს ინტელექტ-კლუბის „რა? სად? როდის?" პრეზიდენტი გიორგი მოსიძე. „ინტელექტის დღე 2015" ოფიციალურად გახსნეს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილემ რატი ბრეგაძემ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა.

პროექტის ორგანიზატორები არიან:
საქართველოს სპორტისა და ახალგზრდობისა საქმეთა სამინისტრო
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო
საქართველოს ინტელექტ-კლუბი „რა? სად? როდის?"
პროექტის გენერალური პარტნიორია კავკასიის უნივერსიტეტი
პროექტის პარტნიორები არიან:
გამომცემლობა „პალიტრა L"
IDშ ბორჯომი საქართველო

პოპულარული

« ოქტომბერი 2019 »
ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
  1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31      

ჩვენ შესახებ

საინფორმაციო სააგენტო
“ნიუსდეი”
შეიქმნა მედია-ჰოლდინგ
“სტარვიზია”-ს
ბაზაზე.
ქართულ ინტერნეტ სივრცეში... ვრცლად

კონტაქტი

შპს "ნიუს დეი საქართველო"

მის: ლეჩხუმის ქ. 43

ტელ: (+995 32) 257 91 11

ფოსტა: avtandil@yahoo.com

 

 

სოციალური